1692 წ. - შეწირულების წიგნი ქაიხოსრო იაშვილისა გელათისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 114


საბუთის შინაარსი

edit

მე, ფრიად ცოდვილმან იაშვილმა ქაიხოსრომ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ ერთი შამახური სანთელი ყოველს დიდმარხვაშიდ თედორობის კვირეშიდ თქვენს წინაშე მოიღებდნენ კუბლუაშვილი დათუნა და გიორგი. ერთი მარჩილი ემართა ბეგრად და ის შევაწიეთ იმ სანთელშიდ.

ქორონიკონსა სამას ოთხმოცსა დაიწერა წიგნი ესე ხელითა ფრიად ჩემ ცოდვილისა ჭიჭინაძისა სვიმონ მგალობელისათა.

შენიშვნა

edit

ქაიხოსრო იაშვილის 1692 წლის გელათისადმი შეწირულების წიგნი წარმოადგენს მინაწერს საბუთზე 1644 წ. - შეწირულების წიგნი გენათელ ზაქარია ქვარიანისა გელათისადმი.

პუბლიკაცია

edit