საბუთის აღწერილობა

edit

დედანი საბუთისა 1467 წ. I.21. - მამულის წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ჯვარისმტვირთველ დანიელ ელიოზისძისადმი

დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qd-27;
ეტრატი, ზომა: 97 x 16 სმ.; სამი კეფი: I - 36 x 16, II - 27.6 x 16, III - 33 x 16;
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: ეტრატი დაფარულია მონაცისფრო-მოშავო ლაქებით. ზედა აშია და ტექსტის შუა ნაწილი პირველი ხუთი სტრიქონის სიღრმემდე მოხეულია. I და II კეფის გადაბმის ადგილას მეორე სიტყვა გადაშლილია.
მ ე ლ ა ნ ი მკაფიო შავი;
ხ ე ლ ი კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ზოგან სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ;
I კეფის verso-ზე მოთავსებულია რუსული სარეგისტრაციო წარწერა.