მცხეთის საბუთები № 127

საბუთის აღწერილობა

edit

დაკარგული დედანი საბუთისა 1425-1428 წწ. - დაწერილი ბარათა ქაჩიბასძისა სვეტიცხოვლისადმი
არსებობდა დედნიდან XVII საუკუნეში გადაწერილი პირი სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № რპზ (187)

აღწერილობა:

  • 1818 წ. სინოდის კანტორის აღწერა - "დოკუმენტი ესე დაწერილი არს ოთხს ქაღალდზე. გადაწებებულ არს სამს ადგილს: ა-დ 10 და 11 სტრიქონთ შუა, ბ-დ 28 და 29 სტრიქონთ შუა და გ-დ 44 და 48 სტრიქონთ შუა თავიდამ ბოლომდისინ არის სიგრძეზედ სრულებით ჩამოხეული. მას გახეულებზე და ეგრეთვე ნაპირებზე აქვს ქაღალდი გაკრული მეორეს გვერდიდამ. თავის სტრიქონის ლექსიც რაოდენიმე მოხეული და სიძველისაგამო დაკეცილობაზე გადახსნილები" - [1451-04-მცხეთის № 127].
  • თედო ჟორდანია: 1428 წ. - ამ წლის ახლო ხანებს არის დაწერილი მცხეთის სიგელი, ქაღალდზე კარგის მხედრულით დაწერილი № 127 (ნუსხა № :რპზ:). - [1897 - ქრონიკები - II - გვ.232].
  • დედნის არქეოგრაფიული მონაცემები ს. კაკაბაძის მიხედვით: " სიგელი მცხეთისა № 127, დაწერილია ქაღალდზე ზომით 113 x 21 3/4 სანტ. - [2013 - კორპუსი - II - გვ.142].