1777 წ. 04.28. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა სვიმონ მიქაბერიძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-945



საბუთის ტექსტი

edit

ქ. ნებითა ღთისათა, ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ ჩვენ, ბატონმა მეფეთ-მეფემან სოლომონ შენ, მიქაბერიძეს სვიმონის და დავითის შვილებს. ასე რომე ნამოხვანელი და ოსუნელილი თემი გედავებოდათ გლეხებს: ხაჭაპურიძენს კაცობა და სიხარულა და უმცროსა, მათის ცოლშვილით.

ასე რომე მოდექით ჩვენს კარზე, ისამართლეთ. სამართალი გაგიჩნდათ. თემა სამართალი ვეღარ შეგიძლოთ და თქვენ დაგრჩათ ის გლეხები სამართალით და ჩვენც გიბოძეთ. მოგცეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულობაში.

არის ამისი მოწამე წულუკიძე ბერი, მისი ძმა გიორგი, თამაზა მესხი. მე მდივანბეგს დავითს დამიწერია. მოწამეცა ვარ. დაიწერა აპრილის გასულს კჱ, ქორონიკონს ჩ ღ ჲ ი ზ.


დამტკიცებულია სოლომონ მეფის რვაკუთხა, მცირე ზომის მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე - "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.

მინაწერი: „ქ. ბატონიშვილი ვამტკიცებ“. იქვე ხელრთვა, მხედრული, ხვეული კალიგრაფიით - „ალექსანდრე“.



საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია. "დაიწერა აპრილის გასულს კჱ, ქორონიკონს ჩ ღ ჲ ი ზ", რაც უდრის 1777 წ. 28 აპრილს.

პუბლიკაცია

edit