Hd-14653
დედანი საბუთისა 1583 წ. 11.20. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა იოვანე ბარათაშვილისადმი
საბუთის აღწერილობა
editდ ე დ ა ნ ი: ხეც, Hd-14653; სიძველისგან ჩამუქებული ქაღალდი, ზომა: 39 x 15; დაზიანება: აშიები მოხეულია ტექსტის შეუხებლად, თავში და გვერდებზე ატყვია ნესტის მოყავისფრო ლაქები, კიდეები გამაგრებული აქვს სარესტავრაციო ქაღალდით. შავი მელანი, ტექსტის დასაწყისი ფორმულა შესრულებულია წითელი მელნით; ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი ორენოვანია - ქართულ-სპარსული. შექასთეს ხელით დაწერილი სპარსული ტექსტი მოთავსებულია verso-ზე, თავში მოთავსებულია სინგურით გამოყვანილი თოღრა. ამავე გვერდზეა რუსული მმართველობის სარეგისტრაციო ჩანაწერი - საბუთი ნომრით N 91 დაურეგისტრირებიათ 1820 წლის 17 ივნისს. თავში recto-ზე უზის სააღრიცხვო ნომერი: N 36.