ნაშრომში გამოქვეყნებულია ქუთაისის მუზეუმში დაცული ექსპონატების წარწერები:
ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3868): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 50 x 70,5 სმ; ღვთისმშობელი გამოსახულია ფეხზე მდგომი, ყრმით ხელში. მარცხნივ და მარჯვნივ ხუთ-ხუთი მედალიონია. ხატი შემკულია უბრალო თვლებით; აშიებზე ყვავილებია გამოსახული.
მ. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ფირან მხეციძე სარგის მხეციძის შვილია და ხატს XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.
მაცხოვრის ხატი (საინვენტარო N 3867): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 51 x 68 სმ; შემკულია სამი თვლით. ხატი დაზიანებულია: გვერდითი მედალიონები და ზედა აშია ავარდნილია.
მ. ნიკოლეიშვილს წარწერაში მოხსენიებული ბაგრატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-დ მიაჩნია.
ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3869): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 14 x 51 სმ; ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით ხელში; აშიებზე ყვავილებია გამოსახული. ხატი რელიეფურია: შემკულია თორმეტი თვლით.
მ. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ქაიხოსრო მხეციძე სარგის მხეციძის უფროსი შვილია და ხატს XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.
წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.
დაზიანებული ასომთავრული წარწერა ქვედა აშიის შემორჩენილ მარცხენა ნაწილზე (მარჯვენა დაკარგულია)
ჩვენ, ხონელ მთავარეპისკოპოზმან გედეონ [ხატი წმიდის] გიორგის პირველად დამწვარი იყო და ჩვენ მოვ[აჭედინეთ, რათა გვე]ქმნეს მეოხ აქაც [და] მერმესა მას..."
მ. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ გედეონი ხონელ მთავარეპისკოპოსად იყო მალაქია გურიელის შემდეგ, სავარაუდოდ 1614 წლიდან, როცა მალაქია კათალიკოსად აკურთხეს.
ბარძიმი (საინვენტარო N 3788), ვერცხლით მოჭედილი, სიმაღლე 19,3 სმ. შემოსულია 1926 წ. ნიკორწმიდის ეკლესიიდან.
ბარძიმის ფეხის წახნაგოვან ნაწილზე მხედრული წარწერაა:
ქ. მე ცოდვილმა მხევალმა ღთისამა გამდელმა ბატონიშვილის ნარინ დავითისმა სილდასტან შემოგწირეთ ბარძიმი ესე რაყას უდაბნოს სულისა ჩემისა საოხად.
ბარძიმის ფეხის ქვედა ნაწილში 13 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა:
ქ. ჩვენ ცვა ფარვანთა მინდობილმან თქვენმან ხელმწიფემა დადიანმა პატრონმა ლევან თქვენ ქუთათისა და პალაისტომის ღთისა მშობელსა შამოგწირეთ ბარძიმი ესე მას ჟამსა ოდეს შევებენით მეფესა ბაღდადსა ქ. გაგვემარჯვა მაშინ ომში და...[1] სულისა ჩვენისა საოხად.
- ↑ ბარძიმის შემდეგი წარწერიანი ნაწილი 14 სანტიმეტრზე ამოტეხილია
ამას გარდა ნაშრომში იხსენიება შემდეგი სიძველეები: