1973 - სოსელია ოლღა - აბაშიძეთა სათავადო

აბაშიძეთა გერბი



გენეალოგიური კვლევები


აბაშიძეები



პუბლიკაცია:

ოლღა სოსელია - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი I - თბილისი - 1973


ტექსტი

edit
აბაშიძეთა სათავადო

[153] არგვეთის სათავადოთა შორის აბაშიძეების სათავადო ერთი ყველაზე უდიდესი და უძლიერესი იყო. ეს სათავადო ბაღუაშთა ყოფილ სამფლობელოზე აღმოცენდა. შეიძლება აბაშიძეებსა და ბაღუაშებს შორის გენეტიკური კავშირიც იყო და აბაშიძეები ბაღუაშთა სახლის რომელიმე შტოდან მომდინარეობდნენ. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელთა სამკვიდრო მამულის კაცხისა და მისი მიდამოების მემკვიდრეებად გვიან ხანში აბაშიძეები გვევლინებიან.

პირველი დოკუმენტური ცნობა აბაშიძეთა გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს ეკუთვნის[1]. ამ გვარის უძველესი, ისტორიულად ცნობილი წარმომადგენლები არიან თაყა და აბაში, რომლებიც მოწმეებად იხსენიებიან ფალავანდიშვილთა 1488 წლის სასისხლო სიგელში[2]. ამ სიგელში მოხსენიებული აბაში უნდა იყოს ის აბაშ [154] აბაშიძე, რომელიც შემდეგ დიდ სააღმშენებლო საქმიანობას ეწევა: სოფ ჭალაში აშენებს ეკლესიას წმინდა გიორგის სახელზე. ამ ეკლესიის ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია მისი ამშენებელი აბაში მეუღლით კეკლოცით, აბაშის ძმა ლომინი მეუღლით გულნარათი და კიდევ ორი ძმა აბაშისა: იანქო და შერმაზანი[3].

იმავე სოფელში, აღნიშნულ ეკლესიის მახლობლად, 1502 წელს აბაშ აბაშიძე აგებს აგრეთვე მეორე ეკლესიასაც ღვთისმშობლის სახელზე ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილ მისი თანამეცხედრის კეკლოც ჩიჯავაძის ასულის სულის "საოხად"[4].

XVI საუკუნეში აბაშიძეები მრავლად ჩანან იმერეთში:

1519 წელს ვხედავთ გელათის წინამძღვარ მელქისედეკ აბაშიძეს[5].

1529 წელს - მალაქიას, რომელიც აფხაზეთის კათალიკოსად ზის. იგი დიდ საორგანიზაციო მუშაობას ატარებს საეკლესიო სფეროში. მისი ინიციატივით აღნიშნულ წელს ბაგრატ მეფე იმერეთში სამ საეპისკოპოსო კათედრას აარსებს[6].

1515-1535 წლების ახლო ხანს ვხვდებით აბულახსარ აბაშიძეს. მას ამირეჯიბის სახელო უჭირავს[7].

1534 წ. იხსენიება გიორგი აბაშიძე, რომელიც ამ წელს წერს ბაგრატ მეფის შეწირულების სიგელს, მიცემულს ნიკორწმინდისათვის[8]. გიორგი ბაგრატ III-ის მდივანმწიგნობარი უნდა იყოს. ამ მეფის 1545 წლის შეწირულების სიგელიც მის მიერაა დაწერილი[9].

[174] აბაშიძეთა დაწინაურება იმერეთის სამეფოში XV ს-დან იწყება. აღნიშნულ საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენელს აქ მაღალი თანამდებობა - ამირეჯიბობა უჭირავს. უფრო გვიან, 1515-1535 წლებშიც ამირეჯიბად აბაშიძეთა გვარის წევრი აბულახსარი ზის[10]. აბულახსარის შემდეგ ამ თანამდებობაზე აბაშიძეები არ ჩანან.

[175] XVI ს. პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება - კათალიკოსობაც აბაშიძეთა სახლის წევრს მალაქიას აქვს. იგი ძლიერი პიროვნებაა. მის "ბრძანებას" თვით იმერთა მეფეც უსმენს[11].

მომდევნო საუკუნის 10-იან წლებში იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს ლევან აბაშიძე. 1616 წელს იმერთა მეფე გიორგი III, აფხაზთა კათალიკოს მალაქიასთან ერთად, მას დიპლომატიური მისიით შაჰ აბასთან გზავნის (შაჰი ამ დროს გორშია დაბანაკებული) იმერეთში შემოხიზნულ ქართლისა და კახეთის მეფეების საქმეზე მოსალაპარაკებლად[12].

[176] ლევან აბაშიძეზე ნაკლებ მნიშვნელოვანი პირი არ უნდა იყოს მისი სახლიკაცი ამილღაბარი, რომელიც 1624 წ. იმერთა მეფემ "უთავა" ზემო იმერეთის ჯარს და გიორგი სააკაძეს მიაშველა ბაზალეთის ომში[13].

შეიძლებოდა გვეფიქრა, ამილღაბარის ლაშქარში იყო ის ღონენა აბაშიძე, რომელმაც ამ ომში "სამკლავეცა" გაუტეხა და "დაკოდა" თეიმურაზ პირველი[14], მაგრამ ის ღონენა "ქვიშხეთელია"[15] და ამდენად ზემო იმერეთის ლაშქარში მისი ყოფნა გამორიცხულია.

აბაშიძეების გავლენა უფრო იზრდება ალექსანდრე III-ის მეფობაში. აღნიშნულ პერიოდში როსტომ აბაშიძეს ერთ ხანს მაღალი თანამდებობა - სახლთუხუცესობა აქვს[16]. ამ მეფის "დარბაისელთა" 1651 წ. სიაში აბაშიძეთა გვარის ცხრა წევრი ირიცხება[17]. იმერეთის არც ერთი წარჩინებული გვარი მასში ასეთი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი[18].

[177]

edit

აბაშიძეთა საგვარეულოს მეთაური ამ დროს პაატა აბაშიძეა: დიდებულ თავადთა რიგებში ამ საგვარეულოს წევრებიდან ისაა დასახელებული[19].

პაატა და მისი სახლიკაცები ალექსანდრე III-ის ერთგული ჩანან. პაატას თანამოგვარე ლევანი ამ მეფის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში დაიღუპა ბანძის ომში 1658 წელს[20].

ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგაც (1660 წ,) XVII საუკუნის მიწურულამდე, აბაშიძეთა სახლი იმერეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრეთა ერთგული რჩება.

ახლა აბაშიძეთა გვარში პაატა IV პირველობს. სახლის უფროსობაც მას აქვს. ბაგრატ IV-ის 1669 წლის წიგნში "დიდ ბოიარად" იგი იხსენიება[21].

პაატა ფრიად განდიდებულია. მას "მორჩილებენ სრულიად მარგველნი"[22]. იმერთა მეფე ალექსანდრე IV ტახტზე მომაგრებას მის შემწეობით ცდილობს. პაატასთან კეთილგანწყობილების გასამტიცებლად მეფემ თავისი და დარეჯანი მას მიათხოვა[23]. მართლაც, ალექსანდრე IV-სა და იმერეთის ტახტის მაძიებელ გიორგი გურიელს შორის 1684 წელს მომხდარ როკითის ომში, გამარჯვება მეფეს აბაშიძეებმა მოუპოვეს. ამ გამარჯვებას შეეწირა კიდეც მათი გვარის ორი დიდი წარმომადგენელი: ლევან II აბაშიძე ამ ომში მოკლეს, პაატა IV-ც იქ მიღებული ჭრილობისაგან დაიღუპა[24].

