პრეზიდენტი უფლებამოსილია შეავსოს ყველა გათავისუფლებული ადგილი, სენატის სესიებს შორის პერიოდში და გასცეს თანამდებობრივი უფლებამოსილებანი სენატის მორიგი სესიის დასრულებამდე.
ნაწილი 3.
მან დრო და დრო კონგრესს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კავშირში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და წარუდგინოს კონგრესს განსახილველად რეკომენდაციები და ღონისძიებები, რომლებსაც ის აუცილებლად და მიზანშეწონილად ჩათვლის; მას შეუძლია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოიწვიოს ორივე პალატის , ან ერთ-ერთი მათგანის სხდომა და მათ შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, სხდომების გადატანის წესის შესაბამისად, გადაიტანოს მათი სხდომები იმ ვადით, რომელსაც ის სავალდებულოდ მიიჩნევს; მან უნდა მიიღოს ელჩები და სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლები; მან უნდა იზრუნოს იმისთვის, რათა კანონები კეთილსინდისიერად იქნას აღსრულებული და დანიშნოს შეერთებული შტატების ყველა თანამდებობის პირი.
ნაწილი 4.
პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ყველა სხვა სამოქალაქო თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ იქნან თანამდებობიდან იმპიჩმენტის შედეგად, თუ ისინი მხილებულნი იქნებიან ღალატში, მექრთამეობაში, ან სხვა სახის მძიმე თუ მსუბუქ დანაშაულში.26
მუხლი III
ნაწილი 1.
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება გადაეცემა უზენაეს სასამართლოს და მისდამი დაქვემდებარებულ სასამართლოებს, რომლებიც კონგრესს შეუძლია დრო და დრო დააწესოს და დააფუძნოს, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე დაბალი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები თანამდებობებზე დარჩებიან მანამდე, სანამ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებენ27 და ამისთვის ისინი, განსაზღვრულ დროს, მიიღებენ გასამრჯელოს, რომელიც არ შეიძლება შემცირდეს მათი თანამდებობებზე ყოფნის განმავლობაში.
ნაწილი 2.
სასამართლო ხელისუფლება ვრცელდება ყველა იმ საქმეზე, რომელიც კანონისა და სამართლიანობის შესაბამისად გამომდინარეობს ამ კონსტიტუციიდან, შეერთებული შტატების კანონებიდან, ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დადებულია ან მომავალში დაიდება შეერთებული შტატების მიერ, - ყველა იმ საქმეზე, რომელიც შეეხება ელჩების, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლებისა და კონსულების მოღვაწეობას; - ყველა იმ საქმეზე, რომელიც შეეხება საადმირალოსა და საზღვაო კანონმდებლობას; - სადავო საკითხებზე, რომლის დროსაც შეერთებული შტატები ერთ-ერთი მხარე იქნება; - სადავო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვება ორ ან მეტ შტატს შორის; { - ერთ შტატსა და მეორე შტატის მოქალაქის შორის} [შეიცვალა მეთერთმეტე შესწორებით] - სხვა და