დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია.

პირი: Ad-1ა - იგივე შიომღვიმის საბუთები № 067

მიწერილია გრიგოლ სურამელის დაწერილის - Ad-1 verso-ზე. იწყება III კეფზე, გრძელდება II კეფზე და სრულდება I კეფზე. ტექსტის ზომაა 92 x 25,5: III კეფი - 54 x 25; II კეფი 40 x 25,5; I კეფი: 40 x 25,5. განკვეთილობის ნიშანი: ორიწერტილი, მხედრული. პირი წარმოადგენს ძველი (ალბათ დაზიანებული) დედნის ასლს, გადაწერილს XIII საუკუნეში.

საბუთის ტექსტი

edit

დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი წარმოადგენს 1101-1125 წწ. - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი და მიქაელ მემღვიმის ცხევრელთათვის საბუთის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და უკავია Ad-1 საბუთის verso-ს სტრ.1-19:

ფავნელის დაწერილი


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისაითა, შუამდგომლობითა ნაშობთა უმეტეს წოდებულისა ივოვანე ნათლისმცემელისაითა, რომელი მიეყრდნა მკერდსა საუფლოსა, წმიდათა და სამეოცდაათთა ქალწულთაითა, რომელთა გუიქადაგეს განხორციელება სიტყუისა ღმრთისა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდისა მამის შიოსითა...

მას ჟამსა, ოდეს ბარდავს შევიბენით, ერთი ლომისა მსგავსი ფავნელი მკუდარი დარჩა და ერთი ცოცხალი. ესე უარესი წამეკიდა: ერთი უხუცესი შვილი ქავთარ შინა მამიკუდა.

ვთხოვენ ჩემნი მკუიდრნი მამულნი მეფესა და მიბოძა, რომე ტყუენი დავიხსნე და მკუდრისა სული ვაურვო. ვთხოვენ ოთხნი სოფელნი ცხევერეთი გუელდესითურთ, გავაზელნი კოტმითურთ, ქუემო გუელდეს ორი გლეხი: შულლიას ძე და ტარიკას ძე.

და მოვიყვანე მთავარი მემღუიმე თევდორე და მივათუალენით სოფელნი; და მომიწონა ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოცდაათი ლიტრა ვერცხლი წმიდისა შიოს კუბოს შემონაყარი, ათი ათასი პელპელი, ათი ათასი სტავრა, შუიდი ჯორი ვარდა, შუიდი ქორი კაპოეტი, შუიდი მეძებარი, შუიდი მწევარი წაუვალი...[1]



პუბლიკაცია და დათარიღება

edit

ლიტერატურა

edit