1676 წ. - მდივანბეგობის წყალობის წიგნი შაჰნავაზისა ვახტანგ ორბელაშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Sd-536

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 82


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ-აღმართებულმან, ღმრთივ-დამყარებულმან და ღმრთივ-გუირგუინოსანმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან, პატრონმან შაჰნავაზ, თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან, პატრონმან მარიამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩუენმან, პატრონმა გიორგიმ და პატრონმან ლევან და პატრონმა სულეიმან, ესე ამიერ უკუნისამდის ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი წყალობისა წიგნი და ნისანი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და წესისებრ მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმათა ბარათაშვილს ორბელიშვილს ვახტანგს, ასრე რომე ვითაც მამა თქუენსაც ჰქონებოდა ჩუენის საბატონოს ქართლის მდივანბეგობა და სამართლის ქნა, ახლა თქუენცა დაგუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მდივანბეგობა ქართლისა, ქალაქისა, საბარათაშვილოსა, სომხითისა და თათრისა.

ვინცა-ვინ ჩუენსა სახელმწიფოსა და საბრძანებელსა ქუეშ მორჩილი იყოს, ან სისხლისა და ან სხვისა რისაც საჩივრისა, ყუელა თქუენგნით გაისამართლებოდეს, და გარდასწყდებოდეს.

და ვინცა თქუენს გარიგებულს სამართალსა გარდაჰხდებოდეს, ჩუენ დიდად გაუწყრებოდეთ და გარდავახდევინებდეთ. თქუენცა წესისებრ სამართალს გულს მიაპყრობდეთ, რომელიც დიდი სისხლი და გასამართლებელი იყოს, ჩუენც შეგვატყობინებდეთ და ისრე გარდასწყუეტდეთ.

ეს სახელო და სამსახური არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად ძეთა ჩუენთაგან. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურს შინა.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ინდიკტიონსა კ (20) მეფობისა ჩუენისასა, ქორონიკონს ტნიდ (1676), ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრის თუმანიშვილის გიორგისითა.

გვიანდელი დამტკიცება

edit

ქ. რა რიგადაც სულკურთხეულს მამა ჩუენს მდივანბეგობა ებოძა, ჩუენც ისე გვიბოძებია.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს ორმაგი თარიღი: ქორონიკონი ტნიდ და შაჰნავაზის მეფობის ინდიქტიონი, ანუ 1676 წელი.

პუბლიკაცია

edit