1757-1758 წწ. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა დავით მესხისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-1471

საბუთის ტექსტი

edit



ქ. ნებითა და შეწევნითა სამებით დაუსაბამოსა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმინდისათა, ამათის ნებითა მინდობითა და მოწმობითა წმინდისა მღთის მშობელისა მარადის ქალწულისა მარიამისათა, წმინდისა წინასწარმეტყველისა და წინასწარმორბედისა და ნათლის მცემელისა იოვანესითა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისათა, წმინდათა და ყოველთა ათორმეტთა მოციქულთა, წმინდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა და ანგელოსთა მიქელ და გაბრიელისათა და ყოველთა უსხეულოთა და ხორციელთა ამათის ნებითა მინდობითა, მოწმობითა და შუამდგომლოობითა

ესე ამიერითაგან უკუნისამდე ჟამთა, ხანთა და გრძელთა საბოლაოთ გასათავებელი წყალობის საფიცარი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ ღთით აღმატებულმან და ღთით დამყარებულმან ძლიერმან და თვით არავისგან ძლეულმან იესიან-დავითიან-სოლომონიან-პაკრატოვანმან, ძემან მეფე ალექსანდრესამან, მპყრობელმან ლიხთ იმე ... ...ხურეს მოსამსახურეს მესხს დავითს, ასე და ამა პირსა ზედა რომ ჩვენ და თათრებს ომი დაგვემართა და ღმერთმან ძლევა მოგვცა და გვიმარჯვა და შენ თან გვახლდი, ახლა მასუკან წყალობა გიყავით, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ლომსიათხევს დათების მაჭავარიანის საული კუჭუხიძეს შიოშელას რომ ეჭირა, მისაულობა მისის სასახლით, მთით და ბარით, მიწა სასაფლაოთი, წყარო წისქვილით და ყოველი მისი, საძებრით და უძებრით და მისი გლეხი კვამლი კაცი გვიბოძებია სამი: მალაღურაძე ზაზუტელა, მისი ძმა და სახლის კაცი; მოსიე სახეჩიძე, მისი ძმა და სახლის კაცი და მესამე თოთლაძე და მისი სახლის კაცი, მათის საძებრით და უძებრით შენთვის გვიბოძებია.

ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერთგულობას და სამსახურში. ეს წყალობა შენთვის გვიბოძებია. არ მოგეშალოს არც ჩვენგან და არც ჩვენთა შემდგომთა მეპატრონეთაგან არც შენ და არც შენს შვილს და მომავალს. ვინც და რამანც ძემან კაცისამან ეს ჩვენი წყალობა წიგნი და წყალობა მოგიშალოს, მასამც რისხავს ღმერთი და ყოველი მისნი წმინდანი ხორციელნი და უხორცულნი, მასამც დერთვას კეთრი გეზის შიშთვილი, იუდასი დანთქმა და თან და ბირონისა და ბრძოლა კაენის.

ამისი მოწამე და გამრიგე მაჭავარიანი ქაიხოსრო და მის ძმა როსაფა, სვიმონ წერეთელი და ბერი აბაშიძე, მიქელაძე ზურაბ, ნიკოლოზ წერეთელი, აბაშიძე ზურაბ და მე სვიმონ მღვდელს წერეთელს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.

დამტკიცებულია სოლომონ მეფის დიდი, ოთხკუთხა, მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: "მონა მღთისა ყმა ხონთქრისა, მეფე სოლომონ" - მხედრულით.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის უთარიღოა. გამომცემლები მას ათარიღებენ სოლომონ მეფის ბეჭდისა და საბუთის შინაარსის მიხედვით 1757-1758 წწ.

პუბლიკაცია

edit