2017 - არახამია გონელი - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის

საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა





PDF ვერსია


წიგნის სათაური:

გონელი არახამია - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის

სრული სათაური:

გონელი არახამია - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია. - თბილისი - 2017

რესურსები ინტერნეტში:
http://science.org.ge/books/2017/arakhamia.pdf

თავი პირველი. სასისხლო სიგელთა ხელნაწერები, გამოცემები და შესწავლის მდგომარეობა

edit
- 3 -

ქართულ დიპლომატიკაში სასისხლო სიგელის სახელწოდებით ცნობილია ქართველ მეფეთა მიერ ცალკეული პიროვნებისადმი ბოძებული იურიდიული აქტი, სადაც განსაზღვრულია საბუთის მიმღების მიმართ ჩადენილი ამა თუ იმ დანაშაულის მატერიალური საზღაური ანუ სისხლის ფასი (ვერგელდი). დღეისათვის მოღწეულია ორმოცდასამი ასეთი სიგელი. მათ შორის ყველაზე ძველი XIV საუკუნით, ყველაზე გვიანდელი _ XVII საუკუნით თარიღდება, უმეტესობა კი XVXVI საუკუნეებშია გაცემული.

სხვადასხვა დროს სასისხლო სიგელთა ჯგუფში მოაქციეს რამდენიმე ისეთი დოკუმენტიც, რომლებიც თავიანთი მიზანდასახულობითა და ფუნქციით დოკუმენტური წყაროების სულ სხვა სახეობას, კერძოდ, სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელთა ჯგუფს მიეკუთვნება. ესენია ფალავანდიშვილის1, ჯაფარიძის2, მიქელაძის, გელაძისა და კოტრიძის3 სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის საბუთები. ქვემოთ სასისხლო სიგელთა შორის აღნიშნულ საბუთებს არ განვიხილავთ.

სასისხლო სიგელთა ხელნაწერები და გამოცემები.

edit

სასისხლო სიგელთა თავმოყრა მუზეუმებსა და სიძველეთსაცავებში XIX ს. ბოლო მეოთხედში დაიწყო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (1879 წ.), საეკლესიო მუზეუმის (1888 წ.), საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების (1907 წ.) ფონდებში, გასული


1 სურგულაძე 1992: 129.
2 სილოგავა 1986: 112.
3 არახამია 2010ბ: 41-46.
- 4 -

საუკუნის 20-იანი წლებიდან _ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში. დღეისათვის კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ცხრამეტი სასისხლო სიგელი. ესენია: ყიფიანის (Sd-731), ცირღილაძის (Qd-9019/9022), იაკობიძის (Sd-723), თულაძის (Sd-796), ელიოზიძე-სეფიშვილის (Sd-2887), ვაჩნაძის (Ad-7588), გამყრელიძის (Hd-10149), ჟურულის (Qd-7118), ორალელიძე-კვიტაშვილის (Qd-9021), ხელხელიძე-სარმანიშვილის (Qd-6935), მაღლაქუელისძის (Qd-7877), თაელისძის (Hd-1537), გედეონ მაღალაძის (Ad-1588), აფაქიძის (A-1767), შერგილაძის (Qd-1317), გირგილაძის (Qd-6937), ავჟანდაძის (Sd-521), ე. წ. გორგაძისა (Ad-932) და ესაკიძის სასისხლო სიგლები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია გურალიძის (სეა 1448-5039), არეშიძის (სეა 1448-8914), მაღნარაძის (სეა 1448-5040), ტყავაძის (სეა 1448-5007), გუგუნბერიძის (სეა 1448-5035), კალანდაძის (სეა 1448-5036) და გუფავას (სეა 1448-5151) სასისხლო სიგლები (სულ შვიდი).

ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში ინახება ნიქაბერიძის (ქიმ 1604), მიქაბაძის (ქიმ 1605), გუგუნავას (ქიმ 1607), კაპანაძის (ქიმ 607), თოფურიძის (ქიმ 1608), ქეროხიძის (ქიმ 1026), მაჭავარიანის (ქიმ 875), შერაზადი- შვილის (ქიმ 647), თოდოძისა (ქიმ 591) და გაბელიძის (ქიმ 1633) სასისხლო საბუთები.

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია თოდოძის სიგელის პირი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანკტპეტერბუგის აღმოსავლეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ყოფილი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანკტ-პეტერბუგის განყოფილება) დაცულია გურალიძისა და გუგუნავას სასისხლო სიგელების პირები (H 91, ფ. 1ბ-2ა; H 91, ფ. 4ბ-5ა), რომლებიც 1868 წ. გადააღებინა ა. ბერჟემ და გაუგზავნა მ. ბროსეს სანკტ-პეტერბურგში.

დღეისათვის დაკარგულად ითვლება რვა სასისხლო სიგელის ხელნაწერი, თუმცა მათი ტექსტები გამოქვეყნებულია. ესენია:

- 5 -

ასათიანის, გელოვანის, გერგეტის საყდრისშვილების, ერისთავ ქვენიფნეველის, ბაქრაძის, ფონჯავიძისა და პაპუა მაღალაძის (1675 წ.) სასისხლო სიგელები. დაკარგული ხელნაწერების მაგივრობა, ბუნებრივია, გამოცემებს ეკისრება (იხ. ქვემოთ). სასისხლო სიგლების გამოცემას მ. ბროსემ დაუდო სათავე, მაგრამ ეს იყო თარგმანების და არა ორიგინალების პუბლიკაცია. სასისხლო სიგელი დედნის ენაზე პირველად 1869 წ. გამოქვეყნდა ჟურნ. "მნათობში" (#V-VI). ეს იყო ფონჯავიძის სიგელი. 1886 წ. გაზ. "ივერიაში" (N 124) დაიბეჭდა ჟურულის სიგელი. ამავე საბუთის პალეოგრაფიული პირი გამოქვეყნდა 1887 წ. რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების V ყრილობის შრომებში4. 1888 წ. გაზ. `ივერიაში~ (#197) დაიბეჭდა შერგილაძის სასისხლო საბუთი. 1891 წ. ე. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა თოფურიძის სიგელი5. აღნიშნული საბუთების პუბლიკაციამ გეგმაზომიერი და ინტენსიური ხასიათი შეიძინა XIX ს. მიწურულიდან. თ. ჟორდანიამ, ე. თაყაიშვილმა და ს. კაკაბაძემ 1897-1924 წლებში გამოაქვეყნეს სასისხლო სიგელთა დიდი უმრავლესობა. თ. ჟორდანიამ თავის "ქრონიკებში" დაბეჭდა თოფურიძის, ჟურულის, ქვენიფნეველ ერისთავის, ავჟანდაძის, შერგილაძის, გორგაძისა და პაპუა მაღალაძის სასისხლო სიგელები6. ე. თაყაიშვილმა სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა იაკობიძის, თულაძის, გამყრელიძის, თოფურიძის, ქეროხიძის, გელოვანის, ბაქრაძის7, ავჟანდაძის8, ჟურულის9, ცირღილაძისა და ორალელისძე- კვიტაშვილის10 სასისხლო სიგლები.


4 ბაქრაძე 1887: 208
5 თაყაიშვილი 1891: 1-3.
6 ჟორდანია 1897: 233-235, 278-280, 265-266, 397-398.
7 თაყაიშვილი 1891:1-3; თაყაიშვილი 1909: 371-374, 13-14, 17-18, 35-37, 513-514, 516-517, 22-23.
8 თაყაიშვილი 1909: 431-435.
9 თაყაიშვილი 1920: 3-7.
10 თაყაიშვილი 1910: 434-438.
- 6 -

ს. კაკაბაძემ 1912-1924 წლებში გამოაქვეყნა ცხრამეტი სასისხლო სიგელი, მათ შორის თოთხმეტი-პირველად. ესენია: ნიქაბერიძის, მიქაბაძის11, გირგალიძის12, გურალიძის13, გუგუნავას14, კაპანაძის, ვაჩნაძის, ელიოზიძე-სეფიშვილის, მაღნარა- ძის, თოდოძის, გაბელიძის, კალანდაძის, ტყავაძის და გუფავას15სასისხლო სიგელები. ს. კაკაბაძემ რამდენიმე, უკვე გამოქვეყნებული, სასისხლო სიგელი ხელმეორედ დაბეჭდა. ესენია: ცირღილაძის16, იაკობიძის17, თულაძის18, ფონჯავიძისა19 და თოფურიძის20სასისხლო საბუთები. ხელმეორედ გამოაქვეყნა ვ. სილოგავამ გელოვანის საბუთი21

ი. ცინცაძემ 1927 წ. გამოაქვეყნა გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი22. 1955 წ. ვ. ფუთურიძემ დაბეჭდა გედეონ მაღალაძის სასისხლო სიგელის ქართულ-სპარსული ორენოვანი ტექსტი23. საბუთის ქართული ტექსტი მეორედ გამოაქვეყნა ი. დოლიძემ24.

სასისხლო სიგელთა ერთი ნაწილი, როგორც ითქვა, ფრანგულ ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა მ. ბროსემ. ესენია: ავჟანდაძის, თულაძის, აფაქიძის, ჟურულისა25 და ერისთავ


11 კაკაბაძე 1924: 2-7.
12 კაკაბაძე 1920: 1-3.
13 კაკაბაძე 1912: 11-13; კაკაბაძე 1924: 60-62.
14 კაკაბაძე 1913ა: 18-19; კაკაბაძე 1928: 299-300.
15 კაკაბაძე 1924: 9-10, 40-44, 16-191, 45-47, 34-39, 254-255.
16 კაკაბაძე 1913ა: 4-6.
17 კაკაბაძე 1913ბ: 2-3.
18 კაკაბაძე 1913დ: 3-5.
19 კაკაბაძე 1924: 66-67.
20 კაკაბაძე 1920: 73-75.
21 სილოგავა 1986: 240-241.
22 ცინცაძე 1927: 16-19.
23 ფუთურიძე 1955: 45-47.
24 სურგულაძე 2006: 205-206.
25 ბროსე 1858: Xჩ, XჩI-XჩIII, XჩIV, XჩV-XჩIX.
- 7 -

ქვენიფნეველის26 სასისხლო სიგელები. 1881 წ. დ. ფურცელაძემ გამოაქვეყნა ვაჩნაძისა და მაღნარაძის სიგელების შემოკლებული თარგმანი რუსულ ენაზე27. 1887 წ. გამოქვეყნდა ჟურულის საბუთის რუსული თარგმანი (იხ. გაზ. Кавказское обозрение: 1887, №4). გუგუნავას და გურალიძის სასისხლო სიგელთა რუსული თარგმანი გამოაქვეყნა საურ. კაკაბაძემ28.

გასული სუკუნის 80-იან წლებში, როდესაც დაიგეგმა ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის გამოცემა, გადაწყდა, რომ სასისხლო სიგელები, ნაყალბევ საბუთებთან ერთად, ცალკე სერიად გამოცემულიყო29. ამიტომ კორპუსის მეორე ტომში (2013 წ.), რომელიც XIV ს. და XV ს. I ნახევრის საბუთებს მოიცავს, ვერ მოხვდა აღნიშნული პერიოდის სასისხლო სიგელები. აღნიშული კორპუსის III ტომის გამომცემლებმა, მ. სურგულაძემ და დ. კლდიაშვილმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს შესაბამისი ხანის _ XV ს. II ნახევრის სასისხლო სიგელების გამოქვეყნება სხვა საბუთების გვერდით. კორპუსის დასახელებულ ტომში შეტანილია თულასძის, ვაჩნაძის, ყიფიანის, ჟურულის, წინამძღვარ გიორგისა და ერისთავ ქვენიფნეველის, ორალელისძე-კვიტაშვილის, გელუანის, თაელისძის, თოფურიძის, შერაზადიშვილის, თოდოძის, მაჭავარიანის, ფონჯავიძის, ავჟანდაძისა და გუფავას სასისხლო სიგელები არქეოგრაფიული აღწერილობითა და ფოტოპირებით30. ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს მ. სურგულაძემ და დ. კლდიაშვილმა.

გამოუქვეყნებელი რჩება ხელხელიძე-სარმანიშვილის, მაღლაქუელიძის, აფაქიძისა და ესაკიძის სასისხლო სიგელები.


26 ბროსე 1849: 84.
27 ფურცელაძე 1881:1-2, 36-37.
28კაკაბაძე 1982: 117-120, 143-145.
29 იხ. საბუთების კორპუსი 1984: 13-14.
30 საბუთების კორპუსი 2014: 29-31, 85-89, 114-118, 132-134, 159-160, 201-203, 261-264, 269- 271, 310-313,
   317-318, 322-325, 328-329.
- 8 -

სასისხლო სიგელთა ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში

edit

ნამდვილია თუ ნატყუარი - ეს კითხვა სასისხლო სიგელებს იმთავითვე, სამეცნიერო მიმოქცევაში გამოჩენის დროიდანვე დაჰყვა და დღემდე აქტუალური რჩება. მ. ბროსემ, მის მიერვე პირველად გამოქვეყნებული (ფრანგულ ენაზე) ხუთი სასისხლო სიგელიდან ორის (თულასძის და ავჟანდაძის) ნამდვილობა საეჭვოდ ჩათვალა31. ნაყალბევად მიიჩნია თ. ჟორდანიამ თოფურიძის სიგელი32 და, ბროსეს კვალდაკვალ, ავჟანდაძის33 საბუთი.

ივ. ჯავახიშვილმა თავის სპეციალურ მონოგრაფიაში ("ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა", რომელზე მუშაობაც 1922 წელს დაამთავრა და 1926 წ. გამოაქვეყნა) ვრცლად და დაწვრილებით განიხილა 1922 წლამდე გამოცემული ყველა სასისხლო სიგელის სტრუქტურული კომპონენტები: სიგლის თავი, თხრობა, განგებულება, ბრძანებულება, სათვალავი და ხელრთულობა, მათი აგებულება და შინაარსი, შეუდარა ისინი ნამდვილი საბუთების შესაბამის ნაწილებს და დაასკვნა, რომ სასისხლო სიგელთა არც ერთი აღნიშნული კომპონენტი აგებულებით და შინაარსით არ პასუხობს საქართველოში გაბატონებულ, ხანგრძლივი ტრადიციით მტკიცედ ჩამოყალიბებულ სიგელთდაწერილობის წესებს, რომელთა სრული დაცვით არის შედგენილი XI-XVII სს. ნამდვილი, სახელდობრ, მეფეთა საბუთები. აღნიშნული დიპლომატიკური შეუსაბამობების საფუძველზე ივ. ჯავახიშვილმა უკლებლივ ყველა სასისხლო სიგელი ნატყუარად მიიჩნია34, მათთან ერთად ისინიც, რომლებიც 1922 წლის შემდგომ, კერძოდ, 1924 წ. გამოაქვეყნა ს. კაკაბაძემ35. ივ.ჯავახიშვილის მიერ გამოვლენილ ნატყუარობის მაჩვენებელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით


31 ბროსე 1858:Xჩ, XჩIII.
32 ჟორდანია 1897:232.
33 ჟორდანია 1897: 264.
34 ჯავახიშვილი 1996: 502-523.
35 ჯავახიშვილი 1996: 506.
- 9 -

ი. ცინცაძემ ნაყალბევად მიიჩნია კიდევ ერთი, ახალგამოვლენილი სასისხლო სიგელი, რომელიც გუგუნბერიძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა36.

იმთავითვე სრულიად საპირისპირო პოზიცია დაკავა ს.კაკაბაძემ, რომელიც ჯერ 1912 წლიდან, ივ.ჯავახიშვილის დასახელებული გამოკვლევის გამოქვეყნებამდე, შეუდგა სასისხლო სიგელთა ტექსტების პუბლიკაციას და კომენტირებას. ივ.ჯავახიშვილის მიერ თავისი თვალსაზრისის საჯაროდ გამოტანამდე (1923 წლის ნოემბერში საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე) ს. კაკაბაძისათვის სასისხლო სიგელთა დიპლომატიკური გამართულობის საკითხი არც დასმულა. თუ აქამდე მ. ბროსეს და თ. ჟორდანიას ეჭვებს ზოგიერთი სიგელის ნამდვილობის მიმართ ს. კაკაბაძე ამ მკვლევართა ხელთ არსებული ასლების ნაკლოვანებებით ხსნიდა და არა ნაყალბეობით, ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილის მიერ დეტალურად აღნუსხული დიპლომატიკური გაუმართაობების ნაწილს ს. კაკაბაძე საბუთების გადამწერთა შეცდომების ნაყოფად მიიჩნევდა, ნაწილს - საერთოდ არ თვლიდა დიპლომატიკური წესების დარღვევად37. ასე რომ, ს. კაკაბაძემ ყველა სასისხლო სიგელი, ორიოდე დაუკონკრეტებელი გამონაკლისის გარდა, ნამდვილ საბუთებად აღიარა.

პრობლემის შემდგომი კვლევა ამ ორ, ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებათა მიჯნაზე - შუალედურ კალაპოტში წარიმართა. თანდათანობით იცვლება სასისხლო სიგელების მიმართ როგორც ჰიპერკრიტიკული, ისე უკრიტიკო დამოკიდებულება. ამა თუ იმ ცალკეული სასისხლო სიგელის ნამდვილობა-ნატყუარობის დადგენის პროცესი ივ. ჯავახი- შვილის მიერ გამოვლენილი დიპლომატიკური `ცთომილებების” საფუძველზე წაყენებულ `ბრალდებათა” შემოწმების გზით წარიმართა. ამის შედეგად ზოგიერთ სასისხლო სიგელს


36 ცინცაძე 1927: 16-18.
37 კაკაბაძე 1924: 1-2, 49-57, 70-107; კაკაბაძე 1928: 97.
- 10 -

"ბრალდებები" საერთოდ მოეხსნა. ამავე დროს, ზოგი მათგანის ნატყუარობის ახალი ნიშნებიც გამომჟღავნდა.

სასისხლო სიგელთა ნატყუარობის შესახებ ივ. ჯავახი- შვილის თვალსაზრისს მაშინვე გამოეხმაურა ს. კაკაბაძე. მან საგანგებოდ განიხილა ზოგიერთი არგუმენტი, რომელიც, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ საბუთების ნაყალბეობას ასაჩინოებდა. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტად მას მიაჩნდა სასისხლო სიგლებში ისეთი ფულის ერთეულების დასახელება, რომელ- თაგან ზოგი, სახელდობრ, ცხუმური თეთრი საერთოდ არ არსებულა, ზოგი, კერძოდ, კირმანეული, ბოტინატი და ყაზანური სასისხლო სიგელთა შექმნის დროს უკვე აღარ იყო მიმოქცევაში. ამავე რიგის მოწმობად მიაჩნდა მკვლევარს სისხლის ფასების უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობა38. ს.კაკაბაძემ ივ. ჯავახიშვილთან პოლემიკაში ამ საკითხს შედარებით ვრცელი ადგილი დაუთმო. მისი ვარაუდით, ფულის ერთეულის, ცხუმური თეთრის წარმოშობა ქალაქ ცხუმთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული39. მკვლევრის ეს ვარაუდი მოგვიანებით სავსებით დადასტურდა: XIV-XV სს. იტალიურ წყაროებში `ცოცხალ” ფულის ერთეულად დასახელებულია `სებასტოპოლისის ასპრი” - ცხუმური თეთრის ზუსტი შესატყვისი, რაც ამ უკანასკნელის რეალობას დოკუმენტურად ცხადყოფს40. ს. კაკაბაძემ ნუმიზმატიკური ფაქტების მოხმობით თვალნათლივ აჩვენა, რომ კირმანეული თეთრი რეალური ფულის ერთეული იყო XIII ს. 30-იანი წლებიდან XV ს. შუა ხანებამდე და დროის ამ მონაკვეთში მისი თანხვედრა სასისხლო სიგელებთან სავსებით კანონზომიერია41. ს. კაკაბაძემ სცადა `გოგაური თეთრის” რაობის დადგენაც. ეს უკანასკნელი მან ერთ ნასყიდობის საბუთში (1508 წ.) დასახელებულ ფულის ერთეულს `გიორგაულ თანგას” გაუიგივა და


38 ჯავახიშვილი 1996: 516-517.
39 კაკაბაძე 1924: 72; კაკაბაძე 1928:11: 8.
40 ბერაძე 1989: 111-115.
41 კაკაბაძე 1924: 71-73; კაკაბაძე 1925: 8.
- 11 -

ცალსახად გამორიცხა XIV ს. ბოლოს შედგენილი სამართლის წიგნის შესავალში აღბუღა ათაბაგის მიერ მოხსენიებულ "მეფის გიორგის ჟამის თეთრთან" მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობა42. საკითხის შემდგომმა კვლევამ ნუმიზმატი ც. ღვაბერიძე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ "გოგაური თეთრი" სწორედ ბექა-აღბუღას სამართლის წიგნიდან მოხვდა სასისხლო სიგელებში და აღბუღა ათაბაგისეული "მეფის გიორგის ჟამის" ანუ გიორგი V ბრწყინვალის (1318-1346) დროს ილხანთა მიერ მოჭრილ ვერცხლის ფულს გულისხმობს43. ს. კაკაბაძის და ც.ღვაბერიძის აზრით, `ყაზანური თეთრიც” სასისხლო საბუთებში ბექა-აღბუღას სამართლის წიგნიდან არის გადმო- ღებული44, ხოლო XV ს. მეორე ნახევრისა და XVI ს. სასისხლო სიგლებში ფულის ამ ერთეულის ანაქრონისტულობა ჯ. ოდი- შელმა სასისხლო სიგელების შედგენის საქმეში დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბებული ტრადიციით ახსნა45. მ. სურგულაძის აზრით, ფულის ერთეულს სასისხლო სიგელში, არსებითად, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა46.

შემდგომი ხანის ნუმიზმატიკურმა კვლევა-ძიებამ კირმანეულის ემისიისა და მიმოქცევის რეალურობა სწორედ აღნიშნულ პერიოდში (დაზუსტდა მიმოქცევის ზედა ზღვარი - 1550-იანი წლების ბოლო) საბოლოოდ დაამტკიცა47. გამოითქვა მოსაზრება აღნიშნული ანაქრონიზმის სხვაგვარი ახსნის შესაძლებლობაზეც: აღნიშნულ საბუთებში დასახელებული სხვადასხვა სახელწოდების ფულს საანგარიშო ერთეულის ფუნქცია ეკისრებოდა, შესაბამისად, ისინი მხოლოდ მეტროლოგიური (წონითი) შინაარსით გამოიყენებოდა და გადახდის სავალდებულო საშუალებად არ განიხილებოდა. ამიტომ, სისხლის


42 კაკაბაძე 1924: 91.
43 ღვაბერიძე 1986: 118.
44 კაკაბაძე 1924: 92; ღვაბერიძე 1986: 119.
45 ოდიშელი 1966: 128.
46 სურგულაძე 2006: 163-165.
47 აბრამიშვილი 1959: 33-44.
- 12 -

ფასის განსაზღვრა მიმოქცევიდან გასული, ე.წ. `მკვდარი” ფულის ერთეულითაც შესაძლებელი იყო48.

რაც შეეხება სისხლის საზღაურის დიდ ოდენობას, ეს ს. კაკაბაძის49, ჯ.ოდიშელისა50 და ი.ანთელავას აზრით51, არა სასისხლო საბუთების ნაყალბეობით, არამედ XIV-XV საუკუნეებში ფულის გაუფასურებით იყო განპირობებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია საკითხის სხვაგვარი ახსნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის საზღაურის ოდენობის განსაზღვრისას მოცემულ მომენტში მიმოქცევაში მყოფი ფულის სრულფასოვნება თუ არასრულფასოვნება საერთოდ არ მიიღებოდა მხედველობაში, მაღალი სისხლის ფასები (როგორც სასისხლო სიგელებში, ისე მათს თანადროულ ნამდვილ საბუთებში), შეიძლება დანაშაულის პრევენციითაც აიხსნას52.

განხილვის საგანი გახდა ივ. ჯავახიშვილის ერთ-ერთი არგუმენტი, რაშიც სასისხლო საბუთებში ქალის გაუპატიურების აღსანიშნავად ვულგარული სიტყვის გამოყენება იგულისხმება. ამის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ასეთი უწმაწური სიტყვა `არამც თუ ქართულ მწერლობაში, ჩვეულებრივ საუბარშიც კი უხსენებელ გამონათქვამად ითვლებოდა და ითვლება. ეს უხსენებელი სიტყვა არც ძველი ქართული სამართლის ძეგლში, სადაც კანონი ამნაირ ბოროტმოქმედებაზე ლაპარაკობს, ნახმარი არ არის და მორიდებით არც ჩვენ სახელოვან ლექსიკოგრაფს საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში შეუტანია. რა დასაჯერებელია, რომ ასეთი ჩვეულებრივ საუბარსა და მწერლობაში უხმარ-უხსენებელი სიტყვის შეტანა მდივან მწიგნობარს ეკადრა და გაებედა მეფის სახელით ბოძებულსა და მისი ბრძანებით დაწერილ სიგელში!


48 არახამია 2010ა: 63-72; არახამია 2012: 100-107.
49 კაკაბაძე 1924: 71-79.
50 ოდიშელი 1966: 218-219.
51 ანთელავა 1980: 65.
52 არახამია 2010ბ: 25-32.
- 13 -

ცხადია, რომ ეს გარემოება ამ სასისხლო სიგელების ნატყუარობის უეჭველი საბუთია”53.

ს. კაკაბაძემ და, მოგვიანებით, ზ. ჭუმბურიძემ ეს არგუმენტი არ გაიზიარეს. ს. კაკაბაძე ჟან შარდენის (XVIIს.) ცნობებზე მითითებით შენიშნავს, რომ ჩვენში `ანალოგიურ უხსენებელ სიტყვებს ძლიერ თავისუფლად ხმარობდნენ ბაასის დროსაც კი”. იქვე დაიმოწმა მსგავსი სიტყვის შემცველი სტრიქონი `ვეფხისტყაოსნიდან”. სასისხლო საბუთებში ამგვარი სიტყვის გამოყენებას აუცილებლობას ს. კაკაბაძე, ძირი- თადად მაინც, იმით ხსნიდა, რომ იურიდიულ აქტებში, როგორიც იყო სასისხლო სიგელები, უხსენებელი სიტყვის ხმარების საჭიროებას განაპირობებდა დანაშაულის კონკრეტიზაცია54. ზ. ჭუმბურიძე შენიშნავს, რომ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის ავტოგრაფულ ხელნაწერებში ქალის გაუპატიურების აღმნიშვნელი ვულგარიზმი შეტანილი იყო, მაგრამ ეს სიტყვა ამოღებული იქნა მისი პირველი გამოცემის ტექსტიდან, რომლითაც სარგებლობდა ივ. ჯავახიშვილი (მომდევნო გამოცემებში მსგავსი სალექსიკონო ერთეულები ყველა თავ- თავის ადგილზეა). ზ. ჭუმბურიძემ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ შუა საუკუნეების სამკურნალო წიგნებში (დავით ბაგრატიონის `იადიგარ-დაუდი”, ზაზა ფანასკერტელის `უსწორო კარაბადინი”) აღნიშნული ვულგარიზმი არც თუ იშვიათად გვხვდება. თუ რომელიმე სიტყვა, აღნიშნავს მკვლევარი, თავისი უცენზურობის გამო არ შეიძლებოდა მეფის ნამდვილ სიგელში მოხვედრილიყო, მით უფრო არავინ გამოიყენებდა მას ნატყუარ სიგელში, რათა მაშინვე ეჭვი არ გაჩენილიყო მისი ნაყალბეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, რჩება ორგვარი ახსნის შესაძლებლობა: ან საჩოთირო სიტყვა საბუთის შედგენის ხანებში ევფემიზმს წარმოადგენდა ანდა მისი ხმარება განსაზღვრულ შემთხვევებში დასაშვებად იყო მიჩნეული. ასეა თუ ისე, ასკვნის ზ. ჭუმბურიძე, ორივე


53 ჯავახიშვილი 1996:514.
54 კაკაბაძე 1928: 98.
- 14 -

შემთხვევაში ყალბი და ნამდვილი სიგელების გარჩევა ამ ნიშნის მიხედვით შეუძლებელია55.

სასისხლო სიგელთა თხრობის ნაწილში ნატყუარობის მაჩვენებელ ნიშნებზე საუბრისას ივ. ჯავახიშვილი, სხვათა შორის, ავჟანდაძის სიგელის ერთ ცნობასაც განიხილავს, რომელიც დავით აღმაშენებლის გელათის ხარაჩოებიდან გადმოვარდნისა და დაშავებული მეფის ირმის რძის აბაზანით განკურნების ამბავს მოგვითხრობს, რაც მკვლევარმა ნამდვილ ქართულ ზღაპრად მიიჩნია56. ამის საპირისპიროდ, ს. კაკაბაძისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლებოდა XV საუკუნის სიგელში შეეტანათ ავჟანდაძეთა გვარში დაცული გადმოცემა - ასეთი გადმოცემის სარწუნოობა სრულიად დასაშვებია შუა საუკუნეების საზოგადოებისათვის და სიგელში მისი შეტანაც შესაძლებელი57. ასეთ მიდგომას იზიარებს ზ. ჭუმბურიძეც58.

ჟურულის სიგელის სათვალავსა და ხელრთულობაში ივ. ჯავახიშვილის მიერ ნატყუარობის ნიშნებად მიჩნეული ორი ფაქტი, აგრეთვე, იქცა მკვლევართა კრიტიკის ობიექტად. ივ. ჯავახიშვილმა ჟურულის სიგელის თ. ჟორდანიასა და ე. თაყაიშვილის გამოცემებს შორის უპირატესობა პირველს მიანიჭა, სადაც ბაგრატ მეფის მიერ საბუთის განახლების შესახებ მინაწერში თარიღად იკითხება `ქრონიკონი რო” (1582 წ.), ხოლო მეფობის ინდიქტიონად ციფრი `ზ” (7). ვინაიდან თარიღი მცდარია, ეს გარემოება ივ. ჯავახიშვილმა სიგლის ნატყუარობის მაჩვენებლად ჩათვალა59.

ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ ს. კაკაბაძე დაეყრდნო საბუთის დედანს, სადაც გარკვევით იკითხება `ქრონიკონი "რჲ" (1572 წ.), თ. ჟორდანია კი შეცდომაში შეუყვანია "ჲ" და "ო"


55 ჭუმბურიძე 2006: 368-370.
56 ჯავახიშვილი 1996: 512-513.
57კაკაბაძე 1928: 99.
58 ჭუმბურიძე 2006: 370.
59 ჯავახიშვილი 1996: 521.
- 15 -

ასონიშნების გრაფიკულ მსგავსებას. დედნის თარიღი და ბაგრატის მეფობის ინდიქტიონი კი სავსებით ზუსტია60. ეს მოსაზრება მთლიანად გაიზიარა ჯ. ოდიშელმა61. მეორე ფაქტი - საბუთის ხელრთვაში გიორგი მეფის მიერ საკუთარი თავის `დიდად~ მოხსენიება, რაც ნამდვილი სამეფო სიგელისათვის შეუფერებლად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს, აგრეთვე, ჟურულის საბუთის ტექსტის გამოცემაში62 გაპარული შეცდომა აღმო- ჩნდა. საბუთის ხელნაწერში, აღნიშნავს ჯ. ოდიშელი, გიორგი მეფის ხელრთვაში ეპითეტი "დიდი" არ იკითხება63.

სიგელთდაწერილობის წესების სრული დაცვა და ფაქტობრივი მონაცემების სიზუსტე იყო ის საფუძველი, რამაც ჯ. ოდიშელი ოთხი სასისხლო სიგელის, კერძოდ, ვაჩნაძის (1455 წ.), ჟურულის (1460 წ.), გედეონ მაღალაძის (1592 წ.) და პაპუა მაღალაძის (1675 წ). საბუთების ნამდვილობის აღიარებამდე მიიყვანა. მისი დაკვირვებით, აღნიშნული დოკუმენტების დიპლომატიკური კომპონენტების აგებულებასა და შინაარსში არაფერია ისეთი, რაც მათს ნაყალბეობაზე მიანიშნებდეს64. ერთ-ერთი მათგანის, ჟურულის სიგელის შესახებ მკვლევარი აღნიშნავს, რომ `ივ. ჯავახიშვილის მიერ შემჩნეული და სპეციალურად განხილული სიგლის საეჭვო ცნობები ამ საბუთის გამომცემელთაგან საბუთის ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მიმდინარეობს”65. ამავდროულად, ჯ. ოდიშელმა გაიზიარა და ახალი არგუმენტებითაც გაამყარა გორგაძის, ცირღილაძის, ავჟანდაძის, ერისთავ ქვენიფნეველის, ორალელისძე- კვიტაშვილისა და მაჭავარიანის სასისხლო სიგელების ნატყუარობა66.


60 კაკაბაძე 1928: 98.
61 ოდიშელი 1966: 217.
62 თაყაიშვილი 1920: 3-7.
63 ოდიშელი 1966: 217.
64 ოდიშელი 1966: 215-222.
65 ოდიშელი 1966: 216.
66 იქვე: 211 და შემდგ.
- 16 -

ი. ანთელავამ განიხილა ცირღილაძისა და ორალელისძეკვიტაშვილის საბუთების ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხი. საკონტროლო წყაროების მონაცემთა მოხმობით მან აჩვენა აღნიშნულ სასისხლო სიგელებში მოხსენიებული პირებისა და ფაქტების რეალურობა, რაც, მისი აზრით, ნაყალბევ საბუთში მოულოდნელია67.

აღნიშნული საკითხი განიხილა მ. სურგულაძემ. მისი აზრით სასისხლო სიგელის ნამდვილობის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის რომელიმე ერთი მახასიათებლის, ვთქვათ, მასში მოხსენიებულ პირთა იდენტიფიკაციის მეთოდის გამოყენება, როგორც ამას ცდილობს ი. ანთელავა, რადგანაც, აღნიშნავს მ. სურგულაძე, შესაძლებელია ასეთი იდენტიფიკაცია მოხერხდეს ყალბი სიგელის მონაცემებითაც. მას შეუძლებლად მიაჩნია, რომ დიპლომატიკური წესების უხეში დარღვევით შესრულებული სამეფო სიგელი ნამდვილი იყოს, თუნდაც მასში მოხსენიებული პირები და ფაქტები სხვა წყაროებითაც დადასტურდეს. ამის გათვალისწინებით მკვლევარს ცირღილაძის სიგელის ნამდვილობა საეჭვოდ მიაჩნია. ამავდროულად, მისი აზრით, უდაოა ვაჩნაძისა და ორალელისძე- კვიტაშვილის სიგელთა ნამდვილობა. მან არ გაიზიარა უკანასკნელი საბუთის ნატყუარობის თაობაზე ჯ. ოდიშელის არგუმენტები68.

ივ. ჯავახიშვილის მიერ ყველა სასისხლო სიგელის ნატყუარად გამოცხადება იმთავითვე მკვეთრად უარყო ს. კაკაბაძემ. მისი აზრით, "ყველა სასისხლო საბუთის უარყოფით არ არსებობს უკვე გამოსავალი წერტილი ნამდვილის გასარჩევად ყალბისაგან"69. ცოტა მოგვიანებით ის კვლავ მიუბრუნდა ამ საკითხს და აღნიშნა, რომ, "ყალბის მქნელს ყოველთვის აქვს გარკვეული მიზანი, ის ცდილობს ნამდვილი საბუთის მიმბა- ძველი იყოს. ამიტომ ყალბი სასიხლო სიგელების დამზადებას


67 ანთელავა 1980: 63-65.
68 სურგულაძე 2006: 161-162.
69 კაკაბაძე 1924: 71.
- 17 -

აზრი არ ექნებოდა, თუ ანალოგიური თავისი შინაარსით და ფორმით საბუთები ცხოვრებაში მიღებული არ ყოფილიყო და საერთო მსვლელობაში არ იქნებოდა." ამავდროულად, ს. კაკაბაძე მეტად ანგარიშგასაწევ გარემოებად მიიჩნევს ასე მრავლად შემონახულ სასისხლო სიგელთა ერთნაირ აგებულებას, რაც თავისთავად უარყოფს ყველა ამ საბუთის ნაყალბეობას70. ს. კაკაბაძის ეს მოსაზრება ფრიად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და მას იზიარებს ყველა, ვინც საგანგებოდ თუ გაკვირით შეხებია სასიხლო საბუთებს. მათ შორის აღსანიშნავია მ.სურგულაძის პოზიცია. მკვლევარი ფიქრობს, რომ შეუძლებელია თავისთავად მოვლენა - სასისხლო სიგელი - ნატყუარად ჩათვალოთ. მათი დიდი ნაწილი, აღნიშნავს ის, მართლაც ნატყუარია, მაგრამ ცალკეულ საბუთთა ნატყუარობა ვერ აგვიხსნის თავისთავად სასისხლო სიგელების, როგორც დოკუმენტური წყაროების სახეობის `გამოგონების” ფაქტს. ნატყუარი სასისხლო სიგელის არსებობა, განაგრძობს მკვლევარი, დასტურია იმისა, რომ არსებობდა ნამდვილი სასისხლო სიგელები, რომელთა მიბაძვით იქმნებოდა ნატყუარები71.

მ. სურგულაძემ წარმოაჩინა სასისხლო სიგელთა წარმოშობის სოციალური საფუძვლები და, შესაბამისად, მათი, როგორც იურიდიული აქტების, სოციალური ფუნქცია. სასისხლო საბუთების შინაარსი (დანაშაულთა კოდიფიკაცია, სრულ სისხლის ფასთან ცალკეულ დანაშაულთა საზღაურის შეფარდების წესი) ანალიზის საფუძველზე მკვლევარი ფიქრობს, რომ სასისხლო სიგლები ემყარებოდა საჯარო კანონმდებლობის უფრო ძველ ძეგლს, ვიდრე დღეისათვის მოღწეული სამართლის წიგნებია72.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ბუნებრივია, უფრო და უფრო დომინირებული ხდება აზრი, რომ სასისხლო სიგელების



70 კაკაბაძე 1928: 97.
71 სურგულაძე 2006: 158-159.
72 იქვე: 165 და შემდგ.
- 18 -

ერთიანად ნატყუარ, ან უკლებლივ ყველას ნამდვილ საბუთებად გამოცხადება უკვე გაუმართლებელია.

სასისხლო სიგელების როგორც ისტორიული წყაროს შეფასების საკითხი ქართული ისტორიოგრაფიაში

edit

ისტორიოგრაფიაში იმთავითვე გამოიკვეთა აზრი, რომ სასისხლო სიგელების, როგორც ისტორიული წყაროს მნიშვნელობა ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე, ისინი ნატყუარია თუ ნამდვილი. ორივე - ნატყუარიც და ნამდვილიც _ თანაბრად საინტერესოა სწორედ წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ფრიად ანგარიშგასაწევი მოსაზრება გამოთქვა ჯ. ოდიშელმა _ `ყველა სასისხლო სიგელი ნატყუარიც რომ იყოს, მათში დაცული ცნობები მაინც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, გარკვეული სიფრთხილით. რამდენადაც, ხელის მიხედვით მაინც, სასისხლო სიგლები ძველადვეა შექმნილი და საბუთში მოცემული ყველა მომენტი არასწორად რომ იყოს წარმოდგენილი, მაშინ თვით ყალბისქმნელობა ყოველგვარ აზრს დაკარგავდა”. ისტორიული მეცნიერებისათვის ფასეული ცნობები შეიძლება ნაყალბევ საბუ- თებშიც გამოირჩეს, რამდენადაც ყალბი საბუთების შემდგენელნი ახლოს იყვნენ ხანასთან, რომლის შესახებაც საბუთს ქმნიდნენ73.

სასისხლო სიგელთა ცნობებს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის (მეფეთა გენეალოგია _ ქრონოლოგია), სახელმწიფო წყობილების, ქართული ნუმიზმატიკის (ფულის ერთეულები და მიმოქცევა XIII-XV საუკუნეებში) საკითხების კვლევაში ფართოდ გაუღო კარი ს. კაკაბაძემ74.

დიდი სამსახური გაუწია სასისხლო სიგელთა მონაცემებმა XIII-XVსს. ქართული ნუმიზმატიკის მკვლევართ, კერძოდ, მათ საფუძველზე დადგინდა XIII-XV საუკუნეებში დასავლეთ


73 ოდიშელი 1966: 208-210.
74 იხ. კაკაბაძე 1912; კაკაბაძე 1913ა; კაკაბაძე 1913ბ; კაკაბაძე 1913დ; კაკაბაძე 1920; კაკაბაძე 1924; კაკაბაძე 1925.
- 19 -

საქართველოში გავრცელებული ვერცხლის ფულის ერთეულების სახელწოდება (კირმანეული და ცხუმური თეთრი) და ეტიმოლოგია75.

ივ ჯავახიშვილმა, რომელიც აღნიშნული საბუთების წყაროთმცოდნეობით ღირებულებას ცალსახად უარყოფდა, კონკრეტული საკითხის, სახელდობრ, ალექსანდრე I-ის (1412- 1446), გენეალოგიის დადგენაში, როგორც სანდო მასალა, ცირღილაძის სასისხლო სიგელის ცნობაც მოიხმო76.

