დედანი საბუთისა 1472 წ. I.2. - წყალობის წიგნი კოსტანტინე მეფისა იოთამ მაღლანიძისადმი

საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი : ხეც. Ad-1669. ყვითელი ფერის ეტრატი, ზომა: 39,7 x18,6. დაზიანება: საბუთი მსუბუქად არის დაზიანებული, ეტრატის აშიები ოდნავ ჩამუქებულია, მარცხენა აშია მოხეულია ორ ადგილას და შევსებულია ქაღალდით. მელანი გახუნებული შავი; მწიგნობრული მხედრული, მწყობრად ჩასმული სტრიქონები. ტექსტის დასაწყისში ხის ხვეულებით შემკული ქანწილი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 75