K-591

საბუთის აღწერილობა

edit

დედანი საბუთისა 1486-1488 წწ. XII.5. - სასისხლო სიგელი კონსტანტინე მეფისა თოდაძეებისადმი

ეტრატის გრაგნილი; ზომა 152x16,5. ერთმანეთზე წითელი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული კეფი: I - 50.5x16.2, II - 45.5x16.5, III - 56x16.5; მცირედ დაზიანებული; მელანი შავი, ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორი ან სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

ს. კაკაბაძის შენიშვნით, საბუთი რუსული სარეგისტრაციო მინაწერით წარდგენილი ყოფილა სამეგრელოს მართებლობის საბჭოში (სამეგრელოს მართებლობის საბჭოს არქივი დაიღუპა 1919 წელს, როცა ის ქუთაისის საგუბერნიო კომისრის დავალებით გაიყიდა ქუთაისის მთელ საგუბერნიო არქივთან ერთად). ამავე მინაწერით ირკვევა, რომ თოდაძეთა გვარი სამეგრელოში ცხოვრობდა, რსაც ასევე ადასტურებს თავად სიგელში თოდაძის გვარის მოხსენიება "თოდოას" ფორმით. საბუთის verso-ზე მოთავსებულია რუსული სარეგისტრაციო ჩანაწერი: "Сей документъ в Советъ Управления Мингрелиею крестьянином Тодуевымъ явленъ и въ книгу подлинникомъ подъ № 829 записанъ въ чем подписомъ присутсвующихъ и приложениемъ казенной печати свидетельствуется Старший членъ Совета (подпись), Членъ отъ дворянства К. Габуния, Секретар совета (подписъ)."