S-1131 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები






S-1131 ხელნაწერის აღწერილობა

edit

S-1131 ხელნაწერი წარმოადგენს გაბრიელ გელოვანის მიერ თარგმნილ გეოგრაფიას. 80 ფ. 16,6x10,6 სმ. ქაღალდი. მუყაოს ახალი ყდა. მხედრული. 1782 წ.

პუბლიკაცია

edit



S-1131 ხელნაწერის ანდერძი

edit
შინაარსი

გაბრიელ გელოვანის ანდერძი

edit

...წელსა ჩღკბ (1722), ჟამსა მეფობასა შაჰთამაზისასა სახელმწიფო სპარსეთისა ფრიად მიწურვილ იქმნა გარემოს თვისთა მესამძღვრეთაგან, ვითარცა ისმაიტელთა წარუღეს რაოდენიმე სახელოვანი[1] ქალაქები და ქვეყნები. ეგზომ და უმეტესცა ავღანთა, რამეთუ აღდგა მთავარი მათი მირვეიზ, დაიწყო ავაზაკობა ქალაქებთა ზედა სპარსეთისათა და წარუღო პირველი ციხე სახელოვანი ყანდაარისა, და მათ ღონისძიება ვერა რა ჰპოვეს რა. და მერმეღა თვით უკანასკნელიცა ტახტისა ქალაქი[2], სადაცა მჯდომიარებდენ ყაენი, რომელსაცა ეწოდების ისპაანი. ფრიად აღაოხრეს და აღიონავრეს საჭურჭლე მათი და იავარ ქმნა სრულიად სამყოფელი მათი. შემდგომად ამისა აღდგა დიდი ჴელმწიფე მეფეთ მეფე ჩრდილოეთისა პეტრე ალექსის ძე და განვლო ზღვა კავკასისა და დაიპყრა ციხე დარუბანდისა და მუნითგან ესოდენ განავრცო პყრობილება თვისი, რამედთუ გილან მან მაზანდარამდის და თვით შამახიამდის სრულიად[3] ქვეშეპყრობილებასა თვისსა რავდენიმე ფრიად მდიდარნი ციხე-ქალაქნი და ქვეყნები მოყვანილ ჰქმნა.

  1. ტექსტშია: საელოვანი
  2. ტექსტშია: ქაქალაი
  3. ტექსტშია: რულიად