სოხასტერის ღვთისმშობლის ხატი - სარგის მხეცისძის მოჭედილი

ქართული სიძველეები
გელათის მაცხოვრის ხატი
გელათის მაცხოვრის ხატი





ქართული სიძველეები



სოხასტერის ღვთისმშობლის ხატი







შესავალი

edit

საინვენტარო N 3869

გელათის საგანძურში სოხასტერის მონასტრიდან გადმოტანილ ხატებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სარგის მხეცისძის დავალებით მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი, რომლის ქვედა მხარზე მიმაგრებულია დაჩოქილი მავედრებელი სარგის მხეცისძის ფიგურა, ხოლო მეორე მხარეს კი მისი მეუღლისა.

ხატი აღწერილი აქვთ კონდაკოვს გელათის სიძველეები N 10, გ. წერეთელს - სიძველე N 22, წარწერა N 46,

ხატის აღწერა ნ. კონდაკოვის მიხედვით

edit

10. Икона серебряная, чеканная, Божией Матери, выш. 0,71 м. и 0,50 м. шир., представленной по грудь, съ Младенцемъ на левой руке. Икона украшена по бордюру медальонами съ образами Деисуса, Евангелистовъ, св. Георгия и Димитрия. На иконе же прикреплена въ поле драгоценная эмалевая, византийской перегородчатой эмали, пластинка, вышиною 0,12 м. и 0,045 м. шириною, съ изображениемъ Апостола Петра, съ греческою надписью имени; мельчайшая детальная техника перегородочекъ, образующихъ своего рода сеть или паутину, относитъ пластинку къ концу XII века.

წარწერა სოხასტერის ღვთისმშობლის ხატზე

edit

წარწერის ტექსტი

edit

ქ. ჰოი ყოველთა დაბადებულთა უზეშთაესო, ბუნებისა ჩუენისა ზეცად აღმყუანებელო, ქალწულო მარიამ! ჩუენ, მოსავთა და მადიდებელთა სახელისა შენისათა და ცვა-ფარვათა შენთა მონდობილთა, ფრიად ცოდვილსა მოლარეთ უხუცესსა მხეცის ძესა სარგისს რომლისა ბრძანებითა მოიჭედა წმიდა ესე ხატი პირისა შენისა და მემცხედრესა, მეფეთა მეფისა ბაგრატისა დისწულსა, ამილახორისა ზედგინიძისა ამირინდოს ასულსა, პატრონსა ელენე ყოფილსა ეკატირინესა, ცოდვანი მათნი შეუნდვნეს ღმერთმან და ძეთა მათთა ქაიხოსროს, ჯანგამს, მურაბს, ფირანს და გარსევანს შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ და მას განკითხვის დღესა მეოხ ექმნას.

დათარიღება

edit
  • კონდაკოვი და ბაქრაძე წარწერას იმერეთის მეფე ბაგრატ III (+ 1548) დროით ათარიღებენ.
  • გ. წერეთელი წარწერას XVI საუკუნით ათარიღებს.
  • თ. ჟორდანია წარწერას 1523-1524 წლებით ათარიღებს.

ლიტერატურა

edit