საბუთის აღწერილობა

edit

დედანი საბუთისა 1633 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სახლთხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

  • დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hd-14651; ღია ყავისფერი ლაქებიანი ქაღალდი; 1 ფურცელი; ზომა: 39,2X19 სმ.; შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ხილვადობა მკაფიოა, ტექსტი თავიდან ბოლომდე კარგად იკითხება. წყალობის სიგელი ორენოვან საბუთთა რიგს მიეკუთვნება და გააჩნია როგორც ქართული, ასევე სპარსული ვერსია. შ ე ნ ი შ ვ ნ ა: საბუთის ქართულ ვერსიას არანაირი ხელრთვა ან ბეჭედი არ უზის, რაც შეეხება სპარსულ ვერსიას უზის ოთკუთხედის ფორმის სპარსული ბეჭედი. მ ი ნ ა წ ე რ ი: საბუთის ვერსოზე: "ჩაჩიკასშვილის წყალობის წიგნი". - 2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის