1745 წ. - შეწირულების დამტკიცება ალექსანდრე მეფისა ხევისჯვრის წმიდა გიორგისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთი წარმოადგენს ალექსანდრე მეფის მიერ 1591 წ. 09.03. - შეწირულების წიგნი პატრონ გიორგისა ხევისჯვრის წმ. გიორგისადმი სიგელის დამტკიცებას.

საბუთის ტექსტი

edit

წყალობითა ღ(მრ)თისათა, და აწ ჩვენცა, მეფემ ალექსანდრემ, პაპის პაპის მამა პაპისა ჩვენისა, მეფის გიორგის წყალობის წიგნი შეწირულობისა წმიდის გიორგისა ჩვენცა დაგვიმტკიცებია. ქ(ორონი)კ(ონ)ს აქეთ ჩღმე-ს (1745 წ.).

ზის ქართული დიდი ბეჭედი მეფის ალექსანდრესი.

ზის ბეჭედი ქართული, მეფის ძე უფლისწული მამუკა, ხელჩართულ არს და არა ჰსჩანს.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ჩღმე, ანუ 1745 წ.

შენიშვნები

edit
1. როგორც ჩანს ალექსანდრე V-ს საბუთის გამცემად მიუჩნევია მისი პაპის (ალექსანდრე IV-ის) პაპის (ალექსანდრე III-ის) პაპის (კონსტანტინე ბაგრატ III-ის ძის) ძმა (და არა მამა) გიორგი II.
2. მეფის ძე უფლისწული მამუკა, რომლის ბეჭედიც ესვა საბუთს არის ალექსანდრე V-ის ძმა მამუკა ბატონიშვილი

საბუთის პუბლიკაცია

edit