პაატას სიკვდილის შემდეგ, აბაშიძეთა საგვარეულოს უფროსად მისი ძმა გიორგი ზის. იგი მალაქიად სახელდებული ერთ ხანს ბერად იყო შემდგარი. მისი ბერად აღკვეცის მიზეზი იმ "ავი საქმის" მონანიება უნდა ყოფილიყო, რომელიც მან 1658-1676 წწ. ჩაიდინა (იხ. ზემოთ). ძმის გარდაცვალების შემდეგ მალაქია საერო ცხოვრებას დაუბრიუნდა[25].

ენერგიულმა და გამჭრიახმა თავადმა თავიდანვე დაიწყო იმერეთში პირველობისათვის ზრუნვა. საამისო თადარიგსაც ადრევე შეუდგა. პირველ რიგში მან თავისი ეკონომიური მდგომარეობა გაიუმჯობესა: ცოლად შეირთო გიორგი გურიელისა და კაცია ჩიქვანის

[178]

edit


"ნაცოლარი", რომელიც იყო "მდიდარი ფრიად"[26]; გააფართოვა საგვარეულო მიწა-წყალი. ხელთ იგდო მეზობელ თავად ჩხეიძეთა ციხე-ქალაქი შორაპანი[27], მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, წაართვა აგიაშვილებს ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე[28] და ამგვარად, თავის ბატონობას მტკიცე საფუძველი მოუპოვა.

ეკონომიკურმა ძლიერებამ გიორგი აბაშიძეს შესაძლებლობა მისცა კულტურულ-საამშენებლო სამუშაოებისათვისაც მიეყო ხელი. მისი განკარგულებითა და "საფასით" გადაიწერა არა ერთი ხელნაწერი, "შეიმკო" თუ მოიჭედა არა ერთი ხატი და ჯვარი. მისივე "წარსაგებლითა" იქნა აშენებული და განახლებული იერუსალიმში "პატრიარქის აბრაჰამის" მონასტერი 1700 წელს[29].

გიორგი აბაშიძეს ლექსის წერაც ემარჯვებოდა. 1705 წელს მის მიერ დავით გარეჯის მონასტრისადმი შეწირული გულანის პირველ გვერდებზე ჩაწერილია მისი ლექსი, რომელიც ეხება, ხელნაწერის მონასტრისადმი მიძღვნას, ავტორის ზოგიერთ საქმიანობასა და სხვ[30].

თავისი მიზნების მისაღწევად იგი არავითარი ღონისძიების წინაშე უკან არ იხევდა. მას ოთხი ასული ჰყავდა. ყველა ისინი, ერთის გარდა, მისი პოლიტიკური ინტერესების მიხედვით რამდენჯერმე იყვნენ დაქორწინებულ-განქორწინებული[31]. იყო დრო როცა


[179]

edit


"მეფეს, დადიანს, გურიელს სამსავ... ყვა" აბაშიძის ასული[32].

სანამ იგი თავის მდგომარეობას განამტკიცებდა, ერთგულებდა იმერეთის კანონიერ მეფეს. ეს იყო XVII ს. მიწურულამდე[33]. მაგრამ როცა აბაშიძე მეტისმეტად გაძლიერდა, პოზიცია შეიცვალა. ახლა იგი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ რაჭის ერისთავს დაუკავშირდა[34]. ამიერიდან იმერეთის კანონიერი თუ უკანონო მეფეები გიორგი აბაშიძისა და მისი მომხრეთა ნებისამებრ იცვლებიან ან სხედან ტახტზე მხოლოდ ფორმალურად, ფაქტიურად კი სამეფოს აბაშიძე განაგებს. ასეა ეს მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში. მაგალითად, 1696-1698 წწ. იმერეთის მეფედ იჯდა გიორგი IV (გოჩიად წოდებული), მაგრამ სამეფოს საქმეებს მას არავინ ეკითხებოდა: "მართავდა აბაშიძე გიორგი და თაობდა ყოველთა იმერთა ზედა"[35].

1698 წელს, როცა იმერეთში სვიმონ ალექსანდრეს ძე გამეფდა, აბაშიძე "შეეზრახა" მას, გაჰყარა თავისი ასული ანიკა თავად ნასყიდა იაშვილს, შერთო მეფეს ცოლად და "თაობდა" იმერეთს ისევ გიორგი აბაშიძე[36]. 1701 წელს კი, მისივე ინიციატივით, სვიმონ მეფე ვერაგულად მოკლეს[37].

სვიმონის შემდეგ იმერეთის მეფედ დასმული მამია გურიელიც "თუმცა იყო მეფედ", მაგრამ "წარსაგებლითა თვისითა", რადგან "სამეფონი დაბანი, აგარანი და შემოსავალნი ეპყრა აბაშიძეს და ასულსა მისსა თამარს"[38]. ასეთ შევიწროებულ მეფობას გურიელმა,ბოლოს, გურიელობა არჩია და წავიდა იგი "გურიასავე" 1701 წ.[39]

ამის შემდეგ სამი წლის განმავლობაში იმერეთში მეფე სულ არ დაუსვამთ. "მთავრობდა" გიორგი აბაშიძე და "განეგებოდა მის მიერ ყოველი იმერეთი"[40]. ამდენად მართალია იგი, როცა ერთ


[180]

edit


ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში ამბობს: "ამ სოფელს არა მაკლდა რა, ცამდის არ ვიყავ ასული"[41].

გიორგი აბაშიძის მმართველობა ქვეყნისათვის ცუდი არ ყოფილა. მის დროს იმერეთში ადმინისტრაციული წესრიგი და მყუდროება დამყარდა: "ვერავინ იკადრებდა პარვად რისამედ" და "განყიდვად ტყვისა"[42].

ოსმალთათვის დაწესებული "ქრთამის" მიცემაც შეწყდა იმერეთში. გაძლიერებული აბაშიძე არ "ეგდენ" მორჩილებდა და არც "ქრთამს" აძლევდა ახალციხის ფაშას[43].

იმერეთის ასეთ გამგებელს ოსმალეთი, ცხადია, დიდ ხანს ვერ მოითმებდა. სულთანმაც 1703 წელს აბაშიძის წინააღმდეგ არზრუმის ფაშა გამოგზავნა დიდძალი ჯარით[44].

აბაშიძემაც საჭირო ზომები მიიღო: ლაშქარს თავი მოუყარა, შემოიფიცა მთელი იმერეთი დადიან-გურიელითურთ, მოსახლეობა "დახიზნა", იმერეთში შემოსასვლელი გზები შეკრა, ჭალა-ტყის კოშკები თხრილებით გაამაგრა[45].

მტერს იმერეთში შემოსვლა გაუძნელდბოდა, რომ ფეოდალურ შუღლს მისთვის გზა არ გაეხსნა (გურიელი და ლიპარტიანი დამპყრობლებს მიუვიდნენ).

