1660 წ. - ყმა-მამულის წყალობის სიგელი ნესტან-დარეჯან დედოფლისა მარეხ ჩხეიძისა და მისი შვილებისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა edit

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Hd-9466.

საბუთის შინაარსი edit

1660 წ. ნესტან-დარეჯან დედოფალმა უწყალობა ჩხეიძის ასულ მარეხს და მის შვილებს: ქაიხოსრო და პატა წერეთლებს საფალავანდიშვილოში ხოსროს და შემდეგ ტყავძველიძეების ნაქონი ყმა-მამული და დაუმტკიცა ადრე ნაწყალობები საჩხერეში ხოდაბუნის ნახევარი.

სიგელს ბეჭდით ამოწმებს ბაგრატ მეფე

პუბლიკაცია edit