1425-1428 წწ. - დაწერილი ბარათა ქაჩიბასძისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 127.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 187 (დაკარგულია).
  2. 1449-1527 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.
  3. 1449-1172 - პირი გადაწერილია სინოდის კანტორაში 1838 წ.
  4. H-13/16 - პირი გადაწერილია 1840 წელს პირების წიგნიდან.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 127
  2. 1451-04-მცხეთის № 127

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე უკუნისამდი გასათავებელი წიგნი კადრე და მოგახსენე თქუენ, სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა... და თქუენსა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა მპყრობელსა კათალიკოზსა დავითს, მე, ქაჩიბასძემან სალაროს მოლარემან ბარათამან, და მეუღლემან ჩუენმან პატრონმან თინათინ, და ძეთა ჩუენთა დავით, გერმანოზ და ლაპამან და მომავალთა ჩუენთა ყოველთავე...

და მოგახსენეთ ჩუენი მკუიდრი მამული, მოუდევარი და უსარჩლელი ყოვლისა დაბადებულისაგან: სომხითს - სოფელი ყორანთა მისითა სამართლიანითა მზღვრითა, ასრე გაგისამზღვრეთ და დაგანებეთ: დიისველი ძუელისგანვე გასამზღვრული იყო და მოლიო შემოვლის რატევნის ჭალითა, რასაცა წისქუილნი და ზემო დიდნი მუხანი გამოიტანებენ, მას ქუემოთ და წისქუილნიცა თქუენ დაგრჩეს ველკეთილისაკენ, რაცა რუსზეითი და ურწყავი არის, სამანი ჩავსუით და რუსქუემოთი, რაცა ველკეთილის ხევი ჩაიტანს წყლამდი, ესე სოფელი ყორანთა ამა სამზღვრითა ჩუენ მოგახსენეთ.

და თქუენ გაგუიკუეთეთ ორი დღე აღაპი მიცვალება ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მე, სალაროს მოლარესა ბარათასა და შობა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისავე მეუღლესა ჩემსა თინათინსა, ყოველთა წელიწადთა უკლებლად.

აწ გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენგნით მოხსენებული და შემოწირული ჩუენი მამული - სომხითს სოფელი ყორანთა ამა სამზღვრითა, რომე ზემოთ დაგუიწერია, თქუენსა სუეტსა ღმრთივ აღმართებულსა და თქუენისა საყდრისა მპყრობელსა, პატრონსა კათალიკოზსა დავითს. ვერავინ იყოს მოცილე და მოსარჩლე და არცა შემცულელი.

დამტკიცებები:

  • ქ. მე უღირსი და ცოდვილი ბარათა, ამისი გამთავებელი ვარ.
  • ქ. მე უღირსი და ცოდვილი თინათინ, ამისი გამთავებელი ვარ.
  • ქ. მე უღირსი დავით, ამისი გამთავებელი ვარ.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
ამ პერიოდის დავით კათალიკოსი შეიძლება იყოს:
*დავით II კათალიკოსი 1424-1428 *დავით III კათალიკოსი 1434-1439 *დავით IV კათალიკოსი 1443-1459 *დავით V კათალიკოსი 1466-1479 თ. ჟორდანია და კორპუსი მიიჩნევენ დავით II კათალიკოსს, ხოლო ს. კაკაბაძე დავით III კათალიკოსს. ეს სიგელი შემდეგში მოხსენიებულია საბუთში: 1537-1552 წწ. - განჩინება ლუარსაბ მეფისა კათალიკოსისა და გერმანოზ ბარათაშვილის სასაზღვრო დავაზე

საბუთის პუბლიკაციები

edit