ქ შნ მხო მხდრო წ
ნდო გი~გი: გ~გი: გ
ულვლსო მეოხ დ მფრლ
ექმენ: მონასა შნს
მსხრთ უხუცესა ლ
შირსსალრს: და თნ მეც
ხდრს მისა დადიანის ასულს
მარეხს და ძეთა მისთა: ლპრ(ს)
ხტარს: ლომმს გიგს ო
ქრომჭედელსა...
გულე-კარის წმ. გიორგის კარედი ხატი
შესავალი
editსაქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქვემო ჭალის საკურთხევლისწინა ჯვარი (ქ.241) წარმოადგენს ხის ჯვარს ზომით 260 x 123 სმ, რომელიც ვერცხლის ფურცლებით არის შეჭედილი.
ხატის აღწერა
edit2. დასაკეცი ხატი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, 19,5 x 15 სანტიმეტრი, ფრთების წინა პირზე მედალიონებში გამოსახულნი არიან ორ-ორ ჯერ ხუცურის წარწერებით წ~ჲ მარკოზი, წ~ჲ თეოდორე. კარები შემკობილია თვლებით. ხელობა ძრიელ მდარე არის. შყგნით ძევს ხატი გიორგისა ფეხზე მდგომარე შუბით, კიდევ უფრო უვარგისი ხელობისა, ხუცურის წარწერით: "წ~ჲ გ~ი". ზურგზე ხატისა, ვერცხლის ფიცარზე ხუცური წარწერა არის ძრიელ უშნო ასოებით და ძნელი გასარჩევი. ამ წარწერას ჩვენ ასრე ვკითხულობთ:
უქარაგმოთ:
შენ მეოხო მხედარო წმინდაო გიორგი, გიორგი გულევლისაო, მეოხ და მფარველ ექმენ მონასა შენსა მსახურთ უხუცესსა ლაშირსსალარს (?) და თანა მეცხედრეს მისა დადიანის ასულს მარეხს და ძეთა მისთა ლიპარ(ს), ხატარს (?), ლომმს, გიორგის, ოქრომჭედელსა...
თ. საყვარელიძე აღნიშნავს, რომ სარგის კაკაბაძის გამოკვლევის მიხედვით ხატის მთავარი ქტიტორი ყოფილა მსახურთუხუცესი ლაშქარ ჭილაძე, ხოლო მისი უფროსი ვაჟი ლიპარიტი (ლიპარი) იხსენიება 1488 წლით დათარიღებულ ფალავანდიშვილთა სასისხლო სიგელში.
წარწერა გულე-კარის წმ. გიორგის კარედი ხატზე
editხატს უკანა მხარეს მიკრულ ვერცხლის ფიცარზე აქვს უშნო ხუცურით შესრულებული წარწერა:
წარწერის ტექსტი
editშენ მეოხო მხედარო წმინდაო გიორგი, გიორგი გულევლისაო, მეოხ და მფარველ ექმენ მონასა შენსა მსახურთ უხუცესსა ლაშქარ ჭილაძეს და თანა მეცხედრეს მისა დადიანის ასულს მარეხს და ძეთა მისთა ლიპარს, ხატარს, ლომმს, გიორგის, ოქრომჭედელსა...
დათარიღება
editე. თაყაიშვილს არც ხატი და არც წარწერა დათარიღებული არა აქვს; თ. საყვარელიძე ჯვარს XV საუკუნის ბოლოთი და XVI საუკუნის დასაწყისით ათარიღებს.