Page:US Constitution in Georgian language.pdf/28

This page has not been proofread.

შემთხვევაში, თუ კონგრესი არ მართავს თავის სესიას და ოცდაერთი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მას სთხოვეს შეკრებილიყო, განსაზღვრავს ორივე პალატის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, მათი აღსრულება უნდა გააგრძელოს ვიცე-პრეზიდენტმა, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა; ყველა სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი დაიბრუნებს თავის უფლებებს და მოვალეობებს.

(რატიფიცირებულია 1967 წლის თებერვალში)

XXVI შესწორება

ნაწილი 1.

არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა თვრამეტი წელი, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი ასაკის გამო.

ნაწილი 2.

კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.

(რატიფიცირებულია 1971 წლის ივლისში)

XXVII შესწორება

არცერთი კანინი, რომელიც შეცვლის სენატორთა და წარმომადგენელთა გასამრჯელოს, განკუთვნილს მათი სამსახურისათვის, არ შევა ძალაში, ვიდრე არ შედგება წარმომადგენელთა არჩევნები.

(რატიფიცირებულია 1992 წლის მაისში).

კომენტარები

1. ”უფრო სრულყოფილი კავშირი...” - ანუ, სრულყოფილი იმ კავშირთან შედარებით, რომელიც ”კონფედერაციის მუხლების” ქვეშ არსებიბდა. საქმე ის არის, რომ ეს კონსტიტუცია არ წარმოადგენს შეერთებული შტატების პირველ კონსტიტუციას. ასეთი იყო ზემოთ ნახსენები ”კონფედერაციის მუხლები”, რომელიც შეიქმნა 1778 წ. შეერთებული შტატები იმ პირველი კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენდა კონფედერაციას, ერთობ სუსტი ცენტრალური ხელისუფლებით, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ცალკეულ შტატებს როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხების გადაწყვეტაში. სწორედ ამ პრობლემებმა მიიყვანა შტატები ფილადელფიის კონვენტამდე და ახალ კონსტიტუციამდე.

2. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ორი პალატისაგან შედგება, არის შედეგი ე. წ. ”დიდი კომპრომისისა”, რომელიც მიღწეულ იქნა ფილადელფიის კონვენტზე. საქმე ის არის, რომ შტატებს, რომლებშიც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობდა, სურდათ, რომ კონგრესში წარმომადგენლობა ყოფილიყო პროპორციული პრინციპით, ანუ მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად რაც ეწინააღმდეგებოდა იმ შტატების ინტერესებს, რომლებშიც მოსახლეობის