Qd-08584
დედანი საბუთისა 1569-1578 წწ. - განჩინება ჯავახიშვილებისა და ბარათაშვილების სასისხლო საქმეზე
საბუთის აღწერილობა
editდ ე დ ა ნ ი: ხეც, Qd-8584; ქაღალდი, ზომა: 34 x 15,2; დაზიანება: საბუთს აკლია თავი და ბოლო, კიდეებზე ემჩნევა ნესტის მოყვითალო ლაქები და ნახევები, დაზიანებული აშიები შემოჭრილია და გამაგრებული სარესტავრაციო ქაღალდით, ბოლო ნაწილის დაზიანების გამო recto-დან verso-ზე გადასვლისას ტექსტი არ ებმის. შავი გახუნებული მელანი; ხელი აჩქარებული, მწიგნობრული მხედრული, სტრიქონები შუაში ძალზე შემჭიდროვებულია; განკვეთილობის ნიშანი - სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.