მოსკოვის წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესიის ეპიტაფიები
edit1. 1730 წ. 3 მაისი. - ქაიხოსრო მეფის მეუღლის, ქეთევანის ეპიტაფია (გვ.463-464)
edit"ქ. საქართველოს მეფის და სრულიად სპარსეთის სპასალარისა ქაიხოსროს თანამეცხედრე და ბატონიშვილისა ბეგუმის დედა, მე ცოდვილი ქეთევან, მოველ რუსეთს 1722, სამეფოსა დიდსა ქალაქსა შინა მოსკოვს. მოვიღე ნათლისღება, ქრისტეს ჭეშმარიტი აღსარება. და ვითან წესი არის ამ სოფლის ჩუენი უმკვიდრობა. მოიწია სოფლის ბეგარა და აქავე მივიცუალე. და აქავე დავემარხე ბერძნების საყდარსა ამას წმიდისა ნიკოლაოზისა მონასტერსა შინა: ვინც მიხილევდეთ, შენდობასა ბრძანებდეთ ღუთის გულისათვის. 1730. მაისის გ."
2. 1733 წ. 16 მაისი. - ფარსადან ციციშვილის ეპიტაფია (გვ.464-465)
edit"ქ. ოდეს ჟამთა ვითარებისაგან საქართველოს მეფე ვახტანგ მობძანდა სამეუფოსა ამას ქალაქსა შინა მოსკოვს, მე მონა და აღზრდილი მისი, ციციშვილი იარანალი ფარსადან, ძე პაპუნასი, თან ვიახელი, და შემდგომად მცირედისა ხანისა მიიწია სასმენელთა ჩემთა ხმა იგი საუფლო ბრძანებული, ვითარმედ: "მიწა ხარ, და მიწადვე მიიქეც". და აწ მივქცეულვარ მცირესა ამას სამარხოსა შინა. წლისა ოც და ათისა, ქრისტეს აქათ ჩღლგ, თთუესა მაისსა თექუსმეტსა, დღესა ოთხშაბასა დღისა მეექუსაათს გასულს. აწ გევედრები, ჰოი უფალნო ძმანო და მეგობარნო, უკეთუ იხილნეთ ვინმე განსასუენებელი ესე ჩემი, რომელი მთნავს, შეიწყალეთ სიჭაბუკე ჩემი, მწირობასა შინა აღსრულებულისა, და შენდობა მიბრძანებდეთ, რათა დღესა მას განკითხვისასა შემწე მეყოს და თქუენ უზრუნველ გყუნეს ღმერთმან ორსავე ცხოვრებასა შინა".
1742 წ. 24 თებერვალი - ოთარ ჩოლაყაშვილის ეპიტაფია (გვ.465-467)
edit"ჩღმბ, თვესა ფებერვალსა კდ. ვაი ჩემდა, რამეთუ მოვედ სოფელსა შიშველი და წარვედ სოფლიდამ ცოდვათა შემოსილი. ეჰ, ვინც მოიწივნეთ სამარესა ამას ჩემსა და იკითხოთ ვინაობა ჩემი. მე ვიყავ კახეთისა ჩაჩინებულთ თავადთაგანი და ოდეს დიდმან მპყრობელმან რუსეთისამან, მეფეთ მეფემან პირუელმან იმპერატორმან პეტრე ალექსის შვილმან მიიწვია მეფე საქართველოსი ვახტანგ და მოიწია მრავლითა ეპისკოპოზ და დიდებულთ თავადებითა, მეცა თან ვიახელ მეფისა სახლთუხუცესი ოთარი ჩოლაყაშვილი, და აწ განმიგრძდა მე მწირობა ჩემი იჱ წელ, და მსურდა ხილუა სახლ-საფლავისა ჩემისა. და ესმა მა ღუთისა მისწვევისა ვითარმედ: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეცო". მყისვე მიმეღნეს ყოველნი ანაქუსთა მქსობანი, და აქა მივეცი უცხო მიწას დამიწვასა. და წარმიყუანა რომლისა არა უწყი არცა გზა და არცა სავალი, და ვარ ამისთვის ყოველთა შესაბრალისი. და მწირობასა ამას ჩემსა დამიშთენ ქურივ-ობოლნი, საბრალო სახლეულნი შინა ჩემსა, და მე აქა მდებარე ვიქმენ და ... საფლავისა ამის ჩემისათა, ბრძანებისა მისთვის, რომელი მტერთაცა შენდობას გვიბრძანებს, მემცა შენდობით მომიხსენეთ, რათა თქუენცა მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. და შობითგან მყუნეს დღენი ჩემნი სამოც და ათერთმეტ წელ".