ცალკეული საკითხების გასაშუქებლად სასისხლო საბუ- თების მონაცემებს მიმართავენ დ. მუსხელიშვილი77, კ. კახაძე78, დ. ნინიძე79 და სხვ.

სასისხლო სიგელთა წყაროთმცოდნეობითი კვლევის დღეისათვის არსებული მდგომარეობა საშუალებას იძლევა ერთგვარად შეჯამდეს პოზიტიური შედეგები და დაისახოს შემდგომი პერსპექტივა.

უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ზოგადი ხასიათის დებულება, რომ სასისხლო სიგელი, როგორც მოვლენა, ისეთივე რეალობაა, როგორიც სხვა, ვთქვათ, შეწირულობის, წყალობის ან ნასყიდობის საბუთები და დოკუმენტური წყაროების ერთერთ სახეობას ქმნის. გამოიკვეთა ამ სახეობის წერილობითი ძეგლების სოციალური ფუნქცია _ აზნაურთა ფენის დაცვა. ამის კვალობაზე გადაისინჯა ერთიანად ყველა სასისხლო სიგელის ნატყუარობის შესახებ თვალსაზრისი, ისევე, როგორც მოსაზრება ყველა მათგანის ნამდვილობის თაობაზე. ამავდროულად მეტი უპირატესობა მოიპოვა ნამდვილობა-ნატყუარობის თვალსაზრისით თითოეული სასისხლო სიგელის საგანგებო და ყოველმხრივი შესწავლის აუცილებლობამ. ასეთი მიდგომით სასისხლო საბუთების ერთი ნაწილის


75 აბრამიშვილი 1959: 42-44
76 ჯავახიშვილი 1982: 249.
77 მუსხელიშვილი1966: 220-221)
78 კახაძე 2001: 45-48.
79 ნინიძე 1995.
- 20 -

ნამდვილობა დადასტურდა. ამასთანავე დამაჯერებლობას იძენს აზრი, რომ სასისხლო საბუთები _ ნამდვილიც და ნატყუარიც, როგორც ისტორიული წყარო თანაბრად ღირებულია და საყურადღებო, რასაც სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკა სავსებით ადასტურებს.

მიღწეული შედეგების ფონზე კარგად იკვეთება სასისხლო სიგელთა წყაროთმცოდნეობით შესწავლაში ჯერ კიდევ არსებული ე.წ. თეთრი ლაქები, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც ამ მიმართულებით შემდგომი კვლევის ამოცანებს.

ივ. ჯავახიშვილის მიერ აღნიშნული სასისხლო საბუთების ნატყუარობის მაჩვენებელი ნიშნების ერთი წყება, კერძოდ, ისეთი დიპლომატიკური `ცთომილებები” სხვადასხვა თემატურ კომპონენტებში, როგორიცაა, შეცდომები მეფეთა ტიტულატურაში (სიგლის თავში), გამონათქვამების უაზრობა და შეუსაბამობა (თხრობის კომპონენტში), მეფის მოხელთა დასახელების წესის დარღვევა (ბრძანებულების ფორმულარში) კვლავაც აქტუალურია და მათკენ მიბრუნება ქართული დიპლომატიკის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით ერთ-ერთ ამოცანად რჩება. ამ პრობლემის კვლევის შედეგები, გარდა იმისა, რომ თავისთავად აღებული დამოუკიდებელი მნიშვნელობისაა, ხელს შეუწყობს ნამდვილი და ნატყუარი საბუთების გასამიჯნავად საიმედო კრიტერიუმების შემუ- შავებას, რაც, ასევე, სასისხლო სიგელთა წყაროთმცოდნეობითი შესწავლის ერთ-ერთი ამოცანაა.


- 21 -

თავი მეორე. სასისხლო სიგელთა ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხი

edit

§1. სასისხლო სიგელი, როგორც დიპლომატიკური ფაქტი

edit

როგორც არ უნდა წარმოვადგინოთ სასისხლო სიგელთა ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხი, სასისხლო სიგელის როგორც დიპლომატიკური ფაქტის რეალობა ეჭვს არ იწვევს. როგორც ზემოთ ითქვა, მკვლევარები, სავსებით სამართლიანად შენიშნავენ: რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი სასისხლო სიგელი რომ არ არსებულიყო, მაშინ ყალბის შექმნას აზრი არ ექნებოდა. მართლაც, წარმოუდგენელია, ვინმეს ეცადა ისეთი ტიპის ყალბი იურიდიული აქტის შედგენა, როგორიც პრაქტიკაში არ არსებობდა. ასეთი ტექსტის იურიდიულ ძალას არავინ აღიარებდა და, შესაბამისად, მისი ყალბად შექმნის მოტივაციაც არავის გაუჩნდებოდა. ქართველი მეფეების მიერ სასისხლო სიგელის, ისევე როგორც სხვა სახის იურიდიული აქტების გაცემის პრაქტიკა რომ არ არსებულიყო, არც ნაყალბევი სასისხლო სიგელი გაჩნდებოდა, ისევე როგორც არ გაჩნდებოდა, ნატყუარი წყალობის ან შეწირულობის წიგნი. დღეისა- თვის ცნობილი ყველა სასისხლო სიგელი ნატყუარიც რომ აღმოჩნდეს, ეს მაინც არ უარყოფს სასისხლო სიგელის, როგორც დიპლომატიკური ფაქტის რეალობას _ პირიქით, ადასტურებს მას.

სასისხლო სიგელი რომ რეალურ ცხოვრებაში არსებობდა ამას მოწმობს სასამართლო პრაქტიკა. მოსამართლეები მხარეთა სისხლის ფასის ოდენობის დასადგენად უყოყმანოდ იყენებდნენ სასისხლო სიგელს, თუ, რა თქმა უნდა, ის გააჩდა სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეს. მოვიტანთ შესაბამის ცნობებს სასისხლო სიგელების თანადროული (XIV _ XVII სს.) დოკუმენტებიდან.

- 22 -

1326 წ. მიქაელ მეფის მიერ გაცემული მიქელაძისა და გოგოტიშვილების სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელი გვაუწყებს, რომ `ომშიდა აზნაური მიქელაძე მანგასარ შეაკუდა გოგოტიშვილსა გიორგის~. მეფემ საქმის განსახილველად ბჭეები `დასხნეს~, რომლებმაც მიქელაძის სასისხლო სიგელი მოიკითხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიქელაძეების სიგელი `თათრთაგან წაღებული~ ყოფილა. მაშინ ბჭეებმა `მახსოვარი კაცის~ ფიცით მიცემული ჩვენების საფუძველზე დაადგინეს, რომ მიქელაძის დაკარგულ სასისხლო სიგელში `ეწერაო სასისხლო ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი~. ბჭეებმა დამნაშავეზე დაკისრებული საზღაურის დადგენისას ამით იხელმძღვანელეს1.

1432 წ. იმერეთის მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ მოწვეულმა ბჭეებმა განიხილეს ერისთავ ციცი ჭარელიძის მიერ აბესალომ კოტრიძის მკვლელობის საქმე. ბჭეებმა `ქნეს მოკითხული კოტრიძის საქმისა და მოიღეს სიგელი კოტრის- ძეთა მეფეთ-მეფისა ვახტანგ გორგასლისაგან გაჩენილი~2.

1503 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ მოიწვია სამსჯავრო, რომელმაც განიხილა სვანებისა და ჯაფარიძეების სასისხლო საქმე. ბჭეებმა `ქნეს მოკითხული და სიგელიც მოატანინეს ჯაფარიძეთა, და მეტად უზომოდ დიდი სისხლი და სანახშირე ეწერა... დაუდევით სიგელი სვანთა და გარდაიხადეს~ სასისხლო საზღაურიო3.

ელია მაჭავარიანისა და კონსტანტილეს სასისხლო საქმის განჩინებაში (1565-1583 წწ.) მითითებულია, რომ `მოიტანოს მაჭავარიანმან მისი სიგელი და რა რიგათაც იმ რიგის გერშის,


1 თაყაიშვილი 1909: 33-34; არახამია 2010ბ: 43.
2 კაკაბაძე 1924: 44.
3 სილოგავა 1986: 240.
- 23 -

დ[ა]ღის ეწეროს, ისრე დაუ[უ]რვოს ურიაყოფილმან~4. მოღწეულია მაჭავარიანების სასისხლო სიგელი, განახლებული 1496 წ. იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ5.

ვახტანგ VI თავისი "სამართლის წიგნის" სისხლის განჩინების კარში აღნიშნავს, რომ `არიან ზოგნი თავადნი და აზნაურნი, ძველითგან ჴელმწიფეთაგან სისხლის განაჩენები აქუსთ. იმისი ჩვენ არა დაგვიწერია რა, ამიტომ რომე არიან თავადნი, მაშინდელს დიდებაზე ისრევ მოუშლელნი იყუნენ, და არიან ზოგნი, ჩამომცრობილ იყუნენ, და ზოგნი მდაბალნი ამაღლებულ იყუნენ. ამიტომ იმ ძველის განჩინებით, თუ არ მოუშლელის დიდებულისას, ჩვენ ვერას ვიტყუით. რომელისაც მოსამართლის ჟამში მათი საჩივარი და განაჩენები მოვიდეს, ისინი იმან იცის~6. მოტანილი ცნობა მრავალმხრივ არის საყურადღებო. ვახტანგ VI-ისთვის ცნობილია, რომ ინდივიდუალური "სისხლის განაჩენები", რაც იგივე სასისხლო სიგელებია, ქართული სინამდვილისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თანაც, "ძველითგან" მომდინარე. იმ ძველი სასისხლო განაჩენების შესახებ, აცხადებს მეფე, "ჩვენ არა დაგვიწერია რა" იმიტომ, რომ ძველი განაჩენების დაწერის შემდეგ ამ სიგელების მიმღებთაგან ზოგის შთამომავლობა დღესაც ქონებრივი მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით უწინდელ მდგომარეობას ინარჩუნებს, მაგრამ ზოგის შთამომავლობა დღეისათვის ჩამომცრობილა, ზოგისა ამაღლებულაო. ცხადია, დროთა განმავლობაში ფეოდალური სახლების სოციალური სტატუსის ცვალებადობის გამო ვახტანგ VI თვლის, რომ მის დროს ამ სასისხლო სიგელების გამოყენება საძნელოა, მაგრამ ის შესაძლებლად თვლის იმ სასიხლო განაჩენების გამოყენებას, რომლის პირველი ადრესატის შთამომავლობა დღესაც "ძველ დიდებაზე მოუშლელია". აქ ვახტანგ VI საუბრობს იმაზე,რომ ძველი განაჩენის პირველი მფლობელის


4 დოლიძე 1972: 49.
5 საბუთების კორპუსი 2014: 310-311.
6 დოლიძე 1963: 487.
- 24 -

სისხლის ფასის ოდენობა შეიძლება მისი დღევანდელი შთამომავლის ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის შესაფერისი არ იყოს. ამიტომ თვლის მათ გამოყენებას საჩოთიროდ და არა იმიტომ, რომ ინდივიდუალური სისხლის განაჩენების, როგორც სინამდვილის ფაქტების რეალურობაში ეჭვი ეპარება. სწორედ ამ კუთხით განაგრძობს და განმარტავს კანონმდებელი: `მაგრამ მე ასე მგონია, იმ ძველის განჩინებაზე სამართალი ძნელი იყოს, ამიტომ რომე მაშინ ქართველი ბატონიც დიდი ჴელმწიფე ყოფილა, დიდი ალაგი სჭერია, და მის თავადსაც მამული და მორჭმა ბევრი ჰქონებიათ, ამიტომ ის განაჩენები უბრძანებიათ. ახლა მაშინდელზე ქართველს ბატონსაც ბევრი ადგილი აკლია და მისი თავადიც მამულზე დამცრობილა, გაყრილა და მისი სიდიდე თვითანვე დაუჩაგრავს. იმ განჩინებით ან იმას სისხლი როგორ აეღების და ან მიცემას როგორ შეიძლებს ვინმე~7. თუ რატომაა XVIII ს. დამდეგს `იმ ძველ განაჩენებზე სამართალი ძნელი~, ვახტანგ VI მკაფიოდ განმარტავს და ის სასისხლო სიგელების, როგორც დიპლომატიკური ფაქტის ნამდვილობას ადასტურებს.

მოტანილი ამონაწერიდან ირიბად ისიც ჩანს, რომ სასისხლო სიგელები ქართლის თავად-აზნაურებსაც ჰქონიათ. ცნობილია, რომ ვახტანგ VI სამართლის წიგნს ქართლის სამეფოს- თვის წერდა, ამ საქმეში მრჩევლებად ქართლის დიდებულები ჰყავდა და სამართლის შედგენისას ქართლის სამეფოში ცნობილ ფაქტებს იყენებდა8. ამიტომ ვახტანგ VI-ს სასისხლო განაჩენების მფლობელ წარჩინებულებზე სუბრისას მხედველობაში ჰყავს თავისი სამეფოს _ ქართლის თავად-აზნაურები. ქართული ფეოდალური საზოგადოებისთვის სასისხლო სიგელი, როგორც სინამდვილის ფაქტი, უცხო და უჩვეულო არ


7 დოლიძე 1963:487.
8 სხვა საკითხია, რომ შედგენის შემდეგ ვახტანგ VI-ის სამართალი ყველა

ქართულ სამეფო-სამთავროში მოქმედებდა, მაგრამ ეს არა ვახტანგ VI-ის წინასწარი ჩანაფიქრით, არამედ ქართული სამეფო-სამთავროების კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციების ერთიანობით იყო განპირობებული.

- 25 -

ყოფილა. ამის მოწმობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, სამეგრელოს სამთავროს მაზრების მდივანბეგებს, რომლებსაც 1853-1854 წლებში მთავრის დავალებით თავად-აზნაურების სახელობითი სიები შეუდგენიათ, თოფურიძის, გურალიძისა და შერგილაძის ზემოთ დასახელებული სასისხლო სიგელები, როგორც მათი მფლობელების აზნაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უყოყმანოდ მიუღიათ9.

§ 2. სასისხლო სიგელთა სტრუქტურა და ე.წ. დიპლომატიკური ცდომილებები

edit

სასისხლო სიგელები, შემადგენელი კომპონენტების მიხედვით, ქართული დიპლომატიკური ძეგლებისათვის დამახასიათებელი სტრუქტურული აღნაგობის ანალოგიურია. მათ სტრუქტურაში წარმოდგენილია ქართულ დიპლომატიკაში დამკვიდრებული ყველა ტრადიციული ფორმულარი: სიგლის თავი (საბუთის შესავალი), თხრობა, განგებულება, ბრძანებულება, დაუცილებლობა, სათვალავი და ხელრთულობა. ამ მხრივ ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა სახეობის სამეფო სიგელებისგან. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. ისტორიოგრაფიაში მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სასისხლო სიგელთა აღნიშნული ფორმულარების შინაარსობრივი მხარე. ივ. ჯავახიშვილის აზრით სასისხლო სიგელებში დარღვეულია დიპლომატიკური ძეგლის სტრუქტურული კომპონენტების დაწერილობის საყოველთაოდ სავალდებულო და დაკანონებული ნორმები. ასეთი დარღვევები კი ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია, რასაც ემყარება ივ ჯავახიშვილის თვალსაზრისი სასისხლო სიგელთა ნაყალბეობის შესახებ, რაც გაზიარებულია მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ. საკითხის შემდგომმა კვლევამ ივ. ჯავახიშვილის არგუმენტაციაში, როგორც ითქვა, არაერთი კორექტივი შეიტანა10, მაგრამ მათი სტრუქტურული კომპონენტების შესახებ


9 იხ. ჭუმბურიძე, ჩიქოვანი, სიჭინავა 2013: 89, 247-248, 352.
10 არახამია 2012ბ: 184-196.
- 26 -

ივ. ჯავახიშვილის კრიტიკული შენიშვნები საგანგებო მსჯელობის საგანი არ გამხდარა. აღნიშნულ საკითხზე ივ. ჯავახი- შვილის ნაშრომის გამოქვეყნების (1926 წ.) შემდეგ ქართულ დიპლომატიკაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ამ საკითხისადმი მიბრუნება აუცილებელი ხდება.

ივ. ჯავახიშვილმა დეტალურად შეადარა ერთმანეთს, ერთი მხრივ, სასისხლო სიგელების და, მეორე მხრივ, ერ- თიანობის ხანის სამეფო სიგელების შემადგენელი კომპონენტების სიტყვიერი ფორმულირებები. შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ სასისხლო სიგელების მნიშვნელოვან ნაწილში აღნიშნული კომპონენტების სიტყვიერი გადმოცემა არ შეესაბამება მეფის კანცელარიაში გაბატონებულ ტრადიციულ გამოთქმულობებს. ასეთი `დიპლომატიკური ცდომილებები~, რომელთა გაჩენა საბუთის დამწერთა ან მათი პირების გადამწერთა უნებლიე შეცდომებით ვერ აიხსნება, ივანე ჯავახიშვილმა გამოავლინა სასისხლო სიგელების ორ კომპონენტში, ე.წ სიგლის თავსა და ბრძანებულებაში. აღნიშნული `ცდომილებები~ გამოიხატება შემდეგში: 1) დარღვეულია საქართველოს ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის შემადგენელი ელემენტების სავალდებულო თანმიმდევრობა; 2) იგივე ტიტულატურა გავრცობილია ჩანართებით; 3) უაზროდ არის აგებული ფრაზა: მოვიდეს წინაშე ჩუენსა (იგულისხმება მეფე, გ.ა.) დიდად ერთგულნი და ნამსახურნი (ადრესატი და მისი სახლის წევრები, გ.ა.) და მომავალნი სახლისა მათისა ყოველნივე; 4) მეფე სიგელის დამტკიცებასა და აღსრულებას ავალებს ამ საქმისთვის შეუფერებელ მოხელეებს და 5) მოხელეთა ჩამონათვალში დარღვეულია იერარქიული (უფროსუმცროსობის) პრინციპი.

აქვე მომაქვს გრაფა, საიდანაც ჩანს, თუ რომელ საბუთში რა სახის "დიპლომატიკური ცდომილება" დასტურდება. სასისხლო სიგელთა სტრუქტურის ერთ-ერთ კომპონენტს, როგორც ითქვა, "სიგლის თავი" წარმოადგენს. აღნიშნული საბუთების ერთი ნაწილის სიგლის თავში, სადაც, ძირითადად, მეფეთა ტიტულატურაა მოცემული, აშკარად დარღვეულია

- 27 -

სიგელთდაწერილობის წესებით დაკანონებული და განმტკიცებული თანმიმდევრობა სიტყვებისა. XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით IV აღმაშენებლის მეფობის ხანაში ჩამოყალიბებული ქართველ მეფეთა ტიტულატურა _ `მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა~ _ რომელიც ქართული და სხვა კავკასიური პილიტიკური ერთეულების გაერთიანების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას ასახავდა, მტკიცედ და მყარად იყო დაცული მეფეების მიერ გაცემულ სიგელებში თითქმის XVI ს. ბოლომდე. სასისხლო სიგელებში ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის გადმოცემის სიზუსტე-უზუსტობასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ მოტანილი გრაფიდან ჩანს, ვითარება ერთგვაროვანი არ არის. მათ ერთ ნაწილში სიტყვათა თანმიმდევრობა არეულია, მაგრამ გვაქვს მეორე ჯგუფი, სადაც თანმიმდევრობა სიტყვებისა ზუსტადაა დაცული.

ასე მაგალითად, მეფეთა ტიტულატურაში სიტყვების თანმიმდევრობა არეულია გორგაძის, ავჟანდაძის, თოდოძის, თოფურიძის, ბაქრაძისა და ტყავაძის სასისხლო სიგელებში (სულ 6).

გარდა ამისა ანუ ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის სიტყვათა თანმიმდევრობის არევისა, მეფეთა ტიტულატურაში ეთნიკური და ეთნოგრაფიული ჯგუფების სახელწოდებებიც (`სვანთა~, `ბერძენთა~, `მრაჭველთა”, `მეგრელთა~, `ჯიქთა~, `ალანთა~, `მესხთა~) არის ჩართული სასისხლო სიგელთა ერთ ჯგუფში. ესენია გუგუნავას, გურალიძის, იაკობიძის, ელიოზისძე-სეფიშვილის, თოდოძის, მაღნარაძის, მაჭავარიანის, შერაზადიშვილის, ბაქრაძის, ხელხელისძესარმანიშვილის, გაბელიძის, აფაქიძისა და კალანდაძის სიგელებში (სულ 13).

ყიფიანის სასისხლო სიგელში ჩანართებიანი ტიტულატურის სუბიექტები საბუთის გაცემის მოწმეებადაა დასახელებული ("ჩუენთა ლაშქართა რანთა კახთა სომეხთა ქართველთა ლიხთიმერთა და ლიხთამერთა, მესხთა, მეგრელთა, აფხაზთა, ჯიქთა, ალანთა მოწმობითა").

- 28 -
სიგელის ადრესატი 1) მეფეთა ტიტულატურის ელემენტების თანმიმდევრობის დარღვევა 2) მეფეთა ტიტულატურის გავრცობა ჩანართებით 3) "მოვიდეს წინაშე ჩვენსა... და მომავალნი სახლისა მათისა ყოველნივე" 4) ე. წ. შეუფერებელი მოხელეების ჩამოთვლა 5) მოხელეთა ჩამონათვალში იერარქიული პრინციპის დარღვევა
3 4 5 6 7
1 ნიქაბერიძე //////////
2 გორგაძე ////////// ////////// //////////
3 გუგუნავა ////////// //////////
4 მიქაბაძე //////////
5 ცირღილაძე ////////// //////////
6 გურალიძე ////////// ////////// //////////
7 იაკობიძე //////////
8 კაპანაძე //////////
9 გირგალიძე ////////// //////////
10 გუგუნბერიძე ////////// //////////
11 თულაძე ////////// ////////// //////////
12 ავჟანდაძე //////////
13 ელიოზიძე //////////
14 თაელიძე //////////
15 თოდოძე ////////// ////////// ////////// ////////// //////////
16 თოფურიძე //////////
17 მაღნარაძე ////////// //////////
18 მაჭავარიანი //////////
19 არეშიძე //////////
20 ბაქრაძე ////////// ////////// ////////// ////////// //////////
21 ხელხელიძე ////////// ////////// //////////
22 მაღლაქუელიძე //////////
23 გაბელიძე ////////// //////////
24 აფაქიძე ////////// ////////// //////////


- 29 -
3 4 5 6 7
25 კალანდაძე ////////// ////////// //////////
26 შერგილაძე //////////
27 ტყავაძე ////////// //////////
28 ქეროხიძე ////////// ////////// ////////// ////////// //////////
29 ასათიანი //////////

სასისხლო სიგელებში, სადაც ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის სიტყვათა თანმიმდევრობა დარღვეულია, შეინიშნება მასში დასახელებული სუბიექტების (პოლიტიკური ერთეულების) ეთნონიმებად გააზრების ტენდენციაც, რაც კიდევ უფრო ძლიერდება და გამოკვეთილი ხდება ჩანართებით გავრცობილ სიგელებში11.

სიტყვათა თანმიმდევრობა ნაწილობრივ არეულია მაღალაძის (ნაცვლად `რანთა და კახთა~ წერია `კახთა და რანთა~) და მაღლაქუელიძის (ნაცვლად `სომეხთა,შარვანშა და შაჰანშა~ წერია `შანშე, შარვაშთა და სომეხთა~) სიგელებში, ხოლო ერთი კომპონენტი (`შაჰანშა~) აკლია გუგუნბერიძის სიგელის შესაბამის ფორმულარს, რაც შეიძლება უნებლიე შეცდომის შედეგი იყოს, როგორც ეს გვაქვს ზოგიერთ ეჭვმიუტანელ საბუთში. ასე მაგალითად, ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის შემადგენელი სიტყვების თანმიმდევრობის ისეთი ნაწილობრივი არევა, როგორიც ქართლის მეფის სიმონ I-ის მიერ გაცემულ მაღალაძის სასისხლო სიგელში გვაქვს, დასტურდება კონსტანტინე II-ის ეჭვმიუტანელ სიგელ- შიც (1491 წ.) ფანიაშვილებისადმი, სადაც წერია `...კახთა, რანთა~12, ისეთივე ტიპის დარღვევა, როგორიც ალექსანდრე II იმერთა მეფის სახელით გაცემულ მაღლაქუელიძის სასისხლო სიგელშია (`შანშე, შარვაშთა და სომეხთა~), ზუსტად ასეთი სახით გვაქვს იმავე მეფის მიერ 1509 წ. გელათისადმი გაცემულ ეჭვმიუტანელ სიგელშიც _ `შანშე, შარვანშათა,


11 ჯავახიშვილი 1996: 507-509; ოდიშელი 1966: 211.
12 თაყაიშვილი 1910: 475.
- 30 -

სომეხთა მეფისათა~13, რაც შეეხება გუგუნბერიძის სასისხლო საბუთის ხარვეზს (სიტყვის გამოტოვებას), იგივე სახის ხარვეზი გვაქვს მეფეების: გიორგი III-ის, თამარისა და დავით ნარინის მიერ გაცემულ სიგელებშიც, სადაც პირველს აკლია `სომეხთა~, მეორეს _ `შარვანშა და შაჰანშა~, მესამეს _ `რანთა~14. ეს გარემოება გვკარნახობს იმას, რომ ასეთი არევა, თუნდაც ნაწილობრივი, მეფის კანცელარიის მდივან-მწიგნობრის მიერ დაშვებული შეცდომაა და არა ყალბისმქნელის ნახელავი.

დაზიანებისა და თავნაკლულობის გამო არ ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა მეფეთა ტიტულატურა თაელისძის, კაპანაძის, არიშიძის და გუფავას სასისხლო სიგელებში.

მეფეთა ტიტულატურის აღნიშნული ფორმულა საერთოდ არ მოეპოვება გერგეტის სამების, ფონჯავიძისა და შერგილაძის სიგელებს.

ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურა სწორადაა გადმოცემული თულასძის, ცირღილაძის, ვაჩნაძის, გამყრელი- ძის, ორალელისძე-კვიტაშვილის, ჟურულის, გელუანის, ქეროხიძის, გირგალიძის, ნიქაბერიძისა და მიქაბაძის სასისხლო სიგელებში (სულ 11).

ივ. ჯავახიშვილმა განიხილა რამდენიმე (თულასძის, გორგაძის, გურალიძის, თოფურიძის, ბაქრაძის, იაკობიძის, ავჟანდაძის, ყიფიანის) სასისხლო სიგელში დაცული ტიტულატურა, სადაც სიტყვათა თანმიმდევრობა არეულია, ან გავრცობილია ჩანართებით, რაც ნაყალბეობის დამადასტურებლად მიიჩნია არა მარტო კონკრეტულად ასეთი აღრევის შემცველი საბუთებისა, არამედ მთლიანად აღებული სასისხლო სიგელთა კორპუსისა15.

როგორც ითქვა, სასისხლო სიგელთა ერთ ნაწილში ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურა შევსებულია


13 კაკაბაძე 1921: 3.
14 საბუთების კორპუსი 1984: 67,100,175.
15 ჯავახიშვილი 1996: 509.
- 31 -

ეთნიკური და ეთნოგრაფიული ჯგუფების სახელწოდებებით, რაშიც აშკარად ჩანს აღნიშნული ტიტულატურის სრული დაცლა თავდაპირველი შინაარსისაგან და ამ უკანასკნელის შესახებ წარმოდგენის გადაგვარება. ეს ფაქტია, რაც თვალნათლივ ჩანს სასისხლო სიგელების ამ ჯგუფში დაცული ტექსტებიდან, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი გადაგვარება დასტურდება ისეთ სიგელებშიც, რომელთა ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. ასე მაგალითად, ჩანართებიანი ტიტულატურა წარმოდგენილია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის (1639-1660) ერთ-ერთ სიგელში, სადაც ტრადიციულ ტიტულატურაში ჩართულია `იმერთა~, `სვანთა~, `დვალთა~, `ოსთა~16. იმერეთის მეფისა და ოდიშის მთავრის, ვამეყ დადიანის (1660-1662) ერთ-ერთ სიგელში ვკითხულობთ: `... ლიხთიმერისა და ლიხთამერისა, ოსეთისა და დვალეთისა, სვანეთისა და ყაბარდოსა, ჯიქეთისა და აფხაზეთისა, დიდისა ოდიშისა და გურიისა~17, იმერეთის მეფის ბაგრატის (1662- 1681) წოდებულება 1669 წ. მოსკოვის ხელმწიფისათვის გაგზავნილ წერილში ასეა ჩამოყალიბებული: `... ლიხთიმერისა და ლიხთამერისა, დიდისა დედაქალაქისა ქუთაისისა, მეფე სვანეთისა, დვალეთისა, ოსეთისა მპყრობელ-მქონებელი~18. კ. გრიგოლიას დაკვირვებით, იმერეთის მეფეების დღეისათვის შემორჩენილი სიგელების წოდებულებაში XVII საუკუნისათვის გარკვეული ცვლილება შეინიშნება, რაც ერთიანობის ხანის საბუთების მეფეთა ტიტულატურის მიმსგავსებით ახალი ვერსიის ჩამოყალიბებაში გამოიხატა19. ეს ცვლილება, რომელიც დოკუმენტურად XVII საუკუნისათვის დასტურდება, სათავეს იღებს და ლოგიკურად აგვირგვინებს იმ ტენდენციას, რომელიც ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურის შემადგენელი ელემენტების ეთნონიმებად გააზრებაში მდგომარეობს


16 ლექსიკონი 1991: 225.
17 კაკაბაძე 1921: 67.
18 გრიგოლია 1940: 181.
19 გრიგოლია 1940:180-183.
- 32 -

და რისი ნიშნებიც იმერულ საბუთებში XVI საუკუნის დასაწყისში უკვე ვლინდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული ტიტულატურის ტრანსფორმაცია სრული გადაგვარებისაკენ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, ვიდრე ამისი პირველი დოკუმენტური დადასტურების დროა (ალექსანდრე II იმერთა მეფის საბუთი). ამიტომ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სასისხლო საბუთების ერთი ჯგუფის ტექსტებში არსებული აღნიშნული დიპლომატიკური ცდომილებები არ არის მხოლოდ მათი სპეციფიკური თვისება. ის ნამდვილ სიგელებსაც ახასიათებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურამ ამგვარი ტრანსფორმაცია იმერეთის სამეფო კარის კანცელარიაში განიცადა. ამიტომ ის დიპლომატიკური ცდომილებები, რაც ერთი ჯგუფის სასისხლო სიგელთა დასაწყისი ნაწილის, კერძოდ, `სიგლის თავის~ ტექსტებში გვხვდება, არ შეიძლება ცალსახად ფალსიფიკაციის ნაყოფად მივიჩნიოთ.

საბუთის იმავე კომპონენტში ივ. ჯავახიშვილს ნაყალბეობის მაჩვენებლად მიაჩნია შემდეგი გამონათქვამი: `მოვიდეს წინაშე ჩვენსა (ესა და ეს), მათნი შვილნი და მომავალნი სახლისა მათისანი ყოველნივე~. ეს გამონათქვამი უეჭველია ნასყიდობისა, გაცვლილობისა და სხვა ამგვარი სამოქალაქო სამართლის სიგლების შემდეგი გამონათქვამის მიმბაძველობით არის დაწერილი: მოგყიდეთ ან მოგეცით, ან გაგიცვალეთ `თქვენ (სახელდებით), შვილთა თქვენთა (სახელდებით) და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე~-ო. უკანასკნელი სიტყვები იმის მაჩვენებელი იყო, რომ ხელშეკრულება დადებულია და მიყიდულია, თუ გაცვლილი საშვილიშვილოდ, სამარადისოდ. ამ სისხლის სიგლების შემთხზველს ეს გაზეპირებული გამონათქვამი ამ თავის შედგენილ საბუთში შეუტანია, მაგრამ მას ვერ შეუმჩნევია თავისი საქციელის მთელი უაზრობა და შეუსაბამობა: როგორ უნდა მისულიყვნენ მეფის წინაშე და ეაჯნათ `მომავალთა სახლისა მათისა ყოველთავე~, რომელნიც ჯერ დაბადებულიც არ იყვნენ, რომელთა წარმოდგენაც კი ჯერ არ შეიძლებოდა? აი აქ ჩანს

- 33 -

სრული სიცხადით ამ სასისხლო სიგელების შემთხზველთა მთელი უვიცობა, ქართული დიპლომატიკის წესების უცოდინარობა და მისი ნაწერის ნატყუარობა"20.

ივ. ჯავახიშვილს ასეთი გამონათქვამის მაგალითები მოტანილი აქვს სამი _ თულასძეთა, ბაქრაძეთა და ქეროხიძეთა _ სასისხლო სიგელიდან. უნდა ითქვას, რომ იგივე გამონათქვამი დასტურდება კიდევ შვიდ-მაღნარაძის, გუგუნავას, თოდოძის, ხელხელისძე-სარმანიშვილის, მაღლაქუელიძის, კალანდაძის, შერგილაძის, გუგუნბერიძისა და თაელი- ძის - სასისხლო სიგელებში (სულ 12). დანარჩენებში აღნიშნული კომპონენტი არ შეიცავს ფრაზას "მომავალნი ყოველნი".

დღეისათვის ძნელია ითქვას, აღნიშნული ფორმულარი ამ სახით მხოლოდ დასახელებულ სასისხლო სიგელებში მოხვდა თუ სხვა სახეობის საბუთებშიც იყო, ვინაიდან ასეთი გამონათქვამი საბუთის ადრესატის მიმართ სხვაგან ვერ დავადასტურეთ. მაგრამ იგივე გამონათქვამი საბუთის გამცემის მხრიდან რამდენიმე ეჭვმიუტანელ სიგელში გვაქვს. ასე მაგალითად, ვინმე ნასყიდა ბანცაძის მიერ გელათის მონასტრისადმი მიცემულ პირობის საბუთში (1505-1519) ნათქვამია: "ესე დაწერილი წიგნი და ნიშანი დაგიწერეთ და მოგაჴსენეთ თქუენ გელათსა ჴახულისა და საკურთხევლისა ღვთისმშობელსა... მე, ბანცაძემან ნასყიდამან და ჩუენ შვილმან ახალბედმან და მამისბედმან და გაბრიელ, შვილთა ჩუენთა და მომავალთა ყოველთავე"...21. მამია გურიელის შეწირულობის წიგნში (1610) ბიჭვინთისადმი ვკითხულობთ: ` ... გურიელმან ბატონმან მამიამან და თანამეცხედრემან ჩუენმან... ბატონმან თინათინ და ძემან ჩუენმან პირმშომან ბატონმა მანუჩარ და სვიმონ, შვილთა და მომავალთა ჩუენთა ყოველთავე გკადრეთ და შემოგწირეთ და მოგახსენეთ"...22. ერთ ფიცის წიგნში (1658-1676) წერია: "...ფიცი, პირი და საფიცარი


20 ჯავახიშვილი 1996: 511.
21 კაკაბაძე 1921: 6.
22 კაკაბაძე 1921:38.
- 34 -

მოგართვით ჩუენ, აბაშიძემა გიორგიმ, შვილმა ჩემმა ფინეზ, შვილმა და მომავალმა ჩუენმან თქუენ აბაშიძესა ბატონს პაატასა, შვილთა და და მომავალთა თქუენთა"..23. ერთ-ერთი ნასყიდობის წიგნი (1658) გვაუწყებს: `...ნასყიდობისა წიგნი და სიგელი მოგეცით ჩუენ, თურქისტან და ჩუენთა შვილთა გიორგი, ესტატე და ზაქარია და სახლისა ჩუენისა მომავალთა ყოველთავე პატრონსა იესეს და თქუენთსა შვილსა შალვას, ივანეს და შერმაზანს და მომავალთა სახლისა თქუენისა ყოველთავე...~24. მაგალითების გამრავლება შეიძლება, მაგრამ მოტანილიც ნათლად უჩვენებს, რომ სასისხლო სიგელების მსგავსად, ნამდვილ საბუთებშიც გვაქვს შეუსაბამობა, როდესაც იურიდიული აქტის შექმნის თანამონაწილედ და მასში გაცხადებული ნების თანაგამზიარებლად გამოდის ჯერ არდაბადებული შთამომავლობა. ცხადია, რომ ნასყიდა ბანცაძის, მამია გურიელის, გიორგი აბაშიძის თუ თურქისტანის ჯერ კიდევ არარსებული შთამომავლობა დოკუმენტის გაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მაგრამ ნამდვილ საბუთებში რომ ზუსტად ასეა ნათქვამი, ესეც ჯიუტი ფაქტია. ამ უკანასკნელის გაჩენა მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ყველაზე ნაკლებად თვით საბუთების ნაყალბეობოთ. აღნიშნული სიტყვების აზრი კი ისაა, რომ წყალობისა თუ ნასყიდობის გამცემი ან ფიცისა თუ პირობის დამდები მის მიერ გამოხატული ნების ხელშეუხებლობას ავალებს თავის შთამომავლობას, თუმცა ამ აზრის სიტყვიერ გადმოცემაში შეუსაბამობა გამოსდის. ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე სასისხლო სიგელების განსახილველ გამოთქმაშიც.

მოვიყვანოთ აღნიშნული გამონათქვამის ყველაზე სრული ვარიანტი: `მოვიდნენ ჩვენს წინაშე... ბაქრაძენი ვახტანგ და დავით და მათნი შვილნი და მომავალნი ყოველნი და გვეაჯენით და გიბოძეთ ეს სასისხლო სიგელი~25. ფორმულარის


23 თაყაიშვილი 1909:135.
24 თაყაიშვილი 1909: 404.ს
25 თაყაიშვილი 1910: 22.
- 35 -

ამგვარი სახით ჩამოყალიბების გზა, ვფიქრობ, ერთგვარ ახსნას ექვემდებარება. როგორც ვხედავთ, ამ ფორმულარში გაერთიანებულია რამდენიმე აქცია: ადრესატების მოსვლა, აჯა და ბოძება მეფის მხრიდან. აქედან პირველი ორი ქმედების გამომხატველი ზმნები (`მოვიდნენ~,, და `გვეაჯენით~), სიგელთდაწერილობის ტრადიციული წესის მიხედვით, მიემარ- თება მხოლოდ სახეზე მყოფ პირებს (უშუალო ადრესატებს), ხოლო მესამე ქმედების აღმნიშვნელი ზმნა (`გიბოძეთ~) _ უშუალო ადრესატებს და მათ ჯერ არდაბადებულ მომავალ თაობასაც. სასისხლო სიგელებში კი ამ სამივე აქციის ადრესატები _ სახეზე მყოფებიც და ჯერ არდაბადებულებიც- `მოსულებსა~ და `მოაჯეებში~ მოექცნენ და შეიქმნა ტიპობრივად იგივე შეუსაბამობა, როგორიც გვაქვს ბანცაძის, გურიელის, აბაშიძისა და თურქისტანის ზემოდასახელებულ ნამდვილ სიგელებში. როგორც სასისხლო, ისე ეჭვმიუტანელი საბუთების აღნიშნული ფორმულარის შემდგენლებისთვის დასახელებული შეუსაბამობა შეუმჩნეველი რჩება და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ უზადოდ გამოხატეს შემდეგი აზრი: მეფის მიერ კონკრეტული პიროვნებისა და მისი სახლის წევრებისადმი ბოძებული წყალობა მის შთამომავლობაზეც ვრცელდება. მაგრამ ეს გარემოება (ფორმულარში შეუსაბამობის ჩამოყალიბების გზა და მასში ნაგულისხმევი აზრი) საბოლოოდ მაინც არ გვათავისუფლებს კითხვისაგან, ნაყალბეობით თუ არა, მაშ რით უნდა აიხსნას დასახელებულ სიგელებში ქართული დიპლომატიკისთვის უჩვეულო და, მით უფრო, უაზრო გამონათქვამი? ზემოთ მოტანილი ეჭვმიუტანელი საბუთების მონაცემების გათვალისწინებით, ყველაზე რაციონალურად გვეჩვენება, რომ იმერეთის სამეფო კარის კანცელარიაში რაღაც ეტაპზე მოხდა სამეფო სიგელის აღნიშნული ფორმულარის სიტყვიერი გამოთქმულობის ამ ვარიანტის ჩამოყალიბება, რამაც ასახვა ჰპოვა სასისხლო სიგელთა ერთ ნაწილში (ოთხი ათეულიდან თორმეტში). ასეა თუ ისე, ცხადია, რომ აღნიშნული გამონათქვამის ახსნა მხოლოდ და მხოლოდ ნატყუარობით, ნაკლებად დამაჯერებელია.

- 36 -

ივ. ჯავახიშვილი ქართული სიგელთდაწერილობის წესების დარღვევას სასისხლო სიგელთა ბრძანებულებაშიც ხედავს. საქმე ისაა, რომ ქართულ დიპლომატიკაში დაკანონებული წესის მიხედვით, `ბრძანებულებაში ჩამოთვლილი იყო ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთაც განგებულება უნდა აესრულებინათ. ჩამონათვალში თანამდებობის პირნი ყოველთვის უწყებათა მიხედვითა და უფროს-უმცროსობით იყო დასახელებული ისე, რომ ჯერ უფროსია მოხსენებული, შემდეგ მისი უმცროსი ხელქვეითი; ეს წესი იმერეთის მეფეთა ნამდვილ და დედნით შენახულ სიგელებშიც დაცულია. სასისხლო სიგელების ბრძანებულებებში კი _ განაგრძობს ივ. ჯავახიშვილი _ თანამდებობის პირნი სრულებით უწესრიგოდ არიან მოხსენიებულნი და უფრო ხშირად უმცროსი უფროსზე უწინარეს არის დასახელებული. ამასთანავე ბევრგან სრულიად უაზროდ ისეთი მოხელენიც არიან დასახელებულნი, რომელ- თაც სასისხლო სიგლებთან საქმე არ ჰქონდათ და შეუძლებელია მისი ასრულებისა და დარღვევის საშუალება ჰქონოდათ, მაგ., მზარეულები, მეჩანგეები, მედაბდაბეები, პურისა და საკლავის მკრეფელნი~26. საილუსტრაციოდ ივ. ჯავახიშვილს მოტანილი აქვს შესაბამისი ციტატები გორგაძის, გურალიძის, ბაქრაძის, ქეროხიძის სასისხლო სიგელებიდან27. უნდა ითქვას, რომ იგივე ვითარება გვაქვს კაპანაძის, თოდოძის, გირგალიძის სიგელებში. მოხელეთა იერარქიულ თანმიმდევრობაში მცირეოდენი დარღვევაა მაღლაქუელიძისა და ავჟანდაძის სასისხლო საბუთებში. რამდენიმე (იაკობიძის, ორალელისძე-კვიტაშვილის, შერაზადიშვილის, გედეონ მაღალაძისა და პაპუნა მაღალაძის) სიგელში ბრძანებულების ფორმულარი საერთოდ არა გვაქვს _ ის ჩანაცვლებულია დაუცილებლობის ფორმულარით (მაგალითისთვის: `ვერავინ შეგიცვალოს სიგელი ესე მტკიცე და მოუშლელი~ ან `არავინ იყოს მშლელი და მაქცეველი ამა ჩუენგან ბრძანებულისა~).


26 ჯავახიშვილი 1996: 520.
27 ჯავახიშვილი 1996: 516-520.
- 37 -

დანარჩენ სიგელებში ვითარება ასეთია. რამდენიმე მათგანში ბრძანებულება მოკლეა. მაღნარაძის სიგელში: `აწ ქრისტეს მიერ კურთხევითა კურთხეულნო, ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნო, თქვენითა ჯვარითა თქუენცა აგრე დაუმტკიცეთ. მეფეთ-მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, შემდგომთა თქვენცა აგრე დაუმტკიცეთ~28. ფონჯავიძის საბუთში: `აწ წმინდანო მეუფენო აფხაზეთისა და ქართლისა კათოლიკოზნო, უჯუარობით დაუმტკიცეთ ჩუენგან ბოძებული სიგელი ესე~29. ასათიანის სიგელში: `თქუენც ასრე დაუმტკიცეთ ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოზნო და დარბაზისერნო, აზნაურიშვილნო, მესტუმრენო, მეღვინენო, მეჯინიბენო, მზარეულნო, მეთულუხჩენო, ფარეშნო, გამომღებელო და გამცემელო, უქვენაესნო და უზენაესნო, თქუენც ესრეთ დაუმტკიცეთ~ 30. სხვა 17 სიგელში მოხელეთა ჩამოთვლაში იერარქიული პრინციპი დაცულია, მაგრამ ამათგან ივ. ჯავახიშვილის მიერ შეუფერებლად მიჩნეული მოხელეები დასახელებულია: თაელისძის, ვაჩნაძის, ელიოზისძე-სეფიშვილის, მიქაბაძის, არეშიძის, ხელხელისძე-სარმანიშვილის, მაღლაქუელიძის, გაბელიძის, კალანდაძის, ნიქაბერიძის, ტყავაძის, გუგუნბერიძის, აფაქიძის სიგელებში. ე.წ. შეუფერებელი მოხლეები დასახელებული არაა ცირღილაძის, თოფურიძის, ჟურულის, გელუანის, შერგილაძის სიგელებში.

ასე რომ, ბრძანებულების ფორმულარის გამართულობასთან დაკავშირებით სასისხლო სიგელებში ასეთი სურათი გვაქვს. მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპის მიხედვით, აღნიშნული ფორმულარი სრულიად გამართულია 17 სიგელში. მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპის მიხედვით სრულიად გამართულია და ე.წ. სასისხლო სიგლი-


28 კაკაბაძე 1924: 21.
29 კაკაბაძე 1924: 66-67.
30 კაკაბაძე 1924:14-15.
- 38 -

სათვის შეუფერებელი მოხელეების დასახელებისგანაც თავისუფალია ბრძანებულების ფორმულარი თოფურიძის, ჟურულის, გელუანის, შერგილაძის სიგელებში (სულ 5).

მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიულ პრინციპს იცავს, მაგრამ სასისხლო სიგლისთვის შეუფერებელ მოხელეთა ჩამონათვალს შეიცავს თაელისძის, ელიოზისძე-სეფიშვილის, მაჭავარიანის, მიქაბაძის, არიშიძის, ხელხელისძე-სარმანიშვილის, გაბელისძის, კალანდაძის, ნიქაბერიძის, ტყავაძის, გუგუნბერიძის სიგელები (სულ 11).

მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპი დარღვეულია და სასისხლო სიგლისათვის შეუფერებელი მოხელეებიც არის დასახელებული გორგაძის, ცირღილაძის, თულასძის, თოდოძის, გურალიძის, ქეროხიძის, ბაქრაძის, აფაქიძისა და გირგალიძის სიგელში (სულ 9).

მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპი დარღვეულია, მაგრამ სასიხლო სიგლისათვის შეუფერებელი მოხელეები არ იხსენიება კაპანაძის სიგელში.

აღნიშნული კომპონენტი საერთოდ არ გააჩნია იაკობიძის, ავჟანდაძის, გამყრელიძის, ორალელისძე-კვიტაშვილის, ყიფიანისა და გუგუნავას სასისხლო სიგელებს (სულ 6).

მოკლე (მოხელეების ჩამონათვალის გარეშე) ბრძანებულების ფორმულარი გვაქვს მაღნარაძის, ფონჯავიძის, გედეონ მაღალაძის, პაპუნა მაღალაძის სასისხლო სიგელში (სულ 4).

ტექსტის დაზიანების გამო არ ჩანს თუ რა სახის იყო ბრძანებულება ესაკიძისა და გუფავას საბუთებში.

მოხელეთა ჩამოთვლის იერარქიული პრინციპის მიხედვით სრულიად გამართულია და ე.წ. სასისხლო სიგლისათვის შეუფერებელი მოხელეების დასახელებისგანაც თავისუფალია ბრძანებულების ფორმულარი თოფურიძის, ჟურულის, გელუანის, შერგილაძის სიგელებში (სულ 5).

ივ. ჯავახიშვილის მიერ შემჩნეული დიპლომატიკური ცდომილება ბრძანებულების ნაწილში, როგორც ვნახეთ, დასტურდება 43-დან 18 სასისხლო სიგელში.

- 39 -

რაც შეეხება ე.წ. შეუფერებელ მოხელეთა დასახელებას, უნდა ითქვას, რომ სისხლის ფასის გაჩენა განიხილება მეფის მიერ გაცემულ `ბოძებად~ და `წყალობად~, ამიტომ სავსებით კანონზომიერია, რომ სასისხლო სიგლის აგებულება და მისი შემადგენელი ნაწილების სიტყვიერი ქსოვილიც ყველაზე ახლოს სწორედ წყალობის სიგელთან დგას, მეტიც, სასისხლო სიგელის სტრუქტურისათვის პარადიგმას წყალობის სიგელი წარმოადგენს. ამიტომ, ამ ე.წ. შეუფერებელი მოხელეების დასახელების პრაქტიკაც, ბუნებრივია, წყალობის წიგნის მიბაძვით დამკვიდრდა სასისხლო სიგელებში, და არა მაინცდამაინც ყალბისმქნელთა მიერ. ფაქტია,რომ სასისხლო სიგელებისა და იმავე ეპოქის ეჭვმიუტანელი სამეფო საბუთების ერთი ნაწილის ბრძანებულებებს შორის სრული იდენტურობაა. საილუსტრაციოდ მოვიტანთ თითო ტიპიურ მაგალითს. ბაგრატ III (1510-1565) იმერთა მეფის გელათისადმი ბოძებული სიგელის ბრძანებულებაში ვკითხულობთ:

"შემდგომთა ჩუენთა მომავალთა მეფეთა და დედოფალთა, და თქვენ, წმინდანო მეუფენო აფხაზეთისა და ქართლისა კათალიკოზნო, და ყოველნო მღდელთ-მთავარნო, დაჯერებით დაუმტკიცეთ ... გენათისა საყდრისა მამამთავარეფისკოპოზო და წმინდანო საღმრთონო მამანო და ძმანო და სრულობით კრებულნო და ... ლავრანო და ყოველნო კარისა ჩვენისა ვაზირნო, ერისთავთ-ერისთავნო, ათაბაგ-ამირსპასალარო, დადიან-გურიელო, სვანთ ერისთავო, მანდატურთუხუცესო და ყოველნო ერისთავნო, ქუთათისისა ციხისთავთციხისთავნო, მოლარეთუხუცესო და მოლარენო, მეაბჯრეთუხუცესო და მეაბჯრენო, მეჯინიბეთუხუცესო და მეჯინიბენო, მესტუმრეთუხუცესო, მესტუმრენო და მზარეულნო, ბაზიართუხუცესო და ბაზიარნო, ფარაშთუხუცესო და ფარაშნო, ახოსალართუხუცესო და ახოსალარნო, მეღვინეთუხუცესო და მეღვინენო, მუქიფთუხუცესო და მუქიფნო, ყოველნო კარისა და ჩვენისა წარვლენილნო, მალისა, ხარაჯისა და ზროხა-საკლავისა მკრეფელნო, და ყოველნო კარისა ჩვენისა მოსაქმენო და ხელისა მქონებელნო, არავისთვის


- 40 -

გვიბრძანებია ამა ჩუენგან ბრძანებულის სიგლისა შლად და ქცევად, თვინიერ შეწევნისა და თანადგომისა კიდე" 31. ტიპოლოგიურად ასეთივეა ბრძანებულებები ალექსანდრე I-ის წყალობის სიგლებისა ურდოელისადმი (1438 წ.) და მესტუმრე დავით ქარსიძისადმი32. შედარებისთვის მოგვაქვს ბრძანებულების ტექსტი ხელხელიძე-სარმანიშვილის სასისხლო სიგელიდან (1503 წ.):

"აფხაზეთის კათალიკოზო, ქართლისა კათალიკოზო, ქუთათისის ეფისკოპოზო ქუთათელო, ჭყონდიდელო, გელა- თისა მოძღუართ-მოძღუარო, ოდიშს ბედიელო, მოქველო და ცაიშელო, სამცხეს მაწყუერელო და თორმეტნო მეუდაბნოენო, თქვენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუათა კარისა ჩუენისა თავადთა: ერისთავთ-ერისთავო და სუანეთის ერისთავო, და მანდატურთუხუცესო, დადიანგურიელო და ამირსპასალარ-ათაბაგო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარის ჩუენისა ვაზირნო: ამირეჯიბო, მსახურთუხუცესო, ამილახორო, სახლის უხუცესო, ერის- თავო, ამირათ-ამირაო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ. სხუანო კარის ჩუენის ხელის მქონებელნო: მეჯინიბეთუხუცესო და მეჯინიბენო, მოლარეთუხუცესო და მოლარენო, მეაბჯრეთუხუცესო და მეაბჯრენო, ბოქაულთუხუცესო და ბოქაულნო, მეღუინეთაუხუცესო და მეღუინენო, გამგეთუხუცესო და მზარეულნო, ბაზიართუხუცესო და ბაზიარნო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო ხელის მქონებელნო: მალისა და ხარაჯისა მკრებელნო, ყალნისა და ბეგრის მკრებელნო, გოჭ-ქათმის მკრებელნო, მესტვირევ და მენაღარენო, მეჩანგენო და მედაბდაბენო, მეჩიხრიხენო, მემწევრენო, მეძაღლენო თქუენც ასრე დაუმტკიცეთ, სხუანო ხელისუფალო: მამასახლისო,


31 დოლიძე 1965: 189.
32 იხ. საბუთების კორპუსი 2013: 201, 231.


- 41 -

ნაცვალო, გზირო _ ბრძანებისა ჩუენის მორჩილნო, დიდნო და მცირენო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ" 33.

სხვა საკითხია, როცა საუბარი ეხება მოხელეთა ჩამონათვალში იერარქიული პრინციპის დარღვევას, რომლის ერთერთი მიზეზი შეიძლება ყალბისმქნელობა იყოს, მაგრამ არა ერთადერთი. აღნიშნული ცდომილების მიზეზები შეიძლება იყოს გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომებიც. ეს საკითხი კი თითოეული სასისხლო სიგლის საგანგებო განხილვის შედეგად უნდა გაირკვეს.

ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს სასისხლო სიგელებისათვის დამახასიათებელ ერთ ზოგად მოვლენას. მხედველობაშია ის გარემოება, რომ ერთი და იგივე `დიპლომატიკური ცდომილება~ გვხვდება არა ერთ ან ორ, არამედ რამდენიმე სიგელში. როგორც ზემოთ ვნახეთ, სასისხლო სიგელთა მთელი კორპუსის შესწავლა უჩვენებს, რომ ივ. ჯავახიშვილის მიერ აღნუსხულ `დიპლომატიკურ ცდომილებათაგან~ პირველი _ სიტყვათა თანმიმდევრობის აღრევა ერთიანობის ხანის მეფეთა ტიტულატურაში _ დასტურდება 6 სიგელში, იმავე ტიტულატურის გავრცობა -12 საბუთში; მეორე _ `მოვიდეს წინაშე ჩვენსა მავანნი და მომავალნი სახლისა მათისა ყოველნივე~ _ 11 სიგელში; მესამე _ ბრძანებულებაში ე.წ. შეუფერებელი მოხელეების ჩამონათვალი _ 18 სიგელში, ხოლო მოხელეთა ჩამონათვალში იერარქიულობის პრინციპის დარღვევა _ 10 სიგელში. ფაქტია ისიც, რომ აღნიშნული საბუთები სხვადასხვა მეფის სახელით და, შესაბამისად, სხვადასხვა თარიღითაა გაცემული (ყველაზე ადრინდელი 1408 წლისაა, ყველაზე გვიანდელი 1604 წლისა), ასევე ადრესატები ამ სიგელებისა ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთს. ამავე დროს ერთი და იგივე ტიპის `დიპლომატიკური ცდომილების~ სიტყვიერი გაფორმებაც ერთნაირია. ამ ვითარების ფონზე, როგორ წარმოვიდგინოთ ამ გამონათქვამის შემცველი აღნიშნული საბუთების შედგენის



33 ხეც:Qd-6935.
- 42 -

პრაქტიკული გარემოებები? ზოგადად ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტი იქმნება გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით. მას ქმნის თავად დაინტერესებული პირი ან ამ უკანასკნელის დაკვეთით ადგენს ვიღაც სხვა, ვისაც, დამკვეთის აზრით, აქვს სასურველი დოკუმენტის შესადგენად საჭირო ცოდნა. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული `ცდომილებების~ შემცველი სიგელები ნაყალბევია, მაშინ უნდა დავუშვათ ისიც, რომ გაყალბება ხდებოდა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა დროს, ადგილას და სხვადასხვა პირის მიერ. თითქმის გამორიცხულია, რომ ამ საბუთების გამყალბებლებად სამეფო კარის მდივან-მწიგნობრები მივიჩნიოთ. ამ უკანასკნელებმა საბუთის შედგენის წესები კარგად იცოდნენ და, მით უფრო, ყალბი საბუთის შედგენისას კვალის დასაფარავად გაცილებით ფრთხილად იმოქმედებდნენ და ტექსტში ისეთ ფორმულირებებს არ შეიტანდნენ, რომლებიც არ იყო მიღებული და დამკვიდრებული სამეფო კარის კანცელარიაში. ე.ი. თუ მაინც მივიჩნევთ, რომ ეს ყალბი სიგელები სამეფო კარის მდივან-მწიგნობრების ნახელავია, მაშინ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რამდენიმე ასეთი ფალსიფიკატორი უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ ასეთი დაშვებისას ვერაფრით ავხსნით იმას, თუ როგორ მოახერხა სხვადასხვა დროის ფალსიფიკატორმა ზუსტად ერთი და იგივე შეცდომის დაშვება. ასე რომ, თუ ეს სიგელები ყალბია, მათ გამყალბებლებად სამეფო კარის მდივან-მწიგნობრები გამორიცხულია. დავუშვათ, რომ სიგელები, რომლებიც ახლოა ერთმანეთთან ქრონოლოგიისა და ადრესატების მკვიდრობის ადგილების მიხედვით, ვთქვათ, ბაქრაძის (1501 წ.), ხელხელიძე- სარმანიშვილის (1503 წ.) სიგელები ერთ ყალბისმქნელს შეუდგენია, ამ შემთხვევაშიც აუხსნელი რჩება მთავარი რამ: რაჭაში მოქმედი ყალბისმქნელი როგორ იმეორებს ზუსტად ოდიშში ან გურიაში ყალბისმქნელის მიერ დაშვებულ შეცდომას. ეს მით უფრო აუხსნელი რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ ამ `ცდომილებების~ შემცველ სიგელებს ცალკეულად თავ-თავისი ყალბისმქნელი ჰყავდა. ასე, რომ

- 43 -

ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულად (ადრესატების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით) ერთმანეთისგან დაშორებულ სასისხლო სიგელებში ერთი და იგივე გამონათქვამის არსებობას ნაყალბეობით ვერ ავხსნით.

ივ. ჯავახიშვილი სასისხლო სიგელთა ნაყალბეობის მაჩვენებელ ნიშანს სხვა კომპონენტშიც, კერძოდ, თხრობაშიც ამჩნევდა.

მისი აზრით, "სასისხლო სიგელების თხრობა ყოველთვის განსაკუთრებულს, ხშირად კი სრულებით დაუჯერებელ ამბავს შეიცავს ხოლმე"34 და იქვე მოაქვს საილუსტრაციო მასალა ზოგიერთი მათგანიდან. ასეთად მიაჩნია მას ცირღილასძეთა სიგლის გამცემის, მეფე კონსტანტინეს სიტყვები: "ძმისა ჩუენისა გიორგის სიკუდილისა შედეგად მათითა ავკაცობითა კურსებმან ძუელი სასისხლო სიგელი დაუწვეს და წაუხდინეს. დაგუაჯერა ღმერთმან... შევიწყალეთ და მიუბოძეთ ახლად ძუელი იგივე სისხლი"35. ამასთან დაკავშირებით ივ. ჯავახი- შვილი წერს: `ბუნებრივად იბადება საკითხი, გიორგი მეფის სიკვდილის შედეგად კურსებს ცირღილაძეებისათვის ძველი სასისხლო სიგელი რატომ უნდა დაეწვათ? მაგრამ პასუხს იქ მკითხველი ვერ იპოვის. ეს ცნობა მხოლოდ იმისთვის არის მოყვანილი, რომ მკითხველს ძველი სიგლის არსებობა დაეჯერა"36. ვფიქრობთ, დასახელებულ სიგელში გადმოცემული ფაქტის შესახებ ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება უდაო არ არის. არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ კურსების მცხოვრებთ ("კურსებნი" ამას გულისხმობს) სიგელი დაეწვათ აღზევების გზაზე შემდგარი იმავე სოფლის მკვიდრი ცირღილაძეებისთვის? მსგავსი ფაქტი - იურიდიული აქტის განადგურებისა დადასტურებული მოვლენაა ფეოდალური (და არა მარტო) საქართველოს სინამდვილისთვის და ეჭვმიუტანელ საბუთებშიც არის ამის შესახებ მოთხრობილი. ასე მაგალითად,


34 ჯავახიშვილი 1996: 510
35 თაყაიშვილი 1910: 434.
36 ჯავახიშვილი 1996: 510.
- 44 -

XII ს. ბოლოს კორიდეთის მკვიდრთ იმავე სოფლის ეკლესიის ოთხთავის ხელნაწერ წიგნში მოთავსებული საბუთი, გაცემული იმავე სოფლის მკვიდრის მურვანის მიერ კორიდეთის ტაძრისადმი, ამოუკვეთიათ (ამოუჭრიათ) და მოუსპიათ37. ამის შესახებ მოთხრობილია მურვანის მიერ კორიდელ ხუცესებისადმი გაცემულ საბუთში38. ზენონ ალავერდელის წყალობის წიგნში (1770 წ.) ბოქაულთუხუცეს ფარემუზისადმი აღნიშნულია: `რაც სამკვიდრო ყმა თუ მამულისა თუ სახელოსი წყალობა გჭირებოდა და წიგნები გქონებოდა ნაბოძები ხელმწიფეთაგან და ან ალავერდელთაგან, ჟამთა ვითარებისაგან დაგწოდათ და იმის გაახლებას გვეაჯენით~39. არც კორიდეთის სახარების მინაწერში, არც ზენონ ალავერდელის მიერ გაცემულ წიგნში არ არის განმარტებული თუ რატომ ამოჭრეს კორიდელებმა აღნიშნული საბუთი, ან რატომ დაეწვა საბუთები ფარემუზ ბოქოულთუხუცესს, მაგრამ ამის გამო ამ საბუთის ნამდვილობაში ეჭვის შეტანა გაუმართლებელია. ცირღილა- ძეებს რაღაც მიზეზით (რის შესახებაც მრავალი ვერსია შეიძლება ვივარაუდოთ) კურსების მცხოვრებლებმა სასისხლო სიგელი დაუწვეს მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ (`შედეგად~) და განადგურებული საბუთის აღდგენა სთხოვეს ცოცხალ მეფეს, კონსტანტინეს და სიგლის განადგურების მიზეზიც მოახსენეს. მეფე კონსტანტინემ (უფრო ზუსტად სიგლის დამწერმა) მიუთითა სიგლის განახლების მიზეზი _ კურსებელთა მიერ მისი დაწვა. არაფერია ნათქვამი სიგელში კურსებელთა ასეთი ქცევის მიზეზების შესახებ, ვინაიდან ამას სიგლის განახლებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა - რა მიზეზითაც არ უნდა დაეწვათ კურსებლებს ცირღილაძის სიგელი, ამ უკანასკნელთ უფლება ჰქონდათ მეფისთვის მოეთხოვათ მისი აღდგენა. სწორედ ამიტომ ვერ გაიგებს მკითხველი, თუ რატომ უნდა დაეწვათ კურსებლებს სიგელი


37 იხ. სილოგავა 1989: 26, 32-33
38 იხ. იქვე.
39 დოლიძე 1970: 885.
- 45 -

გიორგი მეფის გარდაცვალების "შედეგად" (შემდეგ), ისევე როგორც მურვანის სიგელში არ არის მითითებული კორიდელთა მიერ საბუთის განადგურების ან ფარემუზ ბოქოლთუხუცესის საბუთის დაწვის მიზეზი - ამის აუცილებლობა არც აქ და არც ცირღილაძის სასისხლო სიგელში უბრალოდ არ იყო. ბუნებრივია დავასკვნათ, რომ ცირღილაძეთა სიგელში მოთხრობილი ამბავი კურსებელთა მიერ მათი ძველი სასისხლო სიგლის დაწვის შესახებ, თავისთავად აღებული, როგორც სინამდვილის ფაქტი და, რაც ამ შემთხვევაში მთავარია, ამის შესახებ ცნობის შეტანა საბუთში ქართული დიპლომატიკისთვის უჩვეულო და დაუჯერებელი სულაც არ არის. ამიტომ აღნიშნული ფაქტის ფიქსირება ცირღილაძეთა სასისხლო სიგელში მისი ნაყალბეობის მაჩვენებლად არ უნდა ჩაითვალოს.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელის თხრობაში ჩართული ამბავი დავით აღმაშენებლის გელათის გალავნიდან გადმოვარდნის, დაშავების, მკურნალის მიერ ირმის რძეში განბანვის მოთხოვნა, აღმოჩნდა, რომ ავჟანდაძეს მოშინაურებული ჰყოლია 12 ფურ-ირემი, რომლის რძეში მეფე ჩააწვინეს და განიკურნა40. ის, რომ საბუთში ეს ლეგენდა შეტანილია, ე. თაყაიშვილის აზრით `სიყალბეს კი არ ნიშნავს სიგელისა, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ამგვარი ლეგენდა არსებობდა~41. სავსებით დასაშვებად მიაჩნია ს. კაკაბაძეს ავჟანდაძეთა გვარში არსებული ლეგენდის შეტანა სიგელში ეპოქისთვის დამახასიათებელი ცრუმორწმუნეობის პირობებში42. ჩვენი მხრით დავძენთ, რომ ანალოგიური საგვარეულო გადმოცემები თუ ლეგენდები დასტურდება ეჭვმიუტანელ სიგელშიც, კერძოდ, შალვა ქვენიფნეველის მიერ 1470 წ. ლარგვისის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულობის წიგნში, სადაც შეტანილია ლეგენდა,


40 თაყაიშვილი 1909: 41-42; საბუთების კორპუსი 2014: 323. 41 თაყაიშვილი 1909: 41; საბუთების კორპუსი 2014: 323. 42 კაკაბაძე 1928: 99.

- 46 -

რომლის თანახმად ლარგვისის ეკლესია აუშენებია და ქვენიფნეველ ერისთავთა წინაპრებისთვის უბოძებია ბიზანტიის კეისარს ("ბერძენთა მეფეს") იუსტინიანეს43.

ივ. ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ სასისხლო სიგელების კიდევ ერთი კომპონენტის, სახელდობრ, სათვალავისა და ხელრთულობის ენა და გამოთქმულობა მათი საერთო თვისების _ ნატყუარობის შესაფერისია. საილუსტრაციოდ მოაქვს გურალიძის, თოფურიძის, გორგაძისა და ჟურულის სიგელთა სათანადო ციტატები44. მაჭავარიანის სასისხლო სიგელში ანალოგიური უზუსტობის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას ჯ. ოდიშელი45. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დიპლომატიკური ცდომილება ყველა სასისხლო სიგელში არ დასტურდება. ის არ დასტურდება თულასძის, ცირღილაძის, თაელისძის, იაკობიძის, ვაჩნაძის, ელიოზისძე-სეფი- შვილის, გამყრელიძის, ორალელისძე-კვიტაშვილის, ქეროხი- ძის, ფონჯავიძის, შერგილაძის, გედეონ მაღალაძის, ტყავაძისა და პაპუნა მაღალაძის (სულ 14) სასისხლო სიგელში, სადაც სათვალავისა და ხელრთულობის (ეს უკანასკნელი _ დედნებში) ტექსტები ენობრივად და გამოთქმულობის მიხედვით სავსებით პასუხობს ქართულ დიპლომატიკაში დამკვიდრებულ სტანდარტს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ სიგელებზე სათვალავისა და ხელრთულობის ნაწილში ნაყალბეობის `ბრალდება~ არ ვრცელდება. სასისხლო სიგელთა ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ჟურულის სიგელიც, ვინაიდან, როგორც დღეისათვის გარკვეულია, ივ. ჯავახიშვილის მიერ შემჩნეული შეუსაბამობები ძირითადად ამ საბუთის გამომცემელთაგან (ე. თაყაიშვილი, თ. ჟორდანია) ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს _ დედანში, რომელიც საგანგებოდ შეისწავლა ჯ. ოდიშელმა, აღნიშნული შეუსაბამობანი არ


43 დოლიძე 1965: 140, 143.
44 ჯავახიშვილი 1996: 520-523.
45 ოდიშელი, 1966, გვ. 221.
- 47 -

გვაქვს46. შეუსაბამობის შემცველი 26 სასისხლო სიგელი ყველა ასლია, ამიტომ, ბუნებრივია, მათში მეფის ხელრთვა გამორიცხულია. როგორც ეს ზოგადად საბუთთა ასლებისთვისაა დამახასიათებელი, სასისხლო სიგელთა ასლებშიც მეფის ხელმოწერა გადმოხატულია ან მეფის სახელი გაშიფრულადაა მითითებული, ზოგიერთ ასეთ სიგელში ხელრთულობა საერ- თოდ იგნორირებულია და აღნიშნულია დედნიდან გადმოწერის (ხანდახან გადმომწერის მითითებით) შესახებ. ეს გარემოება, ცხადია, აღნიშნულ სასისხლო სიგლებს `ათავისუფლებს~ მეფის ხელრთვის აუცილებლობისაგან _ ასეთი რამ მათ უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეთ. რაც შეეხება სათვალავში (მეფობის ინდიქტიონსა და სიგლის გაცემის თარიღს) არსებულ შეუსაბამობებს, ისინი შეიძლება ნაყალბეობის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ ამგვარი დასკვნა სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობის (გადამწერთა შეცდომები, დედნის დაზიანება და ა.შ.) გაუთვალისწინებლად, დამაჯერებლობას მოკლებულია.

§ 3. ფულის ერთეულები და ვერგელდის ოდენობა სასისხლო სიგელებში

edit

სასისხლო სიგელთა წყაროთმცოდნეობითი შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მათში დასახელებული ფულის ერთეულების რაობა და ამ უკანასკნელით განსაზღვრული სისხლის ფასის ანუ ვერგელდის ოდენობა. საკითხის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სასისხლო სიგელთა ნამდვილობის თუ ნაყალბეობის დადგენა ამაზეც არის დამოკიდებული.

სასისხლო სიგელების უმეტესობაში ვერგელდის განმსაზღვრელად დასახელებულია ისეთი ფულის ერთეული, როგორიცაა, "კირმანეული", "ძველი კირმანეული", "ძველი


46 ოდიშელი 1966: 215-217.
- 48 -

თეთრი~47, რამდენიმეში _ `ძველი ცხუმური თეთრი~48, თითოჯერ _ `ბოტინატური~49 და `ძველი თეთრი ყაზანაური~50და ორჯერ `გიორგაული თეთრი~51.

ჩამოთვლილ ფულის ერთეულებთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერდა: `უნდა აღინიშნოს, რომ `ცხუმური თეთრი~ არც ერთ სხვა საბუთში, ამ რამდენიმე სასისხლო სიგელის გარდა, არ გვხვდება და ამნაირი ფულის თვით არსებობის საკითხიც კი საეჭვოა. `ბოტინატური~ ტერმინიც უნდა `ბოტინატის~ დამახინჯებულ მიმბაძველობას წარმოადგენდეს, მაგრამ `ბოტინატი~ XIII ს. შემდგომ არ იხსენიება და XV ს-ში საითგან გამოსჩხრეკდნენ, როდესაც ამ დროს მისი ხსენებაც კი არ იყო. ავშანდაძეთა სასისხლო სიგელის შემთხზველს `ბოტინატური თეთრი~, როგორც ეტყობა, `ცხუმური თეთრის~ შესატყვისობად მიაჩნდა ან ასაღებდა. რაც შეეხება `კირმანაულ თეთრს~, რომელიც ხან `კირმანეულად~ და `კილმანაურად~-აც წერია ამ საბუთებში, როგორც თვით ჟურულიანთ სასისხლო სიგელის სიტყვებითგანა ჩანს, მისი ოდენობაც XV ს-ში ყველას არ სცოდნია, რაც, რასაკვირველია, იმის მომასწავებელია, რომ ეს ფული იმ დროზე უწინარეს უკვე კარგა ხანია აღარ იხმარებოდა და სხვა ამდროინდელ საბუთებში მართლაც არ გვხვდება. ამგვარად სასისხლო სიგელებისათვის დამახასიათებელია, რომ იქ საზღაური ყოველთვის არარსებული ერთეულით არის განსაზღვრული. ამიტომვეა მუდამ დამატებული `ძველი თეთრი~-ო. მაგრამ რა დასაჯერებელია, რომ განახლებულ


47 ჟორდანია 1897: 193,397,489; თაყაიშვილი 1909: 13, 22, 35, 42, 371, 514; თაყაიშვილი 1920: 3; თაყაიშვილი 1910:
   434; კაკაბაძე 1924: 3-48; საბუთების კორპუსი 2014: 29-31, 85-89, 114-118, 132-134, 159-160, 201-203, 261-264,
   269-271, 310-313, 317-318, 322-325, 328-329.
48 თაყაიშვილი 1910: 17,42; კაკაბაძე 1924: 3, 299.
49 თაყაიშვილი 1909: 42.
50 კაკაბაძე 1920: 1.
51 თაყაიშვილი 1909: 398; კაკაბაძე 1924: 66.
- 49 -

ნამდვილ სიგელში რეალური ფულის ერთეულის მაგიერ უკვე აღარ არსებული ერთეული დაესახელებინათ! ამას ყალბმქმნელი ჩადიოდა, რომელსაც საბუთში ძველი ფულის ერთეულების შენათხზობის ნიშან-კვალის დაფარვა სურდა~52.

ამას ივ. ჯავახიშვილი წერდა 1920-1922 წლებში შექმნილ და 1926 წ. გამოქვეყნებულ ნაშრომში. ქართული ნუმიზმატიკის დარგში ჩატარებულმა შემდგომი კვლევა-ძიების შედეგებმა ამ მოსაზრებაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. აღმოჩნდა, რომ `ცხუმური თეთრი~ რეალური ფულის ერთეული იყო XIII-XV საუკუნეებში. ის იჭრებოდა ქ. ცხუმში (აწინდელი სოხუმი) შავიზღვისპირეთის საერთაშორისო ვაჭრობაში ფართოდ გავრცელებული ტრაპიზონული ვერცხლის ფულის (ასპრის) ნიმუშით და XIV-XV სს. იტალიურ წყაროებში ქართული სახელწოდების ზუსტი იტალიური შესატყვისით _ "სებასტოპოლისის ასპრის" სახელწოდებით იყო ცნობილი53 .

დადგინდა, აგრეთვე, ფულის სახელწოდების "კირმანეულის" რაობა და ემისიის ქრონოლოგიური ჩარჩოები. ფულის სახელწოდება მომდინარეობს ტრაპიზონის იმპერატორის, მანუელ I-ის (1238 _ 1263) სახელიდან (”კირ მანუელ” _ ”უფალი მანუელი”). დასავლეთ საქართველოში ვერცხლის ფულის მოჭრა ხანგრძლივი შუალედის შემდეგ განახლდა სწორედ ამ იმპერატორის მიერ ტრაპიზონში მოჭრილი ვერცხლის ფულის ტიპის მიხედვით. ამის შემდეგ ვერცხლის ფულს, რომელიც ტრაპიზონსა და დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა 1461 წლამდე (ტრაპიზონის იმპერიის დაცემამდე), ჩვენში ”კირმანეულ თეთრს” ან, უბრალოდ, «კირმანეულს» ეძახდნენ54. კირმანეული, ძირითადად, ტრაპიზონის იმპერიაში, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ტრიალებდა, ის აღმოსავლეთ საქართველოში პოპულარული არ ყოფილა. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ აღმოსავლეთ


52 ჯავახიშვილი 1996: 516.
53 ბერაძე 1989: 111-115.
54 იხ.აბრამიშვილი1959: 37-44; ბერაძე1989: 101-102.
- 50 -

საქართველოში გაცემულ სასისხლო სიგელებში საჭირო ხდება მისი რაობისა და წონის განმარტება55. 1455 წლით დათარი- ღებულ ვაჩნაძეთა სასიხლო სიგელში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: ”ამა თეთრისა (კირმანეულის გ.ა.) საქმე ასე უწყოდეთ: ბერძენთა მეფეს კირმანოელ ერქვა და მისეულად _ კირმანოელისეული ჰქუიან,არის წონითა ერთი თეთრი ერთისა დრამისა წონა”56.

გადაისინჯა და დაზუსტდა, აგრეთვე, ფულის ერთეულების _ კირმანეულის, ცხუმურის და თეთრის თანმხლები რეპლიკის `ძველის~ რაობა და დანიშნულება. ვერცხლის მონეტის სახელწოდების გვერდით ამ რეპლიკის გაჩენა დაკავშირებულია XIII ს. ბოლოს (1296 წ.) საილხანოს მბრძანებლის, ყაზან-ყაენის მიერ გატარებულ ფულად-წონითი სისტემის რეფორმასთან, რომლის შედეგად ვერცხლის მონეტის აქამდე გაბატონებული კანონიერი წონა (4 დანგი) ერთი დანგით შემცირდა და სამი დანგი გახდა. ამ ახალ წონით სტანდარტს დაექვემდებარა ფულის ემისია როგორც საილხანოში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ისე წინა აზიის სახელმწიფოებშიც, მათ შორის, ტრაპიზონის იმპერიაში. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა ახალი წონითი (3 დანგი) სტანდარტის ვერცხლის მონეტის განსასხვავებლად ადრე არსებული წონითი სტანდარტის (4 დანგი) ფულისაგან ტერმინი `ძველი~, რაც კირმანეულის, ცხუმურის, ზოგადად თეთრის (ვერცხლის ფულის გაგებით) მხოლოდ და მხოლოდ ძველ, რეფორმამდელ წონაზე მიანიშნებდა57. ასე რომ, სასისხლო სიგელებში (და არა მარტო იქ) დასახელებული ფულის ერთეულების თანმხლები რეპლიკა `ძველი~ ვერცხლის ფულის XIII ს. მიწურულამდე გაბატონებული კანონიერი წონის აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინი


55 დუნდუა1964:93-94.
56 იხ. კაკაბაძე 1924: 42; საბუთების კორპუსი 2014: 86.
57 აბრამიშვილი 1959:33-34; ღვაბერიძე 1986: 21,101-102; გაბაშვილი

1991: 219-229; გაბაშვილი 2005: 156-158.

- 51 -

იყო და არა ყალბისმქმნელის მიერ გარკვეული მიზნით შეთხზული რამ.

მართალია, ივ. ჯავახიშვილი კირმანეულის, როგორც ფულის ერთეულის, რეალურად არსებობას საეჭვოდ არ თვლიდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ XV საუკუნეზე «უწინარეს კარგა ხნით» ის უკვე გამოსული იყო მიმოქცევიდან. როგორც ვხედავთ, მთლად ნათელი არ არის მისი შეხედულება კირმანეული თეთრის ემისიის ზედა ქრონოლოგიური ზღვრის შესახებ, მაგრამ დღეისათვის ეს საკითხიც დაზუსტებულია. ნუმიზმატების მიერ დადგენილია, რომ ვერცხლის ფული კირმანუელი თეთრის, ცხუმური თეთრის და ასპრის სახელწოდებით დასავლეთ საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიაში ამ უკანასკნელის ოსმალთა მიერ დაპყრობამდე (1461 წ.) იჭრებოდა და ტრიალებდა სამონეტო ბაზარზე58. ასე რომ, ივ.ჯავახიშვილის მოსაზრება აღნიშნული ფულის ერთეულის ემისიის ზედა ქრონოლოგიური ზღვრის შესახებ დღეისათვის არგუმენტირებულად არის გადასინჯული. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. კვლავ ძალაში რჩება ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება აღნიშნული ფულის ერთეულების ანაქრონისტულობის შესახებ იმ სასისხლო სიგელებში,რომლებიც გაცემულია 1461 წლის შემდგომ _ კირმანეული და ცხუმური ამ დროიდან მართლაც ”მკვდარი” მონეტები იყო. მაგრამ ეს სრულებით არ ვრცელდება XIIIს. 20-იანი წლების მიწურულიდან 1461 წლამდე პერიოდზე,როდესაც კირმანეული და ცხუმური «ცოცხალი» ფულია და ამ პერიოდის საბუთებში, მათ შორის, სასისხლო სიგელებში მათი დასახელება სავსებით მართლზომიერია. თუმცა აქაც თავს იჩენს ერთი «მაგრამ». მართალია, აღნიშნულ ხანაში კირმანეული და ცხუმური «ცოცხალი» მონეტებია, მაგრამ ეპითეტი «ძველი», როგორც ითქვა, ამ ფულის ერთეულების ოდინდელი, ხოლო მოცემული მომენტისათვის უკვე გაუქმებული წონითი სტანდარტის მაჩვენებელია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სასისხლო სიგელის


58 პონომარიოვი 1998: 235.

- 52 -

გამცემი სისხლის ფასს განსაზღვრავს არა მოცემულ მომენტში დადგენილი და დაკანონებული წონითი სტანდარტის კირმანეულით (ცხუმურით), არამედ ისეთი კირმანეულით (ცხუმურით), რომლის წონითი სტანდარტი წარსულის კუთვნილებაა.

