[ღვთისმეტყველური შესავალი]
...[ესე] წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ, მღვთივ აღმატებულმან და მღვთივ გვირგვინოსანმან, იესიან-დავითიან-სოლომანიან და პანკრატოვანმან, ძლიერმან და არავისგან ძლეულმან, ჩვენ, ლიხთ-იმერთ მპყრობელმან, ბატონმან მეფეთ მეფემ სოლომონ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ დედოფალმან ბატონმა დადიანის ასულმა მარიამ და სასურველმან ძემან ჩვენმან ალექსანდრემ, შენ აბდუშელისშვილს გიორგის შვილსა შენსა ოტიას და სხვათა შენთა მომავალთა.
გიყავით წყალობა და გარჩინეთ ამ მიზეზისათვის, რომ შენ უსჯულოთა მტერთაგან დატყვევებულ იყავ და თათრათ იყავი და ჩვენ მოგნათლეთ და გიბოძეთ თავათ ... შალაური და მოსახლე კაცი სოფელით უკლებათ მოსახლე კაცი ცხრა შალაურს: აბუთიძე დავით, ჯინჭარაძე გიორგი, ბუსხრიკიძე ბერი, გვიანიძისაული პარტახი, გამთენაძე შოშიკი, არსენაძე თამაზა, მახათაურში გოგლიძე ბერი, არგვეთს ყიფშიძე გიორგი და მისი განაყოფი სვიმონ, გიორგი კობახიძე, და მისი განყოფისაული პარტახი და მოჯალაბე სეხნია და სამი პარტახი და ბუსხრიკიძე კაცია; ახლა მასხარაშვილის სეული სასახლე და გლეხი მისი სამი: ტყავაძე, კურტანიძე და ტოგონიძე გიორგი და მასხარაშვილი პაპუნა და შვილი მისი სესიკი მისი გლეხიანათ მისი მამულ-ალაგით; დარბაიძეები ლაზარე მეორე ნინია და თამაზა მეოთხე გიგია ახლა ჭილუბანს ტყემალაძეები მჭედელი გიგიტა, თამაზა და კიდევ გიგიტა და მხიარული გუბელაძე. ეს გლეხები სასახლე შენთვის გვიბოძებია და გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერთგულობასა და სამსახურში.
თუ შენ ჩვენი ერთგული ... ას ჩვენი გერჩიოს არც ეს ჩვენი წყალობა წიგნი და მამუ ... შენს შვილსა და მომავალს არ მოგეშალოს არც ჩვენგან და არც ჩვენ შემდგომთა მეფეთაგან თუ შენ ჩვენი ერთგული იყო არ მოგეშალოს ... ჩვენგან. ამისათ გასათავებელათ საბოლოოთ მოგვიცემია და ღმერთი ... მისნი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი ხორციელი და უხორცონი ვინც და რამაც ძემან კაცისამან ეს ჩვენი წყალობა მამუ ... ბული მოგიშალოს მასამც რისხავს ღმერთი და ყოველნი ... წმინდანი და მათ მეორეთ მოსვლას მიეცა ძრწოლა კაენისა ... ის დაინთქმა და თან ბირონისა შიშთვილი იუდასი კაცთ ...
და გამრიგე სახლთუხუცესი მესხი პატა და მირიან ბერი წ(ულუკიძე), მესხი თამაზა, აბაშიძე დავით და მე სვიმონ მღვდელს წერეთელს კარის მწირველს და მოძღვარს დამიწერია... თვესა იანვარს ი~თ ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ…
მინაწერი: ბატონი მეფის სოლომონის მრწემი ძმა, ბატონის შვილი გაენათელ მიტროპოლიტი იოსებ და მოწამეცა ვარ საფიცარისა ამის და გამრიგეც“.
დამტკიცებულია მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: „მეფის ძე იოსებ“ - ასომთავრულით.
მინაწერი: ქ. ამ ჩვენის ხელმწიფის ბატონის მეფე სოლომონის ბრძანებულის თანამოწამე ვართ ერისთავის ძე ელიზბარ და მათი ასული ბატონიშვილი მარიამ.
დამოწმებულია მცირე ზომის, რვაკუთხა ორი მურის ბეჭდით. ერისთავის ძის ბეჭედზე წარწერა ხვეულად _ „ელიზბარ“ - მხედრულით (ბეჭდის მიხედვით, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ძე, სახლთუხუცესი); მეორე ბეჭედზე კი წარწერა - „მარიამ“ - მხედრულით.