1760 წ. 09.08. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა ბუჭუა და ტეტია ლორთქიფანიძეებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი 1448-9680

საბუთის ტექსტი

edit



ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისათა, ესე უკუნისამდე საბოლოოდ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ ზეცით კურთხევით გვირგვინოსანმან, იესიან-დავითიან-სოლომანიან-პანკრატოვანმან მეფეთ მეფემან ბატონმან სოლომონ და თანამეცხედრემან ჩვენმა, დადიანის ასულმა დედოფალთ დედოფალმა ბატონმა მარიამ, პირმშომან და სასურველმა ძემან ჩვენმა ბატონიშვილმა ბატონმა ალექსანდრემ, შენ ლორთქიფანიძენს ბუჭუას და ტეტიას,თქვენთა შვილთა და მომავალთა, ასე რომ:

წყალობა გიყავით და ქრთამიც სრული მოგვართვით. რაც საჩინოს ყმა გყავთ, ამისი საური თქვენს ყმას არ ეთხოოს არასოდეს, ჩვენი წყალობა თქვენ არ მოგეშალოსთ. ვინცა რამანცა კაცმან დიდმან ანუ მცირემანნ ეს ჩვენი წყალობა წიგნი შეგიშალოს, მასმცა რისხავს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა ღმერთი, ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი. ჩვენისამც ცოდვის ნუქფათ იმ სოფელს განიკითხვის.

არის ამისი მოწამე წერეთელი ნიკოლოზ, სახლთხუცესი პაატა მესხი, წულუკიძე ბერი და პაატა, მესხი ამირან და თამაზა. მე დავით მდივანს დამიწერია. დაიწერა ქორონიკონს ჩღჲ, ენკენისთვის .

ბეჭედი მხედრულით: დავითის ნორჩი ჯვარით მტერს მოვრჩი (ასომთავრულად:) მეფე სოლომონ

გვიანდელი დამტკიცება:

ქ. ბატონის კურთხეულის ბიძის ჩემის მეფის სოლომონის ბრძანებას და ბოძებულს წიგნსა ამას ნებითა ღმრთისათა მეფე იმერეთისა ძე არჩილისა სოლომონ ვამტკიცებ.

ბეჭედი ასომთავრულით: მეფე იმერეთისა სოლომონ

ქ. სრულიად იმერთა დედოფალი დადიანის ასული მარიამ ვამტკიცებ.

ბეჭედი მხედრულით: დედოფალი მარიამ

პუბლიკაცია

edit