როგორც ითქვა, ერთ სასისხლო სიგელში დასახელებულია «ძველი თეთრი ყაზანაური», რომელიც გულისხმობს ყაზანყაენის მიერ დადგენილი წონითი სტანდარტის მიხედვით მოჭრილი ანუ სამი დანგის წონის ვერცხლის ფულს. ამ წონითი სტანდარტის (სამდანგიანი) თეთრის ემისია ილხან აბუ-საიდის მიერ ვერცხლის ფულის კანონიერი წონის შემცირებასთან ერთად შეწყდა XIV ს. 10-იანი წლების შუა ხანებში59. `გიორგაული~ თეთრი, იგივე აღბუღა ათაბაგის მიერ მოხსენიებული `მეფის გიორგის ჟამის~ თეთრი, რომელიც აბუ-საიდის მიერ ვერცხლის ფულისათვის შემოღებული კანონიერი წონის (2,5 დანგი) კვალობაზე მოჭრილ `ორიან თეთრს~ (5 დანგის წონის ორდირჰემიან ვერცხლის მონეტას) გულისხმობს, 1325 წლის შემდეგ აღარ იჭრებოდა, თუმცა მისი (ორდირჰემიანი თეთრი, ორიანი თეთრი) ემისია, შემცირებული წონით, მაინც გრძელდებოდა (ნომინალი უცვლელი რჩებოდა, შეიცვალა წონა)60. აქვე უნდა ითქვას, რომ `ძველი ყაზანაური თეთრი~ ან `გიორგაული თეთრი~ არ აღნიშნავენ რაღაც დამოუკიდებელი ტიპის ფულის ერთეულებს. ამ სახელწოდებით აღნიშნულია XIII-XIV საუკუნეებში საილხანოში გავრცელებული ვერცხლის ფულის _ დირჰემის სხვადასხვა დროს არსებული წონითი სტანდარტი. ეს განსხვავებული წონითი სტანდარტები `ყაზანაურისა~ და `მეფის გიორგის ჟამის თეთრის~ სახელწოდებებით იხსენიება აღბუღა ათაბაგის მიერ XIV ს. 80-იან წლებში სამართლის წიგნისათვის დართულ წინასიტყვაობაში. ვერცხლის ფულის ძველი წონითი სტანდარტების აღმნიშვნელი ეს ტერმინები


59 ღვაბერიძე 1986:27.
60 კაკაბაძე 1924: 88-89; კაკაბაძე 1925: 7; დუნდუა 1964:47-50; ღვაბერიძე 1986: 28-32,119.
- 53 -

("ყაზანაური" და "გიორგაული"), როგორც ქვემოთ დავინახავთ, სწორედ ბექა _ აღბუღას სამართლის წიგნიდან არის გადმოღებული სასისხლო სიგელებში.

მონეტა ბოტინატის სახელწოდებით, როგორც ითქვა, იჭრებოდა ბიზანტიაში 1078-1081 წლებში იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატის მმართველობის ხანაში (იჭრებოდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ბოტინატი61). ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელით მონეტის ემისია, ცხადია, შეწყდა, მაგრამ ბოტინატის მიმოქცევა როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველოში ამის შემდგომაც გრძელდებოდა და, როგორც გადახდის საშუალება, ქართულ წყაროებში XIII ს. მიწურულამდე ჩანს62.

ასე რომ, სასისხლო სიგელებში დასახელებული ფულის ერთეულებიდან `ძველი~ წონის კირმანეული, ცხუმური და თეთრი აღარ იჭრებოდა XIII ს. მიწურულიდან, 1081 წლიდან აღარ იჭრებოდა და XIII მიწურულიდან აღარც მიმოქცევაში იყო ბოტინატი, ყაზანაურის ანუ სამდანგიანი ვერცხლის ფულის ემისია XIV ს. 10-იან, ხოლო გიორგაულისა ანუ 2.5 დანგის წონის ფულისა _ იმავე საუკუნის 20-იან წლებში შეწყდა. სასისხლო სიგელებში კი ამ ფულადი ერთეულების მოხსენიების თარიღები საგრძნობლად სცილდება მათი ემისიისა და მიმოქცევის ქრონოლოგიურ ფარგლებს ანუ შესაბამისი სასისხლო სიგელების გაცემის დროს ”ძველი ყაზანაური თეთრი”, ”გიორგაული თეთრი” წონით ანაქრონისტულია, ”ბოტინატური თეთრი” კი საერთოდ ”მკვდარი” მონეტაა.

როგორც ვხედავთ, სასისხლო სიგელებში სისხლის ფასი განსაზღვრულია ისეთი ფულით, რომელიც უკვე აღარ არის მიმოქცევაში («ბოტინატური თეთრი»), ან ისეთი ფულით, რომელიც სახელწოდებაში ნაგულისხმევი კანონიერი წონით უკვე აღარ იჭრება («ძველი კირმანეული», «ძველი ცხუმური»,


61 იხ. პახომოვი 1926: 49; პახომოვი 1938: 27.
62 ჯავახიშვილი 1996: 555; აბრამიშვილი 1965: 108-110; აბრამიშვილი 1989: 63-64; ჯაფარიძე 1976: 90.
- 54 -

«ძველი თეთრი», «ძველი ყაზანაური თეთრი», «გიორგაული თეთრი»). ეს ნიშნავს იმასაც, რომ დამნაშავე ანუ გადამხდელი ამ ტიპის და სახელწოდების (ბოტინატი) ან წონის (ძველი კირმანეული, ძველი ცხუმური,ძველი თეთრი, `ძველი ყაზანაური~ და `გიორგაული~) ფულს მის დროს ტრიალებულ მონეტებს შორის უბრალოდ ვერ იპოვიდა ანუ ცოცხალი სინამდვილე სიგელში მითითებული მონეტით სისხლის ფასის გადახდის საშუალებას არ იძლეოდა. ბუნებრივია, იბადება სავსებით ლეგიმიტური კითხვა: მაშ, რა აზრი ჰქონდა ასეთი ფულით სისხლის ფასის დადგენას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროდ მიმაჩნია იმის გარკვევა, თუ რა ვითარება გვაქვს სისხლის ფასის განმსაზღვრელ ფულის ერთეულებთან დაკავშირებით სხვა, კერძოდ, სასისხლო სიგელებისგან დამოუკიდებელ სამართლის ძეგლებში. სისხლის ფასის განმსაზღვრელი ფულის ერთეულები XIV-XVIII სს. სამართლის ძეგლებში. სისხლის ფასი (ვერგელდი) ფეოდალურ საზოგადოებაში განისაზღვრებოდა დანაშაულის სახეობით და დაზარალებულის სოციალური სტატუსით იერარქიულ კიბეზე, აგრეთვე, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობით. ყველაზე მაღალი საზღაური მკვლელობაზე იყო დაწესებული, რასაც სრული სისხლი (აგრეთვე, მართალი ან თავი სისხლი) ეწოდებოდა. ამ უკანასკნელის საფუძველზე, პროპორციული შეფარდების წესით, განისაზღვრებოდა სხვა დანაშაულთა საზღაური63. სრული სისხლის ფასის ოდენობის შესახებ ცნობებს შეიცავენ სამართლის წიგნები, სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელები, სასამართლო განჩინებები, წყალობის სიგელები, ნარატული ძეგლები.

ფეოდალური საზოგადოების მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლების (დიდებული, თავადი, აზნაური, მაღალი საეკლესიო იერარქები) სისხლის ფასი, როგორც წესი, ძირი-


63 ჯავახიშვილი 1984; 358-361; დოლიძე 1953: 188-199.
- 55 -

თადად ფულით განისაზღვრებოდა, ზოგჯერ ყმა-გლეხებითაც64. დაბალი სოციალური კატეგორიისა (მსახური, გლეხი, დაბალი სამღვდელოება, თავისუფალი მეთემე მთაში) _ უმეტესწილად პირუტყვით, ზოგჯერ ფულითაც65.

წყაროთა მონაცემებზე დაკვირვება უჩვენებს, რომ სისხლის ფასი, როცა ის ფულად გამოხატულებაში გვეძლევა, როგორც წესი, განსაზღვრულია მოცემულ მომენტში კანონმდებლობით დადგენილი წონის მქონე ანუ სრულფასოვანი მონეტით. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ წესს ახლავს გამონაკლისიც, რაც მდგომარეობს შემდეგში: სისხლის ფასების გამომხატველად შეიძლებოდა მიღებულიყო ისეთი კანონიერი წონის მონეტაც, რომლის წონა ვერგელდის დადგენის მომენტში უკვე შეცვლილი იყო კანონმდებლობით, რის გამოც აღარც იჭრებოდა და აღარც გადახდის საშუალებას წარმოადგენდა. სისხლის დასაურვებლად ასეთი მონეტის დასახელებას თავისი კონკრეტული მიზეზები ჰქონდა (ამაზე ქვემოთ). მაგრამ ამჯერად მთავარია იმის კონსტატაცია, რომ ყველა შემთხვევაში სისხლის ფასი განისაზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ სრულფასოვანი, კანონიერი წონის მონეტით. ვინაიდან მონეტის კანონიერი წონა დროდადრო იცვლებოდა, სურათიც ადექვატურია: XIV-XVIII საუკუნეების საქართველოში სისხლის ფასი სხვადასხვა წონითი სტანდარტისა და, შესაბამისად, ღირებულების ფულითაა წარმოდგენილი.

ბექა მანდატურთუხუცესი თავის სამართლის წიგნში (1296 _ 1304) სისხლის ფასს ადგენს თავისი თანადროული ფულის ერთეულით _ თეთრით. ეს იყო ყაზან ყაენის სამონეტო რეფორმის შემდეგ მოჭრილი ვერცხლის ფული, რომლის კანონიერი წონა შეადგენდა 3 დანგს. ბექას შვილიშვილი აღბუღა ათაბაგი მას ყაზანაურ თეთრს უწოდებს66.


64 იხ.დოლიძე 1963: 405,407,426-427,470,486491;დოლიძე 1972: 106,125,126,140,166,167;კაკაბაძე 1921: 2,98.
65 იხ.დოლიძე 1972: 211-212; ხარაძე 1947: 163-165.
66 იხ.დოლიძე 1963: 425; ღვაბერიძე 1986: 21, 101-102.
- 56 -

გიორგი V ბრწყინვალე თავის სამართლის წიგნში («ძეგლის დადება»), რომელიც 1334-1335 წლებშია შედგენილი, სისხლის ფასებს განსაზღვრავს თავისი თანადროული ფულის ერთეულით (თეთრი), რომლის კანონიერი წონა შეადგენდა 2,5 დანგს67.

გასხვავებული ვითარება გვაქვს აღბუღა ათაბაგის სასისხლო განჩინებებში (XIV ს. ბოლო მეოთხედი). მან სისხლის ფასები განსაზღვრა არა თავისი თანადროული კანონიერი წონის (2დანგი) ერთნომინალიანი თეთრით, არამედ `მეფის გიორგის ჟამის... ორიანი ხუთი დანგის~ ვერცხლის ფულით68, ანუ გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანაში ილხანთა სახელმწიფოში (და საქართველოშიც) მოჭრილი ორდირჰემიანით (ორიანი თეთრით), რომლის კანონიერი წონა, გამომდინარე ერთნომინალიანი თეთრის წონითი სტანდარტიდან (2,5 დანგი), შეადგენდა 5 დანგს ანუ 3,55 გრამს69.

ხობის ძველი იადგარის სასისხლო განჩინებაში, რომელიც XII-XIII სს. თარიღდება70, სისხლის ფასი განსაზღვრულია, სხვათა შორის, ბოტინატით. აღსანიშნავია, რომ ეს ძველი სასისხლო განჩინება მასში დასახელებული ბოტინატითურთ უცვლელად გადაიტანა შამადავლა დადიან-გურიელმა (1470- 1475) აღნიშნული იადგარის განახლების სიგელში, ამ უკანასკნელიდან _ ლევან II დადიანმა ხობის ღვთისმშობლისადმი 1639- 1657 წლებში გაცემულ წყალობის წიგნში71. როგორც ვხედავთ, არც შამადავლას და არც ლევან მეორეს არ უცდიათ მიმოქცევიდან დიდი ხნის წინათ გამქრალი ძველი ფულადი


67 იხ. ღვაბერიძე 1986: 101 _ 102.
68 იხ.დოლიძე 1963: 425.
69 დუნდუა 1964: 45,47,54; კაკაბაძე 1925: 88-89; ღვაბერიძე 1986: 103-105.
70 თარიღის შესახებ იხ.კაკაბაძე 1924: 70; ხოშტარია-ბროსე 1987: 59-60; სურგულაძე 1992: 138; არახამია 2009: 132.
71 კაკაბაძე1921: 8; არახამია 2009ა: 146; დოლიძე1965: 208-211; ქართველიშვილი 2015|2016: 182.
- 57 -

ერთეულის (ბოტინატის) ჩანაცვლება მათ დროს რეალურად არსებული ფულით.

XIV-XVI სს. რამდენიმე დოკუმენტში, კერძოდ, სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელებში72, ბაგრატ II იმერთა მეფის მიერ 1455-1467 წლებს შორის წყალობის წიგნში მთის წმ. გიორგისადმი73, `ბიჭვინტის იადგარში’’ XVII ს. დასაწყისში შეტანილ, მაგრამ XVI ს. 30-იან წლებში შედგენილ სასისხლო განჩინებათა ზოგიერთ მუხლში74 სისხლის ფასები ზუსტად ისე, როგორც სასისხლო სიგელების უმეტესობაში, განსაზღვრულია `კირმანეული თეთრით~, `ძველი კირმანეული თეთრით~ ან `ძველი თეთრით~.

XVI საუკუნეში სისხლის ფასის ოქროს მონეტით განსაზღვრის ორი ფაქტი დასტურდება წერილობით წყაროებ- ში. როსტომ გურიელის (1534-1560) მიერ გაცემული წყალობის სიგელის მიხედვით აზნაურ იაშვილის, აგრეთვე, ბერი ეგნატაშვილის (XVIII ს. დასაწყისი) თხზულებაში დაცული ცნობის თანახმად, ხელმწიფე დადიანის სისხლის ფასი განსაზღვრულია ფლურით75. ნუმიზმატიკური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ფლური თავდაპირველად ერქვა საქართველოში XIV ს. დასასრულიდან გავრცელებულ ვენეციურ ოქროს დუკატს, რომლის წონა 3,559 გრ. შეადგენდა. XV ს. დასასრულიდან ფლურმა, როგორც ვენეციური ოქროს დუკატის აღმნიშვნელმა ტერმინმა დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა, შეინარჩუნა მხოლოდ მეტროლოგიური შინაარსი და დუკატის წონის ყველა ოქროს მონეტის (ოსმალურის, ჰოლანდიურის) აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად იქცა. ფლურმა ასეთი (მეტროლოგიური) შინაარსი XVIII ს. შუა ხანებამდე შეინარჩუნა76. ოქროს ფული, თავისი იშვიათობის გამო


72 იხ. არახამია 2010ბ: 41-47.
73 იხ. კაკაბაძე 1924: 247-251; ჟღენტი 2010: 144-154.
74 იხ.დოლიძე 1965: 208-211; არახამია 2009: 33-35.
75 ბაქრაძე 1987: 237; ქართლის ცხოვრება 1959: 362,503.
76 ქებულაძე1971: 7,17,36; ღვაბერიძე1986: 110.
- 58 -

(ქართულ სინამდვილეში), ცხადია, გადახდის საშუალება არ იყო, ამიტომ იაშვილისა და დადიანის სისხლის ფასების განსაზღვრისას ფლური საანგარიშო ერთეულის ფუნქციით გამოიყენება.

განსახილველი პერიოდის ზოგიერთი წყარო (ცხმარის ხევის დაწერილი ლაბსყელდაშისადმი, შედგენილი XV ს. 40-იან წლებში; `ბიჭვინტის იადგარის~ სასისხლო განჩინებათა ერთი ნაწილი, სასამართლოს განაჩენი ელია მაჭავარიანის საქმეზე (შედგენილი 1565-1583 წლებში) რამდენადმე თავისებურ ვითარებას წარმოგვიდგენს _ მათი ცნობებით, სისხლის ფასი განსაზღვრულია თეთრით ყოველგვარი რეპლიკის ან რაიმე სხვა მინიშნების გარეშე წონით სტანდარტზე77. მაგრამ ამ ცნობებშიც `ძველი თეთრის~ კურსი ანუ 4 დანგის წონის ფული იგულისხმება საანგარიშო ერთეულის მნიშვნელობით. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, `თეთრით~ და `ძველი თეთრით~ განსაზღვრული სისხლის ფასების ოდენობა ერთსა და იმავე ტიპის დანაშაულზე არსებითად იდენტურია.

XVII საუკუნის რამდენიმე ისტორიულ საბუთში სისხლის

საფასური გამოხატულია ისეთი ნომინალითაც, როგორიცაა მარჩილი78. ქართულ სინამდვილეში მარჩილად იწოდებოდა ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ფულის ერთეული ტალერი, რომლის კანონიერი წონა შეადგენდა 24,4 გრამს79.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში (1705-1708), სადაც

სასისხლო განჩინებებს საგანგებო თავი ეძღვნება, სისხლის ფასები განსაზღვრულია თუმნით80, რომელიც მსხვილ საანგარიშო ერთეულს წარმოადგენდა და სპარსული წონითი სისტემის მისხლის ბაზაზე მოჭრილ 200 შაურს (50 აბაზს) მოიცავდა81. მისი კანონიერი წონა 390 გრამი გამოდის (50


77 სილოგავა1986,გვ.104; არახამია1989:70-71; დოლიძე1972: 46-50.
78 დოლიძე 1972: 59-64,77,80,139.
79 კაკაბაძე 1925: 25; ქებულაძე 1971: 107; ჯაფარიძე 1973: 45.
80 დოლიძე 1963: 486-490.
81 ჯაფარიძე 1973: 41-48.
- 59 -

აბაზი x 7,8 გრ). აბაზის პრაქტიკული წონა აღნიშნული სამართლის წიგნის შედგენის დროს საშუალოდ შეადგენდა 7,29 გრამს82, ანუ თუმნის ფაქტიური წონა დაახლოებით 360, 450 გრამს უტოლდებოდა (50 აბაზი x 7,29 გრ).

როგორც ვხედავთ, XIV-XVIII სს. ქართული სამართლის ძეგლებში სისხლის ფასი, ჩვეულებრივ, ძეგლის შედგენის თანადროული ანუ ”ცოცხალი” ფულითაა განსაზღვრული, მაგრამ დასტურდება ისეთი, ერთი შეხედვით, უცნაური შემ- თხვევებიც, როდესაც სისხლის ფასის განმსაზღვრელად გამოყენებულია მიმოქცევიდან დიდი ხნის წინ გამოსული ე. წ. «მკვდარი» ფული,ან «ცოცხალი» ფული «მკვდარი» წონითი სტანდარტით. განვიხილოთ თითოეული ამ «უცნაური» შემთხვევის მიზეზები.

როგორც უკვე ითქვა, აღბუღა ათაბაგმა გაუკეთა რა რედაქტირება თავისი პაპის, ბექა მანდატურთუხუცესის სასისხლო განჩინებებს, შეცვალა სისხლის ფასის განმსაზღვრელად ბექას მიერ მიღებული ფული,რომელიც ყაზან ყაენის მიერ დაწესებული წონითი სტანდარტის თეთრს გულისხმობდა და სისხლის ფასები განსაზღვრა ორნომინალიანი («ორიანი») თეთრით. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: ბექა მანდატურთუხუცესის დროს თეთრის (დირჰემის) კანონიერი წონა 3 დანგი იყო, მაგრამ მომდევნო ხანებში, კერძოდ, ილხან აბუ-საიდის (1316-1333 წწ.) მიერ თეთრის კანონიერი წონა ჯერ ნახევარი დანგით, შემდეგ ერთი დანგით შემცირდა და 2 დანგი გახდა83, ამის შემდგომ თეთრის (დირჰემის) კანონიერი წონა არ გაზრდილა და აღბუღა ათაბაგის დროსაც თეთრის კანონიერ წონად 2 დანგი რჩებოდა. ვინაიდან, როგორც აღბუღა ათაბაგი იუწყება, ბექას მიერ სისხლის საზღაურად დაწესებული თეთრის კანონიერი წონა მის დროს უკვე შემცირებული იყო (`ყაზანურობა აღ-სადმე-


82 ჯაფარიძე 1973: 45. 83 ღვაბერიძე 1986: 28-32,104-105.

- 60 -

მოკლებულიყო~) და ყაზანურთან ე.ი. ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნში საზღაურად მიღებულ თეთრთან შედარებით ერთი დანგით ნაკლები იყო, აღბუღა ათაბაგმა სისხლის საფასურის დადგენა თავისი დროის კანონიერი (2 დანგის) წონის თეთრით, რომელიც ბექას დროის თეთრთან შედარებით წონაში შემცირებული იყო, `ავი საქმის გაადვილებად~ (სასჯელის შემსუბუქებად) მიიჩნია84.

რაკი სასჯელის შემსუბუქება არ სურდა, აღბუღა ათაბაგი თავისი დროის კანონიერი წონის ერთნომინალიან თეთრსაც ვერ მიიღებდა სისხლის ფასის განმსაზღვრელად, რადგან ის ერთი დანგით ნაკლები იყო ბექას სამართლის წიგნში დაურვების საფასურად მიღებულ `ყაზანურ~ თეთრზე. ვინაიდან აღბუღას სამართლის წიგნის შედგენის დროს `ყაზანური~ თეთრის ექვივალენტური კანონიერი წონის ფული ფაქტობრივად არ იჭრებოდა, ის იძულებული გახდა სისხლის საფასურად მიეღო ერთნომინალიან ყაზანურ თეთრზე 2 დანგით მეტი წონის ორდირჰემიანი ანუ 5 დანგის წონის ორიანი თეთრი, რომელიც სწორედ გიორგი V ბრწყინვალის მეფობის ხანაში ილხან აბუ-საიდის სახელით იჭრებოდა 1316- 1325 წლებში საილხანოსა და მის გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. რამდენადაც აღბუღა ათაბაგს პაპის, ბექას მიერ დაწესებული სასჯელის ზომის შემცირება დაუშვებლად მიაჩნდა, ამდენად კანონიერი წონის ნომინალებს შორის ორიანი თეთრის გარდა სხვა არჩევანი მას არ ჰქონდა. ცხადია, რომ აღბუღა ათაბაგის მიერ სისხლის საფასურად მიღებული 5 დანგის წონის ორიანი თეთრი საანგარიშო ერთეულია და არა გადახდის საშუალება.

იგივე წონითი სტანდარტი იგულისხმება ე.წ. `ბაგრატ კურაპალატის სამართლის~ თეთრისთვისაც. აღნიშნული სამართალი წარმოადგენს ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის დანართს, რომელიც იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს ეკუთვნის


84 დოლიძე 1963: 425.

- 61 -

და 1535-1545 წლებით თარიღდება85.საქმე ისაა, რომ ბაგრატ III იმერთა მეფის განჩინებები იმთავითვე დაიწერა, როგორც ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის გაგრძელება, უკეთ, როგორც მისი დამატება-შევსება და არა როგორც დამოუკიდებელი სამართლის წიგნი. ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ მან უცვლელად დატოვა ძირითადი სამართლის წიგნის სისხლის საზღაურის განმსაზღვრელი ფულის ერთეული.

ნუმიზმატიკური ფაქტები მოწმობენ, რომ ამ დროისათვის საქართველოში მბრუნავი როგორც ადგილობრივად მოჭრილი, ისე გარედან შემოსული ვერცხლის ფულის რეალური წონა დანგის მესამედამდე და უფრო დაბლაა ჩამოქვეითებული86. ასე რომ, `ბაგრატ კურაპალატის სამართლის~ შემდგენლის მიერ სისხლის საზღაურად გაზიარებული აღბუღა ათაბაგისეული ხუთდანგიანი ვერცხლის ფული მარტოოდენ საანგარიშო ერთეულია.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ XIV-XVI სს. რამდენიმე დოკუმენტში

(სასისხლო საქმის გარდაწვედილობის სიგელები, ბაგრატ II იმერთა მეფის წყალობის წიგნი მთის წმ. გიორგისადმი, `ბიჭვინტის იადგარის სასისხლო განჩინებები) სისხლის ფასი განსაზღვრულია ძველი კირმანეულით ან ძველი თეთრით. ამასაც თავისი მიზეზები გააჩნია.

როგორც ითქვა, XIII ს. მიწურულამდე დასავლეთ საქართველოს

სინამდვილეში `კირმანეული თეთრით~ ან უბრალოდ `თეთრით~ აღინიშნებოდა ვერცხლის ფული, რომელიც იჭრებოდა და მიმოიქცეოდა ტრაპიზონის იმპერიასა და დასავლეთ საქართველოში და რომლის კანონიერი წონა შეადგენდა ოთხ დანგს (2,84 გრამს). საილხანოს მბრძანებლის ყაზან-ყაენის ზემოთ აღნიშნული სამონეტო რეფორმით ვერცხლის ფულის კანონიერი წონა ერთი დანგით შემცირდა


85 ღვაბერიძე 2003: 455-456. აღნიშნული სამართლის წიგნის დათარიღების საკითხზე არსებული ლიტერატურის

მიმოხილვა იხ. იქვე.

86 კაპანაძე 1969:122 და შმდგ.; ანთაძე 1982: 40-63.
- 62 -

და 3 დანგი გახდა87. ამავე წონით სტანდარტს დაექვემდებარა ვერცხლის ფულის (კირმანეულის) ემისია ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოშიც88. ამ დროიდან ოთხდანგიანი კირმანეულის და ზოგადად ამ წონის ვერცხლის ფულის სამდანგიანისგან განსასხვავებლად ნომინალის გვერდით გაჩნდა რეპლიკა `ძველი~. XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც ზემოთ აღნიშნული ძეგლები დაიწერა, ოთხდანგიანი ვერცხლის ფული დიდი ხანი იყო, რაც აღარ იჭრებოდა. ამიტომ, ცხადია, `ძველი კირმანეული თეთრი~, `ძველი თეთრი~ არ შეიძლებოდა ამ ძეგლების შემდგენელთ გადახდის საშუალებად ეგულისხმათ. განხილულ შემთხვევაში ეს ნომინალები მხოლოდ საანგარიშო ერთეულის მეტროლოგიური შინაარსის შემცველია.

როგორც ჩანს, ყაზან-ყაენის რეფორმას დასავლეთ საქართველოს სინამდვილეში სისხლის საფასურის გამომხატველი ფულის შეცვლა არ მოჰყოლია _ აქ სისხლის ფასის ოთხდანგიანი თეთრით, მათ შორის, კირმანეულით, განსაზღვრის ტრადიცია ძალაში დარჩენილა. ეს ალბათ, უმთავრესად იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინათ `სისხლის გაიაფება~ მისგან გამომდინარე საფრთხეებით.

ზემოთ უკვე ითქვა,რომ ხობის ტაძრის «ძველი იადგარის» ერთ-ერთი მუხლი, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, სისხლის ფასს განსაზღვრავს ბოტინატით. «ძველი იადგარის» ტექსტი უცვლელად არის გამეორებული შამადავლა დადიანგურიელის მიერ 1470-1475 წლებს შორის გაცემულ იმავე «იადგარის» განახლების სიგელში, ეს უკანასკნელი კი სიტყვასიტყვით არის გადატანილი ლევან II დადიანის მიერ ხობის ტაძრისადმი ბოძებულ სიგელში (1639-1657). შამადავლა დადიან-გურიელი XV საუკუნეში (შესაბამისად ლევან დადიანი XVII საუკუნეში) ზუსტად იმეორებს ხობის ტაძრისთვის XII-XIII


87 აბრამიშვილი 1959: 33-34; ბერაძე 1989: 111-115; ღვაბერიძე 1986: 11,110-113.
88 გაბაშვილი 1991: 219-229.
- 63 -

საუკუნეებში შეწირული ყმა-გლეხების სახელსა და გვარებს, აგრეთვე, სასისხლო განჩინებებს, რომლის ერთ-ერთ მუხლში სისხლის ფასი ბოტინატით არის განსაზღვრული.ხომ იმთავითვე ნათელი იყო, რომ XII-XIII საუკუნეებში შეწირული გლეხი საუკუნეების შემდეგ ბეგარას ვერ გადაიხდიდა ან მიმოქცევაში არარსებული ფულით სისხლის საზღაურს ვერავინ გადაიხდიდა, მაგრამ შამადავლა და ლევან დადიანებმა მაინც ყველაფერი უცვლელად რომ დატოვეს, ამას, ცხადია, ჰქონდა თავისი მიზეზი.საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელებმა მონასტერს ახალი უფლებები კი არ მიანიჭეს, არამედ ძველი უფლებები და ამ უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტი განუახლეს. სწორედ ეს _ განახლების წესი _ მოითხოვდა ძველი საბუთის ტექსტის უცვლელად, ზუსტად იმ სახით გამეორებას, როგორც ის თავდაპირველად დაიწერა. ასეთი “კონსერვატიზმი” სრულებით არ უშლიდა ხელს არც ყმა-გლეხებისგან გადასახადების აკრეფას და, როგორც ჩანს, არც სისხლის დაურვებას. საქმე ისაა, რომ ხობის ძველ “იადგარში” დასახელებული ყმაგლეხების შთამომავალთა ყველა თაობამ კარგად იცოდა თავისი ვალდებულება ტაძრის წინაშე,ვინაიდან ყმობაში ყოფნა და ყმური ვალდებულებები მემკვიდრეობითი იყო, ხოლო თაობების ბუნებრივი მონაცვლეობა მუდმივად აისახებოდა ტაძრის საგადასახადო დავთრებში. ტაძარსა და ყმა-გლეხებს შორის დამყარებული უფლება-მოვალეობების იურიდიული საფუძველი კი პირველადი დოკუმენტი, ”ძველი იადგარი” იყო,რომელიც თავისი ფუნდამენტურობის გამო ცვლილებას არ ექვემდებარებოდა, თუნდაც განახლების ეტაპზე. სწორედ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ ”ძველი იადგარის” გვიანდელი განახლების სიგელებში ”მკვდარ” ფულად ქცეული ნომინალი _ ბოტინატი ხელუხლებლად არის დატოვებული.

ამრიგად, სისხლის ფასი, როგორც წესი, მოცემულ მომენტში გაბატონებული ფულის ერთეულით განისაზღვრებოდა. მაგრამ სამართლის ძეგლებში ხშირად დასტურდება არსებული წესიდან გადახვევაც, როდესაც სისხლის ფასი განისაზღვრება მკვდარი მონეტით. ასეთი ვითარება გვაქვს

- 64 -

”ხობის ძველი იადგარის” გვიანდელი განახლების სიგელებში. წესიდან გადახვევა დასტურდება მაშინაც, როდესაც სისხლის ფასის განმსაზღვრელი ფული, მართალია, ”ცოცხალია”, მაგრამ მისთვის ”ძველის” ეპითეტის დართვით ნაგულისხმევი კანონიერი წონა არის არა თანადროული, არამედ წარსულის კუთვნილება. ასეთი ვითარება გვაქვს აღბუღა ათაბაგის სასისხლო განჩინებებში («მეფის გიორგის ჟამის თეთრი»), ბაგრატ III იმერეთის მეფის განჩინებებში (გაზიარებულია აღბუღა ათაბაგის მიერ დაწესებული წონა), ბაგრატ II იმერთა მეფის სიგელში მთის წმ. გიორგისადმი (”ძველი თეთრი”), ”ბიჭვინტის იადგარის” ზოგიერთ სასისხლო გაჩინებაში (”ძველი კირმანეული თეთრი”, ”ძველი თეთრი”). როგორც ვხედავთ, `მკვდარი~ მონეტით ან `ცოცხალი~ მაგრამ ძველი, აწ უკვე გაუქმებული წონის ფულით სისხლის ფასის განსაზღვრა მხოლოდ სასისხლო სიგელებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოვლენა არ ყოფილა. ამით საკითხი სცილდება სასისხლო სიგელთა პრობლემატიკას და მჭიდროდ ენასკვება სისხლის ფასის განსაზღვრის ზოგად წესს, მიღებულს იმ დროის ქართულ სინამდვილეში. ფაქტია, რომ სისხლის ფასის ანაქრონისტული ფულით განსაზღვრას ჩვენი წინაპრები დასაშვებად თვლიდნენ რაიმე უხერხულობის გარეშე. ბუნებრივად დგება საკითხი, თუ რა განაპირობებდა ამგვარ დაშვებას? ვფიქრობ, ამას განაპირობებდა თავად მონეტის, როგორც ლითონის ფულის, ორმაგი ფუნქცია ანუ ის გარემოება, რომ ის ერთდროულად იყო როგორც გადახდის საშუალება, ისე საანგარიშო ერთეული. გადახდის საშუალებად შეიძლებოდა გამოეყენებინათ ნებისმიერი წონის (აგრეთვე, დროის, ტიპის) მონეტა, მაგრამ საანგარიშო ერთეულად _ არა. ასეთად ყოველთვის მოიაზრებოდა ფულის ერთეული კანონიერი წონით. კანონიერ წონას კი ნებისმიერი ფულის ნომინალისათვის ადგენდა ლეგიტიმური ორგანო (ხელისუფლება) და მონეტას ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი წონითი სტანდარტის მიხედვით უნდა მოეჭრათ. დადგენილი წონითი სტანდარტი იურიდიულად ძალაში რჩებოდა მანამ, სანამ ის

- 65 -

ოფიციალურად არ შეიცვლებოდა, მაგრამ სხვაგვარი იყო რეალობა _ პრაქტიკაში ეს სტანდარტი დროდადრო ირღვეოდა _ ჭრიდნენ და მიმოქცევაში უშვებდნენ კანონიერზე უფრო მსუბუქი წონის ანუ არასრულფასოვან მონეტებს. ასე რომ, ფულის კანონიერი (თეორიული) წონა და პრაქტიკული წონა ხშირად სცილდებოდა ერთმანეთს. ასეთ დროს ფულის სახელწოდება და კანონიერი წონა უცვლელი რჩებოდა, პრაქტიკული წონა კი შემცირებული იყო. სიტუაცია შიგადაშიგ იცვლებოდა _ ხელისუფლება საჭირო ზომებსაც იღებდა ფულის კანონიერ წონასა და პრაქტიკულ წონას შორის თანასწორობის აღსადგენად, მაგრამ სამონეტო საქმის მთელი ისტორია მოწმობს, რომ ასეთი თანასწორობა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ირღვეოდა _ სტაბილურობა და არასტაბილურობა მუდმივად ენაცვლებოდა ერთმანეთს. ამისდა კვალობაზე ცვალებადი იყო ფულის ღირებულებაც სრულფასოვნებიდან არასრულფასოვნებისკენ და პირიქით. მაგრამ ყველა ეტაპზე უცვლელი, სტაბილური რჩებოდა ფულის როგორც საანგარიშო ერთეულის შინაარსი, ვინაიდან საანგარიშო ერთეულის ფუნქცია მხოლოდ სრულფასოვან, კანონიერი წონის მონეტას ეკისრებოდა, რასაც ანგარიშსწორების მართებულობა მოითხოვდა. ანგარიშსწორების სფერო, ყიდვა-გაყიდვა ორ საფეხურს გულისხმობს. პირველია გარიგების ობიექტის ფასის დადგენა ფულად გამოხატულებაში, მეორე _ დადგენილი ფასის გადახდა. პრინციპულად იგივე ვითარება გვაქვს სისხლის ფასის დაურვების დროსაც _ პირველი საფეხურია სისხლის საზღაურის ანუ ამა თუ იმ კონკრეტული ზიანის ფასის დადგენა და მეორე _ მისი გადახდა. ანგარიშსწორების პირველი საფეხური _ ფასის ფულით განსაზღვრა იმთავითვე დაემყარა სტაბილურ საფუძველს _ ეს კი იყო ფულის კანონიერი წონა და არა პრაქტიკული წონა, რომელიც მუდმივად მერყეობის გამო შეიძლებოდა დამთხვეოდა ან არ დამთხვეოდა კანონიერ წონას. სხვაგვარად ანგარიშსწორების მართებულობა აბსოლუტურად გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე სისხლის ფასის

- 66 -

განსაზღვრისას ფულის ერთეულს არსებითად საანგარიშო ერთეულის დატვირთვა ჰქონდა. რაც შეეხება ანგარიშსწორების მეორე საფეხურს _ გადახდას, ეს, როგორც წესი, ხდებოდა ნებისმიერი დროის, ტიპის და წონის მონეტებით და არა მაინცდამაინც იმ ნომინალით, რითაც ფასი იყო დადგენილი.

სისხლის ფასის დადგენის საქმეში ფულის ნომინალი, უპირატესად, საანგარიშო ერთეულის ფუნქციით გამოიყენებოდა (თუმცა სავსებით დასაშვებია იმავდროულად გადახდის საშუალების ფუნქციითაც ყოფილიყო დატვირთული, თუკი მოცემულ მომენტში მისი კანონიერი და პრაქტიკული წონა ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა და არავითარ შემთხვევაში აუცილებლობა). ამის თაობაზე ერთაზროვნად გვაუწყებს აღბუღა ათაბაგი მის მიერვე შევსებულრედაქტირებული სამართლის წიგნის შესავალში: სისხლის საზღაურად `დიდის წარჩინებულის მეფის გიორგის ჟამისა თეთრი გავაჩინეთ: ორიანი ხუთი დანგი წმინდა ვერცხლი. და როგორაცა აწ ჟამისა თეთრი იყოს, ანგარიშით ამა წესით აღიღებდნენ~89. როგორც ვხედავთ, კანონმდებელი მკაფიოდ მიჯნავს საანგარიშო ერთეულს და გადახდის საშუალებას. თუ სისხლის ფასი, აცხადებს ის, ხუთი დანგის წონის ორიანი თეთრით (`ორდირჰემიანით~) `გავაჩინეთ~, ფასს ანუ გადასახდელს მოცემულ მომენტში როგორი ფულიც იქნება ხელმისაწვდომი (`როგორაცა აწ ჟამისა თეთრი იყოს~), ის `აღიღოს~ საზღაურში მეორე მხარემ. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზეც, რომ აღბუღას მიერ სისხლის ფასის განმსაზღვრელად მოხმობილი ხუთი დანგის წონის ორიანი თეთრი მხოლოდ საანგარიშო ერთეულია.

სისხლის ფასის განმსაზღვრელი ფულის ერთეული (თუმანი) საანგარიშო ერთეულია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნშიც. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ აღნიშნული წიგნის სისხლის ფასის შესახებ მუხლებს წინ უძღვის ფულის სისტემის


89 დოლიძე 1963: 425.
- 67 -

დეტალური განმარტება უწვრილესიდან უმსხვილესი ერთეულის ჩათვლით90. ეს ვრცელი განმარტება სამართლის წიგნში მხოლოდ იმ მიზნითაა შეტანილი, რომ ცხადჰყოს სისხლის ფასის განმსაზღვრელი ფულის ერთეულის, თუმნის ღირებულება. თუმანი კი მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი საანგარიშო ერთეულია (მოიცავს 200 შაურს)91.

იგივე უნდა ითქვას ბექა მანდატურთუხუცესის, გიორგი V ბრწყინვალის, ბაგრატ III იმერთა მეფის სამართლის წიგნებში, აგრეთვე, ზემოთ დასახელებულ, სასისხლო სიგელებისაგან დამოუკიდებელ სიგელ-გუჯრებში სისხლის ფასის განმსაზღვრელ ფულის ერთეულებზეც, რომლებსაც მხოლოდ საანგარიშო ერთეულის ფუნქცია გააჩნიათ.

თუ სისხლის ფასის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი წონის მქონე მონეტით შეიძლებოდა, სამაგიეროდ მისი გადახდა დასაშვები იყო ნებისმიერი წონისა და ტიპის მონეტით, ადგილობრივით თუ უცხოურით, რომელიც მიმოქცევაში იყო მოცემულ მომენტში, ასევე ძველი ფული- თაც, თუ ის, რა თქმა უნდა, განძის სახით გააჩნდა გადამხდელს _ ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა არ არსებობდა, როგორც ეს არ არსებობდა ყიდვა-გაყიდვის სფეროში, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით: სისხლის ფასის გამომხატველი ფულის ერთეულის (საანგარიშო ერთეულის) რაოდენობის საერთო წონა და გადამხდელის მიერ გაღებული მონეტების ასევე ჯამური წონა ტოლი უნდა ყოფილიყო, როგორც ამას მოითხოვდა ანგარიშსწორების მართებულობა. ამის უშუალო გამოხატულებაა ანგარიშსწორების დროს ფულის წონით გადაცემის ფაქტები, აღნიშნული პერიოდის წერილობით წყაროებში რომ გვაქვს92. ზემოთქმულს განვავრცობ კონკრეტული ანგარიშსწორების მაგალითზე.


