1676-1688 წწ. - პირობის წიგნი ტყვის გაუსყიდველობაზე ფალავანდიშვილებისა ნიკოლოზ კათალიკოსისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დაკარგულია დედანი და ძველი პირი - სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 114.

გვაქვს 1848 წ. პირიდან გადაღებული პირი E-073/26, ამჟამად დაცული პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

საბუთის შინაარსი

edit

დავით ფალავანდიშვილი, მისი ძმები ირაკლი და ბეჟანი, მათი აზნაურები ავთანდილ შალბელიქიშვილი და გარსევან სამაღანაშვილი, აგრეთვე ყველა ლაშხი, ნადირაძე და ერთობით მსახურები და აზნაურები პირობის წიგნსა და ფიცს აძლევენ ამილახორიშვილს ნიკოლოზ კათალიკოსს ტყვის გაუსყიდველობის თაობაზე: "ასე და ამა პირსა ზედა, რომე ამოჰკუეთეთ ტყვის გასყიდვა".

საბუთის ასლს ჰქონია სათაური: ფალავანდიშვილების საფიცარი.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთი უთარიღოა და თარიღდება ნიკოლოზ კათალიკოზის ზეობის წლებით 1676-1688 წწ.

საბუთის პერსონალია

edit

პუბლიკაცია

edit