Sd-731

დედანი საბუთისა 1455-1459 წწ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა თემნა ყიფიანისადმი

საბუთის აღწერილობა

edit
  1. სასისხლო სიგელი ყიფიანთა, მიცემული ბაგრატ მეფის მიერ, 70x18,3 სანტ., დაწერილია სქელ ეტრატზედ მრგვალი მხედრულის ხელით და მქრალის მელნით. ნიშნებათ იხმარება ორ-ორი წერტილი. თავი დაზიანებული აქვს, ნაწერი აქა-იქ ძლივსღა ეტყობა. თარიღი არა აქვს, მაგრამ ხელის მიხედვით სიგელი ეკუთვნის მეთუთხმეტე საუკუნეს. - [1909 - თაყაიშვილი - II - გვ.398]
  2. ხეც Sd-732; დედანი. ეტრატი, ზომა: 76x16/17. დაზიანება: სქელი, გამკვრივებული, გადანაკეც ადგილებზე დამსკდარი, ყავისფრად ჩამუქებული ეტრატი. ზედა აშია წაჭრილი. კიდეები უსწორმასწოროდ მოხეული, ალაგ-ალაგ მოზრდილი შავი ლაქებით დაფარული. verso-ზე ეტყობა გადაშლილი მხედრული ტექსტის ნაკვალევი. მელანი ყავისფერი. ხელი არამწიგნობრული მხედრული. უსწორმასწორო კიდეები. სტრიქონები არათანაბარი; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი - [2014 - კორპუსი - III - გვ.88].