90 იხ. დოლიძე 1963: 485-486.
91 იხ. იქვე.
92 ფულის წონით გაცემის შესახებ იხ. ჯავახიშვილი 1996: 581-585; დოლიძე 1965: 3: ღვაბერიძე 1986: 104.
- 68 -

აღბუღა ათაბაგის განაჩენით დიდებული აზნაურის სრული სისხლი შეფასებულია 40.000 თეთრად. წონით ის უდრის (40.000 თ. x 5 დანგზე=200.000 დანგი x 0,71 გრამზე) 142 კგ. ესაა საანგარიშო ერთეულით _ 5 დანგიანი თეთრით გადაკვე- თილი გადასახადი, რაც დამნაშავეს უნდა მიეცა დაზარალებული მხარისთვის. მაგრამ ამ დროს 5 დანგის წონის ნომინალი, თუ განძის სახით არ ჰქონდა გადანახული, ვერავინ იშოვიდა, რადგან ამ წონის ფული უკვე პრაქტიკულად აღარ იჭრებოდა _ მიმოქცევაში ტრიალებდა ვერცხლის მონეტები, რომელთა ფაქტობრივი წონა 0,65-0,70 გრამს შორის მერყეობდა93. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მაინცდამაინც 5 დანგიანი თეთრით გადახდა სავალდებულო არ იყო. დამნაშავეს (გადამხდელს) შეეძლო გაესტუმრებინა ვალდებულება მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი დროის, წონისა და ტიპის ვერცხლის მონეტებით, ოღონდ საერთო წონა 142 კგ. უნდა ყოფილიყო. ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სისხლი ანუ დანაშაულის საზღაური ფასდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი წონის მონეტით, როგორც საანგარიშო ერთეულით, რომელიც ინერტული რჩებოდა მონეტების პრაქტიკული წონის, უფრო ზუსტად, გადახდის საშუალების ფაქტიური წონის დროთა განმავლობაში ცვალებადობის მიმართ. ამიტომ სასისხლო სიგელებში სისხლის ფასის განმსაზღვრელად მოხმობილი ფულის ერთეულები, მათთვის დაკისრებული ფუქციიდან გამომდინარე, არც ანაქრონისტულია და არც ნაყალბეობის შედეგი.

აქვე უნდა განვიხილოთ ვერგელდის ოდენობის საკითხი სასისხლო სიგელებში. სასისხლო სიგელების უმეტესობაში, როგორც ითქვა, ვერგელდი განსაზღვრულია ფულით, ხოლო ოდენობა გამოხატულია ათეულ და ასეულ ათასებში. ითქვა ისიც, რომ ფულის ნომინალები _ კირმანეული, ძველი კირმანეული, ცხუმური, ძველი ცხუმური, ძველი თეთრი, ყაზანური თეთრი, გიორგაული თეთრი და ბოტინატური თეთრი,


93 იხ. ღვაბერიძე 1986: 47-56.
- 69 -

რომლითაც განსაზღვრულია სისხლის ფასები, გამოიყენება მეტროლოგიური შინაარსით და ცალსახად საანგარიშო ერთეულების მნიშვნელობა აქვთ.

მეტროლოგიური თვალსაზრისით სინონიმური მნიშვნელობის მქონე ფულის ერთეულები: კირმანეული, ძველი კირმანეული, ცხუმური, ძველი ცხუმური, ძველი თეთრი ოთხი დანგის წონის (2,84 გრამი) სრულფასოვან ვერცხლის მონეტას გულისხმობს, ყაზანური თეთრი-სამი დანგის (2,13 გრამი), გიორგაული თეთრი და ბოტინატური თეთრი-ხუთი დანგის (3,55 გრამი) წონისას.

ოთხდანგიანი საანგარიშო ერთეულით არის განსაზღვრული ვერგელდი სასისხლო სიგელების უმეტესობაში და ის მერყეობს ოთხმოცი ათასიდან ცხრაასი ათასამდე. ყაზანური თეთრით განსაზღვრული ვერგელდის ოდენობა შეადგენს ორასი ათასს94, გიორგაულით _ სრული სისხლი ოთხმოცი ათასს და გერში ოცი ათასს95, ბოტინატურით _ ორასი ათასს96.

ვერგელდის დასახელებულმა ოდენობებმა სასისხლო სიგელების ნატყუარობა-ნამდვილობის პრობლემის კვლევაში იმთავითვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. აღნიშნული საკითხი ვრცლად განიხილა ივ.ჯავახიშვილმა. უდარებდა რა ერთმანეთს სასისხლო სიგელებში დასახელებულ სისხლის ოდენობებს იმავე ეპოქის საკანონმდებლო ძეგლების (გიორგი V ბრწყინვალის, ბექა-აღბუღას და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნების) შესაბამის მონაცემებს, ასკვნიდა, რომ `სასისხლო სიგელების რიცხვები სინამდვილეს ძალზედ დაშორებულია და არასდროს ამოდენი ფული არ შეიძლება რომ ვისმე მაშინ სისხლად ჰქონოდა მართლაც გაჩენილი~97.

სისხლის ესოდენ მაღალი ფასები ს. კაკაბაძის აზრით, განპირობებული იყო სასისხლო სიგელების გაცემის ეპოქაში


94 კაკაბაძე 1920:1.
95 თაყაიშვილი 1909:398; კაკაბაძე 1924: 66.
96 თაყაიშვილი 1909: 43.
97 ჯავახიშვილი 1996: 516.
- 70 -

ფულის გაუფასურებით _ მისი წონის და სინჯის დაქვეი- თებით98. ამავე მიზეზით ხსნიან ცალკეულ სასისხლო სიგელებში ვერგელდის მოცულობის უჩვეულო სიდიდეს ჯ.ოდი- შელი99 და ი.ანთელავა100. უდაო ფაქტია საკანონმდებლო ძეგლებით გაჩენილ სისხლის ფასებთან შედარებით სასისხლო სიგელებით განსაზღვრული ვერგელდის ოდენობის რიცხობრივი მაჩვენებლების უზომო სიდიდე. საილუსტრაციოდ ორიოდე მაგალითიც იკმარებდა. სასისხლო სიგელებში დამოწმებული ვერგელდის ყველაზე დაბალი ოდენობა, ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი წონით სამასოცი ათასი (80.000X4) დანგის ტოლია (1 დანგი 0,71 გრ.), მაშინ, როდესაც ბექა მანდატურთუხუცესის განჩინებით (1296-1304) ყველაზე მაღალი სისხლის ფასი (დიდებულისთვის განკუთვნილი) _ ორმოცი ათასი ყაზანური თეთრი ასოცი ათას (40.000X3) დანგს შეადგენს, აღბუღა ათაბაგის (XIV ს. ბოლო მეოთხედი) განჩინებით - 200.000 (40.000X5) დანგს101. ერთი სასისხლო სიგელის (1458 წ.) მიხედვით, აზნაურ გამყრელიძის სრული ვერგელდი 220.000 ძველი ცხუმური თეთრია102, რაც 880.000 (220.000X4) დანგს შეადგენს, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის ყველაზე მაღალი ვერგელდი (დიდებული თავადის სრული სისხლის ფასი) _ 1536 თუმანი103 737.280 (1536X480) დანგის ტოლია. 1640 წლით დათარიღებული სასამართლო განჩინების მიხედვით, მეორე ხარისხის თავადის სრული სისხლის ფასი რვაასი თუმანი104 ანუ 384.000 (800X480) დანგია. 1652 წ. მეფის სასამართლომ მეორე ხარისხის თავადის სრული სისხლი


98კაკაბაძე 1924: 74-75.
99ოდიშელი 1966: 218-219.
100ანთელავა 1980: 63.
101 დოლიძე 1963:435.
102 თაყაიშვილი 1909: 17-18.
103 დოლიძე 1963:489.
104 დოლიძე 1972:77-83.
- 71 -

განსაზღვრა 312 თუმნით (და სხვა უძრავ-მოძრავი ქონებით)105, რაც 149.760 (312X480) დანგს შეადგენს. შედარება აშკარად გვიჩვენებს, რომ ვერგელდის ოდენობა სასისხლო სიგელებში გაცილებით მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში შედგენილი იმავე ეპოქის სამართლის წიგნებსა და სასამართლო აქტებში. ამ მხრივ ივ.ჯავახიშვილის დაკვირვება, უკეთ, ფაქტის კონსტატაცია, ზუსტია და სასისხლო სიგელების შესწავლის დღევანდელ ეტაპზეც ურყევი რჩება, მაგრამ თვით ფაქტის მისეული ახსნა სასისხლო სიგელების ნატყუარობით უდაო მაინც არ არის.

მართალია, სასისხლო სიგელებში ვერგელდის მოცულობა უჩვეულოდ დიდია, მაგრამ ისინი ამ მხრივ გამონაკლისი არაა. ასეთი მაღალი სისხლის ფასები დასტურდება დასავლეთ საქართველოს სხვა იურიდიულ აქტებშიც. ასეთ აქტებს, უწინარეს ყოვლისა, განეკუთვნება მიქელაძის (1326 წ.), გელაძისა (1330-1346 წწ.) და კოტრიძის (1432 წ.) სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელები106; იმერთა მეფის, ბაგრატ III-ის განჩინებები (ე.წ. `ბაგრატ კურაპალატის~ სამართალი), შედგენილი 1535-1545 წლებში, რომელიც ბექააღბუღას სამართალს ერთვის107. სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის ზემოთ აღნიშნული სიგელების მიხედვით, აზნაურების _ მიქელაძისა და გელაძის სრული ვერგელდი 80.000 ძველი კირმანეული თეთრია, აზნაურ კოტრიძისა _ 120.000 ძველი თეთრი. მიქელაძისა და გელაძის სრული სისხლის ფასის ოდენობა ზუსტად ემთხვევა ნიქაბაძის, ფონჯავიძისა და ტყავაძის, ხოლო კოტრიძისა-ცირღილაძის, ასათიანის, იაკობიძის, თულაძის, ქეროხიძის, არეშიძის, გუფავას სასისხლო სიგელებში დასახელებულ სრული ვერგელდის ოდენობებს108. ამავე თვალსაზრისით ფრიად საინტერესოა ბაგრატ III იმერთა


105 დოლიძე 1972:93.
106 თაყაიშვილი 1909; 33-35; კაკაბაძე 1924: 44-45.
107 ღვაბერიძე 2003: 455-456.
108 კაკაბაძე 1924: 57-70.
- 72 -

მეფის განჩინებები. ეს უკანასკნელი, მართალია, სრული სისხლის ფასებს არ ეხება, მაგრამ სისხლის ფასები ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა, უპატიობა (პიროვნების ღირსებისა და პატივის შელახვა), აგრეთვე, სრული სისხლის `წინგასაძღვანი~ გადასახადები, სანახშირე და საპირო, იმდენად მაღალია, რომ ზოგჯერ ბექა-აღბუღას სამართლის სრული სისხლის ფასებსაც აღემატება. უფრო კონკრეტულად: საუპატიოს ოდენობა, დანაშაულთა სახეობისა და დამნაშავე _ დაზარალებული მხარეების სოციალური სტატუსის მიხედვით, ხუთი ათასიდან ოცი ათასამდე მერყეობს109.

კიდევ უფრო მაღალია საეკლესიო იერარქების, ბერ _ მონაზვნების, ეკლესიის ყმა -ვასალების (საყდრისშვილების) და საეკლესიო გლეხების სისხლის ფასები. მოვიტან კონკრეტულ ფაქტებს. მთის წმ. Gგიორგის (აწინდელი ლეკნარი რაჭაში) მონასტრისადმი ბაგრატ II იმერთა მეფის მიერ ბოძებულ წყალობის წიგნში, სხვათა შორის, განსაზღვრულია ამ მონასტრის ყმა-ვასალების სრული სისხლის ფასები. მონასტრის მაღალი (`უზედაესი~) აზნაურის სრული ვერგელდი ასსამოცი ათასი თეთრია, მისი `ქვეშეთისა~-ასიათასი110. აღნიშნული თვალსაზრისით, საგანგებო ყურადღებას იქცევს `ბიჭვინტის იადგარის~ სასისხლო განჩინებები, რომლებიც ასევე დასავლურქართული წარმოშობისაა _ იმერთა მეფეს, ბაგრატ III-ს ეკუთვნის და შედგენილია XVI ს. 30-იან _ 50-იან წლებში111. აღნიშნული განჩინებების თანახმად, კათოლიკოსის ყმა _ მსახურის სრული სისხლი 900.000 თეთრია (აქედან 600.000 კათოლიკოსისათვის, 300.000 მოკლულის ოჯახისა- თვის)112. კათოლიკოსის მოინალის სრული ვერგელი მილიონ ასი ათასი თეთრითაა განსაზღვრული (აქედან 700.000


109 დოლიძე 1963: 159-160.
110 კაკაბაძე 1924: 249-250.
111 არახამია 2009ბ:28.
112 არახამია 2009ბ: 70, მუხ. 14.
- 73 -

კათოლიკოსის, 400.000 დაზარალებული მხარის სასარგებლოდ) 113. ასევე მაღალი სისხლის ფასებია დაწესებული საკათოლიკოსო საყდრის, მისი ყმა _ ვასალების, საყდრისშვილების ქონების ხელყოფისა და სხვა სახის დანაშაულებისათვის, რომლის ოდენობა, დანაშაულის სახეობისა და გარემოებათა მიხედვით, ოცი ათასიდან ექვსასი ათას თეთრამდე მერყეობს114.

`ბიჭვინტის იადგარის~ მონაცემები სხვა მხრივაც იქცევს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ კათოლიკოსის ყმა _ ვასალებისა და საეკლესიო გლეხების სრული სისხლის ფასების ოდენობა ვალსაჩინოდ ჭარბობს არა მხოლოდ მეფისა და ფეოდალების კუთვნილი ყმა-ვასალებისა და გლეხების სრული ვერგელდის ოდენობებს სამართლის წიგნებსა და სხვა ეჭვმიუტანელ ურიდიულ აქტებში რომაა დაფიქსირებული, არამედ საეჭვოდ მიჩნეულ სასისხლო სიგელების შესაბამის რიცხვებსაც. მსგავსი ვითარება _ მაღალი ფასები -აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც დასტურდება. ბაგრატ V-მ (1360-1393) საკათოლიკოსო მონასტრის, გერგეტის (ხევში) წმ. სამების საყდრის- შვილებს `ძველითგან გაჩენილი სამმაგი სისხლი~ განუახლა115. გიორგი V ბრწყინვალის `ძეგლის დადების~ მიხედვით ლომისის (ქსნისა და არაგვის ხეობათა გამყოფ ქედზე) ეკლესიის გლეხის სრული ვერგელდი ხუთასი თეთრით ჭარბობს ჰეროვანის (მეთემე მოლაშქრის) სრული სისხლის ფასს116. სხვა ვითარებაა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, სადაც საეკლესიო და საერო პირებს შორის არსებითი განსხვავება სისხლის ფასების ოდენობაში არ შეიმჩნევა. დასავლეთ საქართველოში კი ეკლესიის განსაკუთრებული სასისხლო პრივილეგია აშკარად იკვეთება. აღნიშნულმა პრივილეგიამ შესაძლოა ერთგვარი


113 არახამია 2009ბ: 70, მუხ. 16.
114 არახამია 2009ბ: 69-71.
115 მაკალათია 1934: 228.
116 დოლიძე 1963: 407,418.
- 74 -

გავლენა საერო საზოგადოების წარმომადგენელთა ვერგელდის ოდენობის ზრდაზეც იქონია.

როგორც ვხედავთ, XIV-XVI სს. დასავლეთ საქართველოს ნამდვილი საბუთების მონაცემები სრული სისხლის ფასების ოდენობების შესახებ ნიშანდობლივად ეხმიანება სასისხლო სიგელების ანალოგიური ხასიათის მონაცემებს და ამ კუთხით მათი ერთიანობა ნათელია. ამიტომ, ვერგელდის დიდი ოდენობა, სასისხლო სიგელებში რომ დასტურდება, უფრო საერთო ტენდენციის გამოხატულებაა, ვიდრე მათი ნატყუარობის მაჩვენებელი. ამიტომ სასისხლო სიგელების მაღალი ვერგელდი იმავე მიზეზებით უნდა აიხსნას, რამაც სხვა, მაგრამ ეჭვმიუტანელი საბუთებით დადასტურებული ანალოგიური ფაქტები განაპირობა, რამდენადაც ამ კუთხით სასისხლო სიგელები საერთო სინამდვილის განუყოფელი ნაწილი და მისივე გამოძახილია. ამიტომ, ბუნებრივია, საკითხი დაისვას ზოგადად: რამ განაპირობა საერთოდ განსახილველი ხანის დასავლეთ საქართველოში სისხლის ფასების ასეთი სიდიდე?

უნდა ითქვას, რომ ძნელია დაასახელო ვერგელდის ამგვარი სიდიდის განმაპირობებელი მოტივი, რომლის ახსნა შეუძლებელი იყოს ვერგელდის `ნორმალური~ ოდენობის საფუძველზე, ან კიდევ, ძნელია გამოინახოს მიზანი, რომლის მიღწევა არ იქნებოდა შესაძლებელი სისხლის ფასების იმავე `ნორმალური~ ოდენობით, სამართლის წიგნებში რომ გვაქვს მოცემული. მაგრამ მაინც, ამგვარ მოტივად და მიზნად უნდა მივიჩნიოთ პრევენცია - დანაშაულის აღსაკვეთად მიმართული წინასწარი ზომები. ვფიქრობ, ძირითადი და არსებითი მნიშვნელობის ფაქტორი, რამაც განაპირობა აღნიშნული მოვლენა, სწორედ პრევენცია უნდა ყოფილიყო. მაღალი სისხლის ფასებით, ამ განსაკუთრებული პრევენციული ზომით ცდილობს სამეფო ხელისუფლება ეკლესიის საკუთრების, მისი ყმა-ვასალებისა და გლეხების, აგრეთვე, მეფისა და მსხვილი ფეოდალების ვასალების-საშუალო და წვრილი აზნაურების, ასევე, მსახურების ანუ მოლაშქრე-მეომართა ფენის დაცვას.

- 75 -

ეტყობა, მათი დაცვა `ნორმალური~ სისხლის ფასებით სასურველ შედეგს არ იძლეოდა და აუცილებელი გახდა მათი სიცოცხლისა და ქონების ხელყოფისათვის სასჯელის _ სისხლის საზღაურის `დამძიმება~.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მაღალი სისხლის ფასები განსახილველი ეპოქის დასავლეთ საქართველოს სინამდვილისათვის დამახასიათებელი რეალობაა, რომლის უკუფენა სასისხლო სიგელებშიც გვეძლევა. ასე რომ, ამ უკანასკნელთა რიცხობრივი მონაცემები სისხლის ფასების ოდენობის შესახებ ყალბისმქონელობის შედეგი არ უნდა ყოფილიყო.

კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ასევე ყურადღება მიაქცია ივ.ჯავახიშვილმა, არის შემდეგი: `თუ ამ საყურადღებო გარემოებას იმ დაკვირვებასაც დავუმატებთ და გავითვალისწინებთ, რომ XIV-XVI სს-ში, სწორედ იმ ხანაში, როდესაც ზემოთ განხილული სასისხლო სიგელები ვითომცდა შედგენილი უნდა იყვნენ, საქართველოში, როგორც ეს სხვა უცილობელი საბუთებითგან ჩანს, ლითონის ფულის რაოდენობა შემცირდა და გადასახადები ფულის ნაკლებობის გამო, მეტადრე დასავლეთ საქართველოში, უკვე სულადად შემოდიოდა ფულად შემოსავლის მაგიერ, მაშინ ჩვენთვის ცხადი შეიქმნება, რომ სასისხლო სიგელებში აღნიშნული სისხლის ოდენობა ზღაპრულია და ამოდენა ფულის გადახდა მაშინ არავის შეეძლო~117.

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ სასისხლო სიგელების შედგენის დროისათვის (XIV-XVII სს.) ფულის შემცირება, აგრეთვე, წონისა და სინჯის დაქვეითება არ უნდა ჩაითვალოს ისეთ ფაქტორებად, რასაც რეალურად შეეძლო შეეზღუდა სისხლის ფასის ოდენობა. საქმე ისაა, რომ ვერგელდის განსაზღვრისას ფულის კონკრეტულ ერთეულს მხოლოდ და მხოლოდ საანგარიშო ერთეულის მნიშვნელობა ეძლეოდა და ის არ მოიაზრებოდა გადახდის ერთადერთ და სავალდებულო საშუალებად. ერთი სიტყვით, სისხლის ფასის ოდენობის


117 ჯავახიშვილი 1996: 517.
- 76 -

განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღებოდა სამონეტო მიმოქცევის სფეროში არსებული ვითარება, კერძოდ, ფულის შემცირება მიმოქცევაში. თუ გადახდის შესაძლებლობა _ შეუძლებლობაზე მიდგა საქმე, მაშინ ნაღდი ფულით არც ე. წ. ნორმალურად მიჩნეული ოდენობის ვერგელდის გადახდა იყო ადვილი. ეს არ აღმოჩნდა იოლი საზოგადოების ისეთი მაღალი წრის წარმომადგენლისათვისაც კი, როგორიც იყო ხელმწიფე დადიანი. XVI ს. 70-იან წლებში ოდიშის მთავარს გურიელის ქალის განტევებისათვის დაეკისრა ათასი ფლურის ანუ ათი ათასი ვერცხლის დრაჰკანის გადახდა. დადიანმა ვერგელდის ფულით გადახდა ვერ შეძლო და დაზარალებულ მხარეს (გურიელს) ხობის მონასტრის შემოსავალი `დაუდვა~ სახდელის დასაურვებლად118. ასე რომ, სისხლის ფასების ოდენობის განსაზღვრის საქმეზე მოცემულ მომენტში სამონეტო მიმოქცევაში არსებული ვითარება და, აქედან გამომდინარე, ფულით სისხლის დაურვების შესაძლებლობა-შეუძლებლობა არსებით გავლენას ვერ ახდენდა, უფრო ზუსტად, ეს ფაქტორი არც მიიღებოდა მხედველობაში. მაგრამ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განხილვას მოითხოვს, კერძოდ, უნდა გავითვალისწინოთ სისხლის დაურვების ზოგადი წესი სასისხლო სიგელების თანადროულ ქართულ სინამდვილეში.

ჩვენი მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოცულობით ხდებოდა პრაქტიკაში სრული სისხლის ფასის ოდენობის თეორიული ნორმის რეალიზება სასისხლო სიგელების შექმნის ეპოქაში. სათანადო წყაროების სიმწირის გამო შეუძლებელია თვალი გავადევნოთ თუ როგორ, რა მოცულობით რეალიზდებოდა ცხოვრებაში ბექა მანდატურთუხუცესის, გიორგი ბრწყინვალის, აღბუღა ათაბაგის სამართლის წიგნებით, აგრეთვე, `ბიჭვინტის იადგარის~ განჩინებებით დადგენილი სრული სისხლის საზღაურის ნორმები119,


118 ყაუხჩიშვილი 1959; 362,503; ყაუხჩიშვილი 1974: 816,818.
119 აქ არ განვიხილავთ საკითხს, თუ როგორ ხორციელდებოდა ცხოვრებაში ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის
შესაბამისი ნორმები, რადგანაც აღნიშნული სამართლის წიგნი სცილდება სასისხლო სიგელთა შექმნის ეპოქას.
- 77 -

მაგრამ შემორჩენილი მცირეოდენი მონაცემებითაც, სასამართლო განჩინებებმა რომ შემოგვინახეს, ზოგადი სურათის წარმოდგენა მაინც შესაძლებელია.

სრული სისხლის ზღვევა, როგორც წესი, სასამართლოს გზით ხდებოდა. სასამართლო ნებისმიერი სასისხლო საქმის, მათ შორის, მკვლელობის სარჩელის განხილვას სრული სისხლის ფასის ოდენობის გამორკვევით იწყებდა და ამ უკანასკნელის საფუძველზე გადაკვეთდა მკვლელობის თუ სხვა სახის დანაშაულის საზღაურის ოდენობას. სასამართლო განაჩენის გამოტანისას ითვალისწინებდა დაზარალებულის (მოკლულის ნათესავების) მხრიდან ბრალდებულის (მკვლელის) მიმართ ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებული ზარალის ან ზიანის (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა) საზღაურს და ამ უკანასკნელს გამოაკლებდა სრული სისხლის საფასურის თეორიული ნორმით დადგენილ ოდენობას, რასაც წყაროები `შეფარდებას~ და `ჩარონინებას~ ან `გაშვებას~ უწოდებენ120. სასამართლო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებოდა `პატივების~ წესიც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დამნაშავეზე დაკისრებული სრული სისხლის საზღაურის ნაწილს `იპატივებდა~ ჯვარ-ხატი, მეფე-დედოფალი, ბჭეები და სასამართლოს წევრი დარბაისელნი. ეს `ნაპატიები სისხლიც~ გამოიქვითებოდა სრული სისხლის საზღაურიდან. სასამართლო მხედველობაში იღებდა, აგრეთვე, დამნაშავის ეკონომიკურ მდგომარეობასაც. თუ დამნაშავე თავისი ეკონომიკური შესაძლებლობით `შეფარდება-ჩარონინებისა~ და `პატივების~ შემდეგ გადასახდელად გადაკვეთილ საზღაურსაც ვერ `ამოუვიდოდა~, მაშინ ამ უკანასკნელსაც გარკვეულ ნაწილს ჩამოაკლებდნენ121. ამ პროცედურების შემ


120 იხ. დოლიძე 1972: 125,126,140,141,166,211,212.
121 დოლიძე 1972: 166.
- 78 -

დეგ სასამართლო ადგენდა გადასახდელი საზღაურის საბოლოო ოდენობას, რასაც `ნაბჭობი (ნაბრჭობი) სისხლი~ ერქვა122.

თუ დამნაშავე «ნაბჭობი სისხლის» გადახდას თავს აარიდებდა, მას კანონი ჯარიმას დააკისრებდა123. მაგრამ ეკონომიკური ხელმოკლეობის გამო თუ ვერ გადაიხდიდა («ვერ ამოუვიდოდა»), მაშინ ის მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით `ხელთ მიეცემოდა~ დაზარალებულ მხარეს და ამ უკანასკნელის საკუთრებაში (თუ გლეხი ან მსახური იყო) ან ვასალობაში (თუ აზნაური იყო) გადადიოდა124.

ზემოთქმულიდან ცხადია, რომ `ნაბჭობი სისხლი~ გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე თეორიული ნორმით დადგენილი საზღაური. აღსანიშნავია ისიც, რომ `ნაბჭობი სისხლის~ დაურვება მთლიანად ფულით ანუ, როგორც მაშინ იტყოდნენ, `მშრალი თეთრით~ სავალდებულო არ იყო. სისხლის საზ- ღაურში `აიღებოდა~ ნაწილობრივ ფული, ნაწილობრივ ყმაგლეხი, აგრეთვე, უძრავ-მოძრავი ქონება, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ეს უკანასკნელი.

განვიხილოთ სრული სისხლისა და `ნაბჭობი სისხლის~ თანაფარდობის კონკრეტული მაგალითები.

1326 წ. იმერთა მეფის მიქაელის კარზე მოწვეულმა სასამართლომ აზნაურ მანგასარ მიქელაძის მკვლელობის საქმე გაარჩია. მოსამართლეებმა `სისხლის მოკითხული ქნეს~ და გამოარკვიეს, რომ მოკლულის სრული სისხლის ფასი, მისი წინაპრებისათვის მეფის მიერ ბოძებული სიგელის მიხედვით, 80000 ძველი კირმანეული თეთრი ყოფილა. სასამართლოს მიერ გადაკვეთილმა `ნაბჭობმა სისხლმა~ შეადგინა: 7 გლეხი, 8 ტანი აბჯარი, ხვასტაგის გარკვეული რაოდენობა125.


122 დოლიძე 1963: 468; დოლიძე 1972: 107-108.
123 იხ.დოლიძე 1963: 140.
124 იხ.დოლიძე 1963:140-141.
125 თაყაიშვილი 1909: 33-34.
- 79 -

გელაძისა და დავლაძის სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელი (XIVს.), მოგვითხრობს, რომ მოკლული დავლაძის სრული სისხლის ფასი 80000 კირმანეული თეთრი აღმოჩნდა. საბუთის ცნობით, დამნაშავე გელაძე ამ საზღაურს ვერ `ამოუვიდა~, მაგრამ `რითაც ვერ ამოუვიდა, აპატივა (დავლაძის ჭირისუფალმა _ გ.ა.) საყდარსა და მეფესა და დარბაისელთა, საყდრისშვილთა~. სასამართლოს საბოლოო განაჩენით დამნაშავემ დაზარალებული მხარის სასარგებლოდ გაიღო: 12 გლეხი, აგრეთვე, აბჯრის, ნაქსოვის და ხვასტაგის გარკვეული `სიმრავლე~126.

კოტრიძეებისა და ჭარელიძეების სასისხლო საქმის გარდაწყვედილობის სიგელის (1432 წ.) მიხედვით, მეფის სასამართლომ სახასო აზნაურის, აბესალომ კოტრიძის მკვლელობისათვის რაჭის ერისთავს, ციცი ჭარელიძეს დააკისრა საზ- ღაურის გადახდა 120000 ძველი თეთრის ოდენობით, როგორც ამას ითვალისწინებდა კოტრიძეთა სასისხლო სიგელი. სასამართლოს განჩინებით, ჭარელიძემ კოტრიძეებს `ნაბჭობი სისხლის~ დასაურვებლად მისცა: შვიდი კომლი გლეხი; ეკლესია სოფელ ღუნდაში; ჯაჭვი; რკინის ქალამანი; საძროხე ქვაბი; ჭორღათო; ოთხთავი; ორი ჯორი; ხუთი ცხენი; თორმეტი ხარი; სამი ორხუა ნაქსოვი და ორი სინჯაფის ტყავი127.

1652 წ. მეფის სასამართლომ ავთანდილ ზედგენიძე დამნა- შავედ ცნო იმარინდო ზედგენიძის მკვლელობაში. სასამართლომ `მოკითხული ქნა~ და გამოარკვია მოკლულის სრული სისხლის საფასური: 30 კომლი გლეხი, 12 თუმანი თეთრი, ერთი გუთანი ხარი, 5 ცხენი, 300 კოდი პური და `სამარხოდ~ (დაკრძალვის ხარჯი) 200 კოკა ტკბილი. სასამართლოს გამართვის დროს მკვლელი ცოცხალი აღარ იყო, ამიტომ საზღაურის დაურვება მის შვილს დაეკისრა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე ქონებრივი ხელმოკლეობის გამო სრულ სისხლს ვერ აუვიდოდა.


126 თაყაიშვილი 1909: 34-35.
127 კაკაბაძე 1912: 9-10.
- 80 -

ამასთან დაკავშირებით მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ `ზოგი ვაპატიეთ ჯვარ-ხატთა, ზოგი მეფესა და დედოფალსა, ზოგი პჭეთა და მოსამართლეთა~ და `ნაბჭობი სისხლი~ მხოლოდ 6 კომლი გლეხით განისაზღვრა128.

1701-1703 წლებს შორის ერეკლე I-ის მიერ მოწვეულმა სასამართლომ ვინმე დუშიას მამის მკვლელობის საქმე განიხილა. აღმოჩნდა, რომ მოკლულის სრული სისხლის ფასი შეადგენდა 240 თუმანს. აქედან `ზოგი ჩვენ, ზოგი დარბაისელთ ვაპატივეთ და ზოგი იქით ჭრილობისა და მიჴდომისათვინ გავაშვებინეთო~, აღნიშნავენ მოსამართლეები. საბოლოო ჯამში `ნაბჭობმა სისხლმა~ შეადგინა 60 თუმანი, 3 კომლი გლეხი და 20 დღიური მიწის ნაკვეთი129. ამრიგად, პრაქტიკულად გაცილებით იმაზე ნაკლებს იხდიდნენ, ვიდრე თეორიულად იყო დადგენილი.

რაც შეეხება გადახდას, ფულით ვერგელდის მხოლოდ ნაწილს იხდიდნენ, უმეტეს შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, მთლიანად ყმა-გლეხით, მიწით და/ან მოძრავი ქონებით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ გადაკვეთილი სახდელი ანუ `ნაბჭობი სისხლი~ უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად, თითქმის, ორი მესამედით ნაკლები გამოდიოდა, ვიდრე ეს სისხლის ფასის თეორიულად დადგენილი ნორმით იყო გათვალისწინებული. დამნაშავე, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვინიცობაა, `ნაბჭობ სისხლსაც ვერ გადაიხდიდა, მაშინ ის, თუ გლეხი იყო, თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით დაზარალებულის საკუთრებაში გადადიოდა, თუ კეთილშობილი-მამული ჩამოერთმეოდა და იქიდან მიღებული შემოსავლით დაზარალებული სისხლს დაიურვებდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სისხლის ფასის ოდენობის განსაზღვრაზე არსებით გავლენას არ ახდენდა ის გარემოება, შეეძლო თუ არა დამნაშავეს ამდენი ფულის გადახდა. საქმე ისაა, რომ სისხლის საზღაურის


128 დოლიძე 1972: 93
129 დოლიძე 1972: 166
- 81 -

თეორიული ნორმით გათვალისწინებულ ოდენობას პრაქტიკულად არავინ იხდიდა და გამოსავალი სისხლის დაურვების შეუძლებლობის შემთხვევაშიც არსებობდა (დამნაშავის `ხელთ მიცემა~ დაზარალებული მხარისათვის). ყოველივე ზემოთქმული საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ფულის კურსის (წონა, სინჯი) ხშირი ცვალებადობის გამო სისხლის ფასი გამოიხატებოდა მხოლოდ კანონიერი წონის მონეტით და არავითარი ანგარიში არ ეწეოდა მოცემულ მომენტში ფულის მიმოქცევის ინტენსივობას, არც მიმოქცევაში არსებული ფულის ფაქტიურ წონას, რომელიც შეიძლება დამთხვეოდა ან არ დამთხვეოდა კანონიერ წონას130. ასე რომ კანონიერი წონის ფულს, რომლითაც განისაზღვრებოდა სისხლის ფასის ოდენობის თეორიული ნორმა, იმთავითვე საანგარიშო ერთეულის ფუნქცია ჰქონდა. მის ბაზაზე ხდებოდა `ნაბჭობი სისხლის~ დასაურვებლად `დადებული~ ყმა-გლეხის თუ უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრაც. რაც შეეხება საზღაურის ფულით გადახდას, ეს


130 ზემოთ ვნახეთ, რომ სისხლის დასაურვებლად მიღებული მონეტის კანონიერი და პრაქტიკული წონა ზოგჯერ
ემთხვეოდა ან უახლოვდებოდა კიდეც ერთმანეთს (ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის თეთრი, XVII ს. 
ისტორიული დოკუმენტების მარჩილი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის თუმანი), მაგრამ ეს გამოწვეული იყო არა
იმით, რომ სისხლის ფასის დადგენისას ამოსავალ საფუძვლად აღებული იყო თანადროული მონეტის ფაქტიური წონა,
არამედ იმით, რომ მოცემულ მომენტში ფული იჭრებოდა კანონიერი წონითი სტანდარტით. მაგრამ ასეთი დამთხვევა
დროებითი, წარმავალი მოვლენა იყო. ფულის წონის დაქვეითებისთანავე, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი, აღნიშნული
თანხვედრა ქრებოდა და სისხლის ფასის განმსაზღვრელი ნომინალი აღარ იყო გადახდის საშუალება და ის მარტოოდენ
საანგარიშო ერთეულად რჩებოდა. ეს ხვედრი ერგო ბექას სამართლის `ყაზანურ თეთრს~, რომელმაც სამართლის
შედგენიდან მოკლე ხანში განიცადა ფაქტიური, მოგვიანებით კი კანონიერი წონის შემცირებაც. იგივე ბედი გაიზიარა
კირმანეულმა თეთრმაც: ჯერ მისი კანონიერი წონა შემცირდა XIII ს. ბოლოს, შემდეგ თანდათანობით ფაქტიური წონაც,
კანონიერი წონის კირმანეულმა კი საანგარიშო ერთეულის ფუნქციით განაგრძო არსებობა.
- 82 -

ხდებოდა ყველანაირი წონის მონეტით, რომელიც მოცემულ მომენტში იყო მიმოქცევაში, ან ხელმისაწვდომი გადამხდელის- თვის, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით: სისხლის დასაურვებლად გადახდილი მონეტების ჯამური წონა ტოლი უნდა ყოფილიყო საანგარიშო ერთეულით განსაზღვრული ოდენობის ჯამური წონისა. ამას მოითხოვდა, ზოგადად, ანგარიშსწორების, კერძოდ, სასისხლო საზღაურის გადახდის მართებულობა. ამის უშუალო გამოხატულებაა ანგარიშსწორების დროს ფულის წონით გადახდის ფაქტები დადასტურებული ამ პერიოდის წერილობით წყაროებში. სწორედ ამით აიხსნება სისხლის ფასის განმსაზღვრელი ფულის ერთეულის დროში `გაქვავება~, რისი რამდენიმე მაგალითიც ზემოთ იყო მოტანილი.

ვფიქრობ, ამით აიხსნება სისხლის ფასის საზღაურად მიღებული ნომინალების კონსერვატიზმი, რაც ძალიან თვალში საცემია XIV-XVII სს. წერილობით ძეგლებში (ხობის ტაძრის ძველ იადგარში XII-XIII სს. ჩაწერილი სისხლის საფასურის გამომხატველი ფულის ნომინალის, ბოტინატის ხელუხლებლად გადატანა შამადავლა დადიან-გურიელის მიერ იმავე იადგარის განახლების სიგელში და ამ უკანასკნელიდან ლევან II დადიანის წყალობის სიგელში. იმერთა მეფის, ბაგრატ III-ის სამართლის განჩინებებში, რომლებიც ბექა-აღბუღას სამართლის წიგნს დაურთო, სისხლის საზღაურის გამომხატველი აღბუღასეული ორიანი თეთრი ძალაში დატოვება). ეს იმიტომ, რომ მიმოქცევიდან გასული ძველი, მაგრამ სრულფასოვანი ფულის საანგარიშო ერთეულად დატოვებით ან მიღებით სასჯელის მართლზომიერება და ანგარიშსწორების მართებულობა მაინც უზრუნველყოფილი რჩებოდა. ამით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ სამართლის წიგნებისა თუ სხვა იურიდიული აქტების სასისხლო განჩინებების პრაქტიკაში გამოყენებას სულაც არ უშლიდა ხელს სისხლის დასაურვებლად დასახელებული ფულის ერთეულის დროთა განმავლობაში სამონეტო ბაზრიდან გაქრობაც კი, ვინაიდან საანგარიშო ერთეულის სიძველე სამართლის აღსრულებას არანაირად არ უქმნიდა დაბრკოლებას.

- 83 -

თავი მესამე. ზოგიერთი სასისხლო სიგელის დათარიღებისათვის

edit

მართალია, სასისხლო სიგელთა შესწავლას, მათ შორის, დათარიღების საკითხის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით ზოგი რამ დაზუსტებას მოითხოვს. ამჯერად საუბარი შეეხება რამდენიმე მათგანის ტექსტის შედგენის დროის განსაზღვრას. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საბუთების დათარიღების დროს აშკარა ხდება მათში დასახელებული პირების იდენტიფიკაციისა და ფაქტების სინქრონიზაციის შესაძლებლობა, ანუ იკვეთება აღნიშნული პირებისა და ფაქტების რეალურობა. მიუხედავად ამისა, დათარიღება უშუალოდ მაინც არ ემსახურება ამა თუ იმ საბუთის ნამდვილობა-ნატყუარობის დადგენას, რადგანაც, როგორც მ. სურგულაძე შენიშნავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ცნობები რეალური ისტორიული პირებისა და ფაქტების შესახებ ნატყუარ საბუთშიც მოხვდეს. ამიტომ აღნიშნული გარემოება აპრიორულად არ ნიშნავს სიგელის ნამდვილობას. როგორც ითქვა, ნამდვილობა-ნატყუარობის შემოწმების მიზნით თითოეული სასისხლო სიგელი ცალ-ცალკე (`ინდივიდუალურად~) უნდა იქნეს შესწავლილი და ამის შედეგად თუ დადგინდება რომელიმე მათგანის ნაყალბეობა, მაშინ ამ სიგელის თარიღის შესახებ აქ წარმოდგენილი დასკვნა მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რომელი მეფის დროს გაცემულად სურდა გაესაღებინა ყალბისმქნელს თავისი ნახელავი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სასისხლო სიგელთა წყაროთმცოდნეობითი შესწავლა მათი დათარიღების მცდელობასაც გულისხმობს, მაგრამ მისი შედეგები განსახილველი საბუთების ნამდვილობას ან ნყალბეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

- 84 -

ნიქაბერიძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია სიგელის პირი, გადაწერილი ეტრატზე (მხედრულით), სავარაუდოდ, XVI საუკუნეში. დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში [ქიმ 1604]. გამოცემულია ს. კაკაბაძის მიერ1. გადაწერის დროს დედნის კეფები არეულია. საბუთის გადანაწერში შეტანილია სხვა დოკუმენტის ფრაგმენტი, რომელიც, ალბათ, დედნის არშიაზე ან თავისუფალ ადგილზე იყო დაწერილი.