მოსკოვის პოკროვის მონასტრის ეპიტაფიები
edit4. 1809 წ. 7 თებერვალი - ზაქარია ავალიშვილის ეპიტაფია (გვ.467-469)
edit"Противъ сей надписи погребено тело покойнаго князя грузинскаго Иоанна Авалова сына его Захария, которой родился 1766 года декабря 14 дня. Съ 10 года рождения своего находился въ пустыни Давида Гареческой; постриженъ въ монахи 1783 года, февраля 13 дня, и наименованъ былъ Зирах; принялъ на себе схиму 1792 года, февраля 29 дня; въ иеромонахи посвященъ тогожъ года марта 20 дня, въ архимандриты произведенъ тогожъ года, дек 6 дня; во епископы посвященъ патриархомъ Антониемъ 1791 года, маия 30 дня, и переименованъ изъ Зираха Евлогиемъ; прибылъ въ царствующий градъ Москву 1797 года, июля 9 дня: скончался 1809 года, февраля 7 дня, по полудни въ 7 часу, имевъ жительство въ Крестовоздвиженскомъ монастыре, а погребенъ во онномъ Покровскомъ монастыре, и дня отъ рождения жития его было 42 года и одинъ месяцъ и 25 дней"
5. 1812 წ. 27 აპრილი - სოლომონ ფანიოვის ეპიტაფია (გვ.469-470)
edit"საწუთო სოფელსა შინა დავჰყავ მე წელნი ოც და ორნი, რომელიცა ვიყავ საქართუელოს აზნაურთაგანი სოლომონ ფანიოვი, და სიყრმითვე აღვიზარდე სამეფოსა პალატსა საქართუელოსასა. და ვახლდი უმაღლესსა დედოფალსა მარიამს, მეუღლესა მეფის გიორგისასა. და ოდეს გარდმოიყუანეს დედოფალი ესე მარიამ როსიად, წელსა ჩყგ, მეცა თანა ვახლდი, და ვიმსახურე აქა წელნი ცხრანი. თუმცაღა ვიყავ საღმრთო საერო... სასიკუდინე სენი უკურნებელი, რომლითაც მოკლებული სოფლისაგან, და აღვესრულე სამეფოსა ამას ქალაქსა მოსკოვს, წელსა ჩყიბ, აპრილის კზ: ხოლო ვსასოებ კეთილ-მორწმუნეთა აღმოკითხულთაგან შენდობის მოხსენებასა ჩემსა ჰყოფდეთ, რათა ლოცვითა თქუენითა შეწყალებულ ვიქმენ უფლისა მიერ."
6. 1818 წ. 27 ივლისი - პარმენ მღვდლის მეუღლე მაკრინეს ეპიტაფია (გვ.470)
edit"მიიღე უფალო სული მისი მშვიდობით: საფლავსა ამას სინა მდებარეობს, თავისი ძითურთ, გუამი წინამძღურისშვილის მღუდელის პარმენის მეუღლის მაკრინესი, რომელიც იშუა 1803, და ცხოვრებდა სოფელსა ამას შინა თხუთმეტი წელი და ერთი თთუე. მეუღლესა თვისსა თანა იცხოვრა სამი წელი, გარდაიცუალა 1818, ივლისის 27".
რუსულ წარწერაში იხსენიება მაკრინეს გვარი თარაშვილი.
7. 1818 წ. - ნიკოლოზ მეღვინეთხუცისშვილის ეპიტაფია (გვ.470-471)
edit"წარმავალო, შესდეგ და იხილე მწირი, სოფელსა უცხო ქმნილი მშობლისაგან მამულისა, საქართუელოს აზნაური ნიკოლაოზ მეღვინეთ ხუცის შვილი, რომლისა გუამი მდებარებს ამას ადგილას, და ლოცუა მყავ ჩემთვის, ვინათგან დავასრულე ცხოვრება 37 წლისამან, 1818 წელსა"
19. 1827 წ. 24 იანვარი - სოლომონ მეფის ასულის დარეჯან ბატონიშვილის ეპიტაფია (გვ.474-475)
edit"სახსოვრისა ამის ქუეშე განისუენებს მტვერი ასულისა იმერთა მეფისა სოლომონ დიდისა, საქართუელოს თავადისა ქაიხოსროს აბაშიძის მეუღლისა. მეფის ასულისა დარია სოლომონოვნაისა, ჩღნვ (1756) წელსა შობილისა, ჩყკზ (1827) წელსა, იანვრის კდ (24) დღესა, რათა ყოველმან აღმომკუითხუელმან ძეგლ-წერილისა ამის, შევედროს უფალსა ღმერთსა მიტევებისათვის განსუენებულისა ყოველთა შეცოდებათა მისთა".
138. 1745 წ. 28 მარტი - გუქა ნოდარის ასულ ჯორჯაძის ეპიტაფია (გვ.514-515)
edit"ქ. ჰოი საყუარელნო ძმანო ჩემნო, წარმავალსა სოფელსა ამას შინა ვიყავ ასული კახეთისა თავადისა სახლთ უხუცესისა კნიაზის ნოდარ ჯორჯაძისა და სახელ-მედუა წმიდისა ემბაზითგან კნიაჟნა გუქა. ბრძანებითა ღუთისათა მეუღლედ ვეყავ ქართლისა პირუელისა გუარის თავადსა მაიორს კნიაზს ედიშერ ემირახვაროვსა. კეთილ-მეუღლებითა განვლეთ დღეთ აქამომდე მე, სამკვიდროთა და საყოფელთა ჩემთაგან მიკუთებული ქმნილი უცხოთა ალაგთა ბრძანებითა ღუთისათა. მიცუალებულ ვიქმენ სოფლისა ამისგან სამეუფოსა ქალაქსა ამას შინა პეტერბურხს წელსა ჩღმე (1745), თთუესა მარტსა კჱ (28). ვიყავ ჟამსა ამას შობითგან წლისა ლზ (37) და პატიოსანთა სასაფლაოთა ჩემთა წილ მოვიყიდე საფასით მე, უცხომან საფლავი ესე და მიღებულ ვიქმენ მიწად ეკკლესიასა ამას წმიდისა მოციქულისა ანდრიასასა და არა დამიშთა შვილიერება ჩემი ქუეყანასა ზედან ნუგეშინის საცემლად სულთა ჩემთა. საყუარელნო მამანო და ძმანო ჩემნო, ვინც ნახოთ ჩემს ცოდვილსა და უცხოსა საფლავი და ლოდი მდებარე ჩემ-ზედან, შენდობა მითხოეთ ღუთისა მიერ, რათა ღმერთმან თქუენცა მოგიტევნეს ცოდუანი თქუენნი."