Qd-9020 სიგელის პირველი კეფი

დედანი საბუთებისა

საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი : ხეც Qd-9020 ა; ბაცი, მოყვითალო შეფერილობის ეტრატის გრაგნილი, ზომა: 168,5 x 16,5/17,3 სმ. ოთხი კეფი: I - 21,5x6,5; II - 51x17,3; III - 51x17; IV - 45x17. კეფები ერთმანეთზე გადაკერებულია თეთრი ან წითელი აბრეშუმის ძაფით.

დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: ზედა აშია მოჭრილია სწორ ხაზზე. მის თავისუფალ არეზე გაჩენილია დიდი ნახვრეტი. საბუთის ტექსტი რამდენიმე ადგილას დაფარულია მონაცრისფრო ლაქებით. საბუთი მოხატულია. მელანი ყავისფერი; ხელი კალიგრაფიული ნუსხური; ტექსტის დასაწყისი "ე" შემკულია ორნამენტული ხვეულებით.

III კეფის verso-ზე საბუთის ტექსტს მოსდევს წვრილი ნუსხურით შესრულებული სხვა, XVI საუკუნის საბუთი, იესე ქვენიფნეველის ძის შეწირულების წიგნი ლარგვისის ეკლესიისადმი, რომელიც დამტკიცებულია ჯვრის გამოსახულებით და სპარსული ბეჭდით.