1756 წ. - იმედის განახლების წიგნი მეფე სოლომონ I-სა იაშვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-913

საბუთის ტექსტი

edit



... სულისა წმიდისა თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა წმიდისა უხსნელისა და უმეტესად კურთხეულის მღვთისმშობლისა დედოფლის მარადის ქალწულის მარიამის; თავდებობითა მინდობითა შუა მდგომლობითა ზეცისა ძალის ანგელოზის მთავარანგელოზის მიქელ და გაბრიელის; თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა წმიდის იოვანე ნათლისმცემლის წინასწარმეტყველის და წინა მორბედის და ქალწულ მახარობელისა; თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა წმინდის მხნისა და მხედარის მთავარმოწამის შვიდ წილ უძლევრის დიდის გიორგისათა; თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა რანიც მას დიდსა კრებული და პატიოსანსა საუფლოსა და სვინაქსარსა შიგან წმინდანი სწერენ და ანუ წლითუ წლამდის მოიხსენებიან; მათითა ყოველთა წმინდანის თავდებობითა მინდობითა და შუამდგომლობითა

ესე საბოლაოდ ჟამთა უკუნისამდი გასათავებელი საიმედო წყალობის საფიცარი წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ მღვთის მიერ კურთხევით აღმატებულმა ძრიელმან და თვით არვისგან ძლეულმან მღვთის ზეცით გვირგვინოსანმა მეფემ ბატონმა სოლომონ და თანამეცხედრემან ჩემან დედოფალმა დადიანის ასულმა ბატონმა მარიამ, ძემან ჩემან და მომავალმან, თქვენ იაშვილებს ლევანს და ვახტანგს და ერთობით გეგუთელს აზნოურშვილს მსახურსა და გლეხს და პატრიკეთელებს ხატის ყმას

ეს იმედის წიგნი და სიგელი გიბოძეთ ასე და ამა პირსა ზედან რომე ძველათაც ჩვენის მამა პაპის ბოძებული წყალობის წიგნი გქონდათ და შამოგვეხვეწეთ და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გაგიახლეთ და ჩვენც იმედის წიგნი გიბოძეთ არას დროს და არა ჟამს თქვენ არც ჩემგან და არც ჩემის ნება მყოფელი კაცით თქვენ გაყიდვით ფიქრი აღარა გქონდესთ და დღეის იქით არას გაჭირვებით და არც გოუჭირვალათ და უნაშაურათ თქვენ და თქვენი ძე და მომავალი ჩვენგან თქვენ არ გეიყიდოთ და არც არა გაყიდვის ფიქრი გქონდესთ ამისად გასათავებლად თავდებათ მოგვიცემია თავად დამბადებელი სამებით ქებული და ერთ არსებით დიდებული ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეციერი და ქვეყნიერი ხორციელი და უხორცონი ამისი დამტკიცებელი ღმერთმან აკურთხოს ორსავე სოფელსა შინა მომშლელიმც ამისიმც შეიშლება რჯულის ქრისტიანობისაგან ნუმცა იხსნება წყევითა და ნუმცა ლოცვითა ნუმცა გლახაკთა მიცემითა ნუმცა სახტრის აშენებით და მისი სული სამოელს და სატანასთანამც დემკვიდრება და მას მორეთ მოსვლას თქვენისამც ცოდვისამც მუქფადამც განიკითხოს უკუნისამდი და უკუნითი უკუნისამდი

კაცთაგან ამისი მოწამე აბაშიძე ზურაბ, მხეიძე ვახუშტი, მაჭავარიანი ქაიხოსრო, აბაშიძე ბერი, აბაშიძე პატა, მესხები პაატა, ამირან, და თამაზა. დეიწერა მდივნის ჩვენის დათუნას ხელით ქორონიკონს ქრისტეს აქით ჩ ღ ნ ვ .

დამტკიცებულია სოლომონ მეფის დიდი ოთხკუთხა მურის ბეჭდით: წარწერა ბეჭედზე - "მონა მღთისა, ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ" - მხედრულით;

მინაწერი - "ჩვენ ბატონი უფლისწული მამუკა ვამტკიცებთ სიგელსა ამას". დამტკიცებულია რვაკუთხა მურის ბეჭდით; 5 სტრიქონიანი წარწერა ბეჭედზე, სავარაუდოდ: "მიხმობენ მეფის ძეობით, უფლისწული ვარ ლიხთ იმერეთისა მამუკა" - მხედრულით.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია: "დეიწერა ქრისტეს აქეთ ჩ ღ ნ ვ", რაც უდრის 1756 წელს.

პუბლიკაცია

edit