თურქებმა მოსწვეს არგვეთი, დაანგრიეს ციხე-კოშკები. მათი ლაშქრობა აქ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს (1703 წ.) სულთნის კარზე დაწყებული "შფოთის" გამო თურქთა ჯარი იმერეთიდან გაიწვიეს, ოსმალთა სერასკერმა არზრუმის ფაშამ თავის ქეჰას (მოადგილეს) აბაშიძესთან დაზავება უბრძანა. ქეჰა დაეზავა აბაშიძეს. უკანასკნელმა ქეჰას მოთხოვნით დაანგრია შორაპნის ციხე (იმდროინდელ ვითარებაში ოსმალეთს მასში თავის მეციხოვნეთა ჩაყენება არ შეეძლო, ხოლო ამ ციხის ისე დატოვება იმერეთის თავდაცვას ხელს შეუწყობდა). ქეჰამ იმერეთის მეფედ ტახტის კანონიერი მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე დასვა. იგი აბაშიძეს "აშვილა", მისი "მოურნეობაც" მას მიანდო. აბაშიძემ მისცა ქეჰას "მაევალი და ქრთამი" და ოსმალთა ჯარი "უკუიქცა"[46].


[181]

edit

გიორგი აბაშიძემ ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით: მისი ბრძანებით იმერლებმა "შეკრეს მთა ფერსათი და მოსვრიდნენ მრავალთა ოსმალთა": მოკლეს კოლას ფაშა, დაჭრეს ისაყ ახალციხის ფაშა. განადგურებულმა თურქთა ლაშქარმა დატოვა არათუ აღებული "ქრთამი" - "ურიცხვნი ცხენნი, ჯორნი და აქლემნი კიდებულნი"[47].

ამის შედეგ იმერეთში ისევ გიორგი აბაშიძე გაბატონდა[48].

ოსმალთა მიერ მეფედ დასმული გიორგი VI აბაშიძის შიშით ექვს წელს ქუთაისის ციხიდან არ გამოსულა[49]. უფრო მეტ ხანს დარჩებოდა მეფე ამ მდგომარეობაში, მაგრამ, ბოლოს, გიორგი აბაშიძის ბატონობა მოსწყინდათ იმერეთის თავადებს, გადაუდგნენ მას მისი ძმისწულებიც: ზურაბ, სვიმონ, ვახუშტი აბაშიძეები და მეფეს მიემხრნენ. ამაში გარკვეული როლი ითამაშა ქართლის ჯანიშინმა ვახტანგმა, რომლის ძმის ასულ როდამთან იყო დაქორწინებული იმერთა მეფე გიორგი VI. ამ მეფის მხარეზე "გარდმოიბირა" ვახტანგმა აგრეთვე შოშიტა რაჭის ერისთავი, გრიგოლ კათალიკოსი, გენათელი და სხვები. 1709 წელს მეფემ დაიპყრო გიორგი აბაშიძის საგვარეულო ციხესიმაგრეები: კაცხი და ნავარძეთი[50]. ასეთ ვითარებაში მას იმერეთში დარჩენა აღარ შეეძლო და 1711 წელს იგი ქართლის ჯანიშინს მიენდო. სიცოცხლის ბოლო წლები დამარცხებულმა არგვეთის თავადმა ვახტანგის საფარველს ქვეშ გაატარა. გიორგი გარდაიცვალა თბილისში 1722 წლის 15 ოქტომბერს, "წარმოგზავნეს" და დაკრძალეს კაცხს, მამა-პაპათა მონასტერში[51].

აბაშიძეთა მძლავრობა იმერეთის სამეფოში გიორგის შემდეგაც გრძელდება. ამ საგვარეულოს უფროსი ახლა მისი ძმისწული ზურაბია. ციხისთავის სახელო და ცუცხვათის ციხეხ ახლა მის ხელშია[52]. (მასზე წყდება მისი გვარის წევრთა ციხისთავობა).

ზურაბის ძმას სვიმონსაც დიდი თანამდებობა უჭირავს. XVIII


[182]

edit


საუკუნის პირველ ნახევრის სამ უთარიღო საბუთში იგი ბოქაულთუხუცესად იხსენიება[53].

1755 წელს აბაშიძეთა წევრი ბერი მეფის მოლარეთუხუცესადაა დასახელებული[54]. იგივე თუ მეორე ბერი კიდევ 1759 წელს მოურავად ზის[55].


თუ ზურაბ აბაშიძე თავის ბიძასთან ბრძოლაში მეფეს ემხრობოდა, ბიძის დამარცხების შემდეგ თვითონ იწყებს ბრძოლას მეფის წინააღმდეგ. იმ "სამთა მთავართაგან" ერთი სწორედ ზურაბი იყო, რომელიც 1711-1743 წწ. იმერთა მეფის ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტდა[56].

ზურაბის ძლიერება უფრო დიდხანს გასტანდა, რომ მას ყმები არ "შემოხარჯოდა". ჯერ კიდევ ადრე, 1712 წლისათვის თავის "წილნი" ყმანი უკვე "სრულიად განეყიდა ტყვედ"[57]. მამულებიდან კიდევ "ზვარესა და ბაბის მეტი აღარა შერჩა რა" და ისიც თავის აზნაურებს ჩამოართვა[58].

შევიწროებული აზნაურებიც თავიანთ სიუზერენს არ ინდობდნენ: მამულებს "უკარგავდნენ", ვასალური ერთგულებით არ ემსახურებოდნენ[59].

გაღარიბებული თავადი ახლა (1717-1720 წწ.) მეზობელ ფეოდალთა ყმა-მამულს წვდა. "მოსწყვიტნა ბანაშვილნი ჩხეიძენი, დაყიდნა დედაწულით", მათი მამული კი მიიტაცა[60]. მაგრამ ამით მან თავისი მდგომარეობა ვერ გამოისწორა. ამასთან ზურაბის მიმართ სახლიკაცთა შორის უკმაყოფილებაც გაჩნდა. ამით ისარგებლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და მას მისივე ბიძაშვილი ლევანი დაუპირისპირა[61]. ამის შემდგომ ზურაბს იმერეთში აღარ ედგო


[183]

edit


მებოდა, 1741-1743 წწ. იგი ქართლს გადაიხვეწა[62]. სახლის უფროსად კი აბაშიძეებმა ლევანი დასვეს.

ლევანი გიორგის შვილი იყო. მისი მამის იმერეთიდან გაქცევის შემდეგ ერთ ხანს შევიწროებულ მდგომარეობაშია[63] და ზურაბი წინაურდება. მაგრამ როცა ალექსანდრე V-მ ლევანის ასული შეირთო და მეფესთან ბრძოლაში ზურაბი დამარცხდა[64], ლევანი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 1752 წელს, როდესაც სოლომონ I გამეფდა, იმერეთში პირველი კაცი ლევანი იყო და მასაც ისეთივე პრეტენზიები ჰქონდა, როგორც თავის დროზე მის მამას გიორგი აბაშიძეს.

