1974 - შენგელია ნოდარ - საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები
ნოდარ შენგელია - საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა
წიგნის სათაური:
სრული სათაური:
ნოდარ შენგელია - XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები - თბილისი - 1974
რესურსები ინტერნეტში:
შინაარსი
თავი 1. XV-XVI საუკუნეების ნარატიული წყაროები
editამ თავში ავტორი მოგვითხრობს იმ ოსმალო ისტორიკოსებზე, რომელთა თხზულებებშიც დაცულია თუნდაც რაიმე სახის ცნობები საქართველოს შესახებ. ასეთებია:
- აჰმედი - თაჯ ედ-დინ აჰმედ იბრაჰიმ იბნ ჰიზირი (1329-1413) და მისი ისტორიული პოემა "ისქანდერ-ნამე".
- იბნ არაბშაჰი (1389-1450). მისი არაბულ ენაზე დაწერილი თხზულება, რომელშიც აღწერილია თემურ-ლენგის შემოსევები მცირე აზიასა და ამიერკავკასიაში, ადრიდანვე თარგმნილია თურქულ ენაზე.
- იდრის ბითლისი, ეროვნებით სპარსელი, ბაიაზიდ II-ის დროს (1481-1512) მოღვაწეობდა ოსმალეთში. მისი სპარსული თხზულებაც "ჰეშთი ბეჰიშთი" ("რვა სამოთხე") ადრევე ითარგმნა თურქულად.
- მეჰმედ ნეშრი პირველი ეროვნებით თურქი ისტორიკოსი იყო. მის თხზულებაში "ჯიჰან-ნემა" ("მსოფლიოს სარკე") არაფერია ნათქვამი საქართველოზე. მხოლოდ ორიოდე სიტყვით ეხება ჭანეთისა და ტრაპიზონის იმპერიას.
- ლუთფი ფაშას 1539-1541 წლებში იმპერიის დიდვეზირის პოსტიც კი ეკავა. მის თხზულებაში ოსმალეთის იმპერიის ისტორია 1553 წლამდეა მიყვანილი.
- იბნ ქემალმა - შემსუდდინ აჰმედ ბენ სულეიმანმა (1468-1534) ოსმალეთის თითო სულთანს თითო წიგნი მიუძღვნა. მის მეშვიდე დავთარში, რომელიც ბაიაზიდ II-ეს (1481-1512) ეძღვნება აღწერილია ოსმალთა მიერ საქართველოს დალაშქვრა.
- ოსმანის თხზულებაში გადმოცემულია ამბები 1595 წლამდე, მაგრამ თხზულების მინაწერებში მომდევნო დროის ამბებიც გვხვდება. თხზულებაში საუბარია ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობაზე და სიმონ მეფის დატყვევებაზე.
- მუსტაფა ჯენაბის თხზულება არაბულადაა დაწერილი, მაგრამ თვითონვე გადათარგმნა თურქულად. ჯენები 1595 წ. გარდაიცვალა. მისი თხზულება ფაქტიურად ისლამის ისტორიაა.
- ხოჯა სად ედ-დინის თხზულებაში საქართველოს შესახებ ცნობები არ გვხვდება, მხოლოდ ერთგან ავტორი გადმოგვცემს ოსმალო ფაშას - იურგეჩ-ფაშას მიერ ლაზეთის ვილაიეთის დაპყრობის ამბავს.
- მუსტაფა ალის (1541-1600) ოცდაათამდე ისტორიული ხასიათის ნაშრომი ეკუთვნის. "ქიუიჰ ულ-აჰბარ" ("ცნობათა არსი") შეიცავს ცნობებს ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიაში ლაშქრობის სამზადისის შესახებ. თვით ლაშქრობის ამბავი გადმოცემულია სხვა თხზულებაში "ნუსრეთ-ნამე". "ფურსათ-ნამე"-ში კი უკვე სინან ფაშას ლაშქრობის შესახებაა მოთხრობილი.
- მუსტაფა სელიანიქის თხზულება 1564-1599 წლების ისტორიას მოგვითხრობს. მასში მრავლადაა ცნობები საქართველოს შესახებ.
თავი 2. XVII საუკუნის ნარატიული წყაროები
edit- ჰასან ბეი-ზადე