Sd-0796
Sd-796
საბუთის აღწერილობა
editდედანი საბუთისა 1446 წ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა ივანე თულასძისადმი
ეტრატი, ზომა 93x22 სმ. 2 კეფი: I - 35,2x22; II - 57,8x22.
დაზიანება: ეტრატი ძალზე ჩამუქებულია ყავისფრად, თუმცა შენარჩუნებული აქვს დრეკადობა. თავი ირიბად აქვს წაჭრილი ტექსტის დასაწყისი 2/3 სტრიქონითურთ. კეფები სანახევროდ არის ერთმანეთზე გადაკერებული თეთრი ბამბის ძაფით. კეფების გადაუკერებელ კიდეებზე ჩარჩენილია ყვითელი აბრეშუმის ძაფის ნარჩენები, აშიები დამსკდარ-დასერილია, განსაკუთრებით ზედა და ქვედა აშიები. I კეფზე აქვს დიდი და მცირე ნახვრეტები, კეფების გადაკერების ადგილას ატყვია ობის ლაქები, რის გამოც აქ ტექსტი გადასულია. თითქმის სრილიად წაშლილია ტექსტის ბოლო სტრიქონები.
მელანი ყავისფერი, ზოგან გაცხოველებული შავი მელნით; ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
სიგელი ე. თაყაიშვილისათვის გადაუცია ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს.