1685 წ. - წყალობის წიგნი გიორგი XI-ისა ბეგთაბეგ შანშეან მარტეროზისშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-4259

ე. თაყაიშვილს ხელთ ჰქონია ლურჯ ქაღალდზე დაწერილი საბუთის პირი, დავით თუმანოვის გადმოღებული და დიმიტრი ორბელიანის დამოწმებული

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 83


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩვენ, ღმრთივ-აღმართებულმან, და ღმრთივ-დამყარებულმან, და ღმრთივ-გუირგუინოსანმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან ხელმწიფემან და მეფეთა ზედა მეფემან პატრონმან გიორგი, და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან, პატრონმან ხვარაშან, და პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან, პატრონმან ბაგრატ, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და მოვიხსენეთ ხვეწნა და აჯა-მუდარეთა თქვენ, ჩვენისა დიდად ერთდგულისა და წესისებრ მონებისა თავდადებით ნამსახურსა, კარისა ჩვენისა მდივნისა შანშეან მარტეროზისშვილის ბეგთაბეგისა, შვილთა თქვენთა ავთანდილისა და ბეჟანისა და მომავალთა თქვენთა.

მას ჟამსა, ოდეს სულკურთხეული პატრონი მამა ჩუენი ყაენთან წაბძანდა და თქვენცა თან გაახელით, და აღესრულა განგება ღმრთისა და გზასა შინა ამიერ სოფლით მიიცუალა, და ვინცა-ვინ დარბაისელნი და კარის ჩვენისა მოხელენი თან ახლდით, ყაენთან ჩახვედით და ოდეს მოგვესმა, აღარა ხანი ვჰყავით და ჩვენც ყაენთან ჩამოვბრძანდით.

იმა ჩვენთა დარბაისელთა ხსნად და წესისაებრ ყოველთა ნათესავთა ჩვენთა უზეშთაეს და უდიდებულეს დაგხუდა, პატივ-გუცა და განიხარა შეყრა და ხილვა ჩვენი, და დიდითა ალერს-ლხინ-სობაითითა განვისვენეთ, რაერთსაცა ხანსა წადიერ ვიყავით.

და ოდესცა ვინებეთ წარმოვევლინენით დიდისა მრავლისა და უცხოსა საგანძურითა ტახტსა და სახელმწიფოსა ჩვენსა. გზასა შინა მოგვეხსენა თქვენი უჯეროთ მსახურება ჩვენზედა და არ ჯერ-ვიქმენით, და არცა იყო ჩვეულება ჩვენი, რომე სიტყუანი დამასმენელთა წარმდგარიყო წინაშე ჩვენსა. მაგრა ფარულითა შურითა მრავალგზის გამოაქანდაკეს ენოანება და მცირეთ განაწყრომეს გული ჩვენი თქვენზედა, და თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი წაგართვით და გაგიეცით.

და ვითაც არა იყვის გულსა ჩვენსა შინა განზრახვა უსამართლოებისა, თქუენ მოგიბოძეთ წიგნი საიმედოსი, რათა განგვეკითხვე მართლა და წამოგვეყენნეს დამასმენელნი თქვენნი, და თუცა მართალნი გამოსულიყუენნით, აღარც თქვენი მამული მოგვეშალა და სხვა წყალობაც გვექნეს.

შეწევნითა და ძლიერებითა ღმრთისათა მშვიდობით მოვბრძანდით ტახტსა და სახელმწიფოს ჩვენსა, განვაღეთ სამართლად კარი დარბაზისა ცვენისა და განგიკითხეთ.

წარმოსდეგ ქედ-დადრეკილ წინაშე ჩვენისა, დაიწყევ მოხსენება სტყუათა შენთა და აღახვნე ცხოველს-მყოფი ხატი საქადაგოსი და ფიც-გვექმენ გულწმინდად და მრავალ-გზის.

და დააჯერა ღმერთმან გული ჩვენი ერდგულებასა და სიმართლესა თქვენსა.

წარმოდგა ამირეჯიბი რევაზ და იგივე შემოსმენილი სიტყვა წარმოთქვა და ხრმალსა შინა გაგითხოვა.

წამსვე შინა აღიჭურე და წარვედ და შეიჭურვე საჭურველითა შენითა და მოხვედ წინაშე ჩვენსა, ახსენე სახელი ღმრთისა, თაყვანის გვეც და შეჯეგ, და უწოდე, ჟამია ომთაო.

ხილვასა ამასა შინა რევაზ უარყო ომი და აღარ ჩამოგყვა. ამასაცა შინა განგამართლა ღმერთმან.

აწე შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისრევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი, ნორაშნითა, კვეორცხობითა, კლდის წყაროთა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლთა, წისქვილითა, სათიბითა, უთიბითა, ჭალითა, სასაფლაოთა, ეკლესიითა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, შენითა და ოხერითა და ყოვლისა მისის სამართლიანის მზღურითა.

ამასდა გარდა მაშინ ბრძანებულ ვიქმენით, თუ განიმართლო თავი, სხვა წყალობაც გიყოთო; და აღვასრულეთ სიტყუა ჩვენი და რადგან განიმართლეთ თავი, შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ დედოფლის მუვრდრობა და ხელის-ჩამრთმევნელობა, ყოვლის კაცის უცილებლად, თქვენ, ჩვენთა ერთგულთა და თავდადებით ნამსახურთა ყმათა, შანშეან მარტიროზის შვილს, კარისა ჩვენისა მდივანს ბეგთაბეგს, და შვილთა თქვენთა: ავთანდილს და ბეჟანს და მომავალთა თქვენთა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულობასა და სამსახურსა შიგან თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი, ნორაშნითა, კვეორცხობითა, კლდის წყაროთა, მთითა, ბარითა, წყლთა, წისქვილითა, ეკლესიითა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, შენითა და ოხერითა, და ყოვლისა მისის სამართლიანის მზღურითა.

კიდევ ამის გარდა დედოფლის მუვრდრობა და ხელის-ჩამრთმევნელობა თქვენთვის და თქვენთა შვილთათვის გვიბოძებია.

ეს ასრე გაგითავდეს და არაოდეს მოგეშალოს არა ჩვენგან და არა სხვათა ჩვენთა ჩამომავალთა მეფეთა და დედოფალთაგან. თუ ვინმემ ამ მამულის სიგელი გამოაჩინოს, სიგლითა ამით გაგვიცუდებია, მტკიცე ესე ოდენ არს.

აწე გიბრძანებთ, კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, ბრძანება და ნიშანი ჩვენი თქვენცა ასე გაუთავეთ, რა რიგადაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს სიგელსა შინა ეწეროს, ნურცარას თქვენ მოუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე..

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ჩვენი ქორონიკონს ტოგ (1685), ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა, ხელითა სამეფოსა და ტახტის ჩვენისა ტფილელ მთავარეპიკოპოსის იოსებ სააკაძისათა.

პუბლიკაცია

edit