გივი სააკაძე შეწირულების წიგნს აძლევს ნიკოლოზ კათალიკოსს და მეფისა და ქართლის დარბაისელთა შუამდგომლობით შესწირა სვეტიცხოველს ბეჟიტა და ბერი დარჩაშვილები თავისი ცოლის დაზე დაქორწინების საკანონოდ.
საბუთს ჰყავს 7 მოწმე და შუამავალი. მათ შორის: ფილიპე მროველი ციციშვილი და სუფრაჯი ქაიხოსრო.
საბუთის დამწერი და მოწმეა სალთხუცესი რევაზი.
საბუთის ასლს ჰქონია სათაური: ატანს სააკაძე გივისგან შემოწირული ვენახი.