დედანი საბუთისა 1558 წ. - მამულის ნასყიდობის წიგნი თურქისტანისა პატრონ იესესადმი

საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი :ხეც, Sd-734; რბილი, თეთრი ეტრატი, ზომა: 83,8 x 28,2; ორი კეფი, ერთმანეთზე გადაკერებული წითელი აბრეშუმის ძაფით; I - 31x28,2; II - 52,8x28,2. დაზიანება: საბუთს აქვს ეტრატის გადაჭიმვისას გაჩენილი რამდენიმე ნახვრეტი; ზოლებად აქვს დარჩენილი გადანაკეცი ადგილები, კიდეები გადაყვითლებული. შავი მელანი; ხელი კალიგრაფიული წვრილი მხედრული, პირველი სტრიქონი მთლიანად შევსებულია ორნამენტულად გაფორმებული გრაფემებით. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. verso-ზე მოთავსებულია რუსული მმართველობის სარეგისტრაციო წარწერა, გაკეთებული 1820 წლის 18 ნოემბერს.