Qd-09021
Qd-9021
დედანი საბუთისა
საბუთის აღწერილობა
edit- ხეც. Qd-9021; დედანი. თხელი, ბაცი შეფერილობის რბილი ეტრატი, ზომა: 173 x 20. სამი კეფი: I - 54,8 x 20, II - 59,2 x 20, III - 58 x 20; კეფები ერთმანეთზე გადაკერებულია ცისფერი აბრეშუმის ძაფით. დაზიანება: I კეფის დასაწყისში ყოფილა მოხატულობა, რომლისგან ამჟამად დარჩენილია დაზიანებული მუქი ფრაგმენტები. განირჩევა სამი ფიგურის კვალი: მარჯვნივ და ზემოთ ტახტზე მჯდომი მეფის, ხოლო ქვემოთ - ორი შუამდგომელი პირის. მარცხენა ფიგურასთან მოთავსებულია წარწერა: "დადიანი ლიპარიტ", მარჯვენასთან - "გურიელი მამია". ეტრატის მარჯვენა კიდეს, ძირითადად გრაგნილის გადანაკეცი ზოლების გასწვრივ, ბევრი ნახევი აქვს. მოხეულ ნაწილებში მოყოლილია III კეფის დამაბოლოვებელი სტრიქონების გრაფემებიც. ტექსტი რამდენიმე ადგილას დაფარულია მოზრდილი ყავისფერი ლაქებით. მელანი ყავისფერი, დასაწყისი სტრიქონი სინგურით, სინგურითვეა ერთმანეთისაგან გამოყოფილისასისხლო განაჩენის ცალკეული მუხლების დასაწყისი სიტყვა: "და". ტექსტი ნაწერია დაკანონებულ ეტრატზე, ხელი კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტის დასასრულს, recto-ზე მოთავსებულია 1825 წლის რუსული სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომელსაც ხელმოწერით ამოწმებენ თავადი ჩხეიძე და თავადი წულუკიძე. ბოლოში უზის ბეჭედი რუსული გერბის გამოსახულებით. - [2014 - კორპუსი - III - გვ.132].