ცნობილია, რომ სოლომონის გამეფებისთანავე მის წინააღმდეგ თავადური შეთქმულება მოხდა და ახალგაზრდა მეფე ტახტიდან გადმოაგდეს. შეთქმულებაში სოლომონის პაპა ლევან აბაშიძეც ერია[65]. 1753 წ. სოლომონმა ტახტი რომ დაიბრუნა, ამ შეთქმულების მონაწილე ლევან აბაშიძეს მისი სამკვიდრო სოფელი კაცხი ჩამოართვა ციხესიმაგრითა და მონასტრით[66]. მეფის მკაცრმა ღონისძიებამ აბაშიძის მიმართ უკანასკნელის უკმაყოფილება უფრო მეტად გაამწვავა. პოლიტიკური დაშლილობისა და ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ მებრძოლი მეფე არგვეთის დიდი თავადისათვის ისედაც მიუღებელი იყო ასევე მიუღებელი იყო იგი აბაშიძის მოკავშირე რაჭის ერისთავისთვისაც. სოლომონის ღონისძიებები ოსმალთა ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა. ამან მეფის შინაგანი და გარეშე მტრები გააერთიანა. ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავი ახალციხის ფაშას დაუკავშირდნენ[67]. მეფის "წასახდენათ" იმერეთში ოსმალთა ჯარი მოიყვანეს[68]. მთელი ზემო იმერეთი


[184]

edit


ლევანმა "მიიბირა". მეფე მტერს ვერ გაუმკლავდებოდა, რომ ოტია დადიანს მისთვის არ ეშველა. ომი მოხდა ხრესილის ველზე 1757 წელს. გამარჯვება სოლომონს დარჩა. ოსმალთა ლაშქრის დიდი ნაწილი დაიხოცა ან დატყვევდა. იგივე ბედი ეწიათ ჯარის სარდლებსაც. ლევან აბაშიძე ამ ომში დაიღუპა, მისი სახლიკაცი გედევანი დაატყვევეს. რაჭის ერისთავმა, როგორც ითქვა, თავს გაქცევით უშველა.

რადგან აბაშიძეთა გვარის ძლიერება ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას აბრკოლებდა, სოლომონმა მათ წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღო: ჩამოართვა აბაშიძეებს ლევანის წილი მამული და თავის სახასო საკუთრებად გამოაცხადა. ეს იყო სვერ-შორაპანი მათი ციხეებით; ლიჩი, ღოდორა, შალოური, წიფლავაკე, სანახშირე, შროსა, ჭალატყე, საქარა, დილიკაური, რუფოთი, კვახჭირი და კიდევ რასაც ლევანი და მისი მამა ფლობდნენ არგვეთს, ლომსიათხევს, ოკრიბასა და ვაკეში.

ლევანის სახლიკაცები მეფემ ფიცით შემოიმტკიცა და ლევანისაგან ჩამორთმეული ადგილ-მამული, კაცხს (რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უფრო ადრე - 1753 წელს სამეფოდ ჩაირიცხა), შროშისა და სვერ-შორაპნის გარდა, მათ დაუბრუნა.

1768 წელს თურქეთს გაიქცა ლევანის ძე ქაიხოსრო, რომე


[185]

edit


ლიც აქტიური მონაწილე იყო სოლომონის წინააღმდეგ მომხდარი 1765-1768 წლების თავადური აშლილობისა. უკანასკნელ წელს ქაიხოსრო ორჯერ შეება სოლომონს, მგრამ ორივეჯერ დამარცხდა. დამარცხდა იგი 1772 წელსაც მისი მოკავშირე ლეკებით ჩხერს სოლომონთან ბრძოლაში და ისევ ახალციხის საფაშოს მიაშურა. ამ ბრძოლაში ქაიხოსროსთან ერთად იყო რაჭის ერისთავის შვილი მეთოდეც (იხ. ზემოთ, რაჭის ერისთავთა სათავადო).

ასე მოუღო ბოლო სოლომონ პირველმა აბაშიძეთა გვარის მძლავრობას იმერეთში.

დამდაბლებული აბაშიძეები ახლა ცენტრალური ხელისუფლებისათვის საშიში აღარ იყვნენ და მათი სახლიკაცი დავითი მეფემ წამოსწია კიდეც სამოხელეო ასპარეზზე: 1766-1770 წწ. მას სახლთუხუცესობა უბოძა. სასულიერო სფეროშიც სოლომონმა დავითის ძმა მაქსიმე დააწინაურა. ხრესილის ველზე ოსმალთა დამარცხების შემდეგ 1759 წ. აღადგინა რა მათ მიერ მოშლილი


[186]

edit


ქუთაისის საეპისკოპოსო კათედრა, ქუთათელად აქ მაქსიმე აბაშიძე დასვა.

მაქსიმე სამეფო კარზე ფრიად მიღებული პირი ჩანს. 1768 წ. სოლომონი ელჩად გზავნის მას რუსთ ხელმწიფესთან ოსმალთა წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად და თავის ზრახვებს მას ანდობს.

ელჩობიდან დაბრუნების შემდეგ (1769 წ.) მაქსიმემ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია. 1776 წ. 12 ივნისს იგი კათალიკოსად აკურთხეს. ეს ხარისხი ჰქონდა მას სიკვდილამდე (1795 წლის 30 მაისი).

მაგრამ აბაშიძეები მაინც არ იყვნენ კმაყოფილნი, რადგან ხრესილის ომის შემდეგ სამეფო კარზე სოლომონის "მისანდო" წულუკიძეები პირველობდნენ. ეს უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდა, როცა სოლომონმა ქუტაისის მოურავის, სარდლისა და ბოქაულთუხუცესის თანამებობები ბერი წულუკიძის ხელში გააერთიანა და მეფის "კარის გამგე", "პირველი ვაზირი" გახადა. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისაკენ მიმართული სოლომონის ეს ღონისძიება თავის თავად სახლთუხუცესის ხელის დაკნინება იყო. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სახლთუხუცესმა დავით აბაშიძემ "უგულვებელყო" "წყალობა-სიყვარული" მეფისა და "განდგა". აბაშიძემ, როგორც ჩანს, ადრევე დაიწყო მომხრეების შემოკრება. ამით უნდა იყოს გამოწვეული მისი ხშირი სტუმრობა ახალციხის საფაშოში: 1772 წ. 25 ივნისს სახლთუხუცესი აქ იმყოფება. 1776 წ. 19 მაისშიც მას აქვე ვხედავთ.


[187]

edit

დავითის] ინიციატივით მოეწყო 1778 წელს სოლომონის წინააღმდეგ თავადური შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ თამაზ მესხი, მერაბ ნიჟარაძე, ევგენი აბაშიძე (ქართლელი), სვიმონ მიქელაძე, ბეჟან, ვახუშტი, გიორგი, დოსითეოს და ქველი წერეთლები. შეთქმულებაში გარეული იყვნენ აგრეთვე მეფის მემკვიდრე ალექსანდრე და ბიძაშვილი დავით გიორგის ძე.

შეთქმულების მიზანი იყო სოლომონის გადაყენება და მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს გამეფება.

აჯანყებულებმა ხელთ იგდეს ლომსიათხევი, ჩხერის ციხე და მთელი ზემო იმერეთი, საწერეთლოს ერთი ნაწილის გამოკლებით. მაგრამ სოლომონმა მალე ჩააქრო აჯანყება და მისი მონაწილენიც დასაჯა. დავით აბაშიძე სახლთუხუცესობიდან გადააყენა, ყმა-მამული ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. დამარცხებულმა თავადმა ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. მისი ბედი ეწვია მის მომხრე სახლიკაცებსაც.

აჯანყებას თანაუგრზნობდა, კერზოდ დავითის თანამოგვარე ზაალი, რომელიც შეთქმულებაში მონაწილეობისგამო, ქართლს "გადავარდნილ" დავით ბატონიშვილს ახლდა ემიგრაციაში.


[188]

edit


ბერი წულუკიძის მეტისმეტი დაწინაურების, მის ასულთან ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ქორწინების თუ კიდევ სხვა მიზეზის გამო, სოლომონის მეფობის ბოლო წლებში უთანხმოება


[188]

edit


გაჩნდა მეფესა და მაქსიმე კათალიკოსს შორისაც. უკანასკნელმა დატოვა საკათალიკოსო და ქართლს გადაიხვეწა. იგი მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა იმერეთში, როცა სოლომონი გარდაიცვალა.

