1781 წ. 04.20. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა პაპუჩა აბულაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: ქიმ-873



საბუთის ტექსტი

edit

წყალობითა და მინდობითა და ფარცვაცითა მარიამ დავითიანისა, დედათა ზეშთა ქმნილისა, უმწიკვლო უბიწო დედისათა, რომლისა მიერ იქმნეს განხსნანი საუკუნოჲსა საკვირელისანი და აღმოწედებანი ზენად სამეფოდ ამისდა, ხოლო მინდობითა და ყოვლისა სასოებისა ზედა, დიდებითა ღვთისა მიერ ამაღლებულმან სრულიად აფხაზ-იმერთა მეფემან მეფეთამან, დიად სახელოვანმან სოლომონ დავითიანმან და ერთხორცმან ჩემმან დედოფალთ-დედოფალმან, წულუკიძის ასულმან გულქან, შენ, ჩვენს მარად თავდაებ მოსამსახურეს ყმას აბულაძეს პაპუჩას.

ესრეთ და ესე ვითარად უსჯულოთა აგარიანთა ცოდვათ ჩვენთა ძლით მიშვებითა ბაღდათს ციხე აეშენებინათ და ქვეყანა იგი ყოვლითურთ დაეპყრათ და იმ ქვეყნის ერთი მოსახლე აზნაურისშვილი კოპაძე ქაიხოსრო გათათრებულიყო თავისის ცოლშვილით. ოდეს ძალ მწობითა ღვთის მშობელისათ მძლე ვექმენით აგარიანთა და მძლავრება იგი მათი დამდაბლდა, ციხენი მათი ავიღენით, საცხოვრებელნი მათნი ოხერ ყვენით და ქალაქ დაბანი მათნი იავარ ვქმენით, ის კოპაძე თავისის ცოლშვილით გამოვიყვანეთ და თავის აღრჩევით მოვნათლეთ. შემდგომად მცირედისა ჟამისა წყალობა სიყვარული ჩვენი უგულებელსყო აბაშიძე სახლთუხუცეს ყოფილმან ჩვენმან დავით და განდგა. ის კოპაძე ცოლშვილით დავით აბაშიძეს გარდაყვა და მეორედ უარყო ქრისტე და გათათრდა. ის კოპაძე ქუთათის მღთის მშობლის ყმა ყოფილიყო, ძირათ მისი გლეხნი და მამულნი სისხლითა ჩვენითა მოგებულნ იყვნეს და რადგან შენც ქუთათის ამ ღვთისშობლის ყმა იყავი, ამისთვის გიბოძეთ ქაიხოსრო კოპაძისოული გლეხნი, ადგილ-მამულნი თავისი ტყით, ველით, ეკლესით, წყლით, საწისქვილეთი, საფლავით, საძებრით და უძებრით, რომლისაც მქონებელი იყოს, ყოვლისფერიანათ უნაკლულოდ გვიბოძებია.

თუ შენ ჩვენი ერთგული იქმნე, ჩვენგან და ჩვენთა შემდგომთა მეპატრონეთაგან არც შენ და არც შენს შვილს და მომავალს, ჩვენ მიერ ესე ბოძებული წყალობა არას ოდეს მოეშალოს. აწ ვინც და რომელმანმე ძემან კაცისამან, მეფემან, დედოფალმან, უფლისწულმან, თავადმან, კათოლიკოზ-მიტროპოლიტმან სამღვდელოთაგანმან ვინმე ანუ საეროთაგანმან, ყოველთავედვე ერთობით წიგნისა ამის შლად ხელყოს, ან ჩვენმიერი ესე ბოძებული წყალობა მძლავრებით მიგიღოს, იყავნ კაცი იგი ქრისტეს სიტყვიერისა ვენახისაგან, რომლისა სავსება მართლ აღმსარებელთა ერთა განფხვრილ, ვითარცა რქა განხმე და საწყლად არა ცეცხლსა ჟამიერსა; კვალიად შეეძინენ ბედ ბნელობასა მისსა ცოცხლივ დაწვა კორეს ძეთა მებრი და ეფრიადენ შიში და ძრწოლა სხვათა შურისძიებათა თანა, ვითარცა კაინს წინააღმდგომსა ბრძანებისა და წესისა. ხოლო დამამტკიცებელთა ამისათა ვაკურთხევ კურთხევითა აბრამიანითა და ისაკიანებიანითა.

ამა წერილის მოწმად სარდალ-მოურავი კარისა ჩვენისა განმგე დიდებული წულუკიძე ბერი, დიდებული სარდალი წერეთელი პაპუნა, სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ, წულუკიძე გიორგი, მაჩაბელი ზურაბ, სხვანი კარისა ჩვენისა დიდებულნი. აღიწერა ხელითა ჭიჭინაძის ნიკოლოსისათა წელთა უფლისათა ჩ ღ პ ა, აპრილს კ.


დამტკიცებულია ოთხკუთხა, დიდი ზომის, მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: „კეთილ ძირთაგან რტოანი, მეფე ვარ ბაგრატოანი“ - მხედრულით. ცენტრში ჩაწერილია - „სოლომონ“ - ასომთავრულით;

მინაწერი r : - "ქ. მეფე იმერთა მეორე სოლომონ და ძე არჩილისა, ნებითა ღვთისათა ვამტკიცებ ბატონის ბიძის ჩემის მეფის სოლომონის წყალობის სიგელს ამას" - მხედრული; დამოწმებულია სოლომონ II-ის მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით: წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით;

მინაწერები v:

  1. "ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს ვამტკიცებ წიგნსა ამას" - ნუსხური; დამტკიცებულია ქუთათელ მიტროპოლიტის დოსითეოსის რვაკუთხა მურის ბეჭდით, რომლის ნახევარი დაკარგულია;
  2. "ქ: ჩვენ ყ~დ სამღვდელო გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმი ვამტკიცებ ნებითა ღ~ისათა სიგელსა ამას და ვინცა შლად ჴელყოს შეჩვენებული იყოს". დამტკიცებულია გაენათელი მიტროპოლიტის ეფთვიმეს რვაკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "გაენათელი მიტროპოლიტი" - მხედრულით, ცენტრში - "ეფთვიმე" - ასომთავრულით;
  3. "ქ. ყოვლად სამღვდელო მთავარეპისკოპოსი ანტონი ვამტკიცებ სიგელსა ამას. ვინც შეცვალოს შეჩვენებული იყოს" - მხედრული. დამტკიცებულია მთავარეპისკოპოს ანტონის ოთხკუთხა მურის ბეჭდით, წარწერა ბეჭედზე: "მთავარეპისკოპოსი ანტონი" - ასომთავრულით.


საბუთის დათარიღება

edit

საბუთის თარიღიანია: "წელთა უფლისათა ჩ ღ პ ა, აპრილს კ.", რაც უდრის 1781 წლის 20 აპრილს.

პუბლიკაცია

edit