1752 წ. 01.19. - წყალობის წიგნი ზაალ აბაშიძისა ხევისჯვრელებისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთი წარმოადგენს ალექსანდრე მეფის მიერ 1591 წ. 09.03. - შეწირულების წიგნი პატრონ გიორგისა ხევისჯვრის წმ. გიორგისადმი სიგელის დამტკიცებას.

საბუთის ტექსტი

edit

თქვენ, ხევისჯურელებს, ჩვენ, აბაშიძე ზაალ საუდიერ{ო}ს ღვინოს გახდევიებდით. ახლა შემოგვეხვეწეთ და ასე წყალობა გვიქმნია: ჩვენგან თქვენ საუდიერო ღვინო აღარ გეთხოოს. სხვებ[რ], რაც [უც] სხუა, ქვეფინი{ს}ხეველი გვემსახუროს, თქვენც ისე უნდა გვემსახუროთ, ასე დაგვიმტკიცებია. იანვრის ით-ს ქ(ორონი)კ(ონ)ს უმ (1752 წ.).

ხელმწიფის სამლოცველო გმართებიათ, ისევ უნდა იხადოთ.

გადამწერის ცნობა: ზის ბეჭედი პატარა ქართული და არა ჰსჩანს-რა.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი იანვრის ით-ს ქკს უმ, ანუ 1752 წ. 19 იანვარი

შენიშვნები

edit
აბაშიძე ზაალ, უნდა იყოს ერეკლე II-ის სიმამრი ხაალ აბაშიძე

საბუთის პუბლიკაცია

edit