მაქსიმე თავიდანვე დავით გიორგის ძის მომხრე ჩანს. აღმოსავლეთ საქართველოში შეხიზნული აქ ის მის სასარგებლოდ მეცადინეობს, ბურნაშევს მის მომხრედ განაწყობს.

ამიტომაცაა, რომ უკანასკნელს 1784 წ. ივნისში სწორედ მაქსიმე კათალიკოსი მიყავს იმერეთში სოლომონის სიკვდილის შემდეგ იქ გამეფებულ დავით გიორგის ძის ტახტის მოსამაგრებლად.

* * *

edit

[194]

edit

აბაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები, როგორც ითქვა, პირველად XV ს. მეორე ნახევრიდან გვხვდებიან. 1488 წ. იხსენიებიან თაყა და აბაშ აბაშიძეები (იხ. ზემოთ). სახლიკაცობის გარდა რა ნათესაობა იყო მათ შორის, ცნობილი არ არის. თაყას ხსენება აღნიშნულ წელს წყდება. აბაშის მოღვაწეობა კი XVI საუკუნეშიც გადადის. 1502 წ. იგი სოფელ ჭალაში აშენებს ეკლესიას (იხ. ზემოთ).

აბაშის თანამეცხედრეა ჩიჯავაძის ასული კეკლოცი, რომელიც ხსენებულ წლისათვის უკვე გარდაცვლილია. აბაშის ძმებია ლომინი (რომლის მეუღლეა ვინმე გულნარა), იანქო და შერმაზანი (იხ. ზემოთ).

ჰყავდათ თუ არა აბაშსა და მის ძმებს მემკვიდრეები, წყაროებიდან არ ჩანს.

XVI ს. ვხედავთ აბაშიძეთა საგვარეულოს სხვა წევრებსაც: მელქისედეკ გელათის წინამძღვარს (1519 წ.), მალაქია აფხაზთა კათალიკოსს (1529 წ.), აბულახსარ ამირეჯიბს (1515-1535 წწ.), გიორგი მდივან-მწიგნობარს (1534-1545 წწ.), ვახუშტის (1550-1570 წწ.), გედეონს (1563 წ. ახლო ხანს), ევსტრატის მისი მეუღლით ნარიობით.

მომდევნო საუკუნის დამდეგს ჩანან პაატა და ლევან აბაში

[195]

edit

ძეები. პირველი მათგანი - 1604 წელს, მეორე - 1616 წ.

ცოტა უფრო გვიან, 1626 წელს, გვხვდება ამილღაბარ აბაშიძე. აღნიშნულ წელს იგი "ზემო-მხარის" ლაშქრით გიორგი სააკაძეს ეხმარება ბაზალეთის ომში (იხ. ზემოთ). ეს ამილღაბარ და ბაგრატ IV-ის 1669 წლის წიგნში მოხსენიებული ამილღაბარ აბაშიძე ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. ამილღაბარის ხსენება ამ წლის შემდეგ წყდება.

1774, 1786 წლებშიც ჩანს ერთი ამილღაბარ აბაშიძე, მაგრამ მათ შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ ხერხდება. ამ უკანასკნელი ამილღაბარის შთამომავალი უნდა იყოს ნიკოლოზი, რომელსაც ვხედავთ 1819 წელს და ამილღაბარაშვილ-აბაშიძეს ეძახიან.

აღსანიშნავია, რომ პაატა და ლევანი ძალიან გავრცელებული სახელებია აბაშიძეთა საგვარეულოში. XVII ს. ოთხ პაატას ვხვდებით ამ გვარში.

მათგან I პაატააა ის, რომელიც დასახელებულია გიორგი იმერთა მეფის 1604, 1619 წლების სიგელებში. როსტომ ქართლის მეფის 1638 წლის წყალობის წიგნში მოხსენებული პაატაც, რომელმაც "ღალატად" მოაკვლევინა თავისი ძმა ღონენა (იხ. ზემოთ), ვფიქრობთ, პაატა პირველია. ამ პაატას თანამეცხედრე უნდა იყოს გულბუდახ ჩხეტიძის ქალი და შვილი - პაატა, რომელნიც ერთ უთარიღო სიგელით "აბაშიძის ბატონის პაატას მოაღაპედ" კაცხის მონასტერს სწირავენ ბეჟუა მუმლაძეს.

[196]

edit

II პაატა არის ის, რომელიც თავის დედასთან გულბუდახ ჩხეტიძის ქალთან იხსენიება ზემოაღნიშნულ უთარიღო სიგელში. ეს პაატა და ალექსანდრე III-ის 1651 წლის ფიცის წიგნში მოხსენიებული პაატა აბაშიძე შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს.

პაატა II უნდა იყოს აგრეთვე არჩილ მეფის 1661 წ. წყალობის წიგნში მოწმედ დასახელებული პაატა აბაშიძე.

III პაატა არის ის, რომლის მამა მოკლა გიორგი-მალაქია აბაშიძემ (გიორგი-მალაქიას შესახებ იხ, ზემოთ და ქვემოთ) და რომელსაც ამის გამო ნასისხლად მისცა ჩხერის ციხე (იხ. ზემოთ). ეს პაატა არის, ჩვენი აზრით, გიორგი მეფის ერთი უთარიღო ფიცის წიგნის მიმღები პაატა აბაშიძეც.

IV პაატაა ის, რომელიც იყო ძმა გიორგი-მალაქიასა და ლევან აბაშიძეების, ქმარი ბაგრატ მეფის ასულისა და ალექსანდრე IV-ის დის დარეჯან ბატონიშვილისა. ბაგრატ IV-ის 1669 წლის წიგნში "დიდ ბოიარად" მოხსენიებული პაატა აბაშიძე, პაატა მეოთხეა. ეს პაატა ალექსანდრე IV-ის მხარეზე იბრძოდა 1684 წელს როკითის ომში. ამ ომში მძიმედ დაიჭრა და ჭრილობისაგან გარდაიცვალა ამავე წელს (იხ. ზემოთ).

XVII ს. 60-იან წლებში ვხედავთ პაატა V-საც. მაგრამ მისი მოღვაწეობა XVIII საუკუნეში გადადის (იხ. მასზე ქვემოთ).

რაც შეეხება ლევანს, XVII ს. აბაშიძეთა საგვარეულოში იყო სამი ლევანი:

მათგან ყველაზე ადრე მოღვაწეობდა და, მასასადამე, I ლევანი არის ის, რომელიც გიორგი იმერთა მეფემ 1616 წელს დესპანად წარავლინა, მალაქია კათალიკოსთან ერთად, შაჰ აბასთან (იხ. ზემოთ).

II ლევანია სიძე ოტია მიქელაძისა, რომელიც ალექსანდრე III-ეს ახლდა ბანძის ომში და ამ ომში დაიღუპა.

[197]

edit

ლევან III არის ის, რომელიც დიმიტრი მეფის 1663 წლის წყალობის წიგნშია დასახელებული. იგი თავის ძმასთან პაატა მეოთხესთან ერთად ალექსანდრე მეფის მოწინააღმდეგეებს ებრძოდა როკითის ომში და იქვე მოკლეს.

პაატა IV, ლევან III და გიორგი-მალაქია, როგორც აღვნიშნეთ, ძმები იყვნენ. მათი მამა იყო გულბუდახ ჩხეტიძის ქალისა და პაატა I-ის ძე პაატა II.

