Hd-01055
Hd-1055
საბუთის აღწერილობა
editდედანი საბუთებისა
- 1453 წ. VIII.6. - თარხნობის სიგელი გიორგი მეფისა ფილიპე ერემაძისადმი
- 1453 წ. ახლო - მამულის წყალობის სიგელი გიორგი მეფისა ფილიპე ერემაძისადმი
მუქი შეფერილობის ეტრატი; ზომა: 43,2 x 19,6 ; დაზიანება: ტექსტის დასაწყისი და ბოლო ნაწილები ჩაშავებულია, კიდეები ბევრგან დაფლეთილი, მთელი ეტრატი ალაგ-ალაგ დაფარული ნესტის მოშავო ლაქებით. გადანაკეც ადგილებზე აქვს ნასკდომი ზოლები. გადაჭიმვის შედეგად - რამდენიმე პატარა ნახვრეტი. ტექსტი თითქმის არ ჩანს verso-ს დასაწყისში. შავი მელანი, რომელიც ზოგან გადასულია; მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მამულის წყალობის სიგელი მიწერილია საბუთის უკანა მხარეს პირშექცევით.