1664 წ. - შეუვალობის წიგნი გიორგი გურიელისა აფხაზეთის კათალიკოს სვიმეონ ჩხეტიძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

1448-3991 იგივე ბიჭვინტის საბუთები - N 035

საბუთის ტექსტი

edit
1894 - თ. ჟორდანია - "ქრონიკები" - გვ.43-49

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 81

... ბიჭვინტისა ღმრთისმშობელო, ჩვენ, ცვა-ფარვათა შენთა მონდობილმან და მსასოებელმან ძისა და მეუფისა შენისამა, ჩვენ გურიელმან ბატონმან გიორგი და დედა-ჩვენმან დედოფალმან ბატონმა ხვარამზემ და ბატონიშვილებმან მალაქიამ და ოტიამ გკადრეთ და მოგართვით და დაგიდევით სიგელი ესე თქვენ, ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა და მას შინა დადგინებულსა ჩრდილოსა და აფხაზეთისა კათალიკოზ ქუთათელსა ჩხეტიძესა ბატონს სვიმეონს.

ასე რომე ძველადგან ამ სამს საბატონოშიგა სამართალიც ასრე ყოფილა და დღესაც ასრე არის: კათალიკოზის უკითხავად და ნებადაურთავად ეფისკოპოზობა არც გაცემულა და არცა ვის გამორთმევნია.

და არც ჩვენ, დღეის ამას იქით, ამ ჩვენს საბატონოშიდ თქვენად უკითხავად და უნებლად ჩვენ ეფისკოპოზი არ დავსვათ, და არც ეფისკოპოზობა გავსცეთ, და არცა-ვინ გარდავაყენოთ, და არცა-ვის საწინამძღროები მივსცეთ თქვენად უკითხავად.

და ვინცა-ვინ სარჯულოს საქმეზედან თქვენ წანააღგიდგეს და გაუწყრეთ და შეაჩვენოთ, ჩვენ სამართლიანის საქმით თქვენ მოგიდგეთ; და სადამდის თქვენ შენდობა არ უბოძოთ და არ შეირიგოთ, მადამდის არც ჩვენ შევირიგოთ.

და როგორაცა მის დღეშიგა ამ ჩვენს სახლსა და საბატონოშიგა სხვათ კათალიკოზებს ამ სახლის ბატონებისაგან პატივი სდებოდეს, არც ის მოგიშალოთ; და ჩვენც გულმართლად თქვენთვის მწყალობელნი, კარგნი და მოპატივენი ვიყოთ.

და რაც ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამული იყოს ჩვენს საბატონოშიგა, არცა-ვის საძალოდ და საავკაცოდ ის დავანებოთ; და არცა-რა ძალი და უსამართლობა დავატანოთ...

დაიწერა წიგნი, ბრძანება და სიგელი ესე ქორონიკონსა ტმიბ (1664) სამას ორმოცდათორმეტსა.

გიორგი. ხვარამზე.

პუბლიკაცია

edit