პაატა IV უძეოდ გადავიდა.

პაატას მომდევნო ძმას ლევან III-ს კი სამი ვაჟი ჰყავდა: ზურაბი, სვიმონი და ვახუშტი.

ვახტანგ ქართლის გამგებელმა ლევან III-ის უმცროსი შვილი ვახუშტი დასვა ამოწყვეტილი ქართლის აბაშიძეების მამულზე 1711 წელს და მიათხოვა თავისი ასული ანუკა 1712 წელს. ამრიგად იმერელი ვახუშტი აბაშიძისაგან მომდინარეობენ ამოწყვეტის შემდეგდროინდელი ქართლის აბაშიძეები.

ვახუშტი 1751 წელს ჯერ კიდევ ცოცხალია.

მას ოთხი ვაჟი ჰყავდა: პაატა, ნიკოლოზ, დავით და ლევანი.

ვახუშტის პირმშო შვილს პაატას სამი ვაჟი ესვა: ქაიხოსრო,

[198]

edit

ევგენი და დავით. პაატას მემკვიდრეები აბაშიძე-პაატაშვილებად იწოდებოდნენ.

ვახუშტის შვილიშვილზე - ქაიხოსრო პაატას ძეზე - იყო გათხოვილი იმერთა მეფის სოლომონ I-ის ასული დარეჯანი. ქაიხოსრო ცოცხალი ჩანს 1792 წელსაც. ჰყავდა მას ორი ვაჟი: სვიმონ და იოანე (ივანე). პირველი 1798 წლისათვის უკვე მკვდარია. ხოლო მეორე - იოანე იყო, როგორც ცნობილია, 1819-1820 წწ. იმერეთის აჯანყების ერთი მთავარი მეთაურთაგანი. აჯანყების დამარცხების შემდეგ, იგი ახალციხის საფაშოში გაიქცა. აქ მას ვახტანგ ბატონიშვილმა "შეუჩინა კაცნი" "რომელსამე მიზეზისათვის" და იქვე მოკლეს 1822 წელს.

იოანე აბაშიძეს დარჩა ერთი ვაჟი - ქაიხოსრო.


ლევან III-ის პირმშო შვილს ზურაბ I-ს ექვსი ვაჟი ჰყავდა: დავით, ქაიხოსრო, ზაალ, ზურაბ, ვახუშტი და გიორგი. მამასთან ერთად ვხედავთ მათ 1709-1744, 1746 წწ. საბუთებში.

ზურაბ I ლევანის ძის ხსენება 1746 წელს წყდება. ამის შემდეგ

[199]

edit

1754 წ. ერთ დოკუმენტშიც გვხვდება ზურაბ აბაშიძე, მაგრამ იგი ზურაბ (II) ზურაბის ძე უნდა იყოს.

ზურაბ I-ის უფროსი შვილი დავითი იყო ალექსანდრე V-ის სიძე (დის) ქმარი). ამ მეფემ თავისი სიძე მოკლა "ღალატად" ვარციხეს 1738 წელს.

დავითის ძმას ზაალს ორი ვაჟი ჰყავდა: იოვანე (იოანე, ივანე) და სვიმონი. ამ ზაალის ასული ანა იყო ერეკლე II-ის თანამეცხედრე. ანა 1749 წ. გარდაიცვალა. მის შემდეგ ერეკლე II-მ შეირთო დადიანის ასული დარეჯანი.

როგორც ერეკლე II-ის მიერ ზაალ აბაშიძისათვის ბოძებულ 1769, 1774 წწ. წყალობის წიგნებიდან ჩანს, ამ მეფის "მოყვრობაში" ზაალ იმერეთს აღარ "დასდგა", თავის იქაურ "მამულზე ხელი აიღო", ერეკლეს კარზე მივიდა და მისი "ყმობა ინება". ერეკლემ მიიღო ზაალ და მისი შვილები თავის ვასალებად და 1769 წელს მათ "მთლად" ქართლის ხეფინის-ხევი უბოძა. შემდეგ (1774 წ.) ზაალმა მეფეს კახეთში სთხოვა მამული. მეფემ კვლავ შეიწყნარა მისი თხოვნა და მას აქაც მისცა მიწა-წყალი.

ზაალის უფროს შვილს იოვანეს კიდევ ერეკლე II-ის კარზე აღნიშნულ წლებში და შემდეგ ქეშიკთუხუცესის თანამდებობით ვხედავთ. ზოგჯერ იგი "ქეშიკჩიბაშად" იწოდება, რაც იგივე ქეშიკთუხუცესს ნიშნავს. მასვე ჰქონდა ბორჩალოს მოურავობაც. მის უმცროს ძმას სვიმონს კი მორდალის სახელო ეჭირა.

1774 წლიდან ზაალ და მისი ძენი კახეთში დამკვიდრდნენ და მათგან მომდინარეობენ კახეთის აბაშიძეები.

აღსანიშნავია, რომ იოვანე ზაალის ძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა კრწანისის ომში. ეს იოვანეა ის "იოანე კახთ აბაშიძე", რომელიც ამ ომში "გამწარებული" იბრძოდა და იხსენიება "ბედი ქართლისა"-ში. იოანე კრწანისის ომიდან ცოცხალი გამოვიდა და ცოცხალია 1799 წლის 10 სექტემბერსაც.

[200]

edit

ზურაბ ლევანის ძე აბაშიძის სხვა შვილების შთამომავლობის დადგენა ძნელია.

ლევან III-ის უმცროს ძმას (ზურაბ I-ის ბიძას] გიორგი-მალაქიას ხუთი ვაჟი და ოთხი ასული ესვა: ფინეზი, პაატა (V), ლევანი (IV), ბეჟანი, მალაქია, თამარ, ანიკა, ელენე და მარიამი.

გიორგი-მალაქიას შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა 1658-1676 წწ. ეკუთვნის. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნულ წლებს შუა, როცა ის პირველად იხსენიება 20-25 წლის მაინც იქნებოდა, მაშინ გიორგი დაახლოებით 1638 თუ 1656 წელს ან ამ წლების ახლო ხანში დაბადებულა. გარდაიცვალა იგი 1722 წ. 15 ოქტომბერს ტფილისში, დასაფლავებულია კაცხის მონასტერში (იხ. ზემოთ).

გიორგი-მალაქიას ასული თამარი იმერთა მეფის ალექსანდრე IV-ის თანამეცხედრე იყო. 10 წლის იყო თამარი, როცა 1691 წ. იგი მამამ მეფეს მიათხოვა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ (1695 წ.) თამარი იმერეთის მეფედ დასმულ გიორგი გოჩიად წოდებულთან დაქორწინდა 1696 წელს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ განშორდა მას და გიორგი ლიპარტიანს მითხოვდა. თამარი გარდაიცვალა 1707-1709 წწ.

გიორგი მალაქიას მეორე ასული ანიკა თავდაპირველად ნასყიდა იაშვილის მეუღლე იყო. მაგრამ 1698 წელს, როცა იმერეთში სვიმონ ალექსანდრე IV-ის ძე გამეფდა, აბაშიძემ წაართვა თავისი ასული იაშვილს და სვიმონ მეფეს მიათხოვა.

გიორგი-მალაქიას მესამე ქალი ელენე მამია III გურიელთან დაქორწინდა 1691 წელს. მაგრამ 1711 წ. გიორგი აბაშიძე რომ

[201]

edit

დამარცხდა, გურიელმა მიატოვა მისი ასული და შეირთო შოშიტა (III) რაჭის ერისთავის და თამარი.

