Qd-10122
საბუთის აღწერილობა
editდედანი საბუთისა 1481 წ. - მამულის წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა იოანე ჭარმაულისადმი
დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qd-10122;
ეტრატის გრაგნილი, ზომა: 93,5 x 20,5 სმ. თეთრი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული ორი კეფი: I - 26.8 x 20.5, II - 66.7 x 20.5).;
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: საბუთი თავნაკლულია, ზედა მარცხენა მხარე მოხეული აქვს, ბევრგან დაფარულია ლაქებით.
მ ე ლ ა ნ ი: შავი;
ხ ე ლ ი: მწიგნობრული მხედრული;
გ ა ნ კ ვ ე თ ი ლ ო ბ ი ს ნ ი შ ა ნ ი: ორწერტილი, ყოველი სიტყვის შემდეგ;
საბუთის verso-ზე მოთასებულია რუსული სარეგისტრაციო წარწერა, რომლის თანახმად, საბუთი მისი ნამდვილობის დამადასტურებლად წარუდგენიათ "Суд и Расправа"-ს კანცელარიაში 1821 წ. 12 აპრილს, ხოლო რეგისტრაციაში გაუტარებიათ 1821 წ. 2 დეკემბერს.