ამომრჩევლების, თუ კონგრესში სენატორების ან წარმომადგენლების არჩევნები - მის მიერ საარჩევნო გადასახადის ან სხვა რომელიმე გადასახადის შეუძლებლობის გამო.
ნაწილი 2.
კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.
(რატიფიცირებულია 1964 წლის იანვარში)
XXV შესწორება
ნაწილი 1.
პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, მისი სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დაიკავოს ვიცეპრეზიდენტმა.
ნაწილი 2.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გათავისუფლების შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თავის თანამდებობას დაიკავებს კონგრესის ორივე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობით დამტკიცების შემდეგ.
ნაწილი 3.
იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გაუგზავნის თავის წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს მათ, რომ არ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, და მანამდე, ვიდრე ის არ გაუგზავნის მათ წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს საწინააღმდეგოს, ეს უფლებები და მოვალეობები უნდა გადაეცეს ვიცე-პრეზიდენტს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.
ნაწილი 4.
იმ შემთხვევაში, თუკი ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დეპარტამენტებისა და კონგრესის მიერ კანონით გათვალისწინებული სხვა ამგვარი სტრუქტურების ხელმძღვანელების უმრავლესობა გაუგზავნიან სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს თავიანთ წერილობით დეკლარაციას, რითაც ისინი ამცნობენ მათ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს მისი უფლებები და მოვალეობები, ვიცე-პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიბაროს ეს უფლებები და მოვალეობები, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ხოლო შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გაუგზავნის თავის წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს მათ, რომ მას შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, იგი დაუბრუნდება თავის თანამდებობას, თუ ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელი დეპარტამენტებისა და კონგრესის მიერ კანონით გათვალისწინებული სხვა ამგვარი სტრუქტურების ხელმძღვანელების უმრავლესობამ ოთხი დღის განმავლობაში არ გაუგზავნეს სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს თავიანთი წერილობითი დეკლარაცია, რითაც ისინი ამცნობენ მათ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, თუ ეს მოხდა, მაშინ საკითხი კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, იგი უნდა შეიკრიბოს იმ მიზნისათვის ორმოცდარვა საათის განმავლობაში, თუ ეს სესიის მსვლელობის დროს არ მოხდა, თუ კონგრესი წერილობითი დეკლარაციის მიღებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში, ან იმ