1722 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის ჯვარზე

შესავალი

edit

ქვემოთ მოტანილი წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ გროგოლ ღვთიმეტყველის გამოსახულებიან პატარა ვერცხლის ჯვარზე. აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.

წარწერის ტექსტი

edit

"ჩვენ, გივის ამილახვრის, ძემ გიორგიმ ეშიკაღაბაშმა მოვაჭედინეთ ხატი ესე წმიდის გრიგოლისა სულისა ჩვენისა სახსრად ქორონიკონს 410 (1722 წ.)."

შენიშვნები

edit

ამ წარწერაში მოხსენიებული პირები ყოველგვარ ეჭვს გარეშე არიან გივი იოთამის ძე ამილახვარისა და თამარ ბატონიშვილის ვაჟი, გიორგი ეშიკაღაბაში.

პუბლიკაცია

edit

1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.42