1759 წ. 09.30. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა ქაიხოსრო აგიაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-964



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა და შეწევნითა მღმთისათა. ჟამთა, წელთა, ხანთა და გრძელთა ესე ამიერიდგან უკუნისამდე საბოლოოდ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, მღთივ ზეცით კურთხევით გვირგვინოსანმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმან მეფემან პატრონმან სოლომონ და თანამემეცხედრემან ჩვენმან, დადიანის ასულმან, დედოფალმან მარიამ, შენ, ჩვენს ერდგულს და თავდადებით ნამსახურს აგიაშვილს ქაიხოსროს.

ასე რომე წყალობა გიყავით და გიბოძეთ ოკრიბას რიჟამაძე ნასყიდა, მამუკა და თამაზა. მოგცეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულათ სამსახურში. თუ შენ ჩვენი ერდგული, სიტყვის და ბრძანების მორჩილი იყო, არასოდეს ჩვენი წყალობა არ მოგეშალოს.

არის ამისი მოწამე მაჭავარიანი ქაიხოსრო, ბეჟან წერეთელი, ყიფიანი გიორგი, კლდიაშვილი ხოსია. მე მდივანს ... დამიწერია და მოწამეცა ვარ.

დაიწერა ენკენისთვის გასულს ქორონიკონს ჩ ღ მ თ.


დამტკიცებულია სოლომონ მეფის დიდი ოთხკუთხა მურის ბეჭდით. :წარწერა ბეჭედზე: მონა მღთისა ყმა ხონთქრისა, მეფე სოლომონ - მხედრულით.

მინაწერი: რიჟამაძის წყალობის წიგნი არის.



საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია: "დაიწერა ენკენისთვის გასულს ქორონიკონს ჩ ღ მ თ.", რაც უდრის 1759 წლის სექტემბრის ბოლოს.

პუბლიკაცია

edit