სიგელის ადრესატები არიან გიორგი, ოღი და სიხარული ნიქაბერიძეები, "გელათისა წინამდეგნი და ყმანი". საბუთის გამცემის შესახებ ხელნაწერი გვაუწყებს: `დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა ვახტანგისგან~2. ს. კაკაბაძის კონიექტურით მოტანილი ფრაზა ასე იკითხება: `დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა მისისა ვახტანგისგან~3. საბუთის გაცემის თარიღის შესახებ ხელნაწერში ვკითხულობთ: `დაიწერა სიგელი სასისხლო და ბრძანება ესე...ინდიკოტო მეფობასა ჩუენისათა იოანე ჴელითა მწიგნობარი ეფთვიმესითა ასურისთა~4. ს. კაკაბაძის დაკვირვებით, ტექსტის მოტანილი ფრაზა დამახინჯებულია გადამწერის მიერ, რომელსაც თარიღის მაჩვენებელი `იე~ (15) გაუგია საკუთარი სახელის "იოანეს" დაქარაგმებად. მისი აზრით,საბუთის დედანში აღნიშნული წინადადება ასე იკითხებოდა: `დაიწერა სიგელი სასისხლო და ბრძანება ესე...ინდიკტიონსა მეფობასა ჩუენისათა იე, ჴელითა მწიგნობრისა ეფვთიმესითა ასურისათა~5.

ს. კაკაბაძე სიგელის გამცემად მიიჩნევს დავით VI ნარინს, რომელიც ერთი ქრონიკალური ცნობით, დედის, რუსუდანის თანამოსაყდრედ ეკურთხა 1236 წ.6.აქედან გამომდინარე მკვლევარი ასკვნის, რომ მისი მეფობის მეთხუთმეტე წელს


1 კაკაბაძე 1924: 2-6.
2 კაკაბაძე 1924: 3.
3 კაკაბაძე,1924: 5.
4 კაკაბაძე 1924: 3.
5 კაკაბაძე 1924: 4-5.
6 ჟორდანია 1897: 124.
- 85 -

(`ინდიკტიონს ი-ე~) გაცემული სიგელი 1251 წლით უნდა დათარიღდეს7, რასაც იზიარებენ დ. ჟღენტი და ლ. რატიანი8.

ვფიქრობ, სიგელის თარიღი დაზუსტებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ დავით ნარინის თანამოსაყდრედ კურთხევის თარიღის შესახებ წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. ე.წ. აფხაზთა ქრონიკა, რომელსაც ემყარება ს. კაკაბაძე, ამ ფაქტს 1236 წლით ათარიღებს, რაც ზუსტი არ უნდა იყოს. ჟამთააღმწერლის `ასწლოვანი მატიანის~ მიხედვით, დავით უფლისწული, შემდგომში მეფე დავით VI ნარინი, თანამოსაყდრედ აკურთხეს ქუთაისში ხუთი წლის ასაკში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ჯალალ-ად-დინი თარეშობდა9. ეს უკანასკნელი საქართველოს გაეცალა 1230 წლის მეორე ნახევარში, მოკლეს 1231 წ. 17 აგვისტოს. ამის საფუძველზე, ივ. ჯავახიშვილმა და ნ. ბერძენიშვილმა დავით ნარინის თანამოსაყდრედ კურთხევა 1230 წლით დაათარიღეს10. ამ უკანასკნელ თარიღს იზიარებენ თ. ენუქიძე და ნ. შოშიაშვილი, თუმცა აღნიშნული ფაქტის თარიღად 1232 წელსაც ასახელებენ11.

როგორც არ უნდა დათარიღდეს დავით VI-ის თანამოსაყდრედ კურთხევა ან დასავლეთ საქართველოში მისი გამეფება, ავიღებთ მისი მეფობის ინდიკტიონის ათვლის საწყისად თანამოსაყდრედ თუ დამოუკიდებელ მეფედ კურთხევის წელს, ნიქაბერიძის სიგელის გაცემის თარიღი სცილდება დავით ნარინის მოღვაწეობის ხანას.

ამაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება. სიგელში სისხლის ფასი განსაზღვრულია ძველი ცხუმური თეთრით. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ვერცხლის ფულის _ თეთრის, იქნება ის კირმანეული თუ ცხუმური, ეპითეტი `ძველი~ ფეხს იკიდებს


7 კაკაბაძე 1924, გვ. 6.
8 ლექსიკონი 1991: 266, 308.
9 ყაუხჩიშვილი 1959: 179
10 ჯავახიშვილი 1982: 16; ბერძენიშვილი 1966: 21.
11 საბუთების კორპუსი 1984: 175, 180.
- 86 -

1296 წლიდან, როდესაც ყაზან-ყაენის რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ვერცხლის ფულის ახალი კანონიერი წონა. ასე რომ, ნიქაბერიძის სიგელის გაცემის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარია 1296 წ. შესაძლებელია მოინიშნოს ზედა ქრონოლოგიური ზღვარიც. სიგლის ტექსტი შეიცავს გვიანდელი დამტკიცება-განახლების ფრაგმენტს, რომელსაც ხელახლა დამამტკიცებელი მეფის სახელი აკლია, მაგრამ შემოუნახავს ხელახლა დამტკიცების თარიღი: `ინდიკ(ტ)იონსა მეფობასა რაი ას სამოცდასამსა~12. ფრაზაში "რაი ას სამოცდასამი", როგორც ს. კაკაბაძე შენიშნავს, ქრონიკონის ანბანური მაჩვენებელი ("რაი") განმარტებულია სიტყვიერადაც. ქრონიკონის ანბანური მაჩვენებელი კი თავდაპირველად (იგულისხმება დედანში) რ (100), ჲ (60) და გ (3) ასონიშნების კომბინაცია უნდა ყოფილიყო. მხედრულ ანბანში ასონიშანი (ჲ- იოტა) XVI საუკუნემდე ნუსხური გრაფიკით იწერებოდა (რაც ძალიან ჰგავდა მხედრულ `ა~-ს). გადამწერმა სწორად გაიაზრა ამ ასონიშნის ადგილი ანბანში და, შესაბამისად, მისი რიცხვითი მნიშვნელობა (60), ოღონდ რიცხვის ანბანური მაჩვენებლების მესამე ასონიშნის გადმოღებაში დაუშვა შეცდომა და "გ"-ს ნაცვლად "ი" დაწერა, თუმცა რიცხვითი მნიშვნელობა სიტყვიერად ("ას სამოცდასამი") სწორად გადმოსცა. ასე რომ, ნიქაბერიძის სასისხლო სიგელის ხელახალი დამტკიცების თარიღია ქრონიკონი 163 და იძლევა (1312+163) 1475 წ., რაც, ამავე დროს, მისი შედგენის ზედა ქრონოლოგიური ზღვარიცაა.

ამრიგად, ნიქაბერიძის სასისხლო სიგელი გაცემულია 1296-1475 წლებს შორის, რომლის გამცემი დავით მეფეც ამ შუალედშია საძიებელი. აღნიშნულ პერიოდში ამ სახელის მატარებელი ორი მეფეა ცნობილი, ერთი დავით IX, რომელიც, ამ ბოლო დროს დაზუსტებული ქრონოლოგიით, 1346-1366 წწ.


12 კაკაბაძე 1924: 3.
- 87 -

მეფობდა13 და პროვინციის მეფე დავით ანდრონიკეს ძე, რომელიც პოლიტიკურ არენაზე ჩანს 1354-1382 წლებში. მისი საგამგებლო ტერიტორია შიდა ქართლი, კერძოდ, გორის მიდამოებია14. დასავლეთ საქართველოზე მისი ხელისუფლების გავრცელების რაიმე ნიშანი წყაროებს არ შემოუნახავს, ამიტომ "გელათის წინამდეგნი და ყმანი" ნიქაბერიძეები აღნიშნული დავითის ვასალები ვერ იქნებოდნენ და, ცხადია, მათ სიგელსაც ვერ მისცემდა.

რჩება სრულიად საქართველოს მეფე დავით IX, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა დასავლეთ საქართველოზეც. მისი მეფობის მეთხუთმეტე ინდიკტიონი, თუ ათვლის წერტილად ერთპიროვნული გამეფების თარიღს (1346 წ.) ავიღებთ, 1360- 1361 წლებზე მოდის.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აღნიშნულ სიგელში დავით მეფის შვილად დასახელებულია ვახტანგი, რომელიც სხვა წყაროებში არ ჩანს. ცნობილია, რომ დავით IX სამეფო ტახტზე შეცვალა თავისმა ძემ ბაგრატმა. ამიტომ ნიქაბერიძის საბუთის აღნიშნული ცნობა შეიძლება დავით IX - ის მეფობის ადრეულ პერიოდს ასახავდეს, როცა მას ბაგრატი ჯერ კიდევ არ ჰყავდა (პირმშო ვახტანგი, ივარაუდება, მამის სიცოცხლეში გარდაიცვალა).

ე.წ.გორგაძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია მხედრულად დაწერილი პირი, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Ad-932). გრაგნილის მეორე მხარეს წერია: "ესე სიგელისა ძველისა დედოსსგან (sic) გარ(დ)მოვწერეთ და გარ(დ)მოვიღეთ" 15. გამოცემულია თ. ჟორდანიას მიერ 16. საბუთის პირი, თ. ჟორდანიას აზრით, ხელის მიხედვით, გადაწერილია XV საუკუნეში, ს. კაკაბაძის შეხედულებით - XVI


13 იხ. ჯოჯუა 2012|2013: 149-150.
14 კაკაბაძე 1914: 139; ოდიშელი 2010: 189
15 ჟორდანია 1897: 194.
16 ჟორდანია 1897: 193-195
- 88 -

ს. მეორე ნახევარში 17. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით (იგულისხმება ასოების: ო, პ, ნ, უ, ჩ, ც, წ ნუსხურიდან მხედრულისაკენ გარდამავლობა), ჯ. ოდიშელი ხელნაწერს XV ს. მიაკუთვნებს 18.

ეს საბუთი სამეცნიერო ლიტერატურაში გორგაძის სასისხლო სიგელის სახელწოდებითაა ცნობილი, მაგრამ ტექსტში ადრესატის გვარი ყველგან ამოშლილია და ჩაწერილია "გორგაძე", ოთხი ასეთი შემთხვევიდან ერთში მკრთალად, მაგრამ გარკვევით შემორჩენილია ნაკვალევი გვარსახელისა "ინოსარიძე", რაც მოწმობს იმას, რომ დანარჩენ სამ ადგილზეც, სადაც ადრესატი იყო დასახელებული, გვარი "ინოსარიძე" ეწერა. მას დავითი რქმევია, რაზედაც მიუთითებს ის გარემოება, რომ ადრესატის სახელი "დავითი" ორგან ძირითადი ტექსტის ხელითაა შემონახული (ორგან კიდევ გვართან ერთად სახელიც წაშლილია და დაწერილია "გორგაძე დავით"). საბუთის ადრესატის ვინაობის წაშლა და ახლით ჩანაცვლება გაკეთებულია თითქმის თანამედროვე ხელით, შესაძლოა, როგორც ჯ. ოდიშელი ვარაუდობს, იმ დავით გორგაძის მიერ, რომელმაც ის იმერეთიდან ჩამოიტანა და თ. ჟორდანიას გადააწერინა XIX ს. 90-იან წლებში 19.

ასე რომ, ე. წ. გორგაძეთა სასისხლო სიგელი სინამდვილეში დავით ინოსარიძის სახელზე გაცემული საბუთია.

სიგელის თავში გამცემის შესახებ ნათქვამია: "ქ. სახელითა ღმრთისათა ჩუენ მეფეთ-მეფემან ალექსანდრემან და ძეთა ჩუენთა ვახტანგ დავითიან ბაგრატოვანმან..." 20. სიგელის ბოლოს გადამწერის მიერ გადმოღებულია ხვეული ხელრთვა: "ალექსანდრე" 21.


17 კაკაბაძე 1924: 67
18 ოდიშელი 1966: 212
19 ოდიშელი 1966: 212
20 ჟორდანია 1897: 193
21 ჟორდანია 1897: 194
- 89 -

გაცემის თარიღის შესახებ ტექსტში წერია: "დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინვნდიკონსა მეფობისა შიგან ქრონ(იკონ)სა ოთხმოცსა, თვესა ივნისსა ცამეტსა, ჴელითა მწი(გნო)ბრისათა ჩუენისა გრიგოლისითა" 22. ალექსანდრე მეფის ინდიქტიონის (ტექსტში დამახინჯებულია: "ინვნდიკონი") რიცხვითი მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ მითითებულია ქრონიკონი 80, რაც 1392 წ. (1312+80) უჩვენებს.

სიგელის გამცემი ალექსანდრე მეფის იდენტიფიკაცია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თ. ჟორდანია მას აიგივებს ლიხთ-იქითის მეფე ალექსანდრესთან, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გამეფდა 1387 წ. და გარდაიცვალა 1389 წ. 23. თ. ჟორდანია განსახილველი სიგელის თარიღს უფრო სანდოდ მიიჩნევს, ვიდრე ვახუშტი ბაგრატიონის ცნობას 24.

ს. კაკაბაძის აზრით, სიგელის დედანში, ალბათ, "ქრონიკონსა ას პთ" (ანუ 1501 წ.) ეწერა, რაც გადამწერს შეცდომით გადმოუღია როგორც "ოთხმოცსა". ამის საფუძველზე ის სიგელს მიაკუთვნებს იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს 25, რასაც არ იზიარებს ჯ. ოდიშელი 26.

განსახილველი სიგელის გაცემის ახლო ხანებში, XIV ს. 90-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ჩანს პროვინციის მეფე ალექსანდრე 27. დ. ნინიძე სვამს კითხვას, ხომ არ შეიძლება ამ უკანასკნელის გაიგივება ე. წ. გორგაძის სასისხლო სიგელის გამცემ ალექსანდრე მეფესთან? 28.

იმის გათვალისწინებით, რომ ინოსარიძის ("გორგაძის") სასისხლო სიგელის გამცემი მეფის ხელისუფლების გავრცე-


22 ჟორდანია 1897: 194
23 ყაუხჩიშვილი 1973: 803
24 ჟორდანია 1897: 193
25 კაკაბაძე 1924: 68
26 ოდიშელი 1966: 212
27 ნინიძე 1995: 103-112
28 ნინიძე 1995: 108

- 90 -

ლების არეალი დასავლეთ საქართველოშია, ყველაზე მისაღებად ჩანს თ. ჟორდანიას თვალსაზრისი, რომლის თანახმად, საბუთი გაცემულია დავით ნარინის შთამომავლის, დასავლეთ საქართველოში 1387 წ. გამეფებული ალექსანდრე ბაგრატის ძის მიერ, რომლის გარდაცვალების ვახუშტისეული თარიღი (1389 წ.), განსახილველი სიგელის საფუძველზე, უნდა გადაისინჯოს.

სიგელის ადრესატი დავით ინოსარიძე დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელია. ინოსარიძეთა/ინასარიძეთა ფეოდალური სახლი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XIII-XVII სს. დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გუგუნავების სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის ორი პირი; ერთი მათგანი (ეტრატზე დაწერილი, მხედრულით), ხელის მიხედვით XV-XVI სს-ს ეკუთვნის და დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1607); მეორე, შესრულებული 1868 წ. ა. ბერჟეს დაკვეთით, ინახება სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთის ხელნაწერთა ინსტიტუტში, მ. ბროსეს არქივში (Н-91, ფ. 4v-5г).

პირველი ხელნაწერის (ქიმ 1607) მიხედვით ტექსტის დიდი ნაწილი გამოაქვეყნა ს. კაკაბაძემ 29; უფრო ადრე მან გამოაქვეყნა ტექსტი მეორე ნუსხის მიხედვით 30. რუსული თარგმანი იმავე (პეტერბურგში დაცული) ხელნაწერის მიხედვით გამოსცა საურმაგ კაკაბაძემ 31.

სიგელის ადრესატები არიან მეფის მოლარეთუხუცესის ქველი ჭილაძის ყმა-ვასალები, კაკუ და მისი შვილები: მამალე, გავაშელი, ტაიბუღა და რატი გუგუნავები 32.


29 კაკაბაძე 1924: 299-300
30 კაკაბაძე 1913ა: 18-19
31 კაკაბაძე 1982: 117-119
32 კაკაბაძე 1913ა: 18
- 91 -

სიგელის გამცემი მეფის ვინაობა ხელნაწერებში განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ქუთაისურ ნუსხაში ვკითხულობთ: "ქ. სახელითა ღუთისათა დავით მეფემან და გი(ორ)გი ბაგრატუობათა...". პეტერბურგულ ხელნაწერში შესაბამისი ადგილი ასე იკითხება: "ქ. სახელითა ღმრთისათა დავითიანმან მეფემან გიორგიმ ბაგრატონიანმან..." 33. როგორც ვხედავთ, ქუთაისურ ნუსხაში სიგელის გამცემად დასახელებულია ორი მეფე _ დავითი და გიორგი. დ. ჟღენტი 34 და მ. სურგულაძე 35 თვლიან, რომ სიგელის გამცემია მეფე დავითი, რომელსაც აიგივებენ დავით X-სთან (1505-1525), მაგრამ ეს მოსაზრება საბუთის ერთი (ქუთაისური) ხელნაწერის დამახინჯებულ ჩვენებას ემყარება; მეფის ტიტულატურის აღმნიშვნელი "დავითიანი" (მიანიშნებს ბაგრატიონთა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისაგან წარმოშობას), დამოწმებული პეტერბურგულ ნუსხაში, ქუთაისური ნუსხის გადამწერმა გაიგო როგორც საკუთარი სახელი ("დავითი") და ასეც გადმოიტანა.

საბუთის გამცემი მეფის ვინაობის გასარკვევად სარგის და საურმაგ კაკაბაძეები, სავსებით მართებულად, უპირატესობას პეტერბურგული ნუსხის წაკითხვას ანიჭებენ და ასეთად გიორგი მეფეს თვლიან, რომელსაც გიორგი VII-სთან (1393- 1407) აიგივებენ. მათი აზრით, ასეთ იდენტიფიკაციას ადასტურებს სიგელში მოწმეებს შორის დასახელებული გიორგი მეფის სიძე ამირეჯიბი კახაბერ ჩიჯავაძე 36, რომელიც სხვა საბუთის მიხედვით, მართლაც იყო გიორგი VII-ის სიძე _ მისი დის ულუმპიას მეუღლე 37.

სიგელის გამცემი რომ გიორგი VII, ამას მოწმობს მასში დაცული კიდევ ერთი რეალია. საბუთის დამწერია დემეტრე


33 კაკაბაძე 1913ა:18
34 ლექსიკონი 1991: 268
35 სურგულაძე 2010: 175
36 კაკაბაძე 1913ა: 19; კაკაბაძე 1924: 300; კაკაბაძე 1982: 119
37 საბუთების კორპუსი 2013: 7
- 92 -

მარკოზიშვილი 38, რომელიც მდივან-მწიგნობარი იყო გიორგი VII-ისა და ალექსანდრე I-ის (1413-1446) კარზე 39.

ქველი ჭილაძე იხსენიება ტყვირის ეკლესიის ქტიტორულ წარწერაში 40.

მიქაბაძის სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის პირი, გადაწერილი ეტრატზე XV საუკუნეში. ხელნაწერი დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1605).

სიგელის ადრესატები არიან დავით და გიორგი მიქაბაძეები, მეფის მეაბჯართუხუცესის გიორგი ჩხეტიძის ყმავასალები41.

საბუთის გამცემია გიორგი მეფეთ-მეფე "იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატუანი ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშთა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, სამხრისა და ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა - ორსავე სახელმწიფოსა ტახტ-გვირგუინისა ღვთისა მიერ მფლობელ-მპყრობელი" 42.

გაცემის თარიღად დასახელებულია გიორგის მეფობის ინდიკტიონი რიცხვითი მაჩვენებლის გარეშე და ქრონიკონი 54543.

საბუთის დათარიღების საკითხი განიხილა ს. კაკაბაძემ. ქრონიკონი 545, ცხადია, გაუგებრობაა - ის ქრონიკონულ 532 წლიან ციკლს 13 წლით სცილდება. ეს უცნაურობა ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებლისა, ს. კაკაბაძის აზრით, აიხსნება იმით, რომ საბუთის შემდგენელმა დასრულებული ქრონიკონის


38 კაკაბაძე 1913ა:19; კაკაბაძე 1924: 300
39 საბუთების კორპუსი 2013: 81, 90, 101, 115, 119, 126, 129, 136, 152
40 თაყაიშვილი 1913: 2-5; ჭილაძეთა საგვარეულოს შესახებ იხ. სოსელია 1973: 271-284; არახამია 2009: 8-26
41 კაკაბაძე 1924: 6
42 კაკაბაძე 1924: 6-7
43 კაკაბაძე 1924: 8
- 93 -

სრულ ციკლს (532-ს) მექანიკურად მიუმატა ახალი ქრონიკონის წლები, რომელთა რაოდენობა 13-ს შეადგენდა. ამის გათვალისწინებით მკვლევარმა ქრონიკონის მაჩვენებლად გამოიყვანა 13 და მიიღო 1325 წ. (1312+13)44. ს. კაკაბაძის ეს თვალსაზრისი გაიზიარეს დ. ნინიძემ45, კ. კახაძემ46 და ა. ბაქრაძემ47. სიგელის გამცემი გიორგი მეფე ს. კაკაბაძემ გააიგივა ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში დასახელებულ გიორგი მეფესთან, რომელიც "იმერული გარიგების წიგნის" ქრონიკალური ცნობით, გარდაიცვალა 1345 წ. ეს უკანასკნელი, მკვლევრის ვარაუდით, დავით ნარინის ჩამომავალი იყო48. ეს ვარაუდი არ გაიზიარეს დ. ნინიძემ და კ. კახაძემ. მათი აზრით, სიგელის გამცემია გიორგი V ბრწყინვალე49.

ვფიქრობთ, საბუთის თარიღისა და გამცემი მეფის იდენტიფიკაციის საკითხის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები უდაო არ არის. ამის საფუძველს იძლევა რამდენიმე გარემოება. უწინარეს ყოვლისა, ხელნაწერში დაცული ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებლის ს. კაკაბაძისეული ინტერპრეტაცია ხელოვნურად გამოიყურება - ქრონიკონით თარიღის მითითება იმგვარად, როგორც ეს განსახილველი სიგელის ხელნაწერში გვაქვს, არც ერთ ქართულ წერილობით ძეგლში არ დასტურდება.

ცნობა თარიღის შესახებ დამახინჯებულია გადამწერის მიერ და მისი პირვანდელი სახით აღდგენა უიმედო ჩანს. მეორე, სიგელის თავში მეფის ტიტულატურაში ვკითხულობთ: "იესიან-დავითიან-სოლომონიანი", რითაც ქართველი ბაგრატიონები ბიბლიურ დავითთან თავიანთ ნათესაობას უსვამდნენ ხაზს. ეს ელემენტი ქართველ მეფეთა ტიტულატურაში ფეხს


44 კაკაბაძე 1924: 8-9
45 იხ. ნინიძე 1995: 121
46 კახაძე 2001:46-48
47 ლექსიკონი 2004: 180
48 კაკაბაძე 1924: 9
49 ნინიძე 1995: 121; კახაძე 2001: 48
- 94 -

იკიდებს XIV ს. 80-იანი წლებიდან50, რაც გვაფიქრებინებს, რომ განსახილველი საბუთი ეკუთვნის უფრო გვიანდელ ხანას, ვიდრე გიორგი V ბრწყინვალის მეფობაა (1318-1346). აქედან გამომდინარე სიგელი გაცემული უნდა იყოს გიორგი VII (1393- 1407) ან გიორგი VIII (1446-1465) მიერ. სხვა გიორგი მეფე, რომლის მოღვაწეობა თავსდება საბუთის შედგენის სავარაუდო ეპოქაში (XV-XVI საუკუნეები) და დასავლეთ საქართველოშიც ფლობდა ხელისუფლებას, ცნობილი არაა. საბუთის დამწერის ვინაობა _ სამეფო `კარისა და საწოლის მწიგნობარი დავითი~ _ კი გვიბიძგებს იქითკენ, რომ სიგელის გამცემად გიორგი VII ვივარაუდოთ, რამდენადაც სწორედ მისი მეფობის ახლო ხანებში, სახელდობრ, 1408 წ. სამეფო კარზე მოღვაწეობდა "საწოლის მწიგნობარი დავითი", გვარად ცნოდისძე51.

მიქაბაძის გვარის სამკვიდრო რაჭა უნდა ყოფილიყო: XV-XVI სს-ით დათარიღებული ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მიქაბაძე ივანია მოწმედაა დასახელებული დავით სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა52.

თოდოძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია სიგელის ორი პირი. ერთი მათგანი, დაწერილი ეტრატზე მხედრულით, ხელის მიხედვით, გადაწერილია XV საუკუნეში. ინახება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 591). მეორე პირი, გადაწერილი პირველისგან, ინახება ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში (ხელნაწერთა ფონდი ზდ-73). ეტრატის ხელნაწერი თავის დროზე თოდუებს წარუდგენიათ სამეგრელოს მმართველობის საბჭოში (1857-1867), რასაც გვაუწყებს შემდეგი რუსული მინაწერი: `Сей документ в Совет Управления Мингрелиею крестьянином Тодуевым явлен и в книгу подлинником под №829 записан, в чем подписом присутствующих и приложением


50 საბუთების კორპუსი 2013: 50, 98
51 საბუთების კორპუსი 2013: 100
52 ლექსიკონი 2004: 190
- 95 -

казенной печати свидетельствуется~53. სიგელი ეტრატის ხელნაწერის მიხედვით გამოაქვეყნეს ს. კაკაბაძემ და დ. კლდიაშვილმა54.

საბუთის მიმღებად დასახელებულია სარგის ფარიჯანიანის ყმა-მსახურები ვარდან და გიორგი თოდოძეები. ეტრატის ხელნაწერში ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მეფე კონსტანტინეს წინაშე იაჯეს სარგის და გიორგი ფარიჯანიანებმა მათი ერთგული ყმების ვარდან და გიორგი თოდოძეებისათვის სასისხლო სიგელის ბოძება, სიტყვები: "ფარიჯანიანი სარგის და გიორგი" გადაკეთებულია ასე: "მარად მთავარანგელოზის ეკლესიის კარს"55. ეტრატის ხელნაწერიდან გადმოღებულ ზუგდიდურ ნუსხაში გადასწორების კვალი, ბუნებრივია, არ შეინიშნება. გადამკეთებლის მიზანი კარგად ჩანს _ მას სურდა წაეშალა ფარიჯანიანის მიმართ თოდოძეების ყმობის მაჩვენებელი სიტყვები. შესწორება, ხელის მიხედვით, XVI საუკუნეში უნდა მომხდარიყო56.

საბუთის შედგენის წელი მითითებული არ არის, მაგრამ დასახელებულია გაცემის თვე, დღე და რიცხვი (15 დეკემბერი, პარასკევი). საბუთის გამცემია მეფე კონსტანტინე. სიგელის გაცემის სავარაუდო ეპოქაში (XIV-XVI სს.) ამ სახელის მქონე ოთხი მეფეა ცნობილი: დასავლეთ საქართველოს მეფეები კონსტანტინე დავით ნარინის ძე (1293-1336), მისი ძმის, მიქაელის შვილიშვილი კონსტანტინე ბაგრატის ძე (1396-1401), ერთიანი საქართველოს მეფეები (რომელთა ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზეც ვრცელდებოდა), კონსტანტინე I (1407-1412) და კონსტანტინე II (1478-1505). მათ შორის, გამორიცხვის წესით, განსახილველი საბუთის გამცემად ვერ მივიჩნევთ კონსტანტინე დავით ნარინის ძეს. ამის საფუძველს


53 კაკაბაძე 1924: 47.
54 კაკაბაძე 1924: 45-47; საბუთების კორპუსი 2014: 269-270.
55 კაკაბაძე 1924: 46; საბუთების კორპუსი 2014: 270.
56 კაკაბაძე 1924: 46.
- 96 -

იძლევა, როგორც ა. ტუღუში შენიშნავს, მეფეთა ტიტულატურაში მოცემული ფორმულა `იესიან-დავითიან-სოლომონიანი~, რომელიც კონსტანტინე დავით ნარინის ძის მეფობის ხანაში ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული სიგელთდაწერილობის პრაქტიკაში57.

სიგელის გამცემ მეფეთა რიგიდან, ვფიქრობ, გამოსარიცხია კონსტანტინე ბაგრატის ძეც, რომელიც, რამდენადაც ვიცით, ყაენთან ურდოში არ ყოფილა (იხ. ქვემოთ)

დასახელებულ მეფეთა შორის განსახილველი საბუთის გამცემი მეფის ძიებისას გვაქვს ერთი ამოსავალი რეალია, რასაც თავად სიგელის ტექსტი გვაწვდის. სიგელში მეფე გვაუწყებს: `ლაშქარს ვიყავით. სამი თათარი გამოირჩია ყაინმან, ვითა სამი ქრისტიანე შეაბითო სამართალსა ზედა. მერმე ერთი ესე თოდოა ვარდან შევაბით და ორი სხვა. იპრიანა ღმერთმან და სამივე დაჭრეს და მოკლეს~ ქართველებმა58. ცნობის შინაარსი გარკვეულ კომენტარს მოითხოვს. ნათელია, რომ მეფე კონსტანტინე ქართველ მეომრებთან ერთად იმყოფებოდა `ლაშქარში~ რომელიღაც ყაენთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყაენი და ქართველი მეფე ერთმანეთს კი არ ებრძვიან, არამედ ქართველი მეფე თავისი ჯარით ყაენთან იმყოფება ანუ ამ უკანასკნელის წინაშე იხდის სამხედრო ვალდებულებას. ამის გათვალისწინება საჭიროა საბუთის გამცემი კონსტანტინე მეფის იდენტიფიკაციისათვის. ყაენს მოუთხოვია სამ-სამი თათრისა და ქრისტიანის `შებმა~ (შებრძოლება) `სამართალსა ზედა~. ცნობილა, რომ `სამარ- თალსა ზედა შებმა~ შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ორდალიების ერთ-ერთი სახეობაა, რასაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოზე ვერც მოსარჩელე და ვერც მოპასუხე სხვა მტკიცებულებებით ვერ ახერხებდნენ საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. ასეთ დროს სასამართლო დანიშნავდა


57ტუღუში 2006: 206. 58 კაკაბაძე 1924: 46; საბუთების კორპუსი 2014: 270.

- 97 -

ორთაბრძოლას. სიმართლე იმის მხარეს იქნებოდა, ვინც ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდოდა59.

ყაენის გადაწყვეტილება `სამართალსა ზედა შებმა~ სამ თათარსა და კონსტანტინე მეფის მხრიდან სამ ქრისტიანს (ე.ი. ქართველს) შორის, მართალია, ირიბად, მაგრამ ეჭვმიუტანლად გულისხმობს იმას, რომ ყაენსა და ქართველ მეფეს შორის, ან ყაენის ქვეშევრდომებსა და ქართველი მეფის მხლებელთა შორის წარმოშობილა სადავო საქმე, რომელიც გასარჩევად სასამართლოს გადასცემია. სასამართლოზე ვერც ყაენისა და ვერც ქართველთა მხარემ თავისი პოზიციის დასაცავად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და სასამართლომ `შებმა~ დაადგინა. ამ შებმაში, როგორც მეფე კონსტანტინე იუწყება, ქართულ მხარეს გაუმარჯვია.

საბუთში მითითებულია გაცემის თვე, რიცხვი და დღე (15 დეკემბერი, პარასკევი), რაც გარკვეულ სამსახურს გვიწევს სიგელის გამცემი მეფის იდენტიფიკაციაში. ალ. კალანდაძის უნივერსალური კალენდრის მიხედვით, კონსტანტინე I-ის მეფობის პერიოდში 5 დეკემბერი პარასკევ დღეზე მოდიოდა 1410 წ., კონსტანტინე II-ს მეფობის ხანაში კი _ 1483 წ. და 1488 წ.

არჩევანი გვაქვს კონსტანტინე I-სა (1407-1412) და კონსტანტინე II-ს (1478-1505) შორის, მაგრამ არჩევანს ართულებს ის გარემოება, რომ, ჯერ ერთი, არ ჩანს ყაენის ვინაობა და მეორე ის, რომ ორივე კონსტანტინეს მეფობის ისტორიის, განსაკუთრებით, საგარეო ურთიერთობების შესახებ მეტად მწირი ცნობები გვაქვს. შემორჩენილი წყაროებიდან ვიცით, რომ კონსტანტინე I ორგზის იმყოფებოდა ურდოში60. ამაში შეიძლება თემურ-ლენგთან უფლისწულობის დროს მისი ორგზისი (1401 წ. და 1403 წ.) ელჩობა იგულისხმებოდეს61. მაგრამ უფლისწულობის ხანაში მისი ლაშქრით ხლება და


59ჯავახიშვილი 1984: 354 60 ლექსიკონი 1991: 317. 61 კაციტაძე 1976: 156; ტაბატაძე 1974: 155, 163.

- 98 -

სამსახური თემურ-ლენგთან არ დასტურდება (ასეთ სამსახურს არ გულისხმობს მისი მხრიდან მორჩილების გამოცხადება თემურ-ლენგისადმი ძმის, გიორგი VII-ის მეფობის ხანაში, რაზედაც მოგვითხრობენ უცხოელი და ქართველი ავტორები62). კონსტანტინე I-ის სამხედრო ვალდებულების შესახებ რომელიმე უცხო ქვეყნის ყაენის წინაშე მისი მოღვაწეობის რომელიმე ეტაპზე არაფერია ცნობილი, თუმცა ა. ტუღუში მიიჩნევს, რომ სიგელი გაცემულია კონსტანტინე Iის მიერ 1410 წ.63. ს. კაკაბაძე საბუთის გამცემად კონსტანტინე II-ს თვლის, რის მოწმობად აღნიშნული მეფის ყაენთან ყოფნის შესახებ საბუთისავე ცნობა მიაჩნია და დოკუმენტის გაცემას 1486-1488 წლებით ათარიღებს, როდესაც, მისი აზრით, კონსტსანტინე II-ს იმერეთი ეჭირა64. ეს მოსაზრება გაიზიარა დ. კლდიაშვილმა65.

ყაენთან ლაშქრით სამსახურის შესახებ ცნობილია კონსტანტინე II-ის მოღვაწეობიდან. როგორც ერთი ქრონიკული ჩანაწერი იუწყება, ბაგრატ VI-მ კონსტანტინე II 1472 წ. ქვეყნიდან გააძევა66, რომელმაც აყ-ყოინლუს ყაენთან უზუნ ჰასანთან შეაფარა თავი. მას თან გაჰყვა ბარათაშვილი და სხვა მცირე ამალა67. ამ დროს უზუნ ჰასანი ოსმალეთთან საომრად ემზადებოდა და საქართველოს მეფეს ჯარი მოსთხოვა, რაც შესრულდა კიდეც68. ბრძოლები უზუნ-ჰასანის ჯარსა და ოსმალეთს შორის 1473 წ. გალათიასთან და მდ. თერჯანასთან გაიმართა. გალათიასთან ბრძოლაში ქართველებიც, მათ შორის, კონსტანტინეც მონაწილეობდა. თერჯანასთან ბრძო-


62 კაციტაძე 1974: 157-160; ტაბატაძე 1974: 179-200       .
63 ტუღუში 2006: 207
64 კაკაბაძე 1924: 45.
65 საბუთების კორპუსი 2014: 269.
66 ოდიშელი 1968: 27.
67 იხ. ყაუხჩიშვილი 1959: 342.
68 კიკნაძე 1963: 117
- 99 -

ლაში უზუნ-ჰასანი დამარცხდა. ბრძოლის ველიდან დაბრუნებული უზუნ-ჰასანი იმავე წლის შემოდგომაზე საქართველოს შემოესია69, ქართლი მოარბია, ბაგრატ მეფეს ხარკი შეაწერა და დიდძალი ნადავლით დაბრუნდა თავრიზში70. უზუნ ჰასანთან თავშეფარებული კონსტანტინე II სწორედ ამ დროს დაბრუნდა ქართლში. 1474 წ. 5 აპრილს ის უკვე საქართველოშია (ამ დროს დოლისძეებს აძლევს წყალობის სიგელს)71. ამის შემდეგ მისი ყოფნა უცხო ქვეყნის ლაშქარში არ ჩანს. ვარდან თოდოძე შეიძლებოდა ზემოხსენებულ ლაშქრობაში ხლებოდა კონსტანტინე მეფეს. რაც შეეხება სიგელის გაცემის თარიღს, ზემოთ დასახელებული ორი სავარაუდო თარიღიდან უპირატესობა 1483 წ. უნდა მიენიჭოს _ ამ დროს მისი ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა, 1488 წ. ლიხთიმერეთში ალექსანრე II მეფობდა.

ასათიანების სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია XIX საუკუნეში ქაღალდზე მხედრულად დაწერილი პირი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Hd-10144ა). გამოქვეყნებულია ს. კაკაბაძის მიერ72.

სიგელის მიმღებია აზნაურები, ქველი და არდაშელ ასათიანები.

საბუთის გამცემნი არიან მეფეთ-მეფე გორგასალი და დედოფალთ-დედოფალი თამარი73.

თარიღის შესახებ ვკითხულობთ: `დაიწერა ბრძანება ესე ინდიკტიონსა (ხელნაწერშია: ინდიკორსა) მეფ(ობ)ისა ჩუენისასა სჟდ ქრონიკონსა~74. `სჟდ~, რომელიც ნუსხახუცურითაა დაწერილი, ქრონიკონის მაჩვენებლად თუ ჩავთვლით, მაშინ


69 კიკნაძე 1963: 117-118
70 ასათიანი 2012: 128
71თარიღისათვის იხ. ოდიშელი 2010:176; განსხვავებული დათარიღებისათვის იხ. საბუთების კორპუსი 2014: 137.
72 კაკაბაძე 1924: 14-15.
73 კაკაბაძე 1924: 14.
74კაკაბაძე 1924: 15.
- 100 -

მივიღებთ 1606 წ. (1312+294), რაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, დიდად სცილდება სიგელის გამცემი სავარაუდო მეფის მოღვაწეობის ხანას. ამიტომ სწორი უნდა იყოს ს. კაკაბაძის მოსაზრება, რომ ნუსხური `სჟდ~ საბუთის ძველი საარქივო აღრიცხვის მაჩვენებელი უნდა იყოს75, რომელიც სიგელის ბოლოს იყო მიწერილი, ხოლო გადამწერმა თარიღის მაჩვენებლად ჩათვალა და ტექსტში შეიტანა.

საბუთის გამცემი მეფეთ-მეფე გორგასალი არის იგივე მეფეთ-მეფე ვახტანგ ალექსანდრე I-ის (1413-1442) ძე, რომელიც მამამ თავის სიცოცხლეში დასვა პროვინციის მეფედ დასავლეთ საქართველოში თამარ დედოფალთან ერთად. ვახტანგისა და თამარის (ის დავით ნარინის შვილიშვილის ალექსანდრეს ასული იყო) ერთობლივი, შემდგომ დამოუკიდებელი მეფობა დასავლეთ საქართველოში გაგრძელდა ცენტრალურ (თბილისის) სამეფო ტახტზე მის ასვლამდე _ 1442 წლამდე. დასავლეთ საქართველოში 1432 წ. გაცემულ გურალიძეებისა და კოტრიზეების საბუთებში ვახტანგი დიდი წინაპრის, ვახტანგ გორგასლის მიბაძვით თავს გორგასალს უწოდებს76.

ასათიანების სიგელში დასახელებული მეფეთ-მეფე თამარი, რომელიც ს. კაკაბაძის77 მიერ და `პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც~78 ვახტანგ გორგასლის თანამეცხედრედ არის მიჩნეული, სინამდვილეში ამ უკანასკნელის დედინაცვალია. მოღწეულია აღნიშნული თამარ მეფის მიერ დამოუკიდებლად გაცემული სიგელი, რომელსაც თარიღად უზის 1433 წ.79. ს. კაკაბაძე სწორად აიგივებს განსახილველი საბუთის გორგასალს გურალიძისა და კოტრიძის სიგელებში მოხსენიებულ ვახტანგ გორგასალთან, მაგრამ ვახტანგ გორგასლისა


75 კაკაბაძე 1924: 15.
76 კაკაბაძე 1924: 44-45, 60-62.
77 კაკაბაძე 1924: 16
78 ლექსიკონი 1991: 294
79 თაყიშვილი 1909: 371
- 101 -

და თამარ მეფის გენეალოგიის შესახებ მის მიერ წარმოდგენილი სქემა80 საკითხის შემდგომმა კვლევამ არ დაადასტურა81.

ზუსტად არ ვიცით, თუ რომელი წლიდან იწყება ვახტანგ ალექსანდრე I-ის ძის, ზედწოდებით, გორგასლის მეფობა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ ასათიანის სასისხლო სიგლის გაცემის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად პირობითად ვიღებთ 1432 წ. _ მისი სახელით ცნობილი საბუთებიდან ყველაზე ადრინდელის თარიღს, ზედა ზღვრად _ ცენტრალურ (თბილისის) ტახტზე მის ასვლის თარიღს _ 1442 წ.

კაპანაძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც, ხელის მიხედვით, XV ს. ეკუთვნის. დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 607). გამოქვეყნებულია ს. კაკაბაძის მიერ82.

საბუთს დასაწყისი აკლია. ტექსტი იწყება დიმიტრი მეფის, დადიანის, გურიელისა და მეფის კარისკაცთა მიერ კაპანაძისათვის "გაჩენით" ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული რაღაც "გარდანახადის" დამტკიცების შესახებ. ამის შემდეგ განსაზღვრულია სანახშიროს, საზაოსა და შესამყრელოს კონკრეტული ოდენობა, ხოლო სხვადასხვა დანაშაულისათვის საზღაურის ოდენობა სრულ სისხლთან შეფარდებითაა განსაზღვრული (მაგ., "ნახევარი სისხლი", "მეექუსედი სისხლი" ან "როგორც ამისგან (იგულისხმება სრული სისხლი გ. ა.) ხვდებოდეს"), მაგრამ თვით სრული სისხლის ოდენობა საბუთის შემორჩენილ ნაწილში არ ჩანს, თუმცა მისი არსებობა უდაოდ იგულისხმება (სხვანაირად ამა თუ იმ დანაშაულისათვის საზღაურის შეფარდებით განსაზღვრას აზრი არ ჰქონდა). სრული სისხლის ოდენობა საბუთის დაკარგულ ნაწილში ყოფილა განსაზღვრული. ამ თავისებურებით კაპანაძის


80 კაკაბაძე 1924: 16
81 ნინიძე 1995: 150-153; კახაძე 2001: 55-56
82 კაკაბაძე 1924: 10-11
- 102 -

სიგელი ჰგავს იაკობიძის სასისხლო საბუთს (1433 წ.), რომელიც იწყება იმის შესახებ თხრობით, რომ ოქროპირ იაკობიძის მკვლელობის საქმეზე მეფის სასამართლომ განსაზღვრა მისი სრული სისხლი, რომლის გადახდა დააკისრა დამნაშავეს და ამის შემდეგ განსაზღვრულია საზღაური ზოგიერთი დანაშაულისათვის სრული სისხლის ოდენობასთან შეფარდებით ("ნახევარი სისხლისა", "მესამედი ამა თეთრისა")83.

განსახილველი საბუთის თარიღის შესახებ შემონახული პირი შემდეგს იუწყება: დაიწერა "ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა (ხელნაწერშია: ინკოტინისა) მეფობასა შინა ჩვენისასა თუესა სეკდენბერსა (ხელნაწერშია:სეკნედებერა) ოცდაერთსა"84. ინდიკტიონის რიცხვითი მაჩვენებელი არ წერია.

საბუთის მიმღებია დავით კაპანაძე, გამცემი მეფეთ-მეფე დიმიტრი85.

XV ს. წყაროების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ცნობილია დიმიტრი ალექსანდრეს ძე. ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერაში ვკითხულობთ:"სისხლითა შენითა მოგებულსა ნუ უგულებელს მყოფ დღესა მას განკითხვისასა მე დიმიტრი მეფეთა მეფესა, ძე[ს]ა ალე[ქსანდ]რეს(ს)ა, რომელმან წარ[ვუ]ძღვანე ჯუარი ესე დანიელ ჩაისელს...ამინ"86. დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის (სვანეთი) ტაძრის დაწერილში გვაუწყებს: "მე, ცაიშელი მთავარეპისკოპოსი დანიელი, ლაბსყელდასა მივედი. ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყელდაშისა, დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა..."87. დავით კაპანაძის სასისხლო სიგელი გაცემულია "მეფეთ-მეფის დიმიტრის" მიერ, რომლის ბრძანების ერთ-ერთი დამამტკიცებელია მეფის


83 თაყაიშვილი 1909: 372-374; კაკაბაძე 1913ბ: 8.
84 კაკაბაძე 1924: 11.
85 კაკაბაძე 1924: 11.
86 ჟორდანია 1897: 270.
87 სილოგავა 1989: 104.
- 103 -

"მეავჟანდე დადიან-გურიელი"88. სამივე წყარო უთარიღოა, რაც ართულებს მათში დასახელებული დიმიტრის ადგილის მონიშვნას ქუთაისის მეფეთა რიგში.

ცნობილია პროვინციის მეფის, დიმიტრის სახელით აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული რამდენიმე სიგელი, მათ შორის, თარიღიანიც. ესენია: 1) ნასყიდობის წიგნი ზაქარია დარიბეგაშვილისადმი ქალაქში, მეფის ზვრის თავში მდებარე სავენახე მიწის მიყიდვის შესახებ, რომელიც გაცემულია 1445 წ. 26 აგვისტოს89; 2) შეწირულობის განახლების უთარიღო სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი90; 3) უთარიღო წყალობის წიგნი ბერძენი მიტროპოლიტის ხრისანთესადმი ზაქარია დარიბეგაშვილისეული მიწის ბოძების შესახებ91.

როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოში გაცემული საბუთების მიხედვით, დიმიტრი მეფედ ჩანს 1445 წლის ახლო ხანებში, მაგრამ ამ საბუთების რეგულაციის თემა და ადრესატები არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო მისი, როგორც მეფის იურისდიქციის სფეროში. განვმარტავთ ნათქვამს: ქალაქში (თბილისში) დარიბეგაშვილისათვის მიყიდული, მოგვიანებით კი ბერძენი მიტროპოლიტისთვის ბოძებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა მოქცეული ყოფილიყო დიმიტრის სამფლობელოს ტერიტორიულ საზღვრებში, ვინაიდან თბილისი ამ დროს ერთიანი საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. აშკარაა, რომ დიმიტრი აღნიშნული მიწის ნაკვეთს განკარგავს როგორც კერძო მესაკუთრე და ეს კერძო საკუთრება მისი საგანმგებლო ტერიტორიის გარეთაა.

მეფე დემეტრე, ალექსანდრე I-ის ძე, შიო-მღვიმის მონასტერს ყმა-მამულების შეუვალობას უმტკიცებს, რაც


88 კაკაბაძე 1924: 10.
89 ჟორდანია 1897: 257; საბუთების კორპუსი 2014: 21.
90 ჟორდანია 1896: 74; საბუთების კორპუსი 2014: 22.
91 საბუთების კორპუსი 2014: 23-24.
- 104 -

მიუთითებს მის მეფობაზე შიდა ქართლში, სადაც იყო განლაგებული, ძირითადად, აღნიშნული მონასტრის მამულები92.

დიმიტრი ალექსანდრეს ძის სამფლობელო ტერიტორიის შესახებ ცნობა დაცულია ჯავახიშვილების საჩივრის წიგნში (XV ს. 70-იანი წლები), სადაც ნათქვამია, რომ "ოდეს ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქითი მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება"93. ნ. ბერძენიშვილის გამოკვლევით, საბუთში მოხსენიებული ვახტანგ მეფე არის ერთიანი საქართველოს მეფე ვახტანგ IV (1442-1446), "წყალს იქით" მდებარე ტერიტორია კი, რომელიც ახალგამეფებულმა ვახტანგმა ძმას დემეტრეს "მიანება" ანუ სრულ განკარგულებაში გადასცა, შიდა ქართლის ნაწილია მტკვრის მარჯვენა მხარეს (გვიანდელი წყაროების "გაღმა მხარი") და მოიცავდა თეძმისა და ატენის ხეობებს94.

ზემოთ დასახელებულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი (დემეტრე) მეფის გენეალოგიისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიის საკითხებმა დიდი ხანია მიიქცია მკვლევართა ყურადღება. ს.კაკაბაძის მოსაზრებით, კაპანაძის სასისხლო სიგელის გამცემი მეფეთ-მეფე დიმიტრი უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის შვილი, რომელიც ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში 1429 წ. იხსენიება მეფედ95. ს.კაკაბაძე, ამოდის რა ალექსანდრეს მიერ შვილებს შორის ქვეყნის სამეფოებად დანაწილების შესახებ ერთ დროს ფართოდ ფეხმოკიდებული კონცეფციიდან, თვლის რომ დასავლეთ საქართველო სამეფოდ მიუღია დიმიტრი უფლისწულს, რომელიც აქ მეფობდა 1429 წლიდან გარდაცვალებამდე (1452 წ.)96.


92 ლომინაძე 1953: 35-36.
93 ბერძენიშვილი 1937: 50; საბუთების კორლუსი 2014: 173.
94 ბერძენიშვილი 1937: 11,25; გვრიტიშვილი 1955: 121-131; ნინიძე 1995: 134-138.
95 კაკაბაძე 1913გ: 14.
96 კაკაბაძე 1924: 12.
- 105 -

დანიელ ცაიშელის სიგელი ლაბსყელდაშის ტაძრისადმი ე. თაყაიშვილმა, უნებლიე შეცდომით, დავით ნარინის დროს გაცემულად მიიჩნია და, შესაბამისად, ის 1258-1293 წლებით დაათარიღა. პ.ინგოროყვას აზრით, საბუთში ნახსენები მეფეთმეფე დემეტრე97 ალექსანდრე I დიდის ძეა, რომლის ზეობა, რატომღაც, ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დავით ნარინის შთამომავლის, დიმიტრი ალექსანდრეს ძის ერისთავობის წლებით (1414-1455), საბუთის გაცემა კი 1442-1452 წლებით განსაზღვრა98. ი. დოლიძემ სიგელი დემეტრე II თავდადებულის მეფობის წლებით (1271-1289) დაათარიღა99. ვ.სილოგავაც თვლის, რომ საბუთის გამცემია ალექსანდრე I დიდის ძე დიმიტრი და იზიარებს მისი მეფობის ჯ.ოდიშელის მიერ100. დადგენილ ქრონოლოგიას 1445-1452 წწ.101 დ.ნინიძის აზრით, ზემოთ დასახელებულ დასავლურ-ქართულ და აღმოსავლურქართულ წყაროებში (საბუთებსა და წარწერაში) დასახელებული მეფე დიმიტრი ერთი და იგივე პიროვნებაა და ის ალექსანდრე I-ის ძეა, რომლის ძირითად სამფლობელოს ძმის, ვახტანგ IV-ის მიერ `მინებებული~ `გაღმა მხარი~ წარმოადგენდა და ამავე დროს მას გავლენა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე102.

ზემოთ აღნიშნულ აღმოსავლურქართულ და დასავლურქართულ წყაროებში დასახელებული დიმიტრი მეფის ერთმანეთთან მიმართება მთლად ნათელი არ არის. მათი გაიგივება, არსებითად, სახელისა და მამის სახელის იგივეობას ემყარება. ამავე საფუძვლით, დასავლურქართულ წყაროებში მოხსენიებული მეფე დიმიტრი შეიძლება გავაიგივოთ დავით ნარინის შთამომავალ დიმიტრი ალექსანდრეს ძესთანაც, რომელიც,


97 თაყაიშვილი 1991: 458.
98 ინგოროყვა 1940: 28.
99 დოლიძე 1965: 171.
100 ოდიშელი 2010: 175.
101 სილოგავა 1986: 64.
102 ნინიძე 1995: 134-138.
- 106 -

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ალექსანდრე I-მა იმერეთის ერისთავად დასვა და ამ სტატუსით გარდაიცვალა 1455 წ.103, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული დროით იმერეთის მეფობა მოეხვეჭა. დიმიტრი ალექსანდრე I-ის ძის სამფლობელო გამოკვეთილად ჩანს `გაღმა მხარი~ შიდა ქართლში, დასავლეთ საქართველოში კი მისი მეფობა ჰიპოთეტურია. ამიტომ ჩვენ ღიად ვტოვებთ სამ დასავლურქართულ წყაროში (დანიელ ცაიშელის დაწერილი, ცაიშის საწინამძღვრე ჯვრის წარწერა და კაპანაძის სასისხლო სიგელი) დასახელებული უდაოდ დასავლეთ საქართველოს მეფის დიმიტრი ალექსანდრეს ძის წარმომავლობის საკითხს.

რაც შეეხება იმერეთში დიმიტრი ალექსანდრეს ძის მეფობის ქრონოლოგიას, ის უნდა განისაზღვროს 1442-1443/44 წლებით. ამას მოწმობს შემდეგი: 1432 წლიდან (თუ უფრო ადრეული წლებიდან არა) 1442 წლამდე (ალექსანდრე I-ის ტახტიდან გადადგომამდე), როგორც ზემოთ ითქვა, ქუთაისის მეფეა ვახტანგ გორგასალი (მასთან ერთად გარკვეული დროით მეფობს თამარიც). 1443/1444 წლიდან 1466 წლამდე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქუთაისის ტახტზე ზის ბაგრატ II (1466-1478 წლებში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI). ასე რომ, დიმიტრის მეფობისთვის ადგილი რჩება მხოლოდ აღნიშნულ წლებში.

ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის პირი, დაწერილი ეტრატზე (მხედრულად), რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Sd-521). ხელნაწერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაუცია ალექსანდრე ჭყონიას XX ს. დასაწყისში. საბუთი მას, როგორც ჩანს, აბჟანდაძეებისაგან მიუღია.


103ყაუხჩიშვილი 1973: 804-805.

- 107 -

Sd-521 პირველად გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა104, მეორედ დ. კლდიაშვილმა105

საბუთის ერთ-ერთი პირი მოხვედრილა მ. ბროსესთან, რომელმაც გამოაქვეყნა მისი ფრანგული თარგმანი106. კიდევ ერთი პირი თ. ჟორდანიამ107. მ. ბროსეს და თ. ჟორდანიას ნაქონი პირები, როგორც გამოცემებიდან ჩანს, რამდენადმე განსხვავდება Sd-521 ტექსტისგან _ ამ უკანასკნელში არ ჩანს პირველ ორში ნახსენები აშოტ კურაპალატი.

Sd-521-ში ავჟანდაძეთა ორი სასისხლო სიგელია შერწყმული. პირველ მათგანის მიმღებია არჯევან ავჟანდაძე, გამცემი-მეფე ბაგრატი; მეორისა _ ახალბედი და გიორგი ავჟანდაძეები, გამცემი, უფრო ზუსტად, განმაახლებელი _ მეფე კონსტანტინე.

Sd -521-ის გადამწერს ორივე საბუთის შესავალი გაუერ- თიანებია, მაგრამ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ დაუცავს. ჯერ კონსტანტინე მეფის მიერ გაცემული სიგელის შესავალი გადაუწერია, შემდეგ ბაგრატ მეფის ბოძებულისა, იქვე მოუთავსებია იმავე საბუთის ძირითად ტექსტი, შემდეგ უკვე კონსტანტინე მეფის სიგელის ძირითადი ნაწილი და ბოლოს ისევ ბაგრატ მეფის საბუთის ბრძანებულება, სათვალავი და ხელრთულობა. ორი საბუთის შერწყმის შედეგად შექმნილ ამ ტექსტობრივ მოზაიკაში კარგად განირჩევა თითოეული საბუთიდან გადმოღებული მონაკვეთების კონტურები. აქვე წარმოვადგენ Sd-521-ში შერწყმული ორი საბუთის ტექსტებს ცალ-ცალკე.


104თაყაიშვილი 1909: 41-45.
105 საბუთების კორპუსი 2014: 322-325.
106ბროსე 1858: Xჩ.
107ჟორდანია 1897: 264-266.
- 108 -

- 1 - "...[ მეოხებითა მამისა და ძისა] და სულისა წმიდისა ჩუენ ღმრთივ გუირ[გუი]ნოსანმან, ძლიერმან და უძლეველმან მეფე[თ მე]ფემან ბაგრატ, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და სომეხთა მეფისა, იესიან-დავითიან, სიბრძნითა სოლომონიან, შანშე და შარვანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ჩრდილოეთისა საჴელმწიფოსა მპყრობელმან, მეფეთა მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფლმან ელენე. მოსდეგი ჩუენსა კარზედან თქუენ, ჩუენი ერდგული და ერთგულად მოსამსახურე, ჩუენი მკვიდრი [ავჟანდაძე არჯევან და შვილნი თქუენნი]. ოდეს დარუბანდით გამოვიდა ავჟანდაძის გუარის კაცი, დიდად ნამსახური ნეფისა, როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალ(ა)ვნიდაღმა გარდმოვარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა [უშვ]ელეს, მაშინღა სხუა ერთი აქიმი მოვიდა ყუელას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქუა: "თუ არა ირმის რძეშიგან დავაწუენთო არა ეშველების რაო". ქნეს მ(ო)კითხული, შეღონდეს. წამოდგა კაცი, ასრე თქუა: "ავჟანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო". სხუა ქუეყანასა ზედან არ იშოებოდა. მოიღო ავჟანდაძემან. იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი. შეგიწყალენით ავჟანდაძენი არჯევან [და შვილნი თქუენი]. სკანდას დაღმა და გოგს დაღმა, სადა ძევრეისა წყალი შერთვის ყვირილასა, ფისისანს და ჩხარს, მას დაღმა სატყისმცველო წყალობ(ა)დ მიგვიცემია ავჟანდაძისათვის.

მას უკანა დაგუეაჯენით, რათამცა თქუენი ძუველი სიგელი გაგიახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ახალი სიგელი სასისხლო თქუენ და მომავალთა ყოველთავე ჩუენ, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მტკიცე და უცვალებელი სასისხლო სიგელი. მოკითხული ვქენით და ძველიცა გაჩენილი იყო ლიონ მეფისაგან. აწ ჩუენცა გაგიახლეთ, დაგიმკუიდრეთ, რომე ვისცა შერისხდეს ღმერთ(ი) და ეშმაკისა ბ(ი)რებითა სცთეს და თქვენისა გვარისა კაცი

- 109 -

მოკლას და შეაკუდეს, ესე ორასი ათასი ძველი თეთრი, ბოტინატური თეთრი დაგეურვოს. სან(ა)ხშიროთ და შესამყრელოდ ათი ათას(ი) დაგეურვოს. ვინცა თქუენსა გვარისა კაცსა ცოლი წაუღოს და გინდა მოუ..ნას, ამა სისხლისა ნახევარი დაეუროს; თუ თქუენსა სასახლესა ზედან დაგესხ(ა)ს, იგივე დაგეუროს სისხლისა; აგრევე, თუ ვინმე შენითა სასაძოვრითა, გინდა ყანითა, გინდა ვენაჴითა, სადაცა თქუენი სამზღუარი მი[ა]წევდეს, რასა გინდა პირობისათვის, თქუენისა სახლისა პირუტყვი, გინდა ცხენი, გინდა ჴარი, გინდა რაფერი რაცა პირუტყვი [წაასხას], სისხლისა მეოთხედი დაგეუროს; აგრევე, ვინცა შენსა გვარის კაცი შეკოდოს, რაგვარაცა ძველთაგან წესია [და] დღეს გაგჩენია, მით წესითა დაგეუროს; და გაქონდეს მტკიცე ესე სიგელი თქუენ ავჟანდაძეთა: არჯევანს, თქუენთა შვილთა და მომ(ა)ვალთა ყოველთავე

ამისნი მოწამენი არიან დიდებულნი, ერისთავნი, ვაზირნი კარისა ჩუენისანი, კათალიკოზნი აფხაზეთისა და საქართველოსა, აზნაურნი, უზედაესნი და უქვედაესნი, მესტუმრენი და მოლარენი, იასაულთა უხუცესნი და მესაწოლენი, მეაბჯრენი, გამგებელნი, მეღვინენი, ფარეშნი, მენაღარენი, მესაკლავენი, ყოველნივე მოჴელენი კარისა ჩვენისანი, წარმავალნი და მომავალნი. ნუ ვინ უშლით ჩემსა ბრძანებასა.

ნებითა ღმრთისათა დაიწერა სიგელი ესე ქრონიკონსა ასორმოცსა და ინდიკონსა მეფობასა ჩვენისასა მეათესა. ჴელითა დაიწერა მთავარ ეფისკოპ(ო)ზისა დავითის(ი)თა~.

საბუთის ბოლოს მოთავსებული ყოფილა დამტკიცება და ხელრთვა:

ვამტკიცებ. . . ბაგრატ, ელენე.

მინაწერი XVII საუკუნის ხელით და მკრთალი მელნით: `ქ. [სვი]მონ ქუთათელს გამიახლებია წყალობა და ხელიც ჩამირთავს ამა სიგელში. . .მოწამე, ქაიხოსრო მოწამე არის~.

- 110 -

-2- `... [მეფეთა] მეფემან ღმრთივ გვირგ[ვინოსან]მან, ღმრთივ აღმაღლებ[ულმან, ღ]მრთივ დამყარებულმან, ძლი[ერმან] და უძლეველმან, იესიან-დავითია[ნ-ბა]გრატიონ-სოლომონიონ, რანთა [და ა]ფხაზთა, სომეხთა მეფეთა, შანშე და შარვანშე, ამა ორისა ტახტის და სამეფოსა, აღ[მოსა]ვლეთის ვიდრე დასავლეთამდის თუით მტ[კიც]ედ ფლობით მპყრობელისა, ქრისტეს ღმერ[თისა] მიერ სულკურთხეულისა, მეფეთ მეფისა დემეტრესი ძემან, პატრონმან აღმაშენებელმან კოსტანტილე, და დედამან ჩემ[მ]ან პატრონმან გულაშარ, [გიბოძეთ] ესე მტკიცე, უქცეველი და უცილებელი, დროდაუდებელი და მიზეზშემო[უღებე]ლი [სიგელი].

მას ჟამსა, როდეს მოგვიდეგით ჩუენსა კართა ზედან, დაგვიაჯენით და გაგიჩინეთ სასისხლო სიგელი ორასი ათასი ძველი ცხუმური თეთრი, თორმეტი გლეხი, თორმეტი თეთრი ჯორი, თორმეტი თეთრი ქორი, თო(რ)მეტი მეძებარი, თორმეტი თეთრი მიმინო, ერთი ჩექმისა ყელი, ატლასის ფერფლი, მოკითხული ვქენით და ძველთაცა ასრე იყო თქვენი სისხლი და განჩენილი, და აწ ჩვენცა დაგიმკვიდრეთ, აგრევე დაგიმტკიცეთ. (თუ) შერის(ხ)დეს ღმერთ(ი) და სცთეს ეშმაკისა ბირებითა და შენ(ი)სა გვარისა კაცი მ(ო)კლას, ესე ორასი ათასი ძველი ცხუმური თეთრი დაგეუროს უსაზაოდ (ხელნაწერშია: უსაურაოდ გ. ა.) და (უ)შესამყრელოდ; აგრევე, ვინცა თქუენსა კაცსა ცოლი წაუღოს და გინდა მოუ..ნას, ამა სისხლისა ნახევარი დაეუროს; აგრევე, ვინცა თქუენსა სასახლესა ზედა (ხელნაწერშია: ზადა.გ. ა.) დაგესხას, იგივე ნახევარი სისხლი საუპატიოთ დაგეუროს; და თუ ვინმე სასაფლაო გაგ(ი)ტეხოს, ესევე ნახევარი სისხლი დაგეუროს; შენსა სასაძოვრით, გინდა ყანითა, გინდა ვენახით და გინდა სადაცა თქუენი საზღვარი მიაწევდეს, რაგინდა რა პირობისათვის წაიყვან(ო)ს გინდა ცხენი, გინდა ჴარი, რაგინდა რა პირუტყვი, ესევე სისხლი დაგეუროს მეოთხედი. გაქუნდეს სიგელი ესე მტკიცე და უცვალებელი ამიერ და უკუნისამდე

- 111 -

ავჟანდაძეთა ახალბედსა, გიორგის, გვართა და მომავალთა თქუენთა ყოველთავე".

ორი საბუთის შერწყმამ თავისებური გავლენა იქონია Sd- 521-ის დათარიღებაზე. ე. თაყაიშვილი და დ. ნინიძე მის გაცემას ბაგრატ მეფის ზეობას უკავშირებენ, დ. კლდიაშვილი - კონსტანტინე მეფისას და მას XV ს. მიწურულით ათარიღებს108. ვფიქრობ, რომ Sd-521-ში გაერთიანებული საბუთები ცალ-ცალკე უნდა დათარიღდეს. პირველი საბუთი, როგორც ვხედავთ, გაცემულია მეფე ბაგრატის მიერ, რომლის თანამეცხედრეა დედოფალი ელენე. ტექსტში მითითებულია თარიღიც, ბაგრატის მეფობის მეათე ინდიქტიონი და ქრონიკონი ასორმოცი ანუ 1452 წ. აღნიშნული ბაგრატ მეფე ე. თაყაიშვილმა გააიგივა ბაგრატ VI-სთან, რომელიც ჯერ დასავლეთ საქართველოს მეფედ იჯდა ქუთაისში, შემდგომ, 1466-1478 წლებში _ ქართლ-იმერეთის მეფედ თბილისში. ეს ბაგრატ მეფე 1468 წ. გაცემულ ერთ-ერთ სიგელში თავისი მეფობის მესამე ინდიქტიონს ასახელებს ანუ მეფობას ითვლის თბილისის ტახტზე ასვლიდან ე. ი. 1465 წლიდან. აქედან გამომდინარე, ე. თაყაიშვილი მიიჩნევდა, რომ ავჟანდაძის სიგელში ქრონიკონი შეცდომითაა წარმოდგენილი. ვინაიდან ბაგრატი თავისი მეფობის დასაწყისად 1465 წ. თვლიდა, აღნიშნავს ე. თაყაიშვილი, მისი მეფობის მეათე ინდიკტიონი ანუ არჯევან ავჟანდაძის სასისხლო სიგელის გაცემის თარიღია 1475 წ.109. დ. ნინიძე თვლის, რომ ავჟანდაძის სიგელის თარიღი სანდოა _ ამ დროს ბაგრატი ქუთაისში მეფედ იწოდება და ჰყავს ვასალებიც110. სიგელში მითითებული ინდიქტიონის მიხედვით, ბაგრატის გამეფების თარიღი 1442/43 წ. გამოდის. თარიღის სანდოობასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს თულასძეთა სასისხლო სიგელი, რომელიც გასცა "მეფეთ-


108 იხ. საბუთების კორპუსი 2014: 322-323.
109 თაყაიშვილი 1909: 41.
110 ნინიძე 1995: 175.
- 112 -

მეფემან ბაგრატ გორგასლისაგან ბრძანებულ"-მა111. სიგელის გამცემი მეფის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზე ვრცელდება, რასაც მოწმობს როგორც სიგელის ადრესატის (თულასძის) სადაურობა (თულასძეები რაჭის აზნაურები იყვნენ), ისე საბუთში მეფის ბრძანების დამამტკიცებელთა ჩამონათვალი, სადაც ქართლის კათოლიკოსის გარდა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იერარქები (გელათის მოძღვართ-მოძღვარი, მოქველი, ბედიელი, დრანდელი, ცაიშელი, ცაგარელი) და დიდებულებია (დადიანი, გურიელი, ჭლაგიანი, გერგეხელიანი) წარმოდგენილი112.

სიგელი გაცემულია 1446 წ. ბაგრატის მეფობის "ინდიკტიონსა ბ-სა"113. რადგანაც საბუთის გაცემის დროს ბაგრატის გამეფებიდან ორი სრული წელიწადია გასული და მიმდინარეობს მესამე, ის 1444 წელს გამეფებულა. ამ თარიღთან ახლოსაა ბაგრატ მეფის მიერ ახალბედი და გიორგი ავ- ჟანდაძეებისადმი ბოძებული სასისხლო სიგელის ცნობა, რომელიც 1452 წელს ბაგრატის მეფობის მეათე ინდიქტიონს უჩვენებს114, ე.ი 1452 წელს დასრულებულა ბაგრატის მეფობის სრული ცხრა წელიწადი და დაწყებულა მეათე, ხოლო ტახტზე ასულა 1443 წ. როგორც ვხედავთ, ინდიქტიონებით ნაჩვენები თარიღები ერთი წლით სხვაობენ. საკონტროლო მასალის უქონლობა შეუძლებელს ხდის გაირკვეს, თუ რომელი საბუთის შემდგენელმა დაუშვა შეცდომა ინდიქტიონის გამოანგარი- შებაში. ამ სფეროში შეცდომები, ზოგადად, იშვიათი მოვლენა არ არის. რადგან ზემოთ აღნიშნულ ორ თარიღს შორის ზუსტის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ბაგრატის იმერეთში გამეფების თარიღად 1443 ან 1444 წელი უნდა მივიღოთ.


111 თაყაიშვილი 1909:12; საბუთების კორპუსი 2014: 29-31.
112 თაყაიშვილი 1909: 15; საბუთების კორპუსი 2014: 31.
113 თაყაიშვილი 1909: 15.
114 თაყაიშვილი 1909: 44.
- 113 -

1453 წლამდე ბაგრატის მეფობა იმერეთში სხვა ფაქტებითაც დასტურდება115.

მეორე სიგელის მიმღებია ახალბედი და გიორგი ავჟანდაძეები. გამცემია მეფე კონსტანტინე დიმიტრის ძე, რომლის დედაა დედოფალი გულაშარ116. აშკარაა, რომ ესაა კონსტანტინე II, რომელიც თბილისის ტახტზე იჯდა 1466-1472 წლებში ბაგრატ VI-სთან ერთად, ერთპიროვნულად 1478-1505 წლებში, დასავლეთ საქართველოზე ხელისუფლებას ავრცელებდა 1478-1483 წლებში117 და ხანმოკლე დროით 1491წ.118. ავჟანდაძეების სიგელის განახლებაც ამ წლებით უნდა დათარიღდეს. ცხადია, ამის შემდგომ მოხდა ამ ორი საბუთის შერწყმა.

გელუანის სასისხლო სიგელი

edit

ხელნაწერი დაკარგულია. გამოცემულია სამჯერ - ე. თაყაიშვილისა119, ვ. სილოგავას120 და დ. კლდიაშვილის121 მიერ.

ე. თაყაიშვილის გამოცემა ემყარება საბუთის პირს, რომელიც ეტრატზე ყოფილა დაწერილი (მხედრულად). ე. თაყაიშვილს ხელნაწერი დროებით გამოუგზავნა გელოვანთა გვარის წარმომადგენელმა და გადმოწერისთანავე პატრონს დაუბრუნა. ამის შემდეგ ხელნაწერი არ ჩანს. ვ. სილოგავას და დ. კლდიაშვილის გამოცემები ე. თაყაიშვილის პუბლიკაციას ემყარება. ხელნაწერის პირს, რომელიც საფუძვლად დაედო მის პირველ გამოცემას, ე. თაყაიშვილი, ხელის მიხედვით, XIV-XV სს. მიჯნით ათარიღებს122.


115 იხ. არახამია, ქარდავა 2016:
116 თაყაიშვილი 1909: 42.
117 ჯავახიშვილი 1982: 350,357.
118 კაკაბაძე 1924 : 251.
119 თაყაიშვილი 1909: 513-515.
120 სილოგავა 1986: 240-241.
121 საბუთების კორპუსი 2014: 159-160.
122 თაყაიშვილი 1909: 513.
- 114 -

საბუთის მიმღებია `სვანის~ ერისთავი აბესალომ გელუანი; გამცემი მეფეთ-მეფე ბაგრატი, რომლის თანამეცხედრეა დედოფალი ელენე, პირმშო ძე - ვახტანგი. საბუთს ხელახლა ამტკიცებს მეფეთ-მეფე ალექსანდრე, მისი ძე ბაგრატი და მისი თანამეცხედრე თამარი. ე. თაყაიშვილი სავსებით მართებულად სიგელის გამცემ მეფეს აიგივებს ბაგრატ VI-თან, ხოლო ხელახლა დამამტკიცებელს _ ალექსანდრე II იმერთა მეფესთან123, რასაც იზიარებს ვ. სილოგავა124, დ. ჟღენტი125 და, გარკვეული კორექტივით, დ. კლდიაშვილი126. ბაგრატ VI-ის (იმერეთში ბაგრატ II-ის) მიერ გელუანის საბუთის შედგენის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად ვიღებთ იმერეთში მისი გამეფების თარიღს 1443/1444 წ. (იხ.ზემოთ). ზედა ზღვრად შეიძლება დავდოთ 1467 წ., როდესაც მისი პირმშო შვილი ვახტანგი უკვე გარდაცვლილი ჩანს (ამ წელს დანიელ ელიოზისძისათვის ბოძებულ სიგელში ბაგრატ VI იხსენებს მხოლოდ ერთ ძეს - ალექსანდრეს127).

ალექსანდრე II-ის მიერ სიგელი ხელახლა დამტკიცებულია არაუადრეს 1495 წლისა, როდესაც დაიბადა ძე მისი ბაგრატ128 და არა უგვიანეს 1502 წლისა, როდესაც მას ბაგრატთან ერთად ჰყავს კიდევ ერთი შვილი ვახტანგი129.

გირგალიძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის პირი, გადაწერილი ეტრატზე (მხედრულად). დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Qd 6937). საბუთის პირი, კალიგრაფიის მიხედვით, XV საუკუნით თარიღდება. ხელნაწერის დასაწყისში გამოსახულია ფიგურა სამოქალაქო


123 თაყაიშვილი 1909: 513.
124 სილოგავა 1986: 239.
125 ლექსიკონი 1991: 233.
126 იხ. საბუთების კორპუსი 2014: 159.
127 ლექსიკონი 1991: 232; საბუთების კორპუსი 2014: 165.
128 ჯავახიშვილი 1982: 357.
129 ჟორდანია 1897: 318; თაყაიშვილი 1909: 516.

- 115 -

სამოსში, რომლის მარცხნივ, თავთან წერია: "მეფეთ-მეფე", მარჯვნივ - "ბაგრატ".

საბუთის ტექსტი Qd-6937-ის მიხედვით გამოცემულია ს. კაკაბაძის მიერ130.

სიგლის მიმღებია ბიძისთვალი, მახარობელი, ახალბედი, თვალია, მამისთვალი, აბესალომ, ელისბარ, თველობა და ძმობილ გირგალიძეები. გამცემია მეფეთ-მეფე ბაგრატი, მისი თანამეცხედრე ელენე და შვილები _ პირმშო ვახტანგ და გიორგი131. ს. კაკაბაძის აზრით, საბუთის მბოძებელი მეფე ბაგრატი დასავლეთ საქართველოს უცნობი მეფეა, რომელიც მისივე ვარაუდით, XV ს. პირველ ნახევარში მეფობდა132, `პირთა ანოტირებულ ლექსიკონში~ აღნიშნული ბაგრატ მეფე გაიგივებულია იმერთა მეფე ბაგრატ III-თან (1510-1565)133.

იმისათვის, რომ დოკუმენტის გამცემი მეფის ზუსტი იდენტიფიკაცია მოხდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეფის ოჯახის წევრების (თანამეცხედრის, შვილების) სახელებს. გირგალიძეთა სასისხლო სიგელი, როგორც ითქვა, ბოძებულია ბაგრატ მეფის, მისი თანამეცხედრის, ელენე დედოფლისა და მათი ძეების, პირმშო ვახტანგისა და გიორგის სახელით. გვაქვს, აგრეთვე, ყმა-მამულის წყალობის სიგელი იობ ფანჩულიძისადმი, გაცემული ბაგრატ მეფის, მისი თანამეცხედრის დედოფალ ელენესა და მათი პირმშო ძის ვახტანგის მიერ134.

დასახელებული სიგელები პალეოგრაფიული ნიშნებით XVXVI საუკუნეებს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, მათ დათარიღებას მკვლევარები, სავსებით მართებულად, XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ბაგრატ მეფისა და ელენე დედოფლის მოღვაწეობის ხანას უკავშირებენ. მაგრამ, საქმე ისაა, რომ


130 იხ. კაკაბაძე 1920: 1-3.
131 იხ. კაკაბაძე 1920: 1-2.
132 იხ.კაკაბაძე 1920: 3-4
133 იხ. ლექსიკონი 1991: 235
134 იხ.კაკაბაძე 1912: 7-8;
- 116 -

აღნიშნული პერიოდის საქართველოში იდენტური სახელების მქონე ორი სამეფო წყვილია ცნობილი: ბაგრატ II, იმერთა მეფე 1443/1444-1465 წლებში (საქართველოს მეფე 1466-1478 წლებში), რომლის თანამეცხედრეს ელენე ერქვა135 და ბაგრატ III, იმერთა მეფე 1510-1565 წლებში, რომლის თანამეცხედრეს, აგრეთვე, ელენე ერქვა136. ამ სამეფო წყვილთა სახელების იდენტურობა კიდევ უფრო ართულებს მათ მიერ გაცემული საბუთების გამიჯვნას, როდესაც საამისოდ სხვა ხელმოსაჭიდი რეალია, გარდა მათივე (მეფე-დედოფლის) სახელებისა, არ გაგვაჩნია. ამ დროს, ბუნებრივია, თანამოსახელე წყვილთა შვილების სახელები იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას. ასე რომ, გასარკვევია თუ რომელ წყვილს ჰყავდა პირმშო ძე ვახტანგი.

უნდა ითქვას, რომ მბოძებელი მეფის ვინაობის მიხედვით ზუსტად გამიჯნულ საბუთებში ბაგრატ II-ისა და ბაგრატ III-ის ძეებს შორის ვახტანგი არ იხსენიება. მოვიტანთ მონაცემებს ამ სიგელებიდან.

ბაგრატ II იმერთა მეფე ელენე დედოფალთან და ძეებთან ერთად იხსენიება ერთ უთარიღო და ერთ თარიღიან საბუთში. მთის წმ. გიორგის ეკლესიისადმი (რაჭაში) შეწირულობის უთარიღო სიგელში დასახელებულია მეფე-დედოფლის, ბაგრატ-ელენეს ძეები, პირმშო გიორგი და მომდევნო ალექსანდრე137. იმავე მეფე-დედოფლის მიერ 1467 წ. 21 იანვარს დანიელ ელიოზიძისადმი ბოძებულ სიგელში იხსენიება მათი ძე ალექსანდრე138. როგორც ვხედავთ, ეჭვმიუტანელ საბუთებში ბაგრატ II იმერთა მეფესა და დედოფალ ელენეს ჰყავთ პირმშო ძე გიორგი და მომდევნო ალექსანდრე. 1467 წ. 21 იანვრისათვის უფროსი გიორგი გარდაცვლილი ჩანს და


135 იხ. ჯავახიშვილი 1982: 304; ლექსიკონი 1991: 232.
136 იხ. კაკაბაძე 1922: 31; ლექსიკონი 1991: 234.
137 კაკაბაძე 1924: 247-252. თარიღის შესახებ იხ., აგრეთვე, ჟღენტი 2010: 143-154.
138 საბუთების კორპუსი 2014: 165-166.
- 117 -

ჰყავთ ერთადერთი ძე ალექსანდრე, რომელიც მოგვიანებით, 1484 წ. გახდა იმერეთის მეფე _ ალექსანდრე II139.

ბაგრატ III იმერთა მეფე (1510-1565) და მისი თანამეცხედრე ელენე დედოფალი ძეებთან ერთად იხსენებიან სამ თარიღიან საბუთში. 1527 წ. 27 აპრილს იოსებ ფანჩული- ძისადმი ბოძებულ წყალობის სიგელში დასახელებულნი არიან აღნიშნული მეფე-დედოფლის ძეები _ პირმშო გიორგი და მომდევნო თაჰმურაზ140. 1545 წ. 19 ივლისს ივანე ცირღილა- ძისადმი გაცემულ წყალობის სიგელში _ პირმშო გიორგი, მომდევნო თეიმურაზ და კონსტანტინე141.

ასე რომ, ამ საბუთების მიხედვით, რომელთა გამცემი მეფე ზუსტადაა იდენტიფიცირებული და ნამდვილობაც ეჭვმიუტანელი, არც ბაგრატ II-ის და არც ბაგრატ III-ის ძეებს შორის ვახტანგი არ ჩანს. მაგრამ ამით არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ პირმშო ძე ვახტანგის სახელით ორივეს, ან ერთ-ერთ მათგანს ჰყოლოდა. ამ დაშვებიდან თუ ამოვალთ, ბაგრატ II-ს შვილი ვახტანგი, რამდენადაც ის პირმშო ძეა, შეიძლებოდა ჰყოლოდა მთის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი ზემოთ ხსენებული უთარიღო სიგელის გაცემამდე, სადაც იხსენიებიან მისი ძეები _ პირმშო გიორგი და ალექსანდრე, მაგრამ არაუგვიანეს 1467 წლის 21 იანვრისა, როდესაც მას ჰყავს ერთადერთი ძე ალექსანდრე, რომელიც შემდგომ მისი ტახტის მემკვიდრე ხდება იმერეთში.

ბაგრატ III იმერთა მეფეს თუ ოდესმე ჰყავდა პირმშო ძე ვახტანგის სახელით, ის შეიძლებოდა ჰყოლოდა 1527 წლის უწინარეს ხანაში, ვინაიდან 1527 წლიდან, როგორც ზემოთ ვნახეთ, მის პირმშო ძეს გიორგი ჰქვია. ეს უკანასკნელი მამის შემდეგ სამეფო ტახტს იკავებს.

