1762 წ. 01.06. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა აზნაურ ბუჭუ უფლისაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-964



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ჩვენ, მღვთის მიერ კურთხევით აღმატებულმა, ძრიელმა და მღვთით არვისგან ძლეურმა, მღვთის ზეცით გვირგვინოსანმა მეფეთ-მეფემ, პატრონმა სოლომონ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფლათ-დედოფალმა, დადიანის ასულმა ბატონმა მარიამ და ძემან ჩვენმა, ბატონიშვილმა ალექსანდრემ, ესე ჟამთა უკუნისამდი საბოლაოდ გასათავებელი წყალობის საფიცარი წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ აზნაურს უფლისაშვილს ბუჭუას და შვილსა და მომავალსა სახლისა შენისასა.

ასე და ამა პირსა ზედან, რომე დაგვეაჯენით და ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და ასი მარჩილი ქთამი მოგვართვი და გიბოძეთ ხრეითს ერთი გლეხი ბახტურიძე მისი ცოლშვილით, სახკარით, მამულ-ადგილით, ჭურ-მარნით, საფლავ-სამარხით, ტყითა და ველით, საძებრითა და უძებრით. გვიბოძებია რისიც მქონებელი იყო, მისი სამართლიანის საქმით. ღმერთმან მკვიდრად და ყოველის კაცის უცილოდ გიბედნიეროს. ამისად გასათავებლად მოგვიცემია თავად ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეციერი და ქვეყნიერი, ხორციელი და უხორცონი.

კაცთაგან ამისი მოწამე სახთუხუცესი ჩვენი მესხი პატა და თამაზა მესხი, ჯაფარიძე გიორგი, კლდიაშვილი ხოსია, ნინია გამყრელიძე. დეიწერა მდივნის დათუნას ხელით, ნათლის ღებას, ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჲ ბ.


დამტკიცებულია სოლომონ რვაკუთხა, ზედა ნაწილში ამოზნექილი, მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: დავითის ნორჩი ჯვარით მტერს მოვრჩი - მხედრულით. ცენტრში ჩაწერილია - მეფე სოლომონ - ასომთავრულით.



საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია: "დეიწერა მდივნის დათუნას ხელით, ნათლის ღებას, ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ ღ ჲ ბ.", რაც უდრის 1761 წლის ნათლისღებას ანუ 6 იანვარს.

პუბლიკაცია

edit