1655 წ. - წყალობის განახლების სიგელი მარიამ დედოფლისა ოქონის დეკანოზის შვილ მამუკასადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთი მიწერილია 1582 წ. 03.13. - წყალობის განახლების სიგელი სვიმონ მეფისა ოქონის დეკანოზ ფილიონისადმი საბუთის verso-ს მარჯვენა კიდეზე განივად

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, დედოფალთა-დედოფალმა პატრონმა მარიამ, ასულმა დადიანისამა, ესე სადეკანოზო წიგნი გაგისინჯეთ, შენ ოქონის ხატის დეკანოზის შვილს, მამუკას და შენთა შვილთა, ასრე, რომე ძველითგან სამკუიდრო თქვენი ყოფილიყო ოქონის ხატის დეკანოზობა. შეგიწყალეთ და ჩუენცა გიბოძეთ ყოვლის კაცის უცილებლად. გორის მოურაო, მამასახლისო და ერთობილნო გორელნო, თქუენცა ასე დაუმკუიდრეთ, რარიგაცა ამ ძველს სიგელში ეწეროს.

წყეულ, კრულ და შეჩუენებულმცა არს დაუსაბამოს ღმერთისაგან ვინც ამას ოქონის ხატის დეკანოზობა მოუშალოს, და ან ჩუენის საყდრიდამე ის ხატი სხვაგან სადმე წაიღოს და სხვაგან დაასვენოს.

ქორონიკონსა ტმგ (1655)

  • მარიამის ხელრთვა

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ტმგ (1557), ანუ 1655 წელი.

პუბლიკაცია

edit