ორ სამეფო წყვილს შორის, რომლის შვილიც არ უნდა ყოფილიყო იობ ფანჩულიძისა და გირგალიძეთა სიგელებში


139 იხ. ჯავახიშვილი 1982: 355-357.
140 კაკაბაძე 1921: 8.
141 კაკაბაძე 1925ა: 134-135.
- 118 -

დასახელებული ვახტანგი, ის მშობლების სიცოცხლეშივე გარდაცვლილი ჩანს.

იმ გარემოებამ, რომ ზემოთ დასახელებულ საბუთებში არც ბაგრატ II-ის და არც ბაგრატ III-ის შვილებს შორის ვახტანგი არ ჩანს, აგრეთვე, იმან, რომ ერთ დროს პირმშო ძე ვახტანგი შესაძლოა ბაგრატ II-საც ჰყოლოდა და ბაგრატ IIIსაც, გირგალიძეთა (ასევე იობ ფანჩულიძის) სიგელის დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები წარმოშვა.

ს. კაკაბაძემ, ითვალისწინებდა რა იმ ფაქტს, რომ ბაგრატ II-ის ან ბაგრატ III-ის ძეებს შორის ვახტანგი, გარდა იობ ფანჩულიძისა და გირგალიძის საბუთებისა, სხვა წყაროებში არ იხსენიება, ჩათვალა, რომ დასახელებული საბუთები არც ერთ ამ ბაგრატთაგანს არ ეკუთვნოდა და ივარაუდა, რომ მათი გამცემი ბაგრატი იმერეთის უცნობი მეფეა, რომელიც XV ს. დასაწყისში, სავარაუდოდ ზემო იმერეთს (არგვეთის), რაჭას და შიდა ქართლს განაგებდა142.

პირთა ანოტირებულ ლექსიკონში აღნიშნული საბუთები (იობ ფანჩულიძისა და გირგალაძეებისა) მიკუთვნებულია ბაგრატ III იმერთა მეფისათვის143.

განსახილველ სიგელთა მბოძებელი ბაგრატ მეფის იდენტიფიკაციის გარკვევაში, უფრო ზუსტად, ამ საბუთებში დასახელებული ვახტანგ უფლისწულის მშობლების ვინაობის დადგენაში გვეხმარება ზემოთ ხსენებული აბესალომ გელუანის სასისხლო სიგელი, რომელიც გაცემულია ბაგრატ მეფის, მისი თანამეცხედრის ელენე დედოფლის და მათი პირმშო ძის ვახტანგის მიერ და რომელსაც ხელახლა ამტკიცებს მეფე ალექსანდრე, მისი თანამეცხედრე თამარ დედოფალი და ძე მათი ბაგრატი144. საბუთის განმაახლებლის, ალექსანდრე მეფის თანამეცხედრისა და შვილის სახელები


142 კაკაბაძე 1912:3-21; კაკაბაძე 1913დ: 6-7; კაკაბაძე 1920: 6; კაკაბაძე 1924: 60.
143 ლექსიკონი 1991: 235.
144 თაყაიშვილი 1909: 514; სილოგავა 1986: 240.
- 119 -

ზუსტად ემთხვევა სხვა წყაროებით კარგად ცნობილ იმერთა მეფის ალექსანდრე II-ის (1484-1510) თანამეცხედრისა და შვილის სახელებს145, საბუთში დასახელებული უფლისწული ბაგრატი კი მომავალი იმერთა მეფე ბაგრატ მესამეა. ამდენად, აშკარაა, რომ აბესალომ გელუანის სასისხლო სიგელის განმაახლებელია იმერთა მეფე ალექსანდრე II (1484-1510). ეს გარემოება ცალსახად გამორიცხავს აბესალომ გელუანის საბუთის გამცემი მეფის, ბაგრატისა და მისი თანამეცხედრის ელენეს გაიგივებას იმერთა მეფე ბაგრატ III-სთან და მის თანამეცხედრე ელენესთან იმ მარტივი მიზეზით, რომ ალექსანდრე II-ს შეეძლო განეახლებინა მხოლოდ წინამორბედი მეფის ანუ, მოცემულ შემთხვევაში, ბაგრატ II იმერთა მეფის მიერ გაცემული სიგელი.

როგორც ვხედავთ, ძე ვახტანგის სახელით ჰყოლია ბაგრატ II იმერთა მეფეს, რაც მყარ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ გირგალიძეებისადმი ბოძებული სასისხლო სიგელი მივაკუთვნოთ ბაგრატ II იმერთა მეფეს. აშკარაა, რომ იობ ფანჩულიძისა და აბესალომ გელუანისადმი სიგელების ბოძების დროს ბაგრატ II-ს ჰყოლია ერთადერთი ძე, ვახტანგი, ხოლო გირგალიძეებისადმი სასისხლო სიგელის გაცემის დროს ორი ძე _ პირმშო ვახტანგი და მომდევნო გიორგი. ეს უკანასკნელი ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად, როგორც ითქვა, იხსენიება მთის წმინდა გიორგის ტაძრისადმი ბოძებულ უთარიღო სიგელში.

აღნიშნული სიგელები მათში მოხსენიებული უფლისწულების სახელების მიხედვით შესაძლებელია ქრონოლოგიურადაც დალაგდეს ამ სახით: ა) სასისხლო სიგელი აბესალომ გელუანისადმი; ბ) გირგალიძეთა სასისხლო სიგელი (მისი გაცემის დროს ბაგრატ II-ს ჰყავდა ძეები _ პირმშო ვახტანგი და მომდევნო გიორგი); ამრიგად, გირგალიძეთა სიგელი, როგორც გელუანების საბუთი, გაცემულია 1443/44-1467


145 კაკაბაძე 1920: 218.
- 120 -

წლებს შორის, ოღონდ გელუანების სიგელზე გვიან, ბაგრატ II იმერთა მეფის მიერ.

თოფურიძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის ეტრატზე დაწერილი პირი (მხედრულად), რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1508). ეს ხელნაწერი 1853 წ. ეგნატი და თეიმურაზ თოფურიებს, როგორც აზნაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარუდგენიათ სამეგრელოს სამთავროს სუჯუნის მაზრის მდივანბეგ ტ. ჩიქოვანისთვის146. საბუთის ტექსტი გამოცემულია ხუთჯერ: ე. თაყაიშვილის147, თ. ჟორდანიას148, ს. კაკაბაძისა149 და დ. კლდიაშვილის მიერ150.

საბუთის მიმღებნი არიან კაციბერ, შერგილ, გიორგი და იოვანე თოფურიძეები. გამცემია მეფე ალექსანდრე.

საბუთის ბოლოს მითითებულია გაცემის თარიღი: `დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჟამსა ალექსანდრეს მეფობისასა ქორონიკონსა ცხრაასსამოცდარვასა, თვესა მაისსა ა(თ)ჩვიდმეტსა~.

ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებელი 968, როდესაც მისი სრული ციკლი მხოლოდ 532 წელიწადს მოიცავს, ცხადია, მცდარია. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა, დედანში ქრონიკონის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო როჱ, რომელიც გადამწერმა არასწორად გაიგო. ამ სავარაუდო აღდგენით, საბუთის დედნისეული თარიღი იყო 178 ანუ 1490 წელი.

საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს ე. თაყაიშვილი აიგივებს ალექსანდრე I-თან და სიგელსაც მისი ზეობით, 1412- 1442 წლებით ათარიღებს151. აღნიშნულ იდენტიფიკაციას იზიარებს თ. ჟორდანიაც, ოღონდ საბუთში მოხსენიებულ


146 იხ. ჭუმბურიძე, ჩიქოვანი, სიჭინავა 2013: 89.
147 თაყაიშვილი 1891: №213; თაყაიშვილი 1909: 35-38.
148 ჟორდანია 1897: 233-235.
149 კაკაბაძე 1920: 73-75.
150 საბუთების კორპუსი 2014: 261-264.
151 თაყაიშვილი 1909: 35.

- 121 -

`დავით ცხეთელს~ კათალიკოსად მიიჩნევს და აიგივებს სხვა წყაროებით 1426-1430 წლებში ცნობილ დავით კათალიკოსთან, აქედან გამომდინარე, საბუთსაც ამ წლებით ათარიღებს152. ამავე დროს თ. ჟორდანია წერს: `ამ სიგელს ბევრი ნიშნები აქვს იმისა, რომ იგი ან ყალბია, ან იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს უნდა ეკუთვნოდეს~. თ. ჟორდანიას აზრით, ამ მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს სიგელშივე მოხსენიებული სვიმონ მაწყვერელისა და საქართველოს კათოლიკოსის დავით III-ის მოღვაწეობის ხანა _ XV ს. ბოლო153.

სიგელში მოხსენიებული ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობის ხანის მიხედვით ს. კაკაბაძეც საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან (1484-1510) აიგივებს154. ამის გათვალისწინებით აღადგენს ის, როგორც ვნახეთ, საბუთის გაცემის სავარაუდო დედნისეულ თარიღს. ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობა კი 1486-1515 წლებში თავსდება155. ს. კაკაბაძის არგუმენტაციას იზიარებს დ. კლდიაშვილი156.

ვფიქრობთ, საბუთის გამცემი მეფის გაიგივება იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან სავსებით ნათელია. ამასთან დაკავ- შირებით, სვიმონ მაწყვერელისა და ივანე ათაბაგის მოღვაწეობის ხანის გარდა, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ საბუთში მოწმეებად დასახელებული შიოშ ფალავანდიშვილი, დავით ციციშვილი, საყან მაჭუტაძე, დიმიტრი ბერიძე, ლომინი მახაძე157 ნამდვილად ალექსანდრე II იმერთა მეფის თანამედროვენი და მისი გარემოცვის წევრები არიან. ამას ადასტურებს ალექსანდრე II-ის სიგელი ფალავანდიშვილებისადმი ბოძებული 1488 წ. 1 ივლისს. სიგელის ერთ-ერთი ადრესატია სიაოშ იგივე


152 ჟორდანია 1897: 233.
153 ჟორდანია 1897: 233.
154 კაკაბაძე 1920: 75-76.
155 გურგენიძე 2013: 84, 86.
156 საბუთების კორპუსი 2014: 261-262.
157 თაყაიშვილი 1909: 37.
- 122 -

შიოშ ფალავანდიშვილი, მოწმეებად დასახელებულნი არიან დავით ციციშვილი, აგრეთვე, მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე (სახელების გარეშე)158. აშკარაა, რომ თოფურიძის სასისხლო სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე მეფისა და 1488 წ. სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე II იმერთა მეფის გარემოცვა იდენტურია, რაც, ბუნებრივია, ამ ორი მეფის იდენტურობის მაჩვენებელიცაა.

ასე რომ, თოფურიძეთა სასისხლო სიგელი უნდა დათარიღდეს ალექსანდრე II იმერთა მეფის ზეობის ანუ 1484- 1510 წლებით, მაგრამ შესაძლებელია თარიღის დავიწროებაც. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სიგელში დასახელებული გიორგი ერისთავის ვინაობა. გიორგი ერისთავი, ცხადია, რაჭის ერისთავია. რაჭის ერისთავი გიორგი, გვარად აფხაჭელიძე, იხსენიება მაღნარაძის სასისხლო სიგელში (ამაზე ქვემოთ), აგრეთვე, წარწერებში.

1488 წ. სიგელში რაჭის ერისთავია ივანე ჩხეტიძე159. აქედან მოკიდებული რაჭის ერისთავები ამ გვარის წარმომადგენლები არიან, სანამ მათ საგვარეულოს სოლომონ I დაამხობდა160.

აშკარაა, რომ გიორგის ერისთავობა წინ უსწრებდა ივანე ჩხეტიძის ერისთავობას და, შესაბამისად, თოფურიძის სასისხლო სიგელის შედგენა ფალავანდიშვილების სიგელის გაცემას (1488 წ.). აქედან გამომდინარე თოფურიძეთა სიგელი გაცემულია 1484-1488 წლებს შორის.

მაღნარაძეთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც დაცულია საქართველოს საისტორიო არქივში (1448-5040). საბუთის შინაარსი რუსულ ენაზე გამოაქვეყნა დიმ. ფურცელაძემ161. გასული საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისის არქივში ს. კაკაბაძემ მიაკვლია


158 კაკაბაძე 1924: 25.
159 კაკაბაძე 1924: 25.
160 სოსელია 1973: 74, 102; მეტრეველი 2013: 94, 104.
161 ფურცელაძე 1881: 36-37.
- 123 -

საბუთის პირს, გადაწერილს XIX ს. პირველ ნახევარში და გამოაქვეყნა 1924 წ.162.

სიგელის მიმღებნი არიან საყდრისშვილები, მაღნარაძეები: ივანე, გიორგი, გეგელია და ამ უკანასკნელის შვილები.

საბუთი გაცემულია დავით მეფის მიერ163. ეტრატის ხელნაწერს ბოლო ნაწილი აკლია, სადაც თარიღის შესახებ უნდა ყოფილიყო მითითება. ს. კაკაბაძის ხელთ არსებული პირი, როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, თარიღს არ შეიცავდა. დიმ. ფურცელაძის განკარგულებაში არსებული პირი გაცემის თარიღად 1477 წ. უჩვენებდა164.

საბუთში მოწმეებად დასახელებულნი არიან: დავით ციციშვილი, ერისთავი აბღაჭელიძე გიორგი, ამილახორი ივანე ჩხეტიძე, მეაბჯრეთუხუცესი დავით ღოღობერიძე, გიორგი ჩიჯავაძე, ქველი ჭილაძე, ციხისთავი თუქლამ ჭილაგიძე, ეჯიბი აფაქიძე, გოშოძე, ჩუხჩარეხი გავაშელ ამუნასკირი, მოლარეთუხუცესი ქორთოძე, მეღვინეთუხუცესი რომანავიძე, ივანე ჭარხალაძე, როსტან ქოჩაქიძე, მიქელაძე, ფანოველ ნაფიცხვიძე; ეპისკოპოსები _ რომანოზ ბიჭვინტელი, აბრამ ჭყონდიდელი, ეფთვიმე ცაიშელი, საბა მოქველი, სვიმეონ გელათის მოძღვართ-მოძღვარი165.

დასახელებულ პირთაგან დავით ციციშვილი, ერისთავი გიორგი აბღაჭელიძე და ფანოველ ნაფიცხვიძე ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ გაცემულ თოფურიძეთა სასისხლო სიგელშიც იხსენიებიან (ორი უკანასკნელი როგორც “გიორგი ერისთავი” და “ფანუელ ლაფიცხუძე“), რაც მაღნარაძის სასისხლო სიგელს ქრონოლოგიურად აახლოებს თოფურიძეთა სასისხლო სიგელთან ანუ XV ს. 80-იან-90-იან წლებთან.

ჩამოთვლილი საერო და საეკლესიო პირები, დასავლეთ საქართველოს _ არგვეთის, რაჭის, ლეჩხუმის, სამოქალაქოს,


162 კაკაბაძე 1924: 19-22
163 კაკაბაძე 1924: 20
164 ფურცელაძე 1881: 37
165 კაკაბაძე 1924: 21
- 124 -

სამეგრელოსა და აფხაზეთის დიდებულები და საეკლესიო იერარქები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს დავით ციცი- შვილი, მაგრამ ციციშვილების საფეოდალო და შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილი XV ს. და XVI ს. პირველ მეოთხედში ქუთაისის ტახტზე მსხდომ მეფეთა საგამგებლოში შედიოდა. ამიტომ ციციშვილის მოხსენიება აქ სავსებით ბუნებრივია. ასე რომ, ეს ჩამონათვალი წარმოგვიდგენს ქუთაისის სამეფო კარს და ქუთაისის სამეფო ტახტზე მჯდომი მეფის გარემოცვას და საგამგებლოს.

აღნიშნული პოსტულატიდან გამომდინარე, მაღნარაძეთა სასისხლო საბუთის გამცემი დავით მეფე ქუთაისის ტახტზე ზის.

ქუთაისის სამეფო ტახტისათვის ბრძოლა XV ს. 80-იან წლებში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თბილისის ტახტის მფლობელ კონსტანტინე II-სა და ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ VI-ის მემკვიდრე ალექსანდრეს შორის. 1484 წ. ქუთაისის ტახტზე მეფედ დაჯდა ალექსანდრე II, რომელიც 1486 წ. ჩამოაგდო კონსტანტინე II-მ, 1487-1488 წლების მიჯნაზე ალექსანდრე II-მ მეფობა დაიბრუნა, შემდგომ 1491 წ. შუა ხანებში კონსტანტინე II-მ მოკლე ხნით ალექსანდრე II გადააყენა ტახტიდან. საბოლოოდ ალექსანდრე II-მ განიმტკიცა მდგომარეობა ტახტზე და კონსტანტინეც ამ ფაქტს შეურიგდა.

სწორედ კონსტანტინე II-ის ქუთაისის ტახტზე გაბატონების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირებს ს. კაკაბაძე ქუთაისის ტახტზე მისი უფროსი შვილის, დავითის გამეფებას და მაღნარაძეებისათვის სიგლის ბოძებას. დავითის ხანმოკლე მეფობას და მაღნარაძეთა სიგელის გაცემას ს. კაკაბაძე 1486- 1488 წლებით ათარიღებს166. აღნიშნული მოსაზრება, არსებული მასალების ფონზე, მისაღები ჩანს.


166 კაკაბაძე 1924: 22, 252.

- 125 -

ყიფიანთა სასისხლო სიგელი

edit

შემონახულია საბუთის პირი, დაწერილი ეტრატზე მხედრულად. მეორე გვერდზე გამეორებულია იგივე ტექსტი, რომლის მელანი გამქრქალებულია. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Sd-731).

საბუთის ტექსტი Sd-731-ის მიხედვით გამოაქვეყნეს ე. თაყაიშვილმა167 და მ. სურგულაძემ168.

ადრესატები არიან საყდრისშვილები თემნა და ბუჭუა ყიფიანები. გამცემია მეფეთ-მეფე ბაგრატი169.

საბუთის გამცემი მეფე ბაგრატი ე. თაყაიშვილის აზრით, არის იმერეთის, შემდგომში გაერთიანებული ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატი, რომლის ზეობას ის 1462-1478 წლებში ათავსებდა170, რაც გაზიარებულია `პირთა ანოტირებულ ლექსიკონში~171; მ. სურგულაძის აზრით, საბუთი გაცემულია დასახელებული ბაგრატის იმერეთში მეფობის პერიოდში, რასაც მკვლევარი 1455-1459 წლებით განსაზღვრავს172. ს. კაკაბაძის აზრით, ყიფიანების სიგელი, ისევე როგორც აბესალომ გელუანისა, ეკუთვნის იმერეთის უცნობ მეფეს, რომელიც მოღვაწეობდა XV ს. დასაწყისში173; კ. კახაძის მოსაზრებით, სიგელი გაცემულია ბაგრატ V-ის მიერ იმ პერიოდში, როდესაც ის მამის, დავით IX-ის (1346-1360) სიცოცხლეში დასავლეთ საქართველოს მეფის ტიტულით განაგებდა 174.

საბუთის დასათარიღებლად ერთადერთი საყრდენი კალიგრაფიაა, რომლის მიხედვით ის XV საუკუნეს მიაკუთვნა ე. თაყაიშვილმა. ამიტომ ის ბაგრატ II იმერთა მეფის ზეობით, ანუ 1443/44-1465 წლებით უნდა დათარიღდეს.


167 თაყაიშვილი 1909: 398-399.
168 საბუთების კორპუსი 2014: 88-90.
169 თაყაიშვილი 1909: 398.
170 თაყაიშვილი 1909: 398.
171 ლექსიკონი 1991: 233.
172 საბუთების კორპუსი 2014: 88.
173 კაკაბაძე 1924: 58.
174 კახაძე 2001: 59.
- 126 -

გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი

edit

გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივს იმერეთის სოფ. ქვიტირის მკვიდრმა ს. გოგიბერიძის ოჯახმა გადასცა მათი საგვარეულო სიგელი (სეა 1448-5035). ესაა გუგუნბერიძეთა სასისხლო საბუთი, დაწერილი ქაღალდზე მხედრული ანბანით. გამოაქვეყნა ი. ცინცაძემ175.

საბუთის ადრესატები არიან ზარდია, იმარიდო და შიოშ გუგუნბერიძეები.

საბუთის გამცემად დასახელებულია მეფე გიორგი, მისი თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯანი და ძე მათი ალექსანდრე176.

საბუთის თავი მოხატულია წითელი და შავი მელნით, შუაში ჯვარია გამოსახული, რომლის გარშემო მთავრულად წერია: `ჯი, ქი, ძა, მა~. ჯვრის ქვემოთ ორნამენტებით შემკული ოთხკუთხედის ფორმის არშიაა დახატული, რომელშიც წითელი მელნით ჩაწერილია: `სახელით ღ(მრ)თისათა ჩვენ ღ(მრ)თ(ივ)გვირგვინოსანთა მეფთ-მეფემან პატრონმან როსტომ~177.

საბუთს ბოლო სტრიქონები აკლია. ზურგზე მოთავსებულია ხვეული ხელრთვა და იკითხება `როსტომ~178.

გუგუნბერიძეებისათვის სასისხლო სიგელის მბოძებელი მეფე თანამეცხედრისა და შვილის სახელის მიხედვით არის მეფე გიორგი VIII (1446-1465)179.

სიგელი განახლებულია იმერეთის მეფის, როსტომის მიერ (1593-1604), როდესაც გიორგი VIII-ის მიერ გაცემული საბუთის ტექსტი თავიდან გადაიწერა, თავში გაუკეთდა მინაწერი როსტომ მეფის მოხსენიებით და ბოლოს დაერთო მისი ხელრთვა. საბუთის ტექსტი თხელ ქაღალდზეა დაწერილი,


175 ცინცაძე 1927: 16-19.
176 ცინცაძე 1927: 16-17.
177 ცინცაძე 1927:17
178 ცინცაძე 1927: 18
179 ჯავახიშვილი 1982: 272,320; ცინცაძე 1927:17

127

- 127 -

რომელიც მოგვიანებით სქელ ქაღალდზე დაუწებებიათ. საბუთის ზურგზე მოთავსებული როსტომ მეფის ხელრთვა რომ ამ სქელ ქაღალდს არ დაეფარა, ეს უკანასკნელი ხელრთვის პირდაპირ ოთხკუთხედად ამოუჭრიათ. ასე რომ, საბუთი გაცემულია გიორგი VIII-ის მიერ 1446- 1465 წლებს შორის. მოგვიანებით, 1593-1604 წლებს შორის სიგელი განაახლა როსტომ იმერთა მეფემ.

- 128 -

ბიბლიოგრაფია:

edit

შესწავლისათვის _ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ.

  • არახამია 2010ბ: გ.არახამია, ქართული დიპლომატიკის

შესწავლისათვის. - ქართული წყაროთმცოდნეობა, XII.

  • არახამია 2010გ: გ. არახამია, ვერგელდის ოდენობის

საკითხისათვის სასისხლო სიგელებში _ საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა II კონფერენციის მასალები, თბ.

  • არახამია 2012: გ. არახამია, ვერგელდის საკითხისათვის

XIV-XVIII სს. საქართველოში _ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, X-XI, თბ.

  • არახამია 2012ბ: გ. არახამია, სასისხლო სიგელთა

შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები _ მაცნე. ისტორიის,

- 129 -

არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, №2.

  • არახამია, ქარდავა 2016: გ. არახამია, მ.ქარდავა, ქუთაისის

მეფეები და მათი სამფლობელო XIII-XVI საუკუნეებში. _ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XIV-XV, თბ.

  • ასათიანი 2012: ნ. ასათიანი და სხვ., საქართველოს

ისტორია, III, თბ.

  • ბაქრაძე 1987: დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა

გურიასა და აჭარაში, ბათუმი.

  • ბაქრაძე 1887: Д. Бакрадзе, Грузинская палеография.- Труды

V археологического сьезда вТифлисе 1881, М.

  • ბერაძე 1989: Т. Берадзе,Мореплавание и морская торговля в

средневековой Грузии, Тбилиси, 1989.

  • ბერძენიშვილი 1966: ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს

ისტორიის საკითხები, III, თბ.

  • ბერძენიშვილი 1937: ნ. ბერძენიშვილი, ფეოდალური

ურთიერთობიდან XV საუკუნეში (დოკუმენტები კრიტიკული წერილით). - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, I, თბ.

  • ბროსე 1849: M. Bროსსეტ. ღაპპორტს სურ უნ ვოყაგე არცჰეოლოგიქუე

დანს ენ Gეორგიე ეტ დანს L’Aრმენიე ეხეცუტე ენ 1847-1848, I, შტ.-Pბ.

  • ბროსე 1858: M. Bროსსეტ. Hისტოირე დე ლა Gეორგიე. Iნტროდუცტიონ ეტ

თაბლეს დეს მატიერეს, შტ.-Pბ., 1858.

  • გაბაშვილი 2005: მ. გაბაშვილი, საქართველოს სამონეტო

პოლიტიკის ისტორიიდან. - კრებ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ.

  • გაბაშვილი 1991: მ. გაბაშვილი, ქართული ნუმიზმატიკის

ისტორიიდან _ კრებ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ.

- 130 -
  • გრიგოლია 1940: კ. გრიგოლია, იმერული სიგელების

შედგენილობის საკითხისათვის XVI-XVIII საუკუნეებში. _ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, X-B, თბ.

  • გვრიტიშვილი 1955: დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური

საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.

  • გურგენიძე 2013: გურგენიძე, მაწყვერელ ეპისკოპოსთა

ქრონოლოგიური რიგი. კრებ.: რელიგიის ისტორიის საკითხები, II, თბ.

  • დოლიძე 1957: ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის

სამართალი ,თბილისი, 1957.

  • დოლიძე 1953: ი. დოლიძე, ძველი ქართული სამართალი,

თბილისი, 1953.

  • დოლიძე 1961: ქართული სამართლის ძეგლები, I, ტექსტები

გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი.

  • დოლიძე 1965: ქართული სამართლის ძეგლები, II,

ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი.

  • დოლიძე 1972: ქართული სამართლის ძეგლები, IV,

ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ,თბილისი.

  • დუნდუა 1964: გ. დუნდუა, სამონეტო მიმოქცევის

საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ.

  • თაყაიშვილი 1891: ე. თაყაიშვილი, ნიმუშები სამეგრელოს

სიგელ-გუჯრებისა. - `ივერია~, #213.

  • თაყაიშვილი 1909: საქართველოს სიძველენი, II, ე.

თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ.

  • თაყაიშვილი 1910: საქართველოს სიძველენი, III, ე. თაყაი-

შვილის რედაქტორობით, ტფ.

  • თაყაიშვილი 1991: ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური

ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს _ კრებ.: დაბრუნება, 2, თბ. 131

  • ინგოროყვა 1941: პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო

ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები, თბ.

  • კაკაბაძე 1912: ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი XV საუკუნის

აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი, ტფ.

  • კაკაბაძე 1913ა: ს. კაკაბაძე, გენეალოგია დიდის

ალექსანდრე მეფისა, ტფ., 1913.

  • კაკაბაძე 1913ბ: ს.კაკაბაძე, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე

თამარი (ტფილისი, 1913).

  • კაკაბაძე 1913გ: ს.კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III

(ტფილისი, 1913).

  • კაკაბაძე 1913დ: ს. კაკაბაძე, ბაგრატ, უცნობი XIV

საუკუნის რაჭა-არგვეთის მფლობელი, ტფილისი, 1913.

  • კაკაბაძე 1914: ს.კაკაბაძე, წერილები და მასალები

საქართველოს ისტორიისათვის, I, ტფ.

  • კაკაბაძე 1920: ს.კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს

ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ.

  • კაკაბაძე 1922: ს. კაკაბაძე, საქართველოს მოკლე ისტორია,

ტფ.

  • კაკაბაძე 1924: ს.კაკაბაძე, საისტორიო მოამბე, II, ტფ.
  • კაკაბაძე 1925ა: ს.კაკაბაძე, საისტორიო მოამბე, I, 1925,

ტფ..

  • კაკაბაძე 1925ბ: ს.კაკაბაძე, საისტორიო მოამბე, II, 1925,

ტფ.

  • კაკაბაძე 1928: ს. კაკაბაძე, საისტორიო კრებული, IV, ტფ.
  • კაპანაძე 1969: დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ.
  • კაკაბაძე 1982: С.С. какабадзе. Грузинские документы IX-XV

вв, М.

  • კაკაბაძე 1967: С.С. Какабадзе. Грузинские документы

института народов Азии АН СССР, М.

  • კაციტაძე 1976: დ. კაციტაძე, საქართველო XIV-XV სს.

მიჯნაზე, თბ.

- 132 -
  • კახაძე 2001: კ. კახაძე, დასავლეთ საქართველოს `უცნობი

მეფეები~ _ კლიო, 11.

  • კიკნაძე 1963: რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერ-

თობის ისტორიიდან XV საუკუნის II ნახევარში, ივ. ჯავახი- შვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბილისი.

  • ლექსიკონი 1991: პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I,

გამოსაცემად მოამზადეს დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991.

  • ლექსიკონი 2004: პირთა ანოტირებული ლექსიკონი, III,

მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს ა. ბაქრაძემ, ლ. რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა, ტომი შეადგინეს დ.კლდიაშვილმა და მ. სურგულაძემ, თბ.

  • ლომინაძე 1953: ბ. ლომინაძე, შიომღვიმე, თბ.
  • მაკალათია 1934: ს. მაკალათია, ხევი, ტფ.
  • მეტრეველი 2013: რ. მეტრეველი, რაჭა. შტრიხები

წარსულიდან, თბ.

  • მეტრეველი 2008: ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის

რედაქციით, თბ.

  • მუსხელიშვილი 1966: დ. მუსხელიშვილი, თბილისის ამირთამირობის

ინსტიტუტისათვის. _ საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ.

  • ნინიძე 1995: დ. ნინიძე, `პროვინციის მეფეები~ XIV-XV სს.

საქართველოში, თბ.

  • ოდიშელი 2010: ჯ. ოდიშელი, ისტორიულ-პუბლიცისტური

ნარკვევები, თბ.

  • ოდიშელი 1966: ჯ.ოდიშელი, ქართული დიპლომატიკის

ისტორიიდან .- მაცნე, # 4, თბილისი,1966.

  • ოდიშელი 1968: მცირე ქრონიკები (კინკლოსების

ისტორიული მინაწერები), ტექსტები გამოსცა და შესავალი წერილი დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ.

  • პახომოვი 1926: Е. Пахомов, Монетные клады Азербайджана

и Закавказья, вып.I, Баку.

- 133 -
  • პახომოვი 1938: Е. Пахомов, Монетные клады Азербайджана

и Закавказья, вып. II, Баку.

  • პონომარიოვი 1998: А.Л.Пономарев, Денежный рынок

Трапезунтской империи в XIII-XVвв. - Сб. Причерноморье в средние века, III, под редакции С. П. Карпова, С.-Пб.

  • ჟორდანია 1897: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს

ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და განმარტებული თ. ჟორდანიას მიერ, ტფ.

  • ჟორდანია 1896: თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები

შიომღვიმის მონასტრისა და `ძეგლი~ ვაჰხანის ქვაბთა, ტფ.

  • ნ. ჟღენტი 2010: ნ. ჟრენტი, მთის წმ. გიორგის

მონასტრისადმი გაცემული XV ს. საბუთის თარიღის დაზუსტებისათვის. _ ქართული წყაროთმცოდნეობა, XII, თბ.

  • საბუთების კორპუსი 1984: ქართული ისტორიული

საბუთების კორპუსი, I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ და ნ. შოშიაშვილმა, თბ. საბუთების კორპუსი 2013: ქართული ისტორიული

  • საბუთების კორპუსი, II, შეადგინეს და გამოსაცემად

მოამზადეს თ. ენუქიძემ, ნ. თარხნიშვილმა, ბ. ლომინაძემ, თბ. საბუთების კორპუსი 2014: ქართული ისტორიული

  • საბუთების კორპუსი, III, შეადგინეს თ. ენუქიძემ, დ.

კლდიაშვილმა და მ. სურგულაძემ, გამოსაცემად მოამზადა მ. სურგულაძემ, თბ.

  • სილოგავა 1986: სვანეთის წერილობითი ძეგლები, I,

ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სამეცნიერო _ საცნობარო აპარატურა დაურთო ვ. სილოგავამ, თბ.

  • სილოგავა 1989: კორიდეთის საბუთები, გამოსაცემად

მოამზადა ვ. სილოგავამ, თბ., 1989.

  • სოსელია 1973: ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის

დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), I, თბ.

- 134 -
  • სურგულაძე 1999: მ. სურგულაძე, ქართული დიპლომატიკის

ისტორიიდან _ `ბიჭვინტის იადგარი~. _ მრავალთავი, XVIII, თბ.

  • სურგულაძე 1992: მ. სურგულაძე, სასისხლო სიგელები,

როგორც ქართული წერილობითი დოკუმენტური წყაროების დამოუკიდებელი სახეობა.-მრავალთავი, XVII, თბ.

  • სურგულაძე 2006: მ. სურგულაძე, ქართული საისტორიო

აქტები, XI-XVსს., თბ.

  • სურგულაძე 2010: მ.სურგულაძე, ეპიზოდები XVI საუკუნის

საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები, მრავალთავი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 23, თბ.

  • ტაბატაძე 1974: კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა

უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ სს. მიჯნაზე, თბილისი.

  • ტუღუში 2006: ა. ტუღუში, თოდოძეთა სასისხლო სიგელის

დათარიღებისათვის. _ ივ. ჯავახიშვილის თსუ ზუგდიდის ფილიალის შრომები, I, თბ.

  • ფუთურიძე 1955: ქართულ-სპარსული ისტორიული

საბუთები, გამოცემული ვ. ფუთურიძის მიერ, თბ.

  • ფურცელაძე 1881: Грузинские церковные грамоты

(материалы для пятого Археологического съезда), составителъ Д.П. Пурцеладзе, Тифлисъ.

  • ქართველიშვილი 2015/2016: თ. ქართველიშვილი, ხობის

მონასტრის საისტორიო საბუთები. XV-XVIII სს. _ ქართული წყაროთმცოდნეობა, XVII-XVIII, თბ.

  • ქებულაძე 1971: რ. ქებულაძე, ევროპული მონეტების

მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში, თბ.

  • ღვაბერიძე 1986: ც. ღვაბერიძე, საქართველოს ურთიერ-

თობა ილხანთა ირანთან და ჯელაირიანთა სახელმწიფოსთან, თბ.

  • ღვაბერიძე 2003: ც.ღვაბერიძე, ბაგრატ კურაპალატის

სამართლის ძეგლის დათარიღებისათვის. _ კრებ.: `ვალერიან გაბაშვილი. 90~, თბ.

- 135 -
  • ყაუხჩიშვილი 1959: ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი

დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ.

  • ყაუხჩიშვილი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა

სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ.

  • ცინცაძე 1927: ი. ცინცაძე, გუგუნბერიძეთა სასისხლო

სიგელი. - საქართველოს არქივი, II, ტფ.

  • ჭუმბურიძე 2006: ზ. ჭუმბურიძე, ნატყუარია თუ არა

აბჟანდაძეთა სასისხლო სიგელი? - საიუბილეო კრებული მიძღვნილი შოთა მესხიას 90 წლისთავისადმი, თბ.

  • ჭუმბურიძე, ჩიქოვანი, სიჭინავა 2013: სამეგრელო.

თავადები და აზნაურები, ტექსტები შეკრიბეს და დასაბეჭდად მოამზადეს ზ. ჭუმბურიძემ, ი. ჩიქოვანმა და ა. სიჭინავამ, თბ.

  • ხარაძე 1947: რ. ხარაძე, ხევსურული რჯული. _ ანალები.

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ.

  • ხოშტარია-ბროსე 1987: ე. ხოშტარია-ბროსე, ე.წ. `ბაგრატ

კურაპალატის სამართლის~ შესწავლისა და საქართველოში მოქმედი ფეოდალური კანონმდებლობის საკითხისათვის. _ მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, #1.

  • ჯავახიშვილი 1982: ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12

ტომად, ტ. III,თბ., 1982.

  • ჯავახიშვილი 1984: ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12

ტომად, ტ. VII, თბ.

  • ჯავახიშვილი 1996: ივ.ჯავახიშვილი, თხზულებები 12

ტომად, ტ. IX, თბ.

  • ჯაფარიძე 1973: გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული

მეტროლოგიიდან, თბ.

  • ჯაფარიძე 1976: გ. ჯაფარიძე, ოქროს მონეტის

ტერმინოლოგია XI-XIII სს. საქართველოში. _ მაცნე, ისტორიის

- 136 -

არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, #3.

  • ჯოჯუა 2012| 2013: თ. ჯოჯუა, ეცერის მოძღვრის ანტონ

ონოფრელის მიერ 1380 წ. იერუსალიმში „სპარსთაგან“ დახსნილი XII-XIII სს. უღვალის სახარება და და მისი მინაწერი ...ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XII-XIII, თბ.

- 137 -

Г. Арахамиа К ИЗУЧЕНИЮ ГРАМОТ О ЦЕНЕ КРОВИ Резюме Грамота о цене крови является одним из видов грузинских средневековых дипломатических памятников. Ее выдавал царь, определяя имущественную плату за то или иное преступление, совершенное в отношении адресата. До нашего времени сохранились сорок три таких грамот XIVXVII веков. Книга посвящается нескольким дискуссионным вопросам источниковедческого изучения указанных документов. Сразу же после введения грамот о цене крови в научный оборот появились две взаимоисключающие точки зрения. Согласно первой из них, все они, без исключения, полностью фальшивые (Ив. Джавахишвили), по второй _ все являются подлинными (С. Какабадзе). Обоснование первой точки зрения, принадлежащее Ив. Джавахишвили, опирается на т.н. дипломатических погрешностях, выявлен- ных в структурных разделах грамот о цене крови, не соответствующих принятым в царской канцелярии, твердо устоявшимся традиционным формулировкам. Дальнейшее исследование проблемы было направлено по пути проверки обнаруженных Ив. Джавахишвили т.н. дипломатических погрешностей, результаты которой показали, что объявлять все грамоты о цене крови фальшивыми либо подлинными - необоснованно. Первая глава книги посвящается именно истории изучения проблемы, обобщению позитивных результатов, накопленных при исследовании.

- 138 -

Достижения грузинской дипломатики за последние полвека являются той базой, на основании которой становится необходимым возвращение к т.н. диплома- тическим погрешностям грамот о цене крови. Именно этому посвящается вторая глава книги. На основании всесто- роннего изучения формул структурных разделов грамот о цене крови, вопросов названных в грамотах денежных единиц и объема Вергельда, сделано заключение, что считать грамоты о цене крови фальшивыми на основании указанных компонентов неправомерно. В третьей главе книги рассмотрены вопросы датиро- вания не датированных грамот о цене крови.

- 139 -

G. Arakhamia
TO THE STUDY OF CHARTERS ABOUT PRICE OF BLOOD
Resume
A charter about price of blood is one of the medieval diplomatic monuments. It was given by the Tsar designating property payment for that or other crime committing towards the addressee. Up to now there are forty three such charters of the 14-17 centuries preserved. The book is devoted to several discussion questions of source study of the above documents.

Straight after introducing of the charters about price blood into scientific turnover two mutually exclusive points of view appeared. According to the first of them all the charters with no exception were completely false (Iv. Javakhishvili), as to the second one all of them were original (S. Kakabadze). Foundation of the first point of view belong to Iv. Javakhishvili is based on the so-called diplomatic precisions revealed in structural chapters of the charters about price of blood not corresponding to the excepted in the tsarist chancery firmly traditional formulation. Further investigation of the problem was directed by the way of checking of the revealed by Iv. Javakhishvili so-called diplomatic precisions the results of which showed that to call all the charters about price blood false or original is groundless. The first chapter of the book is devoted namely to the history of the study of the problem, generalization of positive results accumulated at investigation.

Development of the Georgian diplomacy for the last half age makes the basis, which makes it necessary to come back to the socalled diplomatic precisions of the charters about price of blood. The second chapter of the book is devoted to the above stated. On the ground of the whole-sided study of the formulas of structural parts of the chapters about price of blood, questions named in the chapters

- 140 -

money units and wergild’s amount, the conclusion was made to consider chapters about price of blood to be false on the basis of the indicated components is unjust.

In the third chapter of the book the questions of dating of not dated charters about price of blood are considered.

- 141 -

სარჩევი

  • თავი I. სასისხლო სიგელთა ხელნაწერები, გამოცემები და შესწავლის მდგომარეობა - გვ. 5
  • თავი II. სასისხლო სიგელთა ნამდვილობა-ნატყუარობის საკითხი - გვ.21
  • §1. სასისხლო სიგელი, როგორც დიპლომატიკური ფაქტი - გვ.21
  • §2. სასისხლო სიგელთა სტრუქტურა და ე.წ. დიპლომატიკური ცდომოლებები - გვ.25
  • §3. ფულის ერთეულები და ვერგელდის ოდენობა სასისხლო სიგელებში - გვ.47
  • თავი III. ზოგიერთი სასისხლო სიგელის დათარიღებისათვის - გვ.83
  • ბიბლიოგრაფია - გვ.128
  • რეზიუმე - გვ.137