ქ. ესე წიგნი გიბოძეთ ჩვენ, ბატონმა მეფეთ-მეფემან სოლომონ, შენ, ჩვენს ერდგულს ყმას, აბდუშელიშვილს გიორგის.
ასე რომე, ასანიძე მამუკა მყავდა მოჯალაბეთ ვარციხეს და შენ ნიჟარაძისაული ნაყიდი კაცი გყავდა. ის ასანიძე მამუკელა მე გიბოძე და ის ნიჟარაძისაული ნაყიდი კაცი მე მომართვი. გყავდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულობაშიდ. ვინც ამისი მოდევე კაცი მოგადგეს, პასუხის გამცემი მე ვიყო.
არის ამისი მოწმე: წერეთელი ქაიხოსრო, წერეთელი ნიკოლოზ, აბაშიძე ქაიხოსრო, მხეიძე გიორგი, მესხი ამირან.
დამტკიცებულია სოლომონ მეფის რვაკუთხა, მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო - "„დავითის ნორჩი ჯვარით მტერს მოვრჩი“" - მხედრულით. ცენტრში - "მეფე სოლომონ" - ასომთავრულით.