1670-1680 წწ. - ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნი მიცემული მერაბ წულუკიძის მიერ ქაიხოსრო წერეთლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

საბუთის შინაარსი

edit

ზაალ ფალავანდიშვილს მერაბ წულუკიძე მეფესთან დაუბეზღებია. მეფეს წულუკიძე "სასიკვდილოდ და ასაოხრებლად" გაუმეტებია, მაგრამ მერაბს ამ უბედურებისაგან თავი დაუღწევია, დამსმენისთვის პასუხი მოუთხოვია და მისი კუთვნილი "მოიდა-ნახე ციხე" "სისხლშიდ" დაუჭერია. შემდეგ მერაბს ეს ციხე ქაიხოსრო და პაატა წერეთლებისათვის მიუყიდია.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს მისი გამომცემელი შ. ბურჯანაძე XVIII საუკუნით ათარიღებს. ამის გამო ეს საბუთი "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც" არ მოხვედრილა. ო. სოსელია საბუთში დასახელებული პირების მოღვაწეობის დროიდან გამომდინარე, საბუთს XVII საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებს.

პუბლიკაცია

edit