1967 - აბულაძე ცისანა - ოთხი თურქული დოკუმენტი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის შესახებ
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში
ნაშრომი:
ცისანა აბულაძე - ოთხი თურქული დოკუმენტი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის შესახებ
კრებული:
1967 - თსუ შრომები - ტ.121 - გვ. 166-185
რესურსები ინტერნეტში:
ნაშრომის შინაარსი
editნაშრომში გამოქვეყნებულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მუსულმანურ ფონდში დაცული 4 დოკუმენტი:
- Tur d 1281
თურქეთის სულთან მაჰმუდ II-ის 1812 წლის ფირმანი არზრუმის ვალის აჰმედ ფაშათან სოლომონ II-თვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
- Tur d 1282
ტრაპიზონის ვალის სეიდ სულეიმანის 1813 წლის 26 ივნისის წერილი სოლომონ II-თან.
- Tur d 1283
ტრაპიზონის ვალის სეიდ სულეიმანის 1813 წლის 8 ივლისის წერილი სოლომონ II-თან.
- Tur d 1284
ტრაპიზონის ვალის სეიდ სულეიმანის 1813 წლის 12 მარტის წერილი სოლომონ II-თან.