გიორგი-მალაქიას მეოთხე ასული მარიამი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილის მეუღლე იყო. ვახუშტიმ იგი შეირთო 1717 წლის ახლო ხანებში.

გიორგი-მალაქიას ვაჟებიდან ყველაზე უფროსი ფინეზი ჩამს. 1658-1676 წწ. ფიცის წიგნში მამასთან ერთად მხოლოდ იგი იხსენიება. 1663 წლის საბუთში კი გიორგი-მალაქია მოხსენიებულია ორი ძით - ფინეზითა და პაატათი. დანარჩენი ვაჟები გიორგი-მალაქიას ამის შემდეგ შეეძინა.

ფინეზის ორი ვაჟი ჰყავდა: ნიკოლოზი და როსტომი. პირველ მათგანს ვხვდებით 1753, 1762, 1817 წლებში, მეორეს - 1801 წელს. ამ ნიკოლოზ ფინეზის შვილმა მიჰყიდა სოლომონ პირველს ჩხერის ციხე 1762 წელს (იხ. ზემოთ).

როსტომის შვილი იყო ნიკოლოზ ფინეზიშვილი-აბაშიძე, რომელიც 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურთაგანი იყო.

ფინეზის შთამომავლობას აბაშიძე-ფინეზიშვილს, ფინეზიშვილ-აბაშიძეს ან პირდაპირ ფინეზიშვილს ეძახდნენ.

[202]

edit

აბაშიძეთა ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდნენ აგრეთვე ღაბუაშვილები ანუ გაბუაშვილები, რომელნიც XIX ს. დამდეგს გვხვდებიან.

გიორგი-მალაქიას შვილი პაატა (V), როგორც ითქვა, პირველად გვხვდება 1663 წ. დოკუმენტში. მამის გარდაცვალების შემდეგ (1722 წ. 15 ოქტომბერი), თუ ადრე, პაატა (V) სასულიერო პირი გახდა. 1742-1743 წწ. ახლოს იგი "პირველ პაატა წოდებული მონაზონი სამებელი ნეკტარიოსის" სახელით გვევლინება. ერისკაცობისას მას მეუღლედ ჰყოლია წერეთლის ასული ხვარამზე, რომელიც აგრეთვე მონაზონად შემდგარა და ელისაბედად სახელდებულა.

პაატა V-ის შთამომავლობა წყაროებში არ ჩანს.

გიორგი-მალაქიას სამი უკანასკნელი ვაჟი (ლევან, ბეჟან, მალაქია) მესამე ცოლისაგან, ბეჟან ლორთქიფანიძის ასულ გულქანისაგან ჰყოლია. თავის ძეებად გულქანი მხოლოდ ამ სამს ასახელებს.

გიორგი-მალაქიას ძე ლევან (IV) იხსენიება 1715 (თუ 1717), 1723 წწ., 1734, 1745 წწ ახლო ხანსა და 1747, 1755 წლებში.

[203]

edit

ამ ლევანის ასული თამარი იყო ალექსანდრე V-ის თანამეცხედრე და დედა სოლომონ პირველისა. ალექსანდრე მეფე აბაშიძის ქალთან დაქორწინდა 1732 წელს.

ლევან IV ხრესილის ომში მოკლეს 1757 წელს თავის შვილიშვილის, სოლომონ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში (იხ. ზემოთ).

ლევან IV-ეს თავისი ასული თამარის გარდა ოთხი ვაჟი ჰყავდა: გიორგი, გედევან, სვიმონ და ქაიხოსრო. ამ ლევანის ძე გედევანი უნდა იყოს ის გედავან აბაშიძე, რომელიც ხრესილის ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა სოლომონ მეფეს და "შემდგომად" თვალები დასთხარეს.

ხრესილის ომის შემდეგ რა ბედი ეწიათ გიორგი და სვიმონ ლევანის ძეებს, წყაროებიდან არ ჩანს. ხოლო ქაიხოსრო, სოლომინის მიერ შეწყნარებული, ერთ ხანს იმერეთშია. 1768 წელს კი ქაიხოსრო გაიქცა თავისი ქვეყნიდან და თურქეთს შეაფარა თავი (იხ. ზემოთ). 1780 წ. მას ვხედავთ ახალციხეში, დავით მეფის ამალაში. 1794 წელსაც ქაიხოსრო დავით გიორგის ძესთან არის და მისი გამეფებისათვის იბრძვის. ბოლოს, ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე, პავლე ციციანოვის მხედრობაშია. ქაიხოსრო მოკლეს 1805 წელს ერევანთან ბრძოლაში.

გიორგი-მალაქიას ძის ბეჟანის შთამომავლობიდან ჩვენთვის

[204]

edit

ცნობილია მხოლოდ მისი ასული თათია, რომელიც სამურზაყანოს მფლობელ მანუჩარ შარვაშიძეზე იყო გათხოვილი.

ლევან IV-ის ძის ქაიხოსროს გარდა, XVIII ს. მეორე ნახევარსა და XIX ს. დამდეგს იხსენიება კიდევ ორი ქაიხოსრო: სვირის მოურავი ქაიხოსრო (III) და ქაიხოსრო (IV).

სვირის მოურავი ქაიხოსრო III, სახლთუხუცესი დავით აბაშიძე და კათალიკოსი მაქსიმე ძმები იყვნენ.

მაქსიმე გვხვდება 1750, 1755, 1759, 1760, 1768, 1769,

[205]

edit

1772, 1776, 1777, 1778, 1780, 1781, 1784, 1785, 1786, 1787, 1788, 1792, 1793 წლებში.

კათალიკოსი მაქსიმე აბაშიძე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდაიცვალა კიევში, 1795 წ. 30 მაისს. დასაფლავებულია იქვე მღვიმის მონასტერში (იხ. ზემოთ).

ქაიხოსრო III იხსენიება 1764, 1766, 1771, 1793, 1804, 1805 წლებში.

სახლთუხუხცესი დავითი - 1770,1772, 1775, 1776, 1778, 1781, 1789, 1794, 1798, 1802, 1807, 1808, 1821 წლებში.

სხვა აბაშიძეებს შორის ნათესაური კავშირის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი:

სვირის მოურავის ქაიხოსრო III აბაშიძის შვილი იყო ხახუტა. იგი მოწმედ არის წარმოდგენილი მისი მამის 1804 წლის ნასყიდო

[206]

edit

ბის წიგნში. ეს ხახუტა უნდა იყოს 1817 წლის საბუთში მდივანბეგად მოხსენიებული ხახუტა აბაშიძე.

ქაიხოსრო IV-ეს ვხედავთ 1810 წელს. იგი სოლომონ II-ის ერთგული თავადი იყო. აღნიშნულ წელს იგი მეთაურობდა ამ მეფის მომხრეთა ერთ-ერთ რაზმს. თავგანწირვით იბრძოდა მისი ხელისუფლების აღდგენისათვის. უთუოდ ამიტომ არის, რომ ქაიხოსრო "რუსეთის უბოროტეს მტრად" იხსენიება. დასახელებული წლის 26 ივლისს იგი დაიღუპა სოფ. ცხრაწყაროსთან სოლომონ მეფის წინააღმდეგ მებრძოლ გენერალ როზენის ჯართან შეტაკების დროს.

