1691 წ. 02. - ნასყიდობის წიგნი კათალიკოს იოანე დიასამიძისა ყულიჯანაშვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ და ალის მცხოვრებლებმა ფარსადან ყულიჯანაშვილმა და მისმა ძმებმა ფარემუზმა და ათაბეგმა 379 ქორონიკონის თებერვლის შუა ხანებში დადეს მამულის ნასყიდობის ხელშეკრულება სოფელ ალში ოთხი დღის ნაფუზარის მიყიდვის თაობაზე.

ნასყიდობას ექვსი მოწმე და შუამავალი ჰყავს, მათ შორის მდივანი ზაქარია მარტიროზიშვილი, ქალაქის მელიქი ქაიხოსრო ენაკოლოფაშვილი, მამასახლისი კაცია ენაკოლოფაშვილი.

სიგელის დამწერი და მოწმეა კათოლიკოსის სახლთხუცესი რევაზი

მინაწერი: კათალიკოსის ბრძანებით მოწმეა ბარძიმ მდივანბეგი.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი 379 ანუ 1691 წ., თებერვლის შუა რიცხვები

პუბლიკაცია

edit