ამ ქაიხოსროს ჰყავდა შვილი ხახულა, რომელიც აგრეთვე ერთგულებდა სოლომონს. ხახულაც მოკლეს გენერალ-მაიორ სიმონოვიჩისა და მაიორ პრიბილოვსკის გაერთიანებულ ჯართან ბრძოლაში საქარასთან, ამავე წლის 26 აგვისტოს. ხახულა ქაიხოსროს უფროსი ძე იყო.

ცოტა უფრო ადრე, აღნიშნულ წლის 20 ივნისს, ამავე სოფელთან ახლოს, კაპიტან ტიტოვის რაზმთან ბრძოლას შეეწირნენ ქაიხოსროს "ვაჟები" (ორი?), რომელთა სახელები ჩვენთვის უცნობია. ამგვარად, ქაიხოსრო IV და მისი შვილები იმერეთის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობისათვის ბრძოლაში ამოწყდნენ.

გიორგი-მალაქიას შთამომავლობიდან უნდა მომდინარეობდეს ზაალ (II) აბაშიძე, რომელიც მოხსენიებულია 1752, 1768, 1774, 1784, 1785, 1786, 1787, 1788 წლების საბუთებში.

ეს ზაალ აბაშიძე იყო დავით გიორგის ძის სახლთუხუცესი ჯერ მის ბატონიშვილობაში და შემდეგ მეფობაში (იხ. ზემოთ).

სახლთუხუცეს ზაალს ხუთი ვაჟი ჰყავდა: იოანე, ზურაბ (IV),

[207]

edit

სვიმონ, ლევან (VI) და დათიკა. შვილებთან ერთად ვხედავთ მას 1768, 1785, 1787 წწ. საბუთებში.

იოანე ზაალ II-ის ძე ცალკე იხსენიება 1822 წლის ერთ დოკუმენტში. მას ორი ვაჟი ჰყოლია გიორგი და გრიგოლ.

1789 წელს იხსენიება კიდევ ერთი იოანე აბაშიძე, მონაწილე იმ "დესპანობისა", რომელიც აღნიშნულ წელს იმერეთის წარჩინებულებმა წარგზავნეს ერეკლე მეორესთან ქართლ-კახეთის სამეფოსთან იმერეთის შეერთების თაობაზე. მაგრამ ის სხვა იოანე უნდა იყოს. დავით გიორგის ძის მიერ დაწინაურებული თავადის ზაალის შვილს საეჭვოა ამ მეფის ხელისუფლების გაუქმება მოეთხოვა.

დავით მეფის "საყვარელი სიძე" და ერთგული თავადი სვიმონ აბაშიძე იყო ნიკოლოზის ძე. ჰყავდა სამი ვაჟი: ლევან (VII), დიმიტრი (I) და ნიკოლოზი. ეს სვიმონი მოხსენიებულია 1776, 1786, 1790 წლების დოკუმენტებში.

იყო კიდევ სვიმონ ამილღაბარის ძე აბაშიძე, XVIII საუკუნის პირველ ნახევრის მოღვაწე, რომელმაც თავის "მსახურთა" მოაკვლევინა მეფე გიორგი VI 1720 წელს.

ამრიგად აბაშიძეთა საგვარეულოში ჩანს ხუთი სვიმონი:

I - სვიმონ ამილღაბარის ძე. ეს უნდა იყოს ის სვიმონ აბაშიძე "კაცი სახელოვანი", რომელიც "მოიკლა წინაშე' ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსისა 1723 წელს (იხ. ზემოთ);

II - სვიმონ ლევან III-ის ძე, ძმა ვახუშტისა} და [https://ka.rodovid.org/wk/person:584889 ზურაბ I-ის (იხ. ზემოთ), ბოქაულთუხუცესი, XVIII ს. პირველი ნახევრის მოღვაწე;

III - სვიმონ ლევან IV-ის ძე, XVIII ს. მოღვაწე (იხ. ზემოთ);

[208]

edit

IV - სვიმონ ზაალის ძე, ძმა ერეკლე II-ის თანამეცხედრის ანა დედოფლისა (იხ. ზემოთ);

V - სვიმონ ნიკოლოზის ძე, სიძე მეფის დავით გიორგის ძისა (იხ. ზემოთ).


დიმიტრი და ლეონ (ლევან VII) აბაშიძეები ძმები იყვნენ. მათი მამა იყო დავითი. ორივე ძმას სოლომონ II-ის მომხრეთა შორის ვხვდებით 1810 წელს. სხვებთან ერთად წინამძღოლობდნენ მის ერთგულ იმერლების ერთ რაზმს. აღნიშნულ წელს დიმიტრი რუსთა მხედრობასთან ბრძოლაში დაიღუპა ჩხერთან ახლოს.

დიმიტრის ძმის ლევანის შვილი უნდა იყოს თავადი დიმიტრი "ლევან აბაშიძის ძე", რომელიც 1836 წელს მამულს სწირავს იტრიის მონასტერს.

სოლომონ II-ის მომხრე ჩანს აგრეთვე თავადი როსტომ აბაშიძე, რომელიც იხსენიება 1810 წლის ამბებთან დაკავშირებით. ამ წლის 5 იანვარს სოლომონმა როსტომი, იკოლოზწმინდელი მიტროპოლიტი სოფრონიოს და ნიკოლაოს გაბაონი ტორმასოვთან გაგზავნა მოსალაპარაკებლად "თავის აზრთა და სათხოვნელთა... ზედა".

* * *

XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან ბათუმის მხარეში ჩამოსახლდნენ აბაშიძეები, რომლებიც გამაჰმადიანდნენ. თურქეთის მთავრობამ შემდეგ მათ ადგილ-მამული და სანჯაყ-ბე

[209]

edit

გის სახელო მისცა და ეწოდათ "სანჯაყ-ბეგ აბაშიძე". ეს აბაშიძეები იმერელ აზნაურ აბაშიძეთა ჩამომავალნი უნდა იყვნენ.

ბათუმის მხარეში აბაშიძეთა ჩამოსახლება, ერთი ცნობის მიხედვით, გიორგი აბაშიძის (ძლიერობდა 1684-1711 წლებში) მიერ მისი ურჩი თანამოგვარის იმერეთიდან გაძევების შედეგად მოხდა. მეორე ცნობა კი აღნიშნულ ადგილებში აბაშიძეების დამკვიდრებას ზურაბ წერეთლის (უთუოდ თავადი, სახლთუხუცესი: დაიბადა 1747 წ., გარდაიცვალა 1823 წ.) მიერ ორი ძმა აბაშიძის ტყვეებად გაყიდვით ხსნის. შეიძლება ერთსაც ჰქონდა ადგილი და მეორესაც. ამდენად ეს ცნობები ერთმანეთს ავსებენ და ვფიქრობთ, ორივე სინამდვილეს ასახავს.

  1. :
  2. :
  3. :
  4. :
  5. :
  6. :
  7. :
  8. :
  9. :
  10. :
  11. :
  12. :
  13. :
  14. :
  15. :
  16. :
  17. :
  18. :
  19. :
  20. :
  21. :
  22. :
  23. :
  24. :
  25. :
  26. :
  27. :
  28. :
  29. :
  30. :
  31. :
  32. :
  33. :
  34. :
  35. :
  36. :
  37. :
  38. :
  39. :
  40. :
  41. :
  42. :
  43. :
  44. :
  45. :
  46. :
  47. :
  48. :
  49. :
  50. :
  51. :
  52. :
  53. :
  54. :
  55. :
  56. :
  57. :
  58. :
  59. :
  60. :
  61. :
  62. :
  63. :
  64. :
  65. :
  66. :
  67. :
  68. :